პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პირველ წრეში ჩვენებური მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს.

მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.

მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.

ნახევარფინალში ტატომ, რომელსაც ორი გაფრთხილება ჰქონდა, სამხრეთკორეელი ჯიონვან ლი დამატებით დროში, შეხვედრის მეცხრე წუთზე ვაზარით დაამარცხა.

სამწუხაროდ, ფინალში გრიგალაშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან იპონით მარცხი განიცადა.

საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა. ხვალ ტატამზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გავა.

გიორგი
პირველ რიგში, ვულოცავ ტატოს ვერცხლის მედალს. იმ კონდინციებით, რა კონდიციებითაც ნაკრები ჩავიდა ოლიმპიადაზე, ეს არის მაქსიმუმი. შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელებმა ნაკრები სათანადოდ ვერ მოამზადეს ასეთი მნიშვნელოვანი ასპარეზობისათვის. დროა, შეიცვალოს მიდგომები მოსამზადებელი ეტაპების დაგეგმვაში, ალბათ, თვით სამწვრთნელო შტაბსაც უნდა შეეხოს ცვლილებები.
თაზო
კარგი რა,თავის თავს ჰგავდა?მთელ ტურნირზე ორი ილეთი გააკეთა,სადღაც სულ უაზროდ იყურებოდა და თავიდანვე დაღლილი ჩანდა,არანაირი შემართება,ფინალამდე რომ მივიდა ესეც გასაკვირია,მოკლედ მაგარი დაბნეული იყო...
კიეზა
მართალი ხარ ძმაო..ქართველები მაქსიმალისტები ვართ..მეორე მხრიდან..კი ზუსტად თქვი..2 მილიონიდან გვინდა დანარჩენს მსოფლიოს ვაჯობოთ..20 წელიწადში საქართველოს კიდევ უფრო გაუჭირდება კონკურენცია ნებისმიერ სფეროში..მხოლოდ იმიტომ რომ ვილევით..ეს ყველაზე დიდი საფრთხეა..თორემ დღეს წააგო ჩვენმა მგელმა ბიჭმა..ხვალ მოიგებს..მხოლოდ წარმატებები მას და ყველა ქართველს..
gel-100
ჰოო აი ზუსტად შენნაირი არაფრისმცოდნე ხალხი რო მწვრთნელს დაიწერს სახელად და სხვებს ჭკუას არიგებს არადა თავად არაფერი იცის, აბა ბიჭოს ჩვენ რო არ ვყოფილიყავით იაპონიას ისტორია არ ექნებოდა,,იაპონია და ჯუდო ერთმანეთთან რაიმე კავშირში არიან თუ არა მიპასუხე აბა?? ტატოსთვის მხოლოდ ოქრო მემეტებოდა და იაპონელთან წააგებდა თუ სომეხთან არანაირი აზრი არ ქონდა თუმცა იმის თქმა რო იაპონიას ჯუდოში ჩვენ უწერთ ისტორიას მაგის გაფიქრებაც კი სირცხვილია,,მწვრთნელო კიდევ რომელი სპორტის სახეობებში ხარ ესე განსწავლული??
რემი
რაღაც დააკლდა ტატოს ,აქ იწერება უჯიგროდ იჭიდავაო ,იაპონელს ატყობდით რამეს სახეზე ? უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ იხტუნაოს ტატომ ტატამზე და ეგაა ,მიულოცოთ ბიჭს ოლიმპიური მედალი რადაც ჩვენზე ასჯერ დიდი ქვეყნები საუკუნეც ვერ იღებენ ამ სახეობაში .
შოთა
დიდი მადლობა ბატონ ბიძინას!
ჟორა გაბრიჭიძე
გუჯეჯიანი კარგი მოჭიდავე იყო, მაგრამ მწვრთნელობა სულ სხვაა. ყაზახი პსარევი კლასიკურ ჭიდაობაში პირველ თანრიგოსანი იყო, მაგრამ 24 მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი გაზარდა. მწვრთნელობა ბევრი ცოდნის კომპლესქტია. ის კარგი ფსიქოლოგი და პედაგოგიც უნდა იყოს და გავლილი უნდა ჰქონდეს პედაგოგიკის კარგი სკოლა. ანდრეევი იყო ძიუდოში საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი. ევროპაზე პირადში ჰოლანდიელმა რიუსკამ (ოლიმპიადისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპონი) ანზორ კიკნაძეს ფინალში მოუგო და მეორეზე დატოვა. გუნდურში ჰოლანდია სსრკავშირი ხვდება ერთმანეთს და გადამწყვეტი შეხვედრა სწორედ კიკნაძე რიუსკაა. ანდრეევი ხედავს, რომ ანზორს შეხვედრა დაწყებამდე აქვს წაგებული ამიტომ საჭიროა რაღაც მოიფიქროს და ისე დამუხტოს კიკნაძე, რომ წინა წაგების ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნას და მოიფიქრა კიდეც: ტატამისკენ მომავალ ანზორს ეუბნება: იცი? ამ შეხვედრას ევროვიზია გადასცემს და ჩვენ ახლა თბილისში გვიყურებენო -მართლა? გაუბრწყინდა ანზორს თვალები, კიო დაუდასტურა ანდრეევმა და შეუშვა ტატამზე, რომ იტყვიან კიკნაძემ რიუსკას მისალმებაც არ აცალა და რამდენიმე წამში დააგდო ტატამზე და შებოჭა. აი ასეთი რაღაცების მოფიქრებაც უნდა შეეძლოს კიდევ მწვრთნელს. და საერთოდ რა გახდა ჩვენს ნაკრებ გუნდებში ფსიქოლოგის მოწვევა? სწორედ ფსიქოლოგის არ ყოლამ წააგებია ლიპარტელიანს სამი მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალი.
ჟორა გაბრიჭიძე
მსოფლიოს მოგებას ფორმის პიკში ყოფნა უნდა, ფორმის პიკი კი თვეები არ გრძელდება, ამიტომ ტატოს სწორედ პიკის დაღმასვლის პერიოდი ჰქონდა. საერთოდ კი რაღაცას იტკიებდა და მაგისთვის ჭიდაობა ზეიმი კი არ იყო, როგორც ადრე, არამედ წამება. მაგ ჭიდაობით ფინალამდეც, რომ მივიდა მე ისიც გამიკვირდა.
ჟორა გაბრიჭიძე
ნევადა ისაა, რომელსად დიდი ძალა და ენერგია მიაქვს, რადგან დაცვა არც ისე ძნელია. ეს ფიზიკურად ძლიერი მოჭიდავეებისთვისაა კარგი გამოსავალი. ქართველებს ილეთების კეთება უყვართ და ჭიდაობის სილამაზე სწორედ ილეთების კეთებაა. ამიტონ ნევადაში ჭიდაობას თუ არ სწავლობ, მაშინ დაცვა უნდა შეისწავლო კარგად.
geo
აქედან კი ვართ ყველა გენიოსები, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ასე მგონია, რომ მსოფლოზე არ უნდა ეჭიდავა და მხოლოდ ოლიმპიადისთვის უნდა მომზადებულიყო.
მათე
ალბათ ხვდებით რატომაა ასეთი წარუმატებელი ჩვენი გუნდის ასპარეზობა: იმ სისაძაგლის მერე ტრანსებმა რაც დადგეს გახსნაზე, ჩვენმა დელეგაციამ მთლიანად პროტესტის ნიშნად რო არ დაყოვა ოლიმპიადა და არ დაბრუნდა საქართველოში მაგიტო. იქ სადაც სატანიზმი და სიბინძურეა საქართველოს ადგილი არაა!! თუ ვინმეს კიდე ეჭვი ეპარება ტალახაძის გამოსვლის მერე გაუქრება ვისაც 100% გარანტირებული ოქრო აქვს და კონკურენტი არ ყავს , ვნახავთ რო იქაც არაფერი გამოვა უფლის დაშვებით…საქართველოს ხსნა და გამარჯვება მხოლოდ ქრისტეშია!
ტარიელი
წაგება ყველას მოსდის და ყოველთვის შეიძლება , მაგრამ ვერ არიან ბიჭები ფორმაში , რაღაც უსისხლოდ ჭიდაობენ და ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე ? ტატო უდიდესი ტალანტის წყალობით მივიდა ფინალამდე , თორემ ჰგავდა თავის თავს საერთოდ ?პირდაპირ , რეალურს ვიტყვი ჩემი აზრით , ვერ ვულოცავ ვერცხლს , რადგან ტატოსთვის მხოლოდ ოქრო იქნებოდა მისალოცი . არანაირად არ მინდა , რომ ამ კაცმა ოლიმპიური ოქროს გარეშე დაამთავროს კარიერა . ცუდი ნამუშევარია მწვრთნელების ჩემი აზრით . ვერ მიიყვანეს ფორმის პიკით ბიჭები პარიზამდე . ასე ჩანს , რაც მოსჩანს .თუ ასე გაგრძელდა ვერ უდგას სასურველი ახლო მომავალი ქართულ ძიუდოს ( ღმერთმა ქნას ვცდებოდე). 90 კგ-ს გარდა მეორე ნომრები არ გვყავს საერთოდ და ყველა დიდ ტურნირზე ერთი და იგივე ხალხი ჭიდაობს . გამოფიტულებიც არიან და გადამწვარები შეიძლება .
ტარიელი
მე მინდა ჩემს თავზერ ავიღო მწვრთნელების შეცდომები ჯიგრულ პონტში , მაგრამ დაიჯერებს ვინმე , რომ ჩემი ბრალია ? რა თქმაა , მწვრთნელებს რატომ ვაბრალებთ , აბა რა ვთქვათ , გომელაურის გადადგომა მოვითხოვოთ ? წაგება ყველას მოსდის და ყოველთვის შეიძლება , მაგრამ ვერ არიან ბიჭები ფორმაში , რაღაც უსისხლოდ ჭიდაობენ და ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე ? ტატო უდიდესი ტალანტის წყალობით მივიდა ფინალამდე , თორემ ჰგავდა თავის თავს საერთოდ ?
გიორგი-50
და კიდეევ ერთი, რა გახდა ბიჭო ეს ნევაზა? რამდენჯერ ღა უნდა წააგოს ამ სარდალაშვილმა და არა მარტო მაგან? არ გეცოდებათ სპორცმენებიიი? ფედრაციამ დაიქირავეთ იაპონელი ან ვინმე კვალიფიციური, ,,იმენნო'' ამიის მწვრთნელი(მაგ. როგორც რაგბშია შერკინების მწვრთნელი). ნახეთ ნაგასემ ესპოზიტოს ნევაზაში რა უყო? ვიღაცამ ანალიზი ხომ უნდა გააკეთოოს? ათეულობით მილიონებს ხომ იღეებთ, შეგარგოთ ღმერთმა , მაგრაამ... საქმეეც გააკეთეეთ რააა... და ჩვენც და სპორცმენებიც დაგვინდეეთ რააა...
Sabagio13
ტატო შენ საქართველოს სიამაყე ხარ! თავი მაღლა! თუ თავდაუზოგავ შრომას გააგრძელებ, დარწმუნებული ვარ,რომ ეგ ოლიმპიური ოქროც არსად გაგექცევა და შემდეგ ოლიმპიადაზე საწადელსაც აისრულებ და ჩვენც გაგვახარებ. რაც შეეხება სკეპტიკოსებს, რა გჭირთ ხალხო? ნუთუ რომელიმე ჩვენგანს უფრო მეტად უნდოდა ჩემპიონობა, ვიდრე ტატოს დღეს? ყოფილი სპორტსმენები მიმიხვდებიან რასაც ვგულისხმობ. ამ ბიჭს კი ახლა გამხნევება და გვერდში დგომა სჭირდება, იმისათვის რომ მომავალშიც მრავალჯერ ააჟღეროს საქართვრლოს ჰიმნი!
გიორგი-50
მოკლედ დავწერ სათქმელს, თუ რატომ წააგო ტატომ ფინალი. იმედია, ან წაიკითხაავს ან ვინმე გადასცეემს, რომ იგივე შეცდომები აღარ დაუშვას: ორივე ართმეული ვაზარის შემთხვევაში, მას(ტატოს), გაიხსენეეთ ჩავლება უკვე გაკეთებული ჰქონდაა... ერთხელ ქამარში და მეორედ გადავლებული ზურგზე კიმანოში(გადაახვიეთ და ნახეეთ), ორივე შემთხვევაში ეს პროცესი 5 წამი და მეტი ხანი გრძელდებოდა. ამას იაპონელი კი არა , ექსტრა კლასის არცერთი მეტოქე არ გაპატიებს. აიღე ჩავლება? ეგრევე, ელვისებურად წადი ილეთზე, თუ არადა ისევე შემოგიტრიალებენ, როგორც ნაგასემ შეგისრულა კონტრზე... ტატო, გთხოვ ეს გაითვალისწინე...
გილოცავ ტატო
რომ დაგვემარცხებინა საერთოდ მაგარი ამბავი იქნებოდა.ზვიადაურმა რომ დააგდო იაპონელი დღემდე მახსოვს
ამატაკი
გილოცავ ჩვენო ვეფხვო ვერცხლის მედალს. ეხლა როცა ემოციები ცოტა მინელდა, ვხვდები რომ დიდ წარმატებას მიაღწიე. თუმცა გამოგიტყდებით და ფინალის მომენტში ძალიან დამწყდა გული. ყველაზე მეტად ტატოს ჩემპიონობა მეიმედებოდა. ალალი იყო მისთვის ამ ოლიმპიადის მოგება, განა იმიტომ რომ ჩვენიანია, არა ძმაო - გამომდინარე ბოლო წლებიდან, სამგზის მსოფლიო ჩემპიონობა მიყოლებით განა რამდენს მიუღწევია ძიუდოს ისტორიაში? არ ვარ ძიუდოში იმდენად გარკვეული, რომ რაღაც დასკვნებს მივაწვე, მაგრამ აქ სხვებმაც დააფიქსირეს ის მომენტი, რომ ჩვენი ყველა ძიუდოისტის გამოსვლაში თითქოს იყო რაღაც საერთო. ის სტილი რაც ზოგადად ქართული ძიუდოს ახასიათებს თითქოს დაგვაკლდა. ამაზე ალბათ მცოდნე ხალხი გამოთქვამს აზრს. ჩვენ კიდე დაგვრჩა საგულშემატკივრო, მაგარი ბიჭების ჯერია და ვნახოთ აბა! ღმერთი თქვენსკენ ლომებო!
H
ნუ აკრიტიკებთ რა ტატოს მართლა პროფესიონალი და პატრიოტი სპორტსმენია, რომელიც არც რეჟიმს არღვევს და მართლა ყველაფერს აკეთებს წარმატებისათვის. უბრალოდ არ იყო მისი დღე და არ წავიდა მისი გეგმით ყველაფერი. მის მდგომარეობაშიც ხომ უნდა შეხვიდეთ. არ არის სწორი ასეთი დაუნდობელი კრიტიკა. წარმატებები ვუსურვოთ და ისე ნუ ვიზამთ, რომ გული გაუტყდეს და დაღმასვლა დაეწყოს.
ტატო
კლავიატურის სპორტსმენები, გაანებეთ უაზრო დასკვნების კეთებას თავი. ისე გამოდის ზოგიერთის კომენტარით, რომ გუჯეჯიანს თავის გუნდთან, მოჭიდავეებთან ერთად არ უნდოდათ მოგება და კომენტარის ავტორებს უნდოდათ.... კარგით რა... ერთი მეგაპოლისის გარეუბნის მოსახლეობის რაოდენობიდან, 2 000 000 ადამიანიდან ამორჩეული გუნდით ყველა ტურნირზე 7 თუ 8 მილიარდიან სამყაროს გინდათ ყველა მაღალი სინჯის მედალი წაართვათ?!:) ეს უტოპიაა, თავის მოტყუებაა და ნურავინ მოსთხოვთ მათ სრულ მაქსიმალისტურ შედეგებს. წარმატებები ყველა მათგანს, ნაკრების ყველა წარმომადგენელს ....
ტატო
მაგრები არიან... მსოფლიო სანაკრებო ხუთეულიდან არ გამოდიან წლებია... ეს პირველი და იმედი მაქვს კიდევ იქნება მედლები
დელიკა
კი გიორგი ჭანიშვილია მაგარი კაცი
პაატას
კაი სიტყვებია ძმაო. დამბურძგლა!
rigiti
ვულოცავ ტატოსაც და სრულიად საქართველოს პირველ ოლიმპიურ მედალს!!! ისე ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას, ჩემი აზრით მსოფლიო ჩემმპიონატისთვის შევიდნენ ფორმის პიკში და ოლიმპიადისთვის სათანადოდ ვერ განეწყვნენ
aburjga
ვერ იყო ჩვეულ ფორმაში, ვერც ცეცხლი უგიზგიზებდა თვალებში ძველებურად! როცა იაპონელთან საჭიდოდ გამოდიოდა ძალიან ინდიფერენტული და ჩაკეტილი ჩანდა! ეტყობოდა, რომ მას თითონ მოგების იმედი არ ჰქონდა! ვფიქრობ წინა სამ შეხვედრების მოგებას თელი ენერგია შეალია! ძალ-ღონეც ვერ აღიდგინა! არა და ვეფხვს ჰგავდა ადრე!
ჭაობის ურჩხული
რა ბანძი სპორტი გახდა ჯუდოც და ჭიდაობაც. რამე სიამოვნება მიიღეთ ? რაღა ამისთვის მეყურებინა და რაღა როტორი-კრილია სოვეტოვი. დდდ
ოპტიმუსს და დიმოს
აგაშენებთ ღმერთი. მე ძიუდოს მარტო ოლიმპიადაზე ვუყურებ და გამოვშტერდი ასე დიდებულებით , სუფთა ქართულით როგორ აცხადებს მეთქი. ნეტა მასწავლებლად რომ აუყვანონ სპორტულ კომენტატორ გიორგი თვალაბეიშვილს, ასწავლის ლაპარაკს ?
Irakli Apkhaidze
ტოლიოშიც იგივე წონაასი მოიპოვა. ისტორიის დაწერა რა შუაშია, ჯობდა.ფინალში.არ გასულიყო და ნაგასეს სხვასთან ,,დაეწრა ისტორია"?
პაატა
უზომოდ დაგვწყდა გული ქართველ გულშემატკივარს, ძალიან განვიცადეთ.. არადა ტატო ღირსეულად მიუყვებოდა ოლიმპოს მწვერვალისკენ, თითქოს ხელის გაწვდენაზე იყო მწვერვალი.. თუმცა დარწმუნებული ვარ, ტატომ თვითონაც იცის, რომ იმ ფინალში, იმ მომენტში, იმ წუთ-წამებში, იაპონელმა ალალად რომ აჯობა... მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, (ქართველი იქნება ის, თუ მსოფლიოს სხვა ერების წარმომადგენელი) ტატოზე მეტად რომ იყოს გულდაწყვეტილი... ისე, ერთი წუთით თქვენი თავი წარმოიდგინეთ ტატოს მდგომარეობაში... როცა უზომოდ გიყვარს შენი სამშობლო და გაქვს შანსი, რომ პარიზში, სიმბოლურად ოლიმპოს მწვერვალიდან, შენ და მთელს მსოფლიოს მოასმენინო შენი მრავალტანჯული სამშობლოს ეროვნული ჰიმნი... რომ მთელს მსოფლიოს, კიდევ ერთხელ, (და სულაც პირველად ამ ოლიმპიადაზე) აყურებინო შენი ულამაზესი ქვეყნის ლამაზი დროშის აღმართვას და რომ დამარცხდები... ტატო, შენ უკვე დიდი ხანია აბედნიერებ შენს ქვეყანას, შენს - ზოგჯერ ხელ-ფეხ ჩაქნეულ და უიმედობაში ჩავარდნილ თანამემამულეებს,ასე რომ ჩვენ უფრო მეტნი ვართ ტატო, ის ქართველები, რომლებმაც იციან შენი ნიჭისა და შრომის ფასი. სწორედ, იმ ქართველების სახელით - გილოცავთ ოლიმპიადის პირველ ქართულ მედალს და შენი ასაკის, მონდომების, ოფლისა და შრომის შენეული გარჯის გათვალისწინებით, დარწმუნებულნი ვართ - აუცილებლად გადმოხედავ მსოფლიოს ოლიმპოს მწვერვალებიდან! კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობა ბრძოლისთვის და წარმატებები!
გიგო
კი, ქართველია.
ოპტიმუს
გიორგი ჭანიშვილს ყველა იცნობს. ყველა დიდ ძიუდოს ტურნირზე ეგ არის გამომცხადებელი.
პაატა
უზომოდ დაგვწყდა გული ქართველ გულშემატკივარს, ძალიან განვიცადეთ.. არადა ტატო ღირსეულად მიუყვებოდა ოლიმპოს მწვერვალისკენ, თითქოს ხელის გაწვდენაზე იყო მწვერვალი.. თუმცა დარწმუნებული ვარ, ტატომ თვითონაც იცის, რომ იმ ფინალში, იმ მომენტში, იმ წუთ-წამებში, იაპონელმა ალალად რომ აჯობა... მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, (ქართველი იქნება ის, თუ მსოფლიოს სხვა ერების წარმომადგენელი) ტატოზე მეტად რომ იყოს გულდაწყვეტილი... ისე, ერთი წუთით თქვენი თავი წარმოიდგინეთ ტატოს მდგომარეობაში... როცა უზომოდ გიყვარს შენი სამშობლო და გაქვს შანსი, რომ პარიზში, სიმბოლურად ოლიმპოს მწვერვალიდან, შენ და მთელს მსოფლიოს მოასმენინო შენი მრავალტანჯული სამშობლოს ეროვნული ჰიმნი... რომ მთელს მსოფლიოს, კიდევ ერთხელ, (და სულაც პირველად ამ ოლიმპიადაზე) აყურებინო შენი ულამაზესი ქვეყნის ლამაზი დროშის აღმართვას და რომ დამარცხდები... ტატო, შენ უკვე დიდი ხანია აბედნიერებ შენს ქვეყანას, შენს - ზოგჯერ ხელ-ფეხ ჩაქნეულ და უიმედობაში ჩავარდნილ თანამემამულეებს,ასე რომ ჩვენ უფრო მეტნი ვართ ტატო, ის ქართველები, რომლებმაც იციან შენი ნიჭისა და შრომის ფასი. სწორედ, იმ ქართველების სახელით - გილოცავთ ოლიმპიადის პირველ ქართულ მედალს და შენი ასაკის, მონდომების, ოფლისა და შრომის შენეული გარჯის გათვალისწინებით, დარწმუნებულნი ვართ - აუცილებლად გადმოხედავ მსოფლიოს ოლიმპოს მწვერვალებიდან! კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობა ბრძოლისთვის და წარმატებები!
დიმო
ქართველია
ჟორა გაბრიჭიძე
იყო ერთი პერიოდი ძიუდოში სეკუნდანტებს არ აჯენდენ და სწორიც იყო. მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე გამოდიხარ და შპარგალკებით ჭიდაობ? სად გაგონილა. თუ მოჭიდავეს მწვრთნელის კარნახი ჭირდება, როდის რა გააკეთოს ტატამზე, ასეთ მოჭიდავეს ოლიმპიადაზე რა უნდა?
მანფრედ კალცი
ლიპარტელიანის გარდა ფორმაში არცერთი არ იყო! ტატოს პირველივეში ეტყობოდა სისუსტე, როცა სრულიად უცნობ 20 წლის მოლდოველს ძლივს მოუგო. სავარაუდოდ, არც მძიმეწონოსნები არიან ფორმაში. აწი მხოლოდ ტალახაძის იმედი უნდა გვქონდეს.
მეგრელი
პროტესტის ნიშნად უნდა დაეტოვებინათ ეს ოლიმპიადა, სახელს მოიხვეჭდნენ, ტყუილად მანდ ყოფნას ვფიქრობ ღმერთი გვსჯის (არაკომპეტენტურობა ცალკე).
ჟორა გაბრიჭიძე
საერთოდ დიდებული შედეგია, მაგრამ არა ტატოსთვის. ანუ იმდენი ქადილის შემდეგ ცოტაა. ამიტომ თქვა ბრძენმა: "ჯერ გადახტი და ჰოპა მერე დაიძახეო". გონიერია ანდაზა. სხვას ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ჭიდაობაა და ხშირია ტრამვები.
geno
ასეთი უკბილო ჭიდაობით, კიდევ როგორ გავიდა ფინალში, ისიც გასაკვირია

ადგილობრივი გამომცხადებელი ქართველია ? ბევრ ჩვენს თანამედროვე მსახიობს გაუჭირდება ასე სუფთად , ყველა ბგერის ხაზგასმით წარმოთქვას ტატო გრიგალაშვილი.
O.K.
მადლობა ტატოს და ვულოცავ მას და გულშემატკივარს მედალს, პირველი მედალი ნავსი გაჭრილია..
მწვრთნელი
ვულოცავ ტატოს ვერცხლს!რა გახდა ეს იაპონელი ასეთი! უდავოდ კომპლექსით იჭიდავა ტატომ! ადრეც, რომ წაგებული აქვს ვერ დაივიწყა! არა უშავს! მოუძებნის ამასაც გასაღებს! ისე რავა ყველას ჩვენ ვაწერინებთ ისტორიას! ორჯერ ზედიზედ ოლიმპიური ჩემპინობა თანაც ორ წონაში იაპონელებისთვისაც ნაღდად მეტისმეტია!
არჩილ
ტატო მაგარი ხარ,გული არ გაიტეხო,ეს სპორტის, სამწუხაროდ ასეთებიც ხდება.საქართველო ამაყობს შენით
ირაკლი
მივულოცოთ ტატოს და მთელ საქართველოს პირველი მედალი ამ ოლიმპიადაზე.სამწუხარიდ ეს შედეგი მაქსიმუმი იყო დღეს,ისე სტაბილურად იჭიდავა იაპონელმა მთელი ტურნირი.

ტატოს, აშკარად დისკომფორტი ქონდა ხელზე და ამიტომ მისი ვერცხლი, ნამდვილად ოქროდ ფასობს! მაგარი ხარ ტატო და გილოცავთ!
kkk
სულ მწვრთნელებს რატომ აბრალებთ ყველაფერს მოიგო იმ იაპონელმა და მორჩა წარმატებები ჩვენს სპორცმენებს
ჯუჯი
მძიმე ნახევარფინალის შემდეგ არ იყო მზად ჩემპიონობისთვის.
ბოკინიო
ყიველ დღე წესებს ცვლიან:( ქართული ჭიდაობის ვერც ერთ ილეთს ვეღარ ვიყენებთ:((
zura222
გუჯეჯიანი უნდა წავიდეს @ ასე უაზრო ჭიდაობები მე არ მახსოვს ჩვენი ძიუდოისტების ყველა თითქოს მეტოქის ილეთს ელოდებოდა აქაც ცტატოს ჩავლებული ქონდა ქამარში ხელი და იმის მაგივრად რომ ილეთზე წასულიყო დაიხარა და იდგა ასე ხელჩაკიდებული და ამდენს იაპონელი კი არა ზიმბაბველი არ დაგაცდის @
ბაჩუკი ძოწენიძე
თავიდანვე რაღაც იტკივებდა,მთლად ბოლომდე ვერ შეზლო თავისი შესაძლებლობების გამოვლენა,მაგრამ მადლობა მას,წარმატებები მომავალ ასპარეზობებზე!
soso
ცო გიჟი და არა ახეკვატური უნდა იყო რომ მოიგო ოლიმპიადა იმხელა სტრესი აქვს ეგეთი ბექაურია ვნახოდ ხვალ აბა
ქართველი
ეს ის ჭიდაობა არ იყოს რასაც ტატო ჭიდაობს და გლიჯავს ყველაფერს,ეს იყო გუჯეჯიანის ნაკარნახევი ჭიდაობა..მესის რო შეტევაში წასვლა აუკრძალო..ეგ აჭიდავა მთელი ოლიმპიადა სამწუხაროდ!!!!!!!!
ჯანდაბას
ჯანდაბას, სულ არაფერს კი ჯობია ვერცხლი. გილოცავ ტატო! მომავალ ოლიმპიადაზე ოქროთი დაგემშვენებინოს მკერდი!!!
ალექს
ძალიან ძალიან სამწუხაროა.. მსგავსი ძიუდოისტი ოლიმპიური ოქროს გარეშე არ უნდა დარჩეს რა.. ტატოს ორი ოლიმპიადის ჭიდაობა ჯერ კიდევ შეუძლია და მჯერა არ დანებდება!
გიორგი
ტრამვის გარდა მახევარფინალში იაპონელისგან განსხვავებით ძალიან ძლიერი მეტოქე ყავდა თითქმის ექვსი წუთი იჭიდავა მაინც გმირია
გიორგი
ეტყობოდა რომ რაღაც ძალიან აწუხებდა მაინც ყოჩაღ ჩემთვის გმირია

ვულოცავ საქართველოს და ტატო გრიგალაშვილს ოლიმპიურ ვერცხლის მედალს. წამყვანმა კი მიბაძოს ადგილობრივ მაყურებელს გულშემატკივრობაში. ნამეტანი ინდიფერენტულია. ძლივს მიულოცა.
ვახო
მაინც ჯიგარი ხარ!!!! რაღაც ვერ იყო ფორმაში ამის იმედი მქონდა დანარჩენი არ მგონია ოქროს მომგები ძიუდოში იმედია გაგვიმართლებს ტალახაძე უეჭველი ოქრო
10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ტატო გრიგალაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია!!!
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
ტატომ ჯიონვან ლის დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ფინალში გავიდა
[VIDEO] გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არბუზოვთან დამარცხდა