საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი, 24 წლის ცოტნე ცარციძე, პირველ პროფესიონალურ სეზონს ატარებს, რომელმაც ჩინებული სტარტი აიღო. ამერიკის სტუდენტურ ლიგაში 4-წლიანი თამაშისა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ცარციძემ კონტრაქტი რუმინულ "პეტროულ პლოეშტთან" გააფორმა და ახალ კლუბში ჩინებული დებიუტიც მოიწყო.

ცოტნემ პლოეტური კლუბის მაისურით პირველი მატჩები რუმინეთის თასზე ჩაატარა და ორივე შეხვედრაში საუკეთესო იყო. პირველი რაუნდის შეხვედრაში "პეტროულმა" "ტერგუს" 79:54 სძლია, ცარციძეს კი 33 წუთში 20 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება ჰქონდა. "პეტროლულმა" მე-2 წრეში "კორონა ბრაშოვთან" 73:86 წააგო, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე 32:19 წუთი გაატარა და 18 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ცოტნემ 8-დან 7 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

რუმინეთის ჩემპიონატი – დივიზია A 21 სექტემბერს იწყება, ცოტნე ცარციძის გუნდის პირველი მეტოქე კი "კლუჟია", რომელსაც პლოეშტელები სტუმრად შეხვდებიან. ქართველი კალათბურთელი 2020 წლიდან აშშ-ში თამაშობდა, ბოლო სამი სეზონი მან NCAA-ს ჩრდილოეთ დაკოტაში გაატარა, სადაც ერთ-ერთი ლიდერი იყო.

GBF.GE

შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე