ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

‘შავმა ლომმა’ თბილისის თასის პირველი გათამაშება ‘ტოიოტა ჩიტასთან’ 36:25 გამარჯვებით დახურა. ჩვენმა გუნდმა სამიდან ორ სამხრეთ აფრიკულ გუნდს სძლია - ‘ტოიოტა ჩიტასს’ და სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატის, ქარი ქაფის ვიცე-ჩემპიონ ‘აირლინ პუმასს’, ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასს’ კი 6 ქულით ჩამორჩა.

განვლილ სამ შეხვედრაში მწვრთნელებმა საქმეში ძალიან ბევრი მოთამაშე ნახეს. რადგან ტურნირი მოსამზადებელი ხასიათის იყო, ყველა თამაშში მრავლად გვქონდა როტაცია შემადგენლობაში. ამის ფონზე, თამაშიდან თამაშამდე ხარისხი უმჯობესდებოდა და დასკვნით შეხვედრაში საუკეთესოდ (წინა მატჩებთან შედარებით) გამოვიყურებოდით. რა თქმა უნდა ახლაც იყო ხარვეზები, თუმცა მონახაზი ბევრად უკეთესი იყო და მწვრთნელებს გუნდის დასახვეწად დაახლოებით ორი კვირა რჩებათ, მერე კი ჩელენჯ თასის პირველი შეხვედრა (17 ოქტომბერს უელსურ ‘ოსფრიზთან’) გველოდება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ‘შავი ლომი’ ‘ჩიტასს’ მეოთხედ შეხვდა და მეორედ დაამარცხა. შარშან მეტოქეს სამხრეთ აფრიკაში ორჯერ შევერკინეთ და პირველ მატჩში 39:38 დავამარცხეთ, მეორე კი 5:24 დავთმეთ. წელს ივნისში, ‘ჩიტასს’ კვლავ ბლუმფონტეინში შევხვდით და მასპინძლებმა 47:31 იმარჯვეს. სამხრეთ აფრიკული გუნდი პირველად გვეწვია თბილისში და რევანშიც შედგა, თანაც ლამაზ სტილში.

თამაში ჩვენი გუნდის შეტევებით დაიწყო. ‘შავი ლომი’ ბურთს აკონტროლებდა და ფაზებსაც კინძავდა, თუმცა დასკვნით ფაზებში სცოდავდა. მე-10 წუთზე, მეტოქის 22-ის მისადგომებთან წარმოქმნილი რაქიდან ნულოვან ზონაში მაიკლ ქარიმ მოულოდნელად შეუტია, ის ზედ ლელოს ხაზთან შებოჭეს, გიორგი სპანდერაშვილმა ბურთი შეგვინარჩუნა, დავით აბდუშელიშვილმა კი რაქიდან შეუტია და ლელოთი ანგარიში გახსნა. გარდასახვის შესრულებისას თემურ ძოძუაშვილს დაუფარეს.

ინიციატივას მასპინძლები კი ფლობდნენ, თუმცა ტაიმის შუაში ‘ჩიტასისგან’ კარგი შეტევა მიიღეს და ლელო გაუშვეს, რომელსაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. შესვენებამდე ლელოს გატანის ორი კარგი შესაძლებლობა გვქონდა. პირველ ჯერზე მოლის შემდეგ ბურთი ლელოში ჩაგვიხურეს, მერე კი ოვალი ფრთაზე ჩავათამაშეთ და ლეავასა პოტუ ფრთაზე გაიჭრა, მაგრამ მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა. 38-ე წუთზე ‘ჩიტასმა’ ჯარიმა კარში დაარტყა, გაიტანა და ტაიმი 5:10 დასრულდა.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ. ხელდახელ შეტევის შემდეგ ლელო თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბოლო გადაცემის შემდეგ ბურთი დავკარგეთ. სამაგიეროდ, 46-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ავაგორეთ და ის შოთა ხელაძის ლელოთი დასრულდა, ძოძუაშვილმა კი გარდასახვით დაგვაწინაურა. მაგრამ, განახლდა თუ არა შეხვედრა, პირველ ბურთზე უყურადღებოდ ვითამაშეთ და რამდენიმე წამში საპასუხო ლელო მივიღეთ.

შეხვედრა ‘შავი ლომის’ შეტევებით გაგრძელდა და ხშირი ჯარიმების ფონზე, ‘ჩიტასი’ სინბინით დაისაჯა. რიცხობრივი უპირატესობა სწრაფად გამოვიყენეთ, მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და დათა ახვლედიანი კარგად მიეძალა, ბურთი სპანდერაშვილმა სწრაფად აიტაცა, ნულოვან ზონაში შეუტია და მისი ლელო ლუკა ცირეკიძემ გარდასახა. რადგან მოლში ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა, 63-ე წუთზე კვლავ ამ ხერხით შევუტიეთ და ამჯერად ლელო ირაკლი ქვათაძემ მიითვალა.

მოლის გარდა, ‘შავი ლომი’ შერკინებაშიც დიდ უპირატესობას ფლობდა, მეტოქეს ხშირად აჯარიმებდა და ‘ჩიტასი’ ერთხელაც დაისაჯა სინბინით. 68-ე წუთზე სამხრეთ აფრიკელებმა მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა, რასაც 5-მეტრიანიდან კიდევ ერთი მოლი და ქვათაძის მეორე ლელო მოყვა, ცირეკიძემ კი გარდასახვით უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა.

როგორც ჩანს, მასპინძლებმა თამაში მოგებულად ნაადრევად ჩათვალეს, რითაც ‘ჩიტასმა კარგად ისარგებლა და ჯერ გარდასახული ლელოთი, მერე კი ჯარიმით, სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა. სამხრეთ აფრიკელებს გამარჯვების იმედი გაუჩნდათ და საკუთარი 22-იდან ხელდახელ შემოგვიტიეს, მაგრამ თავი კარგად დავიცავით, ფეხით შეცურების შემდეგ ბურთი ძოძუაშვილმა აიტაცა და ფრთაზე კარგად შეუტია, ცირეკიძეს გადაცემა არ დაუგვიანა და მისი ლელოს შემდეგ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 36:25.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ირაკლი ქვათაძე დასახელდა, ‘შავმა ლომმა’ კი ‘გრიქასისა’ და ‘პუმასის’ შემდეგ, თბილისის თასი მესამე ადგილზე დაასრულა.

თბილისის თასი ‘გრიქასმა’ წაიღო

თბილისის თასის დასკვნით ტურში, პირველ ორ შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკულმა გუნდებმა გამარჯვება მოიპოვეს. “ავჭალაზე” მოედანზე პირველად ‘აირლინკ პუმასი’ და პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ გავიდნენ. სამხრეთელები მალევე დაეუფლნენ ინიციატივას და პირველ ტაიმში 35:15 დაწინაურდნენ, შეხვედრა კი 68:20 მოიგეს და თუ მეორე მატჩში ‘გრიქასი’ დამარცხდებოდა, თბილისის თასიც მათი საკუთრება გახდებოდა.

‘გრიქასისა’ და ესპანური ‘იბერიანსის’ შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო. ესპანელებმა შეძლეს გარდასახული ლელოთი დაწინაურება და ჯარიმის შემდეგ 10:5 იგებდნენ, თუმცა ტაიმის ბოლოს აფრიკელებმა შეძლეს ორი ლელოს გატანა - 19:10. მეორე ტაიმში ‘გრიქასის’ უპირატესობა უკვე საგრძნობი იყო, საბოლოოდ მათ 48:15 გაიმარჯვეს და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტისგან, დავით კაჭარავასგან კუთვნილი თასიც ჩაიბარეს.

ტოიოტა ჩელენჯი. თბილისის თასი 2026

4 ოქტომბერი. III რაუნდი

თბილისი. „ავჭალა“. 20:00 საათი

შავი ლომი (საქართველო) - ტოიოტა ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) 36:25 (5:10)

შავი ლომი

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. ლუკა თაყაიშვილი, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. დათა ახვლედიანი, 11. რომა მახათაძე, 10. თემურ ძოძუაშვილი, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. შოთა ხელაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. მაიკლ ქარი, 6. ლუკა ნარსია, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლეავასა პოტუ.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. გიგა კობახიძე, 18. ნიკოლოზ ნარმანია, 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 20. დავით არველაძე, 21. ოთარ გიორგაძე; 22. ლუკა ცირეკიძე, 23. დავით იმნაძე.

24 სექტემბერი

აირლინკ პუმასი (სამხრეთ აფრიკა) - იბერიანსი (ესპანეთი) 64:21

ტოიოტა ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) - ლუზიტანუში (პორტუგალია) 38:26

შავი ლომი (საქართველო) - სუზუკი გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) 15:21

29 სექტემბერი

ჩიტასი - იბერიანსი 19:22

შავი ლომი - პუმასი 21:19

გრიქასი - ლუზიტანუში 59:19

4 ოქტომბერი

პუმასი - ლუზიტანუში 68:20

გრიქასი - იბერიანსი 48:15

შავი ლომი - ჩიტასი 36:25

1. გრიქასი (სამხრეთ აფრიკა) - 14 (+79)

2. პუმასი (სამხრეთ აფრიკა) - 11 (+89)

3. შავი ლომი (საქართველო) - 10 (+7)

4. ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) - 6 (-2)

5. იბერიანსი (ესპანეთი) - 4 (-73)

6. ლუზიტანუში (პორტუგალია) - 1 (-100)

Rugby.ge

• ბს

გაორებული შტაბეჭდილება დამრჩა! დრო გვიჩვენებს. წარმატებები ჩვენს ლომებს!

„კამეჩი წევს და იცოხნის, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი, შინ მიტანილი ჰგონია.“ ეს პატარა ლექსი,ბებიაჩემის ნაქონი,იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარიდან“მახსოვს და ძალიან წააგავდა ჩვენი ბიჭების საქციელს,ამ თამაშში.გავიტანთ ლელოს,დავწინაურდებით,უზარმაზარი შრომის შემდეგ და წამებში,მეტოქეს საპასუხო ლელოს ვჩუქნით,მეტოქე უმცირესობაში რჩება და იქით ვასაჩუქრებთ,ლელოებით,ფარასავით გამოგვირეკეს.ბოლო ხანებში ძალიან მოგვიმრავლდა ასეთი შემთხვევები,როცა თამაშიდან სრულიად ვეთიშებით და ყველაფერს წყალში ვყრით.კი,გავიმარჯვეთ და რა თქმა უნდა სასიხარულოა,ასეთ გუნდზე გამარჯვება,მაგრამ ისეთ ტემპში მიდიოდა თამაში,საქართველოს ჩემპიონატს ჰგავდა,მეორე ტაიმში და ჩელენჯ თასზე,ასეთ ტემპში ვინმე გვეთამაშება?-ძალიან მეეჭვება.ჩვენ კი,სწორედ მაღალ ტემპში თამაშისათვის უნდა მოვმზადებულიყავით.ისიც ხომ ცხადია,რომ მაღალ ტემპში როგორც კი შემოგვიტევენ,ჩვენი ტექნიკური ხარვეზები,გუშინ შედარებით ნაკლებად რომ ჩანდა,გაცილებით უფრო აშკარად გამოჩნდება?არც ის მგონია,რომ აფრიკული გუნდები საუკეთესო შემადგენლობებით გვეთამაშნენ და არც ის,რომ კარგ ფორმაში არიან.ალბათ მაინც მოსამზადებელი ტურნირია,ოფიციალური ტურნირებისათვის,ჩვენთვის კი,გამოუვალი მდგომარეობიდან რაღაცანაირად თავის დაღწევის მცდელობაა,თუმცა აშკარაა,რომ ის თამაშები,რაც შავ ლომს უწევს,არასაკმარისია,სპორტსმენების განვითარებისათვის.ეს უკმარისობა,უკვე ნაკრების თამაშებშიც იგრძნობა.ეტყობა გაერთიანებულ ჩემპიონატში მონაწილეობის პერსპექტივაც გაჭედილია და ჩვენც ჩიხში ვართ მოქცეულები.ის ახლად დადებული მემორანდუმი,რას ემსახურება,კარგად არ ჩანს,მაგრამ იმედი ვიქონიოთ,რომ რაღაცით სასიკეთო იქნება,ჩვენი რაგბისათვის.ახლა ველით შავი ლომის ჩელენჯ თასზე გამოსვლლას,ვიცით,რომ მწვრთნელს ზღვა საქმე და პრობლემები აქვს.ვუსურვოთ პრობლემების წარმატებით გადაჭრა,თუმცა ჩვენი პრობლემები,გაცილებით ღრმაა და ასე სწრაფად,ვერ მოგვარდება.ამას სისტემური გარდაქმნები სჭირდება.

• გულშემატკივარი

ვულოცავ მორიგ გამარჯვებას შავ ლომს,ვუსურვებ მორიგ წარმატებებს! ძალა ერთობაშია! ვიმედოვნებ ყოველი მომდევნო შეხვედრები უკეთესი და წარმატებული იქნება!

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის

"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო

ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს

სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე

"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში

"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა

"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე

"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე

"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია

"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"