ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"ეს არის სპორტი, სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება…იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემაზიზღონ, აქ სამართალი არ არსებობს..." - სანდრო ბაზაძე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებს ეხმაურება

"ეს არის სპორტი, სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება…იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემაზიზღონ, აქ სამართალი არ არსებობს..." - სანდრო ბაზაძე  მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებს ეხმაურება

ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან მოულოდნელად 14:15 დამარცხდა.

მეთვრამეტე ნომრად განთესილმა ამერმა ბაზაძეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია, თუმცა ქართველი მიიჩნევდა, რომ მსაჯების გადაწყვეტილება უსამართლო იყო და დიდხანს და უშედეგოდ აპროტესტებდა. ის ამბობდა, რომ მოწინააღმდეგემ ხუთი შეცდომა დაუშვა და არბიტრების გადაწყვეტილება სირცხვილი გახლდათ.

ამ ყოველივეს შემდეგ ბაზაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ზემოთ აღნიშნულს გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"პირველ რიგში იმით დავიწყებ! მადლობა თითოეულ ქართველს ეს რა მაგარი ერი ვართ როგორ დამიდექით გვერდში და სულ გვერდში ხართ!!! არ მინდა ძალიან დიდი სტატუსი გამოვიდეს მაგრამ ვისაც მოგინდებათ წაიკითხავთ !!! მიყვარხარ საქართველო და ქართველო ხალხო!!!! მე თქვენთვის სულ ვლოცულობ!!!

დღეს რაც მოხდა ეს უკვე განმეორდა თითქოს დეჟავუ იყო… ყველგან ამას ვამბობდი მსაჯი თუ წესიერი იქნება მე ოლიმპიადას აუცილებლად მოვიგებთქო…. რატომ ვიძახდი ამას და რატომ მინდა რომ ამაზე გავამახვილო ყურადღება.

ეს არის სპორტი სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება…

იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემზიზღდეს ის სპორტი, რომელშიც 17 წელია ვარ! ჩემ ნახევარ ცხოვრებაზე მეტი!!! როდესაც ამ სპორტში მოღვაწეობა დავიწყე დამიჯერეთ რომ ეს სპორტი არ არსებობდა საერთოდ… და მერაბ ბაზაძემ შეძლო და დააბრუნა და თავისი განათლებით და უნარით აღზარდა უამრავი მაგარი სპორცმენი!!!

პირველივე საერთაშორისო შეჯიბრიდანვე მახსოვს როგორ შეშურდა მსოფლიოს ახალგაზრდა ქართველების გამოჩენა!!!! მიხეილ მარდალეიშვილი , ბექა ბაზაძე , საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, გოგა კაკურიძე, ვატო არჩვაძე, ნიკა ჭეიშვილი,ლაშა კუჭუხიძე, დუდუ თავართკილაძე, ლუკა ობოლაძე, დათუნა თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე!!!! აქ არიან მოფარიჯავეები რომელბმაც აჩვენეს და აჩვენებენ კიდევ ძალიან დიდ შედეგებს!!! მე სანდრო ბაზაძემ მიუხედავად იმისა ოლიმპიურ თამაშებზე არაერთხელ გადამიარეს განუკითხაობით და არასამართლიანად გაჭირვებიდან მიღწეულმა ნომერ პირველამდე მისულმა სპორცმენმა რწმენა არ დავკარგე და არასდროს არ დავკარგავ!!!

დღეს კიდევ იმის შემსწრე გავხდი რომ აქ სამართალი არ არსებობს….

საქართველო არის სამართლიანი ქვეყანა და მე მიყვარს ჩემი ქვეყანა ! მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიყვარხართ თითოეული ქართველი ! ოლიმპიური ჩემპიონობა ჩემი მიზანი იყო ამ სპორტში პირველივე დღიდანვე მაგრამ არ მაძლევენ ამის საშვალებას ეს გარეწრები!!!

მე ტყუილს არ ვლაპარაკობ მე 2 შვილი მყავს და არ მინდა მათ მატყუარა მამა ყავდეთ!

მერაბ ბაზაძე გმირია! 1 ხმალი გვქონდა და რო გატყდა ხიდან ჯოხი მოწყვიტა და ისე გვავარჯიშებდა და ფეხზე არაფერი არ გვეცვა აი ესე გავხდი მე მსოფლიოში პირველი ნომერი!

მაგრამ შეშურდა მთელ მსოფლიოს როგორც ჩანს… მე მადლიერი ვარ ღმერთის რაც გამაჩნია რომ ვარ ქართველი და მიყვარს თითოეული ქართველი იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვართ !!!! მადლობა თქვენ და მე არ დავანებებ თავს იმის მიუხედავ რომ ძალიან იმედ გაცრუებული ვარ და გულგატეხილი…

საქართველო არის ყველაზე მაგარი ქვეყანა!ჩვენ გაგვიმარჯოს და წარმატება თითოეულ ქართველს ოლიმპიურ თამაშებზე!", - წერს ბაზაძე.

• მერაბი

მადლობა ყველას საინტერესო აზრები მოვისმინე აუცილებლად გავითვალისწინებთ ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია! კორუფცია არის ყველგან და ყველაფერში! თუ სასამართლოში წავა და არვართ ეგ ხალხი მოუგებთ ოლიმპიურ ქარტიას 100 პროცენტი! იმიტომ მოიგო ორი ოლიმპიადა მართლა! 8-2 აგებდე და მოიგო ეს არის აფხაზეთის დაბრუნების ჩვენს იურისდიქციაში !))) გაბრაზდა ბიჭი და იყვირა!! აპა უსამართლობას დებილივით ხომარ დადგებოდა და თავს დაუკრავდა გარეწრებს!!

• მერაბი

მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა მარტო ჩვენ არ გვემართება ეგეთი რაღაცა! იტალიას ოქრო გადმოხსნენ ბერძნებს ირანელებს პრობლემა არის ფარიკაობაში თუ წაიკითხავთ ნახავთ რომ წააგებინენ მართლა ეგ ჩემი მოსაზრება არარის საუკეათესო ექსპერტები წერენ გერმანიის საზოგადოებრივ არხსზე გაკეთდა გადაცემა კერძოთ სანდროზე! ექსპერტებმა დაწერენ და დაადასტურენ რომ წაართვენ! მსოფლიოს ჩემპიონატი გვაქვს თბილისში 2025 წელს მობრძანდით და ნახავთ!

• Zaza

სანდრო ყველას გვეტკინა გული რომ უმედლოდ დარჩი. ის მატჩიც ვნახეთ (საფაც სხვათაშორის აშკარად გჩაგრავდა ეგვიპტელი და 8-2-საც გიგებდა) მაგრამ შენ გამპიჩინე საბრძოლო სულისკვეთება და ბოლოსკენ გაუტოლდი მოწინააღმდეგეს. რაც შეეხება წააგე თუ მოიგე? შენი პოსტიც წავიკთხეთ სადაც წერ რომ არ გინდა შენ შვილებს მატყუარა მამა ჰყავდეთ და თხოვ გულშემატკივარს ამ საბაბით დაგიჯეროთ რომ მოიგე. კი ბატონო ეს წონადი არგუმენტია მაგრამ სიმართლე გითხრა ყველა ველოდებოდით (ჯერ კიდევ ველით) არა ემოციურ არამედ პროფესიულ ახსნას სავარაუდოდ მომხდარი უსამართლობისა. ველით რომ აგვიხსნა: 1. რატომ გებრძვიან პირადად შენ და/ან ქართველ სპორტსმენებს მსაჯები? 2. რატომ უნდა ჩაეთვალოს ქულა ერთ სპორტსმენს როდესაც სენსორული სისტემა აჩვენებს რომ მეორემ “უჩხვლიტა” პირველმა? 3. რატომ ხდება ისე რომ თითქმის ყველა ჩხვლეტაზე ორივე სპორტსმენი ზეიმობს და ამტკიცებს რომ თავად უჩხვლიტა პირველმა? 4. რატომ შეშურდა (შენი სიტყვებით) მსოფლიოს ქართველი სპორტსმენების გამოჩენა? (სიმართლე უნდა ითქვას შენს გარდა მსოფლიოს რომ შეეშინდეს ეგეატი ჯერ არავინ გვყვავს! 5. თუ ეს სპორტი მასობრივად უსამართლოა მაშინ ლოგიკურად ის უსამართლოა ყველას მიმართ და შენ ისე გამოგდის რომ მარტო შენ გებრძვიან. შეიძლება ასეც იყოს და ამიტომ აგვიხსენი რატომ? იქნებ “ავუფეთქოთ” სოცქსელები და დაგეხმაროთ?…. 6. შენი კი გვჯერა მაგრამ რთული დასაჯერებელია რომ 21 საუკუნის 20-ანი წლებია და არ არსებობს სისტემა რომელიც გამოავლენს რომელი ხმწალი შეეხო მოწიმააღმდეგეს პირველი? ეზ ხომ აბსურდია! თუ ასე ბნელა და ასეა ესეც აგვიხსენი რატომ… 7. და ბოლის, თუ ეს სპორტი ასეთი უსამართლოა წესით ყველა (ბევრი) უნდა ივაგრებოდეს და გულზე ხელის დადებით, იქნებ შენც მოგიგია მატჩები და ტირნირები უსამარართლოდ? თუ საშენოდ არასოდეს შემცდარან? ხოდა თუ მომხდარა მაშინ გამოდის რომ ხან მოგაგებინეს და ნან წაგაგებინეს და ბარი ბარშიო რო იტყვიან. მოკლედ დიდ წარმატებას გისურვებ და შემართებაში გეტყობა რომ მაინც გახდები ოლიმპიური ჩემპიინი მაგრამ ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. თან ისეთი პასუხი რომ არც სასაცილოდ ჟღერდეს და არც მიკერძოებულად.

• ლაშა 19

რას ამბობ ? არ ეკუთვმოდა მოგება და ბოლო ქულა არ ეკუთვნოდა ? შენ მაგრად ერკვევი ამ სპორტში ?

• ლაშა 19

საშინელებაა უპატიოსნობა, იმსახურებ გამარჯვებას და უნამუსო ხალხის გამო აგებ და მერე სამართალა ვერ პოულიბ ძალიან გულსატკენია. ამას უნდა ეშველოს სპორტშიც და ყველგან , ნუ სპორტში ტექნოლოგიების დახმარებით .

• ლაშა 19

რა უნდა მიელოცა ? დაუმსახურებელი “გამარკვება” , ან დაუმსახურებელი გამარჯვება როგორ უნდა ეზეიმა იმ ეგვიპტელს . ამდენს წვალიბს ემზადება და ამხელა უსამართლიბას გაღიმებული უნდა შეხვედროდა და არ გაეპროტესტებინა ?

• Რაგბის ფანი

სირცხვილია შენი კომენტარი.

• ზურა

სანდრო არ უნდა დაიჩაგროს მას ახლა როგორც არასდროს ისეთი მხარდაჭერა ჭირდება. როცა თბილისში ჩამოვა მას როგორც ჩემპიონს ისეთი დახვედრა ეკუთვნის. უნდა გამოცხადდეს მისი თბილისში ჩამოსვლის დრო და დავხვდეთ.

• gzp

სად იყო კოლეგიალურობა? არც კი მოულოცა ოპონენტს. ან ოლიმპიური ქცევა? გასაგებია შეიძლება შეცდნენ მასჯები ან მიუდგნენ კიდეც მაგრამ ასეთი ფანჩხალი ატეხო ქართველმა კაცმა მიუღებელია.

• სოსო

ვალერ,წინა ოლიმპიადის შემდეგ,სადაც ძალით წაართვეს ფინალის საგზური,4 წელი,თითქმის მუდმივად მსოფლიოს პირველი ნომერია და როგორ გგონია,კაკლის ჩრდილში კოტრიალით და მწვადის ჭამით იყო,იქ?რომ შრომობს და მოსავალს ჰპარავენ,იმიტომაა ასე გამწარებული.ოლიმპიადა ოთხწლეულის მთავარი ტურნირია და სწორედ აქ უსაფრდებიან.

• სოსო

ზედიზედ ორი ოლიმპიადა,მსაჯებმა ძალით წაართვეს და მიუხედავად პროტესტებისა,მიუხედავად იმისა რომ წინა ოლიმპიადაზე,ტელე ეკრანიდანაც კი ჩანდა,რომ მან პირველმა მიაყენა დარტყმა,მაინც მეტოქეს მისცეს ქულა.ამის შემდეგ კიდევ 4 წელი,თითქმის სულ მსოფლოს პირველი ნომერია და ახლა ისევ იგივე ჩაუტარეს.მთელი 4 წელი,ამ სტარტის გულისათვის მუშაობდა და ისევ წყალში ჩაუყარეს,ამდენი შრომა.გასაგებია,რომ ძალიან ემოციურია,მაგრამ მისი პროტესტი,სამართლიანია და ყველა თუ გაჩუმდა,მუდამ ასეთუ უსამართლობა იქნება.15-დან 5 დარტყმაზე აპროტესტებს,ჩემი იყო და მეტოქეს ჩაუთვალესო.ყველაზე ტყუის?დაუჯერებელია!ერთიც რომ სწორად განესაჯათ,მოიგებდა.ოლიმპიზმი,სწორედ სამართლიანობას, სისუფთავეს ქადაგებს და ვინც მას აბინძურებს,მათ წინააღმდეგ,შეურიგებელი ბრძოლაა საჭირო.

• ადამიანი

დავით-გაგეტარებინა შე კაცო ,თუ შენი კომენტარის გარეშე აბა როგორ???

• ადამიანი

ვალერი-ძალიან ცოდო ხარ,საცოდავი

• ვალერი

ამას წუწუნი კარგად აქვს დაცდილი,წინა ოლიმპიადაზე მე 4 ზე გავიდა მაგრამ იმდენი იწუწუნა,როგორც მახსოვს სახელმწიფო პრემიას გამოკრა ხელი.სავარაუდოდ,ახლაც ამისი იმედი აქვს.

• არჩილი

კლავიატურის მზის სხივო

• დავითი

არც ფარიკაობაში ვერკვევი,არც სანდროს ვიცნობ,უბრალოდ ვუყურე დაპირისპირებას და ასე ყოველ ქულაზე ყვირილი და ჭიჭყინი დასაწისიდანვე, არ განაწყობს მის მიმართ დადებითად არავის და ეს კომენტარი, რომ მსოფლიოს შურს მისი და ასე შემდეგ,რბილად რომ ვთქვათ უინტელექტობის მაღალი დონეა. ყვირილის გამართლება კიდე იმით შეიძლება,რომ ახელა შრომა აქვს ჩადებული და მტკივნეულია, მარა ეს შურზე კომენტარი სრულიად არასპორტული და არაადეკვატურია.

• იასონას უდარი

შენ გენაცვალე,მეც სულ მაგას ვამბობ,ქართველი ყველაზე მაგარი ხალხია მსოფლიოში. წარმატებები,იბრძოლე ბოლომდე და დადგება ის დღეს,როცა მიზანს მიაღწევ.

• სანდრო ბაზაძეს

"მოყვარეს პირში უძრახე"-ო, არის კარგი გამონათქვამი. ამიტომაც, სიმართლეს გეტყვი და სწორად გაიგე: თვითკრიტიკულობა გაკლია! ანუ, როცა ადამიანი მხოლოდ სხვას ხედავს თავის წარუმატებლობაში დამნაშავედ და თავის თავს არაფერს თხოვს, წარმატება ზურგს აქცევს. სხვა სიტყვებით რომ გითხრა, ცხოვრებაში ვერაფერს ისწავლი თუ თვლი რომ ყოველთვის მართალი ხარ! ამიტომ ჩემი რჩევაა - მეტი ივარჯიშე! ხოლო თუ მაინც მიგაჩნია, რომ მუდმივად შენ გჩაგრავენ და "ეს არის სპორტი, სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება", მაშინ ჯობია ნერვები არც შენ იწყვიტო და არც სხვებს დააწყვიტო (ანუ უბრალოდ შეეშვა და სხვა საქმით დაკავდე)

• გიორგი

და შენი ბრალი არაფერი არ იყო???? 8-ით 0-ს აგაბდი თუ არ ვცდები, ესეც მსაჯების ბრალია??? ამდენი ჯერ არ მინერვიულებია!!! სულ მსაჯებს ეჩხუბები! ასე იყო იმ შილაკთანაც! რა ჯინი აქვთ ასეთი შენი???? ჯობს დაფიქრდე და სწორი დასკვნები გამოიტანო! ჩვენ შენი იმედი გვაქვს და ყურებს ნუ ჩამოყრი!!! სამართლიანი იყავი!!!!

