Corriere dello Sport წერს, რომ ჯერჯერობით "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.

მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ქართველს "პარტენოპეისთან" 2027 წლამდე აკავშირებს და ის სეზონურად 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

"ნაპოლი" ჩვენებურს კონტრაქტის 2029 წლამდე გაგრძელებასა და ანაზღაურების 6 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, მაგრამ ჯუღელი 8 მილიონს ითხოვს.

Corriere dello Sport გვაუწყებს, რომ "პარტენოპეის" სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასა და ხვიჩას აგენტს შორის გადამწყვეტი შეხვედრა ახალ შრომით ხელშეკრულებაზე მოსალაპარაკებლად შესაძლოა, "მილანში" შედგეს.

29 ოქტომბერს "როსონერი" გასვლაზე სწორედ "პარტენოპეის" ეთამაშება და შესაძლოა, ამ თვის ბოლოს ხვიჩას კონტრაქტის ამბავი საბოლოოდ გაირკვეს, იქამდე კი მას "ნაპოლიში" ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება აქვს.

მირიან
არანაირი კონტრაქტი არ იქნება.ლაურენტისი იძულებული იქნება ხვიჩა გაყიდოს, თუ არა ვერაფერს მიიღებს.ხვიჩას მომავალ წელს შეუძლია პრაქტიკულად უფასოდ წასვლა.ამხელა საიტმა ფიფას წესები როგორ არ იცით.თუ იცით, რატომ არ წერთ გარკვევით, რომ ფეხბურთელს, რომელსაც 5 წლიანი კონტრაქტი აქვს, 3 წელში შეუძლია წასვლა, თუ გადაიხდის 2წლის ხელფას?
დათო
ნაპოლის ხელმძღვანელობა ძალიან უმადურად და უსინდისოდ იქცევა. წარმოუდგენელია ფეხბურთელს რომელმაც გუნდის გაჩენპიონებაში ლომის წილი დაიდო და ან სეზონშიც წამყვანი მოთამაშეა ყველაზე დაბალი ხელფასი მისცე !
qomagi-s
აბსოლუტურად ჭკვიანურია ძმაო, რასაც წერ, მაგრამ იმდენად დახვეწილი ქართულით წერ, რომ ვერც კი გაიგეს რას გულისხმობ და დისლაიქები მოგცხეს.
fani
ჩემი რჩევა ასეთია - თუ "ნაპოლი" თავს გაიგიჟებს, რომ 6 მილიონზე მეტს ვერ გადაგიხდითო, მაშინ აუცილებლად ჩააწერინოს განახლებულ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა - 100 მილიონი (ამაზე მეტი არა)
სოსო
კონტრაქტი ამოიწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.
dato
დავიღალეთ...........
სამწუხარო რეალობა
ვთქვათ არ შეიცვალა კონტრაქტი, რა იქნება 2027 წლის მერე?
ქომაგი
2 წელია ჯუღელი არ თანხმდება და რამდენი დაკარგა ამ ორ წელიწადში. ხომ შეიძლებოდა შუალედური შეთანხმებისთვის მიეღწიათ და ხელფასი 3 მილიონამდე მაინც გაეზარდათ კონტრაქტის ვადისა და სხვა პირობების განახლების გარეშე? კარგი აგენტი ასე იზამდა. აბა, 2 წელია ვითომ ვაჭრობენ და მოედანზე გაუსვლელი ფეხბურთელების მსგავს ხელფასს იღებს კვარა. ეგაა საქმე? ლაურენტისი და ჯუღელი - ორი ვირთხა შეხვდა ერთმანეთს და სწორედ იმაში ხომ არ იღებს ფულს ჯუღელი, რომ ოქროს სპილენძის ფასად ყიდის? თუ ასე არ არის, მაშინ უბრალოდ ბრიყვი ყოფილა.
მათე
ესეთი უპატივცემულობა კვარაცხელიას მიმართ დიდი უსამართლობაა!
ბესო
რეალურად შეაფასეთ შექმნილი ვითარება...თუ კონტრაქტს გააგრძელებს , 7 მილიონი რეალური მოთხოვნაა , პლუს 100-120 მილიონი გამოსასყიდი თანხა.... კონტემ ვენები გადაიჭრა ლუკაკუზე , რა ხვითოც არის , ჩანს - კაცი მარჯვენა ფეხს ვერ ხმარობს...ხვიჩასთვის , მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა , თავს არ იკლავს...7 მილიონი და რეალური გამოსასყიდი თანხა - ამისთვის უნდა იბრძოლონ...
გიგა
კონტრაქტი 2029 წლამდე, გამოსასყიდი 120. ხელფასი 8 მილიონი
ალიშა ლემანის კოლეგა
ვიღაც ალიშა ლემანის ბოიფრენდს იუვენტუსი 9 მილიონზე მეტს უხდის, და ხვიჩას უკვე რამდენი ხანია 1 მილიონად ათამაშებენ.
zura222
რას ქვია "კალთებს ახევენ"?? აბა დააყენონ ტრანსფერზე მაგალითად 120 მილიონად და ნახავ თუ არ დაახევენ კალთებს ! პსჟ არსენალი და ბარსა თანახმანი იყვნენ 120 მილიონის გადახდაზე !
zura222
გამოსასყიდი თანხის მითითების გარეშე თუ მოაწერს ხელს ეგ იქნება ყველაზე დიდი სისულელე რასაც ცხოვრებაში გააკეთებს !
კახა
ძალიან საეჭვოა ნაპოლი გრანდად ჩამოყალიბდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს თუ გამოსასყიდი თანხა შევა კონტრაქტში და თანაც არა აბსურდული
გიგი
10 მილიონიც რომ შესთავაზოს არ უნდა გააგრძელოს კონტრაქტი, ასეთი უპატივცემულობა როგორ შეიძლება,სახვეწარი გაიხადეს ამ უნამუსოებმაააა
ბადრი
მოშორდი კაია, სხვები ჩოხის კალთას ახევენ?
კვერა
იმაზე რატომ არ ლაპარაკობთ, კონტრაქტის გახანგძლივებაში თუ მისცემენ რამეს, სიტყვაზე 10-15 მილიონს მაინც? თუ, მოჯამაგირეს რათ უნდა ამხელა ფული ერთად? ))
ტოტტი
არ გაახანგრძლივოთ ხვიჩა და ჯუღელო მოშორდით ლავრენტას
რერო
მერამდენედ იწერება ასე გადაწყვეტილად მაგრამ წერტილი არ ესმევა. მოკლედ, არც მისი არც ამისი და 7 მილიონზე აჯობებს შეთანხმდნენ! ლაურა მაგარი წუწურაქია!
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
დრო ჩაირთო - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას აგენტს ულტიმატუმი წაუყენა
ნაპოლი რამდენიმე თვე დე ბრუინის გარეშე დარჩება
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
მანა: თითქმის დაგვაშანტაჟეს - კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
"კვარასთან" დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, რაც შეეხება ოსიმენს..." - რა თქვა "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა
"მოვლენების ასეთი განვითარებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით" - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
კვარაცხელიას აგენტი "ბარსელონას" პრეზიდენტს შეხვდა - El Nacional კატალონიური გრანდის ქართველთან დაკავშირებულ გეგმაზე
დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ინტერს" უმნიშვნელოვანეს მატჩში სძლია
ბრაიდა კვარაცხელიაზე: ნომერ პირველმა ფეხბურთელმა ნომერ პირველი ანაზღაურება უნდა მიიღოს, ასეთია წესი