ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ზივზივაძე ევრო 2024-ის შემდეგ იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა... გერდ მიულერს გვაგონებს" - გერმანულმა გამოცემამ ბუდუს სტატია მიუძღვნა

"ზივზივაძე ევრო 2024-ის შემდეგ იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა... გერდ მიულერს გვაგონებს" - გერმანულმა გამოცემამ ბუდუს სტატია მიუძღვნა

გერმანულმა ka-news-მა ბუდუ ზივზივაძის სეზონის ბრწყინვალე სტარტს სტატია მიუძღვნა. მოგეხსენებათ, ქართველის "კარლსრუე" მე-2 ბუნდესლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "ნიურნბერგთან" 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ჩვენებურის ჰეთ-თრიქით 3:2 იმარჯვა.

"ნიურნბერგთან" ფინალური სასტვენის შემდეგ ზივზივაძემ თავისი ჯილდო მოიპოვა. მან შეხვედრის ერთ-ერთი ბურთი სახლში წაიღო.

"მიხარია, რომ ამას ვაკეთებ. ჩემს ქალიშვილს ბურთით თამაში ძალიან უყვარს და სწორედ მისთვისაა", - აღნიშნა ბუდუმ, რომელიც სიხარულით გაბრწყინებული იყო.

ის აუცილებლად ეტყვის პატარას, რომ მამამ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის გმირი იყო, მაგრამ ის გუნდურობას არ ივიწყებს და ამბობს:

"პირველ რიგში, მადლობა გუნდს, რადგან მათ გარეშე სამ გოლს ვერ გავიტანდი. ეს ჩემთვის ძალიან კარგი დღე იყო. ყველამ ერთად გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ".

ბუდუ "კარლსრუეში" მთავარი მწვრთნელის, კრისტიან აიხნერის მეგობრის, ალექსანდრე იაშვილის რეკომენდაციით მოხვდა, რომელიც წარსულში ამ კლუბის კაპიტანი გახლდათ.

აიხნერი ახლა არ მალავს, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ზივზივაძე გუნდში იმედგაცრუებული დაბრუნდა, რადგან უფრო მეტი სათამაშო დრო სურდა.

"ბუდუ ევრო 2024-ის შემდეგ იმედგაცრუებული დაგვიბრუნდა, რადგან ეროვნულ ნაკრებში ძალიან მცირე სათამაშო დრო მიეცა, მაგრამ ის ნამდვილი პროფესიონალია.

მიუხედავად ამისა, მან იპოვა მოტივაცია და აბსოლუტურად მომზადებული მოვიდა. ვარჯიშის პირველსავე დღიდან უზარმაზარი პროფესიონალიზმი და ერთგულება აჩვენა", - ამბობს აიხნერი.

ზივზივაძემ ჰეთ-თრიქით თითქმის მარტომ დაამარცხა "ნიურნბერგი". ქართველი არ არის ე.წ. სპრინტერი, მაგრამ უაღრესად მოქნილია და მისი შემობრუნებები მეტოქის საჯარიმოში, სადაც ის წარმოუდგენლად მჭიდროა, მრავლისმეტყველია. თითქოს ერთი ფიგურისგან იყოს შექმნილი. ბურთის ერთდროულად აღება და ტარება, შემდეგ კი მჭიდრო, სწრაფი შემობრუნება - იდეალურია. ეს გვახსენებს მსოფლიო დონის ყოფილ თავდამსხმელს, მჭიდრო სივრცეებში შემობრუნების მეფეს, გოლის მანქანას, გერდ მიულერს.

"კარლსრუეს" მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა, გოლების გარდა, ბუდუს გუნდურობაც გამოჰყო და აღნიშნა, რომ ამაშიც იდეალური იყო.

"გარდა გოლებისა, ის გუნდისთვის ძალიან ბევრს მუშაობდა. საკუთარ ნახევარში ერთხელ სძლია სამ-ოთხ სხვადასხვა მეტოქეს. ეს იყო ქმედება, რომელიც წარმოადგენდა მის დიდ სულს. ზივზივაძე ყოველთვის ყველა მომენტში დიდ ძალისხმევას დებდა. ქართველი დაბრუნდა კარგ ფორმაში და სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ამისთვის დაჯილდოვდა პირველივე მატჩის დღეს".

"კარლსრუეს" გულშემატკივრები ზივზივაძის გოლს "Buduuuuu" შეძახილით ეხმაურებიან. ჰეთ-თრიქითა და ბრწყინვალე სტარტით იქნებ ზივზივაძე სხვა კლუბების თვალთახედვის არეში მოხვდა?! - ეს სავსებით შესაძლებელია", - წერს გამოცემა.

• ინეზა

საამაყო ბუდუ!!!!!! წინსვლა და წარმატებები!!!!

• ინეზა

როგორც დიდმა ვაჟამ თქვა: ცუდას რად უნდა მტრობა,კარგია მუდამ მტრიანი! საუკეთესო ხარ ბუდუ!!!!! წინსვლა და წარმატებები!!!!!!

• ინეზა

საამაყო ბუდუ!!!!!! წინსვლა და წარმატებები!!!!

• 555

ზურა222,აღარ წერ ჩემს მაგივრად კომენტარებს შე ნაგავო?!

• ზაქრო

ბუდიზმი გამიგია, "ბუდუიზმი" ???

• გიორგი

სანიოლზე მეც ვარ უკმაყოფილო აზაროვთან მიმართებაში მაგრამ გასაშვები როგორაა სეხნია კაცო რაც 30 წლის განმავლობაში ვერავინ ვერ შესძლო ამ ადამიანმა შესძლო და რაც მთავარია ეფექტურად და ლამაზაად დაიმსახურა რა ნეიტრალური ფეხბურთის მოყვარულთა უზარმაზარი რაოდენობის პატივისცემა

• დავითი 67-ს

რა სასაცილო ხართ. ევროპის ჩემპიონატის უმაღლესი დონის თამაშებს ადარებთ ნიურნბერგთან თამაშს? ბავშვობაში 15 გოლი გავიტანე ეზოში ერთ თამაშში. მე უნდა წავეყვანე აშკარად სანიოლს. :))

• საქართველო

მეგობარო,ლუქსემბურგთან 2 გოლი ბუდუ მარტში გაიტანა, ევროპის ჩემპიონატი ივნისის მეორე ნახევარში ჩატარდა.3 თვე შუალედია,მარტის თამაშების შემდეგ ჟორჟი წავიდა და 9 თამაშში 9 გოლი გაიტანა,მ ერთი თამაშის(82წთ) გარდა ყველა 90 წუთი ითამაშა. ბუდუს 9 თამაშში 2 გოლი ჰქონდა,თითქმის არცერთი არ უთამაშია 90 წუთი და 9 თამაშიდან 2 საერთოდ არ უთამაშია.გარდაამისა მე ვფიქრობ რომ ლიგა ერთში თამაში და გოლების გატანა უფრო რთულია ვიდრე მეორე ბუნდესლიგაში,მითუმეტეს აუტსაიდერში თამაშობდა ჟორჟი და მარტო მიათრევდა ფაქტობრივად გუნდს,როდესაც ბუდუ მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობდა.როდესაც მიქაუტაძე მეცში დაბრუნდა და უთამაშებელი იყო აიაქსში,სანამ ფორმას აკრიფავდა და სათამაშო დრო მიეცემოდა,ამ დროს ბუდუს ბევრად უკეთესი პერიოდი ჰქონდა,ამიტომაც იყო მარტის თამაშებზე ბუდუ ძირითადში და მადლობის მეტი ამ ბიჭზე არაფერი გვეთქმის. ხოლო ის კომენტარი რომ პოლიტიკური ნიშნით არ თამაშობდა: 1. რომ ბუდუს ძალიან ცუდ სიტუაციაში აყენებს,როგორც სანიოლთან ასევე მის გუნდელებთან,რადგან ეს ასე არაა. 2. თუ ვინმე პოლიტიკური ნიშნით არ უნდა თამაშობდეს,ეს ქოჩორაშვილია,მამამისი ამ ხელისუფლების ოპოზიციაშია და ბუდუზე მეტი და მწვავე კომენტარი აქვს გაკეთებული. ასე რომ ეს თემა არის "ბოროტი" პოლიტიკოსებების შემოგდებული და ფეხბურთში დილეტანტი საზოგადოების მარტივად ატაცებული. როდესაც რამეს ამბობ ფაქტები უნდა მოიყვანო და დაასაბუთო,თორემ ენას ძვალი არ აქვს ვიძახოთ რაც მოგვადგება ენაზე.

• საქართველო

კარგი ჩემო ძმაო,გავითვალისწინებთ

• ისა და

ბუდუ მაგარი ფორვარდია მეტოქის საჯარიმოში, ჩვენ კი ისეთი ნაკრები გვყავს, ცენტრიდან უნდა შეძლო და ბურთი "ათრიო" მეტოქის კარამდე, ეს ვერ გამოდის გიორგიზე კარგად და მიტო იყო სათადარიგო, თორემ საჯარიმოში დედის მ@&ვნელია

• სოსო

ბუდუს რომ მეტი დრო უნდოდა,სრულიად გასაგები და მისაღებია!ყველა ფეხბურთელი ასე უნდა იყოს.ვერც იმას ვიტყვით,სუსტია და ამიტომ არ უნდა ეთამაშაო,მაგრამ ჩვენი გუნდი დაცვიდან თამაშობდა და ჩვენი თამაში,კონტრშეტევაზე სწრაფი გაქცევა იყო.არის გამქცევი ფეხბურთელი,ბუდუ ზივზივაძე?სამწუხაროდ ვერ არის ასე სწრაფი და სწორედ ამიტომ მოუწია მცირე სათამაშო დრო.მასაც რომ ეთამაშა,დაცვის დასუსტების ხარჯზე მოგვიწევდა მისი შეყვანა და ეს კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა,ნაკრებისათვის.გამქცევი თავდამსხმელის მონაცემები მიქაუტაძეს აქვს და მან ტოპ ლიგაში უფრო მეტი გოლი გაიტანა,ვიდრე ბუდუმ,მეორე ბუნდესლიგაში.ამ მხრივაც არ აქვს უპირატესობა, ბუდუს.ასე რომ ამ ჩემპიონატზე სანიოლის მიმართ ამ თელაზე პრეტენზიები,სრულიად უსამართლოდ მოჩანს.სექტემბერში,ნაკრების თამაშები მოგვიწევს და იქნებ იქ მოგვიხერხდეს,ორი თავდამსხმელით თამაში,შინაურ მატჩებში მაინც.გიორგი და ბუდუ კარგად კომბინირებენ ხოლმე,მაგრამ დაცვის დასუსტების გარეშე,ეს როგორ მოხერხდება,ეგაა პრობლემა.სხვათა შორის,დავით ვოლკოვმაც გააკეთა ჰეთ თრიკი,პირველივე ტურში და ეგ საერთოდ არ შეიყვანეს სანაკრებო სიაში.ბუდუს აუცილებლად მოუწევს ნაკრებში თამაშები და ძალიან კარგია,ასე კარგ ფორმაში რომ არის.არც ისაა გამორიცხული,სექტემბრამდე,რომელიმე უფრო მაღალი დონის გუნდმა წაიყვანოს.ბუნდესლიგას იმსახურებს და ღმერთმა ქნას!

• zaza

ამ თემას არ ეხება მაგრამ უნდა დავწერო და გთხოვთ არ დაბლოკოთ.ოლიმპიადას ვუყურებდი 1 არხზე.დისკოს სროლაში ეჯიბრებოდნენ ქალბატონები ერთმანეთს და მთელი შეხვედრის დროს კომენტატორი დისკოს მაგივრად გაიძახოდა ბადროს ტყორცნაში მიმდინარეოს შეჯიბრიო.ტიპი ვერ არჩევს ბადროს და დისკოს.სად ნახულობენ ასეთებს?ეგ იმ ოპერიდანაა პორტუგალიელმა ახალგაზრდამ გოლი რომ გაიტანა და კომენტატორი 20 წუთი გვიმტკიცებდა საქართველო იგებსო.

• ემიგრანტი

ჩემი მოკრძალებული აზრით, ბუდუ ვერ არის იმ დონეზე რომ მიქაუტაძეს ვამჯობინოთ და სასტავიდან ამოვაგდოთ, მაგრამ პირველი ცვლილება უნდა იყოს ჩემი აზრით ყველა თამაშში, მითუმეტეს როდესაც ვერ ვიგებთ. ასე რომ კი ევროპაზე ყველა თამაში ეკუთვნოდა მინიმუმ 70-ე წუთიდან.

• გიორგი

გასაშვებია სანიოლი რა თაობას აფუჭებს.

• nedved

შეცვლებზე მაინც, ლობჟანიძე და ქვილითაიას მაგივრად რო ბუდუ არ გამოიყვანეს ეს იყო უდიდესი დანაშაული, სავარაუდოდ პოლიტიკური შეკვეთა, სხვა ახსნა არ არსებობს, როცა არ ათამაშებ შეცვლაზე მაინც ლუქსებურგთან 2 გოლის ავტორს. ჩეხეთთან რო ლობჟანიძის ადგილზე გათხრიდა მაგ მომენტს 10000% დარწმუნებულივარ

• გიო

ბუდუ მგონი ყველას მაგრად მოსწონს და როგორც სხვა მოთამაშეებს თავის გუნდებში ყველა გულშემატკივრობს, მაგრამ კრიტიკა ხომ უნდა იყოს ჯანსაღი?? 1. ხშირად მესმის ტაქტიკა უნდა შეეცვალა და ბუდუ-ჟორჟი ორივე უნდა ეთამაშებინაო, ამას ემატება კვარაცხელია, მათ უკან იყვნენ ქოჩორა-ჩაკვე და კიტე ფაქტიურად ჩამშლელზე. ვერცერთს ვერეხები, ეგ კი არა კიტეს არყოფნაში ჩამშლელი უეჭველი გჭირდება და რას აკეთებ ორ ცენტრალურ მცველზე გადადიხარ? ფაქტია შედეგმა გვაჩვენა რომ ტაქტიკა სწორია, ხოჭოლავა ამბობდა ინტერვიუში სამი ცენტრალური მცველით როდესაც ვთამაშობთ ბევრად დაცულები ვართ, ხოლო წინ ისეთი ხალხი გვყავს სულ არის შანსი რაღაც შექმნან და გოლი გაიტანონო. 2. ბუდუს რომ ეთამაშა უკეთესი შედეგი გვექნებოდაო. ბუდუ არის ძალიან კარგი როცა ბურთი გაქვს და აკონტროლებ თამაშს, როცა კონტრშეტევაზე ათასში ერთი შანსი გეძლევა და უნდა გაიქცე მაშინ ბუდუ ნაკლებად ეფექტურია. ან უკეთესი შედეგი რას ნიშნავს? ბუდუ რომ ყოფილიყო სასტავში ესპანეთს მოვუგებდით?? ჩემი აზრით ამ ტაქტიკით ბევრად მეტი შანსი იყო და მსაჯს ის გოლი რომ არ ჩაეთვალა მეორე ტაიმში ესპანელები უფრო აიჭრებოდნენ და დიდი შანსი იყო ჩაგვებეტონებინა. 3. ვინც მიქაუტაძეზე ამბობს რომ ერთი მეკარის შეცდომით და ორი პენალტით გახდა ბომბარდირიო. რახდება? პირველ რიგში მიქაუტაძე მარტო გოლებით არფასდება და ძალიან კარგად ითამაშა რასაც ყველა აღნიშნავს და მეორე თურქეთთან გოლი ადვილი შესასრულებელი იყო?? ან ვინმეს ჰგონია რომ პენალტების გატანა ადვილია? დღემდე არიციან ნაპოლიში ვის დაარტყმევინონ :D P.S. პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ შეიძლება ერთი მოთამაშე მოგწონდეს ან თვლიდე რომ იმსახურებს თამაშს, მაგრამ ამით მეორე მოთამაშის შრომას ხაზი არუნდა გადაუსვა. ჩემი აზრით ბუდუც ძალიან კარგი ფორვარდია, დავითაშვილიც მეტ დროს იმსახურებს, აზაროვსაც წავიყვანდი, მიუხედავად გამოუყენებელი მომენტისა ლობჟანიძეც ძალიან კარგი შემტევია - ყველა ვხედავთ რა შედეგები აქვს კლუბში დაბრუნების შემდგომ და მათ გარდა შეიძლება ბევრის მჯეროდეს, თუმცა მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებას და შემდგომ შედეგითვე ფასდება. მოდით ეხლა ვთქვათ რა იყო შედეგი: გავედით ჯგუფიდან, ვითამაშეთ სანახაობრივი ფეხბურთი, ქომაგის (ნეიტრალური) სიმპატია დავიმსახურეთ, მერვედფინალში შევხვდით მომავალ ჩემპიონს, ყველაზე დიდხანს ვუგებდით და რომ არა მსაჯის შეცდომა შეიძლება მოგვეგო კიდეც. ტურნირიდან გამოვარდნის მერე ექსპერტებიან-გულშემატკივრებიანად ყველა იძახდა რომ საქართველო გვენატრება / დააკლდა ტურნირსო და ამის მერე აკრიტიკებთ მწვრთნელს ტაქტიკისთვის, ზოგი იძახის ფეხბურთელებს და შემადგენლობას სხვები უყენებენო? მართლა ჰგონია ვინმეს რომ ისეთი შემადგენლობა გვყავს ძლიერი მწვრთნელის გარეშე ამ ყველაფერს შევძლებდით?

ბარაქა ბუდუ.

• zura222

მართლა მიულერის სტილში გაიტანა სამივე გოლი ! სანიოლმა რაღაცა უნდა მოიფიქროს რომ ორი ან ერთნახევარი თავდამსხმელით ითამაშოს ან რომელიმე მარჯვენა ფლანგზე დააყენოს მგონი მიქაუტაძე ივარგებს ფლანგზე

• ქიტესა

3 გოლი გაიტანაო რომ იძახით, იქნებ ისიც გაარკვიოთ ვის გაუტანა. ნიურნბერგი მუდმუვად ბუნდესლიგა 2-სა და ბუნდესლიგა 3-ს შორისაა, გადად-გადმოდის. ქებაშიც ზომიერებაა საჭირო.

• მმმ

რა ვერ გაიგეთ ხალხი,ბუდუ უძლიერესია მაგრამ სწრაფი არაა,სანიოლი კი სწრაფ კონტრშეტევაზე თამაშობდა ევროზე.

• დავით 67

ჟორჟი ერთი მეკარის შეცდომით, ორი პენალტით გახდა თანაბომბარდირი. ბუდუმ ეს 3 ბურთი ერთ თამაშში, თამაშიდან გაიტანა. ბევრი იტყვის რომ მიქაუტაძეს როლს თითქოს ვაკნინებ, მაგრამ ეს ასე არაა, ვფიქრობ ბოლო 20-25 წუთი ყველა თამაშზე უნდა გამოეყვანა სანიოლს.

• დავით 67

"ფეღბურთი" რა სპორტია? ახალია რამე?

• იზა თევდორაძე

დარწმუნებული ვარ ბუდუს მეტი დრო რომ ეთამაშა ფეღბურთი ევროპის ჩემპიონატზე უფრო კარგ შედეგს მიიღებდით,წარმატებები ბუდუ.

ქვილითაია კია არა ბუდუ ენდა შეეყვანა შეცვლაზე! აი რა უნდა ექნა. თანაც დროზე.

• Abreza

100%

• ლევანი

სანიოლმა მოსამატებელი აქ ვერ ქაჩავსო ხო?

• 22

შენთვის არის ეგ ეშელონი..ენა ბინძურო!

• 22

შენთვის არის ეგ ეშელონი..ენა ბინძურო!

• ტოტო

ამ კრიტიკოსობას და ექსპერტობას დაანებეთ რა თავი. ეშელონია ჩამოსული თქვენთვის ნეხვით. ესე უნდა ექნა, ისე უნდა ექნათ, 4 ზივზივაძეს და 15 -ს რომ ეთამაშათ მოედანზე მაინც მოიგებდა ესპანეთი.

• გია_544

ქართველი "გერდ მიულერი" რომ გერმანელებმა დაგიძახონ დიდი აღიარებაა! გაიხარე ბუდუუ !!!

• ვაჟა მასწავლებელი

ბუდუ გოლი კი არა ზვზივლერია გერმანული კლასიფიკაციით. ისე, მართლა მაგონებს ბუდუს თამაში მიულერ-შენგელიას ნაზავს. კი, კი შენგელიას. . . ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბუდუც ქუთაისელია შენგელიასავით!

• 232

ბუდუს 2 გოლის მერე გავიცანით მიქაუტაძეც და ბევრი სხვაც!

• 123

ბუდუს 2 გოლით რომ გავიდნენ ევროპაზე ...ამაზე რას იტყვი?

• 123

ბუდუს 2 გოლით რომ გავიდნენ ევროპაზე ...ამაზე რას იტყვი?

• რეალობა

თუ ხარ კარგი მწვრთნელი, ყოველთვის უნდა უნახო ადგილი ძლიერ ფეხბურთელს. 10 პელე რომ გყავდეს გუნდში, ცხრას სკამზე დატოვებ?

• სანდრო

რა უნდა ექნეა და კვარაცხელია უნდა დაეწია მარცხენა ფრთაზე და უბდა ყოლოდა ბუდუ და მიქაუტაძე! ბუდუს აქვს საოცარი გოლის ალღო თან ნაღალ ბურთებზეც იბრძვის და კარის ზურგსბუკან მიღებაც შეუძლია მეკარის პირველი დარტყმის შემდეგ ეს ალბათ საკმარისი არგუმენტია თუ რატო უნდა ეთამაშებინა, აქ იმაზე არავინ დაობს მიქაუტაძე თუ ბუდუ

• d

ფაქტია ნაკრები გავიდა სხვა სიმაღლეზე და მას მომატება ჭირდება. ევროზე ვიტამაშეთ 1 სქემით. ადაც მეორე ფორარდის ადგილი არ იყოს. ნაკრებს არ ქონდა არანაირი გეგმა -ბ. რად უნდა ალპარაკი იმას, რომ როცა აგებ თამაშს თურქეთთან, ჩეხეთთანა უცილებლად გჭირდება გოლის გადანა უნდა გადააწყო გუნდი, წახვიდე ვაბანლზე და ჟორჟოსთან ერთად დააყენო ბუდუ, ბოლო 20 წუთი მაინც. მარა როგორც ჩანს გუნდი არ იყოს ამისთვის მზად.

• გიორგი

კი მაგრამ რა უნდა ექნა მწვრთნელს მის პოზიციაზე ვინც თამაშობდა ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა ისე წარმატებულად ასპარეზობდა ის დაესვა სკამზე? თუ ორი ცენტრით ეთამაშა?

• 777

სულ გახარებული გამარჯვებული ყოფილიყავი კარგო ადამიანო!!!

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბოტაფოგოსთან" მატჩში?

[VIDEO] ბარბაროსული ბარბოსა კვარაცხელიას წინააღმდეგ და პსჟ-ს მარცხი "ბოტაფოგოსთან"

თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს

ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა

"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება

[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ

თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში

პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება

ორი ცვლილებით "ბოტაფოგოსთან" - როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა?

სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა

"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა

"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

მექვაბიშვილი უპირველესი სამიზნეა - ბელგიური კლუბი ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს

კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? - ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული

სამაგალითო სპორტსმენი - როგორია საზონოვის მდგომარეობა

კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა

"სენტ-ეტიენმა" "ბეშიქთაშს" დავითაშვილში სატრანსფერო ფასზე ორჯერ მეტი თანხა მოსთხოვა

სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა

"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს

სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...

ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...

ბუდუს ახალი გუნდის ამბები - "ჰაიდენჰაიმი" "ბაიერნის" მცველსაც იმატებს და ზივზივაძის კონკურენტს ანათხოვრებს

ოფიციალურად - ზივზივაძე ბუნდესლიგის გუნდის ფეხბურთელია

კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე

"ჰაიდენჰაიმი" "აინტრახტთან" განადგურდა და "ბაიერნთან" შეხვედრა ელის

Geo Team: ზივზივაძეს ორი კვირა მოუწევს უქმობა

რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება

ზივზივაძემ გოლით და საგოლე გადაცემით "კარლსრუეს" გამარჯვება მოაპოვებინა და გაალიდერა [VIDEO]

გაატანინა, თავადაც გაიტანა - ზივზივაძე შეუჩერებელია [VIDEO]

ბუდუს დუბლი და გამოუყენებელი პენალტი - "კარლსრუემ" გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

Geo Team: ზივზივაძე ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ხვალ გაემგზავრება

2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...