• გია

თუ მსაჯები ესე გჩაგრავენ მაშინ მსოფლიოს პირველი ნომერი როგორღაა გახდი?ან ეგვიპტელს როგორ დაუჭერდენ მხარს?მესმის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილიყო,კიდე რამეს იფიქრებდი.ამიტომ მეტი მომზადება,შრომა და ნაკლები წიკვინი.

• ჟორა

ვიზიარებ სანდროს გულისწყვეტას, მაგრამ რამდენჯერ უნდა დაჩაგრონ ეს ბიჭი?

• Basti

რამდენი ფანი ჰყოლია ფარიკაობას საქართველოში.წესების ზედმიწვენით მცოდნე და ყველაფრის დამნახავი ხალხი.

• დიდი ბრიტანეთი-ს

რაღა დროს ბახი და მოცარტია, ეგენი 200 წლის წინ გავიდნენ გაღმა მარილზე. ჯობია ელისო ბოლქაძეს მისწერო, ფრანგულიც იცის და ევროპასაც ვერ იტანს))))))))

• დიდი ბრიტანეთი-

უვიცებო ,რატომ ჰყოფთ,ცხვირებს,ქართველთ,ჩვენი წინაპართა მიერ უბადლოდ ხმლის ქნევის,დღევანდელ სპორტულ ნაირსახეობაში,ნუგზარ ,ასათიანის,მორის სახვაძის ქვეყნიდან ამგვარი კომენტარები არ გვეკადრება,და თუ ღ გესმის საბრძოლო სპორტის სახეობისა,გაჩუმდი,ნუ იჭრი თავს უვიცობით,ცოტა პატრიოტი იყავი,მსოფლიოს ჩემპიონს ამოუდექი მხარში,ეტყობა ,რაღაც ცუდი ხდება ოლიმპიურ მოძრაობის სათავეებში,ბაზაძეს არ შეეშლება არაობიექტურობა მსაჯთა მხრიდან და თანაც წლების განმავლობაში ეროვნული ოლიმპირი პროტესტია საჭირო,ფარიკაობის ფედერაციის ავანგარდით მითუმეტეს სწორედ პარიზში კარგად ესმით -espadonis განსჯის ტყვილ მართალი,ინგლისელების მოგონილი,ფრანგული ტერმინოლოგიის სპორტია და ბაზაძის სიმართლე მოკლე დროში ადვილად დასადგენია,მკაცრი პროტესტი გვმართებს,ეხლავე,ბახის სახელზე შეტანით.. .მტკიცე არგუმენტებით დროა ქართული espada,ავი მუსაიფი გახდეს ფარიკაობის დამანგრეველთათვის

• რეზოს

ეგ მავთულხლართების გადმოწევაც: გადარეული, ჰალსტუხ მჭამელი, მფორთხავი შლეგიანი მიშას შედეგია! რო დაეტაკა რუსეთს, რა ომს მოიგებდა? ანდა კოდორს ზემო აფხაზეთი, რო დაარქვა ვერ წაიღეს აფხაზებმა? რუსეთს ვერავინ მოუგებს ომს, აგერ კარგად სჩანს სშინელი სურათი უკრაინაში, სად არის "ძლევამოსილი ნატო"? ერთადერთი რაც რუსეთთან შიძლება, ეს არის დიალოგის ენა, ოკუპანტის ძახილი და გიჟი ნაცების შუა თითების ჩვენება და კვერცხების სროლა, უარეს შედეგს მოგვიტანს! რაც შეეხება ოცნების "დათბობა-დატკბობის" პოლიტიკას ის შედეგი გვაქვს, რო აქ ჩვენთან მშვიდობა არის! მაინცდამაინც "უკრაინა" გვინდა?

• ფარიკაობა

ფარიკაობაში არის 3 მი სახეობა ხმალი,რაპირა,დაშნა.რაპირას და ხმალს იდიოტური წესები აქვს,ქულა მარტო შეტევის დროს გეთვლება.დაშნა მარტივი და იორღა,რეალობას მისადაგებული.დაცვაში უჩხვლეტ თუ შეტევაში მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია პირველმა შენ უჩხვლიტო.

• zura222

ხედაავთ როგორ გამოძვრნენ სოროებიდან ნაც ვირთხები და როგორ ზეიმობენ სანდროს რომ წააგებინეს და ასიანი იმ მსაჯების სადღეგრძელოს სვამემ @@ მერე ვინმე ეგეთ ვირთხას ქუჩაში რომ ნახავს და ცემაში გაპობს ქვითინს და ჩივილს იწყებენ -არიქა ქვეყნის პატრიოტებს გვისწორდებიანო @@

• ცუდ მოცეკვავეს-ს

ეს ნაცები, რავა ეხლა გახდით ყველა: პრაფესორები, ციცერონები, სოკრატეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ? მოდით რა? ყველამ თქვენს მამიდებს მიხედეთ, სანდრო ბაზაძეს თქვენნაირი ნაცებისგან არაფერი ესწავლება, ჭკვიანი ბიჭია და თვითონ იცის თავის საქმის! პოლიტიკას რაც შეეხება ზუსტადაც ჭკვიანი ხალხი სჭირდება!

• თაზო

მაგარი მზეთამზე ხარ

• ვალერი

ჩემო სანდრო ამდენ კამათს და ჩხუბს უკეთესად მომზადებულიყავი ეგ აჯობებდა..ამდენი კამათი და აყალმყალი სპორტსმენისგან მე არ მინახავს.ბევრი უნდა იმუშაო და ბევრი იშრომო მერე მოვა შედეგიც,მიკვირს ესე ფსიქოგიურად არამდგრადი სპორტსმენი როგორ მოხვდა.თუ ვინმეს შენი შურს მსოფლიოს პირველი ნომერი როგორღა გახდი?ამდენ სისულელის ლაპარაკს უკეთესად გემუშავა საკუთარ თავზე და ესე არ დასრულდებოდა.

• ვასო 67

სანდრო, გული არ გაიტეხო, კიდევ იქნება გამარჯვებები, გაგახაროთ უფალმა

• თაზო-ს

დედიკოს წამოყვანაც არ დაგავიწყდეს, ესიამოვნება!

• დიმო

რა გჭირთ ხალხო? რა მიშა, ბიძინა , გლობალური პოლიტიკა და კვერცხობები????? სპორტია … სპორტი!!! ოლიმპიადა და სპორტი!!! რამ გაგაგიჟათ ? სპორტზე ილაპარაკეთ!

• ცუდ მოცეკვავეს ....ხელსაო

გამოდის რომ ეს მსაჯები მხოლოდ ქართველებს გვჩაგრავენ. რა ვიცი, რაც ვარმა ევროპაზე დაგვაფასა, მე აუგის სათქმელად ენა არ მომიბრუნდება. სანდროს თუ მოვუსმენთ მსოფლიო სპორტის გლობალური ომის პარტია გვებრძვის. ))) პირველი ნომერი როგორ გახდა, მაშინ ეგ აგვიხსნას. თუ მაშინ მსაჯები სხვა პლანეტიდან იყვნენ? მეტი უნდა ივარჯიშო ჩემო სანდრო, რადგანაც წააგე, ესე იგი ეგვიპტელი უკეთეს ფორმაში იყო. ფსიქოლოგირადაც უკეთესად იყო განწყობილი. მეც მინდა დალევაში მაინც ვიყო მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ ვაარ? ))) შრომა, შრომა და კიდევ შრომა. მით უმეტეს თუ დანებებას არ აპირებ. კარგი იქნება თუ პოლიტიკოსებისგანაც თუ შორს დაიჭერ თავს. სულ წარმატებებს გისურვებ!

• თაზო

მაგარი მზეთამზე ხარ

• Pele

Paranoia aqq am bichs..cadi bizia saxlshi

• რეზო

ქოცებს ტერიტორიები არ დაუკარგავთ ? იმედია რუკებში ოდნავ მაინც ერკვევით და კარგად დახედეთ, 2012 წლის შემდეგ რამდენი კვ.კმ მოიტაცეს რუსებმა ე.წ საოკუპაციო ხაზის მიდამოებში ? თუ ეგ არ ითვლება ?! ნაცებს არ ვამართლებ, მაგრამ იმაზე რასაც რუსეთი გვიშვრება, სწორი რეაქცია მაინც ჰქონდათ. ქოცების დათბობა-დატკბობის პოლიტიკამ რამე შეცვალა ???

