საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მერვედფინალი ისრაელთან უშანსოდ – 59:94 დათმო, 8 გუნდს მითმა დარჩა და ახლა ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს. ახლა საქართველოს მთავარი მიზანი 13 საუკეთესოში ადგილის მოპოვებაა, რათა A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს.

ანუ ის 8 გუნდი, რომლებმაც მერვედფინალები წააგეს, ახლა იწყებენ ეგრეთწოდებულ პლეი აუტს, სადადაც პირველივე მატჩის მოგება იმის გარანტიაა, რომ ზემოთხსენებულ მიზანს მიაღწიო. ამ 8 გუნდის 5 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი A დივიზიონში დარჩება, ხოლო ბოლო 3 გუნდი, რომლებიც ტურნირზე მე-14, მე-15 და მე-16 ადგილებს დაიკავებენ, მომავალ წელს B დივიზიონში იასპარეზებენ.

საქართველოს ჯგუფში პოლონეთთან მოგებული მატჩი ახლა გამოადგა, რის გამოც მომდევნო მეტოქედ არა გერმანია, არამედ ფინეთი გვყავს. პოლონეთის ძლევით საქართველომ ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და მერვედფინალის წაგებული გუნდი არა სხვა ჯგუფების 2-3 ადგილებისგან შემდგარ მერვედფინალურ წყვილს, არამედ 1-4 ადგილებზე გასულებს დაუწყვილდა. შესაბამისად, ისრაელთან დამარცხებული საქართველო სერბეთ (1 ადგილი) – ფინეთის (IV ადგილი) მერვედფინალში წაგებულ გუნდს შეხვდება.

სერბეთმა ფინეთი 95:78 დაამარცხა. რაც შეეხება სკანდინავიელების A ჯგუფში ჩატარებულ მატჩებს, მათ სამივე მარცხი განიცადეს – 53:123 ესპანეთთან, 60:84 თურქეთთან და 54:70 ლატვიასთან. საქართველოსა და ფინეთის მატჩი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, საბოლოო ანგარიში საკმაოდ დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველებს შანსი არ ჰქონიათ. ისრაელი წინა წელსაც A დივიზიონში იყო B-ში დაქვეითებას ბეწვზე გადაურჩა – მე-13 ადგილი დაიკავა, თუმცა წელს დაბალი ასაკიდან კარგი შევსება მიიღო და მიმდინარე ჩემპიონატზე მაღალი ამბიცია აქვს. ებრაელებმა ჯგუფში ხორვატიას და იტალიას მოუგეს, საქართველოს ძლევით კი A დივიზიონში დარჩენის საკითხიც დადებითად გადაჭრეს.

თამაში ბრძოლაში დაიწყო და პირველი პერიოდის შუაწელამდე ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. ხან საქართველო იყო წინ, ხანაც – ისრაელი. მეტოქემ პირველი პერიოდი 24:18 მოიგო, რის შემდეგაც უპირატესობას მთლიანად დაეპატრონა და დიდი სხვაობით გალიდერდა. ებრაელები დიდებულად ესროდნენ შორიდან, ქართველები კი – პირიქით. ჩვენი გუნდის წევრებს შორიდან სროლის პირველი მცდელობა მეორე პერიოდის მე-5 წუთზე ჰქონდათ, მთლიანობაში კი მატჩის განმავლობაში 8-ჯერ შეუტიეს პერიმეტრიდან და ვერც ერთი ვერ ჩააგდეს. ისრაელმა კი 23 ცდიდან 10 სამიანი ჩააგდო და რა გასაკვირია, ასე დიდი სხვაობით რომ გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი დვით ჭუაძე გახლდათ, რომელმაც 14 ქულა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მათე ხატიაშვილმა 11 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. მათე ყავლაშვილმა და ილია სულაძემ 10-10 ქულა დააგროვეს.

GBF.GE

მდააა
ადრე ვეტერან ფეხბურთელებმა როდესაც ჩაიგდეს ფეხბურთი მთლიანად ხელში დედა უტირეს ( აი ზოგი მწვრთნელობას ზოგი მენეჯერობას რომ იბრალებდა ზოგიც სკოლებს და აკადემიებს რომ მოძღვრავდა ისე რომ 2 საათიც კი არ უსწავლიათ ეგ საქმე ) დაასამარეს და ღვთის სასწაულით რამდენიმე ფეხბურთელი გამოჩნდა ვინც ნაკრები ამოქაჩა თორემ საკლუბო სამარის ქვემოთაცაა ახლა ვეტერან კალათბურთელებმა დაიწყეს ზუსტად იგივე და რამდენიმე წელიწადში კალათბურთსაც ჩააბეტონებენ ( თუ ვინმე ოდნავ რაღაც ნიჭიერი გამოჩნდა ეგრევე ამერიკულ კოლეჯებში უშვებენ რაც იმას ნიშნავს ვერც ნბა და არც საქართველოს ნაკრები ) შემოგვრჩა 3-4 კალათბურთელი და ისინიც უკვე 30 წელს გადასცდნენ და სადაცაა დაამთავრებენ აი შემდეგ ევროპა და მსოფლიოს ( ოლიმპიადა დარჩა სიზმრებში) ჩემპიონატები კი არა ც ლიგაში მოგვიწევს თამაში იგივე ხდება ჭიდაობებში ….იმედია ძიუდო მაინც გადარჩება …!!!
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ოვერტაიმში, ბოლო წამებზე ფინეთთან განცდილი მარცხი და მომდევნო მეტოქე ხორვატიაა
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა