28 სექტემბერს "შავი ლომი" ახალი სეზონის პირველ საშინაო შეხვედრას გამართავს. 2024 წლის რაგბი ევროპის სუპერთასის განმეორებით მატჩში ის ესპანურ "იბერიანსს" "ავჭალაზე", 18:30 საათზე დაუხვდება.

განვლილ ორ თამაშში რიჩარდ კოკერილის შეგირდებმა "იბერიანსი" და პორტუგალიური "ლუზიტანუში" რეკორდული სხვაობებით დაამარცხეს – შესაბამისად, 54:3 და 38:14. შედეგად, ისინი სატურნირო ცხრილს ქულათა მაქსიმუმით (10) ლიდერობენ და სუპერთასის მიჯრით მე-4-ედ მოპოვების უმთავრესი კანდიდატები არიან.

გასულ შაბათს "ლუზიტანუშთან" გამარჯვების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 6 ცვლილებაა. ხაზში თამაშს იწყებენ ცენტრი იოანე მეტრეველი, ფრთა შალვა აფციაური და ჰავბეკი დავით ხუროშვილი. შერკინებაში ძირითადში დაწინაურდნენ ბურჯი დათო აბდუშელიშვილი, მეორეხაზელი გუგა ღანიაშვილი და მესამეხაზელი გიორგი სინაურიძე.

მეტრეველი, ხუროშვილი და ღანიაშვილი "შავი ლომის" სასტარტო შემადგენლობაში პირველად არიან.

მარქაფაში გამოჩნდა და ამ სეზონში პირველ შეხვედრას ჩაატარებს კვაჭი თენგიზ ზამთარაძე. თადარიგშია და "შავ ლომში" დებიუტი ექნება ნოდარ დოლიძეს, რომელიც გუნდს წელს შეუერთდა.

შეგახსენებთ, "შავ ლომს" "იბერიანსის" წინააღმდეგ აქამდე 5-ჯერ უთამაშია და ყველა შეხვედრა ქართველების გამარჯვებით დასრულდა.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2024

A ჯგუფი. IV ტური

28 სექტემბერი. შაბათი. 18:30

თბილისი. ავჭალა

შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. დავით ხუროშვილი;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. გუგა ღანიაშვილი, 6. გიორგი სინაურიძე, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი ნიკოლაძე; 21. ნოდარ დოლიძე, 22. დემურ თაფლაძე, 23. ამირან შვანგირაძე.

Rugby.ge

"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
"შავი ლომი" | "იბერიანსთან" ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ" – რიჩარდ კოკერილი
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
"შავი ლომი" | 9 დებიუტანტით "იბერიანსთან"
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"შავი ლომი" | ლამაზ სტილში "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
"შავი ლომი" | მესამედ ლისაბონში
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | ინტერვიუ კაპიტნებთან
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"შავი ლომი" | რეკორდული სხვაობით "იბერიანსთან"
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"