• დიმა ს

ეგ გაბოროტებული კი არა , ავადმყოფია.

მიშა რომ ამბობდა , მე უკრაინელი ვარო , ის არ გიკვირდა ? ბექაურმა იცისთავისი საქმე და ესაა მთავარი. თანაც კარგი ქართველია.

რა არის გასაკვირი . როცა ახალი მოთამაშე შემოდის აწყობილ სისტემაში, ეს არავის მოსწონს. ბაზაძე კაეგი სპორტსმენია და დაეჯერება.

• ზაკოს

საცოდავი ხარ.

• იოზეფ

გაქათმებულებს მაინც ჯობია

• ზაკოს

ნაცობას ყველაფერი ჯობია! ნაცობაზე სამარცხვინო არაფერია! ვინც მაგათი მომხრეა, ყველა პოტენციური მეცოცხეა!

• კევინი

შენ რომ ქოცი არ ხარ, იმიტომ არ სთხოვ აი ღმერთს, მიშველეო. :)

• სულელა ნაც, "ღმერთო გვიშველე-ს"

ვაი მართლა ღმერთო გვიშველე! შენაირი მეცოცხე ნაცებისგან და მთლიანად ნაც ხროვებისგან! ოცნება ყველანაირად გჯობიან, რადგანაც მაგათ არავინ უწამებიათ და არც ტერიტორიები დაუკარგავთ თქვენგან განსხვავებით. რეებს ბოდიალობ შე საცოდავო?

• დიმა

რა გაბოროტებული უნდა იყო ადამიანი, რომ სპოტსმენის პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად საქართველოს გამარჯვება და ქართული დროშის აღმართვა ოლიპიადაზე არ გსიამოვნებდეს და არ გახარებდეს

• ღმერთო გვიშველე

ხედავთ რა ემართებათ კარგ და საყვარელ ბიჭებს გაქოცების შემდეგ? ბექაურმა საქართველოს ისტორიის შედევრი უნდა გავხდეო))

ამ სპორტში ვერ ვერკვევი, მაგრამ მე15 ქულაზე აშკარად ჯერ წითელი აინთო და შემდეგ მწვანე ეკრანზე - კადრიც გავაჩერე. ხოდა ვერ გავიგე მსაჯები რის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას.

• ღმერთო გვიშველე

ხედავთ რა ემართებათ კარგ და საყვარელ ბიჭებს გაქოცების შემდეგ? ბექაურმა საქართველოს ისტორიის შედევრი უნდა გავხდეო))

• გოგა

შეშლილებს მიხედეთ ახლობლებმა!!! აგერ ერთმა შეშლილმა მძინარე ძმა დაჩეხა ნაჯახით !- სახუმარო არაა

• Ზაკო

ეს ბაზაძე ქოცია და ხოდა ღირსია

• ქართველი.

ოჰოჰო? გნაცები რას ზეიმობენ? მაგათ ხომ ნებისმიერი ქართველის უნებლიე წარუმატებლობა უხარიათ და წარმატება კი სწყინთ? სანდრო! შენ ხარ ნამდვილი პატრიოტი შენი ქვეყნის, ნაღდი ქართველი, რომელსაც უყვარს ოჯახი, ტრადიცია და წესიერება (რომელიც 21-ეეე საუკუნეში, რატომღაც "სირცხვილად" ითვლება) რას ვიზავთ თურმე "ევროპაშიც ცდებიან". სანდრო! გამაგრდი, შენს გვერდით ვართ და გგულშემადტკივრობთ შენი ქართველობა!

• Gogi

კარგი ბიჭია ვგულშემატკივრობთ მაგრამ მსოფლიოს შეშურდაო რომ იტყვის კაცი იქ დამთავრებულია …. ასე იყო წინა ოლიმპიადაზეც

• Rezo

ვერ გავიგე, მსაჯების დედაც მარა 70 იანებში იყო ცხვლეტაზე ინტებოდა და ყვიროდა აპარატჯ და ეხლა რა ვერ გაურკვევიათ?

• Bs

თუ აინთო ჩხვლეტის მაუწყებელი ნიშანი ერთის მეორეზე ადრე, რაღას ამოწმებენ მსაჯები? ვერ მივხვდი, იქნება ვინმემ იცოდეთ. ანუ იმას ამოწმებენ ეს ნიშანი ჩხვლეტის გამო აინთო თუ რაღაც სხვა რამის გამო? ან სხვა რაღაც რა უნდა იყოს? ვერაფრი ვერ გავიგე, არაფერი არ ჩანს არც გამეორებაზე.

• ყველაზე მაგარი ქართველი?!?!?!?

უბერავს ძმაა??? ფსიქიკას მიხედოს ხო არ ჯობია?

• Master

ყველაფერი ფინანსებზეა,ფარიკაობაა,სადაა აქ თამხები?

• კორბენა

თქვე კაი ხალხო, თავის სახეობაში უძლიერეს მეტოქეებს ხვდება, ვიღაც ბამბით გამოტენილ მანეკენებს კი არა ? რომ იძახით თავადაც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზეო, მეტი რა ქნას ? 15:0 ვერ მოიგებს ყველა ბრძოლას და როცა მსაჯობა ასეთი მიკერძოებულია და ყოველი მისი სამი ჩხვლეტიდან ერთს მოწინააღმდეგეს უთვლიან, იქ ჩემპიონობის შანსი აღარაა. სადღაც მაინც გაგაჩერებენ. წარმოუდგენლად რთულია თან მეტოქეს ეპაექრო და თან ყოველი ეპიზოდის შემდეგ ის ამოწმო, მსაჯები რამდენად კომპეტენტურები არიან. ფსიქიკა ამას ვერ გაუძლებს და შესაბამისად ფიზიკაც ადრე თუ გვიან გიმტყუნებს.

• zaza

სპორტი სადაც წამის მეასედები წყვეტს და იქ მსაჯზეა დამოკიდებული როგორ აღიქვამს სიტუაციას აუცილებლად ტექნოლოგიები უნდა გამოიყენონ როგორც ჩოგბურთშია აქ იყოს ოღონდ სამი ჩელენჯი მაინც რომ ტექნოლოგიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, თორემ ისე სულ ესე იქნება განუკითხაობა. წლებია სპორტსმენი ემზადება და წვალობს და მსაჯების უსინდისობის გამო ეს ყველაფერი წყალში ეყრება, უდიდესი უსამართლობაა ეს.

• რიგითი გულშემატკივარი

მესმის შენი იმედგაცრუება,მესმის მსაჯების არაკომპეტენტურობა უფრო ალბათ ვიდრე ის,რომ ეგვიპტელის ინტერესი ქონდათ. ეს ჩემი აზრია,რადგან სიმართლე გითხრათ ძაან ცუდი საყურებელია ფარიკაობა.არაფერი ჩანს და ორივე მხარე ემოციებშია,მერე ველოდებით მსაჯების გადაწყვეტილებას და ვიდეო გამეორებას.... ეს კაბელი უკან რატომ აქვთ გამობმული ხომ ვერ გაიგებ... პირველი რომელიც აინთო ჩხვლეტააა ესიგი.. არადა თურმე არც ესე მარტივადაა საქმე. მე არ ვიცი მსაჯები რომელ ვიდეო გამეორაბეს უყურებენ და რას ხედავენ იქ,მაგრამ 8:2 სანამ იყო ფაქტია ამ ბიჭს ესეთი ამბავი არ აუტეხავს... ანუ რისი თქმა მინდა.. როცა ესეთი ფავორიტი ხარ არ უნდა აგებდე ასეთი სხვაობით ესეთ მეტოქესთან და მთავარი,უნდა მოუგო დამაჯერებლად თავის არაკომპეტენტური თუ მიკერძოებული მსაჯებით და ამის ბევრი მაგალითია სპორტში. არც შენ ბრწყინავდი და ცოტა შენი შეცდომებიც დაინახე,უკეთესი იქნება შენთვის. წარმატებები და წარმატებები კიდე ერთხელ!!!

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა

ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა

"არ მინდოდა, არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!..." - რას წერს სანდრო ბაზაძე?

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების ჩემპიონია!

სირცხვილია - ბაზაძე ამერთან წაგების შემდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა [VIDEO]

ფარიკაობის ფედერაციის საჩივარი - ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა