საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" B დივიზიონში მორიგი მატჩებისთვის ემზადება. 11 ოქტომბერს, მესამე ტურში, უკრაინას ნეიტრალურ მოედანზე, პოლონეთის ქალაქ პოზნანში შევხვდებით.

ურთიერთშეხვედრები

არიან ნაკრებები, რომლებთანაც უბრალოდ აქამდე არაფერი გამოგვივიდა და კარგი თუ ცუდი თამაშის მიუხედავად, ძირითადად, ვმარცხდებოდით. ერთ-ერთი ასეთი უკრაინაა. ახლა ამ ბალანსის დარღვევაზე უნდა ვიფიქროთ, როგორც ეს თუნდაც ბულგარელებთან შევძელით. ჩვენ გუნდს დღეს ეს ნამდვილად შეუძლია!..

უკრაინელებმა ცხრიდან ექვს შეხვედრაში დაგვამარცხეს. ჩვენთვის განსაკუთრებულად გასახსენებელი და გულდასაწყვეტი 2006 წელს, კიევში გამართული შეხვედრა იყო, სადაც კარგ ბრძოლაში (2:3) წავაგეთ. "ჯვაროსნების" კარში გოლები ლეგენდარულ ანდრეი შევჩენკოსაც გაუტანია და უკრაინელთა დღევანდელ მთავარ მწვრთნელ სერგეი რებროვსაც.

რაც შეეხება უკანასკნელ დაპირისპირებას (1:2 დავთმეთ), ის 2015 წელს შედგა. მაშინაც ნეიტრალურ მოედანზე, ამხანაგურად გავეჯიბრეთ. გიორგი ლორია, გურამ კაშია და ლაშა დვალი სასტარტოში იყვნენ.

საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო

უკრაინელთა პრობლემები

თუკი საქართველოს ნაკრებში ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ადგილზეა, უკრაინელებს პრობლემები აქვთ. მეკარე ლუნინი (რეალი), ზინჩენკო (არსენალი), მალინოვსკი (ჯენოა), ციგანკოვი (ჟირონა) და მიკოლენკო (ევერტონი) ის გვარები არიან და ისეთ კლუბებში თამაშობენ, ქართველ გულშემატკივართა დიდი ნაწილი კარგად რომ იცნობს. რებროვს ახლა მათი შეცვლა მოუწევს. სიაში დაემატა დონეცკის "შახტარის" ძირითადი კიპერი დმიტრი რიზნიკი.

მეტოქის შემადგენლობა

უკრაინის ნაკრების ფეხბურთელები საკმაოდ ძლიერ კლუბებში გამოდიან და მათგან მეტ წარმატებას ელლდნენ როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ასევე მიმდინარე "ერთა ლიგაზე". აღსანიშნავია, რომ ევროპირველობაზე არ გაუმართლათ და 4 ქულით ჯგუფში მესამე ადგილიც ვერ დაიკვეს.

"რეალის" კიპერის "შახტარის" წარმომადგენლით ჩანაცვლებაზე ვახსენეთ და რებროვის განკარგულებაშია "ბენფიკას" ასევე სასტარტო კარის დარაჯი, 23 წლის ანატოლი ტრუბინი; ინგლისის პრემიერლიგაში, "ბორნმუთის" შემადგენლობაში, მუდმივად თამაშობს 22 წლის ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი; 24 წლის მიხაილო მუდრიკის (ჩელსი) შესახებ ისედაც ყველამ იცის და 27 წლის არტემ დოვბიკმა, გასულ წელს ესპანეთში 24 გოლი რომ ჰქონდა, "რომაშიც" შედეგიანად დაიწყო.

ისინი "ერთა ლიგაზე"

უკრაინის ნაკრებმა პირველ ტურში ალბანელებს პრაღაში უმასპინძლა, უგებდა კიდეც, მაგრამ (1:2) დამარცხდა. უკრაინელები ბურთს მეტოქეზე მეტად ფლობდნენ, გოლის მცდელობაც უფრო ჰქონდათ, ამის მიუხედავად, კარში დარტყმების უპირატესობა ალბანელთა მხარეს იყო. 18 - 8-ზე იყო უხეშობის მაჩვენებელი, უკრაინელები ამაში გაცილებით სახიფათოდ გამოიყურებოდნენ და მათი სათამაშო ხასიათიც გამოჩნდა. რებროვის გუნდი ჩეხებს მოსალოდნელი გოლების ინდექსში მკვეთრად ჩამორჩა და ისევ (2:3) წააგო. საინტერესო იყო, რომ ჩეხებმა 5 გაფრთხილება საკმაოდ მოკლე დროში მიიღეს.

ჩაკვეტაძის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია

ჩვენი სტატისტიკა

საქართველოს ნაკრები წინ ორი ტური გამოკვეთილი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და საკუთარ კარში მხოლოდ 1 მიიღო.

ყველაზე მეტი გოლი გიორგი ქოჩორაშვილის ანგარიშზეა - 2. თითო შედეგიანი დარტყმა გიორგი მიქაუტაძის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის აქვთ. საგოლე პასების ავტორებსაც შეგახსენებთ - ჩაკვეტაძე, კვარაცხელია (თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა), კიტეიშვილი და ლოჩოშვილი.

იმედია, მორიგი წარმატება გველის!..

გულშემატკივარი
ერთად-ერთი გუნდი იყო "დინამო" მოსკოვი, ვისთანაც საბჭოთა ფეხბურთში, საშინელი უარყოფითი ბალანსი გვქონდა და რომელიც მორალურად გვაგდებდა. მისი გახსენება ფეხბურთელებთან ერთად, არავის გვინდოდა. კიევის დინამოსთან" ლობანოვსკისა და ბლოხინის წლებში შეგვექნა უარყოფითი ბალანსი, თორემ საბოლოო ჯამში, ესენიც ჩვენი "ბულკები" იყვნენ. ცსკა და "სპარტაკი" კიდევ მეტნაკლებად გვიწევდა წინააღმდეგობას, დანარჩენებზე საუბარიც ზედმეტია.
გულშემატკივარი
უკრაინა დღეს "ჩეხე" გუნდია, თან დაბოღმილები. საშიშია ფეხბურთელები არ დავიმტვრიონ.
ერი
სვარკა თავის მოთამაშეებით ახლა რომ ლეგენდობა და ვარსკვლავობა უნდათ
ილია
ქიმიაზე და მათემატიკაზე იმას გეტყვი,რომ როცა ქართველი სწორი მოწოდების სიტყვებს აბუჩად იგდებს ის რეგვენია მხოლოდ.იმედია ასეთების რეპლიკები გავლენას არ იქონიებს.
უცხო
უხერხული მეტოქე იყო ყოველთვის ჩეხეთიც საქართველოსთვის მარა დღეს კი ხედავთ რა დღეში ყავთ ქართველებს ასე რომ უკრაინასაც ის დღე ელის რაც ჩეხებს.
123-ს
ჩეხეთს არასოდეს ვიყავით შენახვედრი ამ ევრომდე და არც არანაირი სტატისტიკა არ გვქონდა მაგათთან, პორტუგალიათანაც ერთი კინკილა ამხანაგური გვქონდა, უკრაინას კი 9 ჯერ შევხვდით განსხვავებას ვერ ხედავ?
ზვიადი
კომენტარებში სულ ბოდვა როგორ უნდა იყოს. ხაზგასმით წერია, სტატისტიკა ცუდია, მაგრამ ამ ბიჭებს შეუძლიათ ისევე შეცვალონ, როგორც ბულგარეთთანო. დამძიმება კი არა, დამატებითი მოტივაციაა. ისტორია გადავწეროთ? ევროზეც პირველად გავიდნენ და მანამდე რომ არ ვყოფილვართ ეგეც დამატებითი მოტივაცია იყო!
123
წარსული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა არ იმუშავებს. ჩვენთვის რომელი მეტოქე არ იყო წარსულში "უხერხული"? რას ამბობ, ჩეხეთი და პორტუგალია ხომ სუგ გაგდებული გვყავდა ბუცქვეშ :))
ჟორა
რატომ ამძიმებთ ამ ბუჭებს სხვისი წაგებული თამაშების სტატისტიკით? მაშინ ისინი იყვნენ, ახლა ჩვენ ვართ და ჩვენი ყოფნა უნდა გავაფორმოთ. ვის აინტერესებს რა ანგარიშით ვაგებდით 10-15-20 წლის წინ? დღეის წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, აქეთ უნდა მოუწოდოთ ბიჭებს. გვეყო რამდენის ვიკანკელეთ ადრე მაგათ წინაშე, დრო შეიცვალა...
tngh
უკრაინა ფრიად უხეში და ათლეტური გუნდია. ურთულესი თამაში გველის. არც ალბანეთია ნაკლები. მაქსიმალური ყურადღებით და სიფრთხილით უნდა ვითამაშოთ!!!
ილიას
და ქიმიასა და მატემატიკაზე რას გვეტყვით?
თორელი
7 დისლაიქი სლავა უკრაინელებმა დაწერეთ ხო უეჭველი? თქვე უჯიგროებო უნდა დავაჩოქოთ აბა რა უნდა ვქნათ
Levani
რა მოსაგონია ჩვენი ნაკრები 2003-2022 სვარკა გუნდი იყო.
ილია
მაგათგან იქნება მარწუხები და ფიზიკაში ჩვენი დამორჩილების მცდელობა.ჩვენ გააზრებულად უნდა ვარღვიოთ მაგათი მარწუხები და არ ჩამოვრჩეთ ფიზიკაში.
ქართველი
ისინი ვეღარასდროს მოგვიგებენ
4312
ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა. ეს მოგება პრაქტიკულად ჯგუფის მოგებას ნიშნავს,მაგრამ უკრაინელები თავს შეგვაკლავენ დასაკარგი არაფერი არ აქვთ. მაქსიმალური კონცენტრაცია ბიჭებო
რატი
რაის სტეპანენკო, 35 წლის კაცია, თითქმის აღარ თამაშობდა, ან იმ გვარებთან და კლუბებთან თუ დასახელდება
დააT
უკრაინასთან 0:0 ზე თამაში არ შეიძლება, ამ ტაქტიკამ გაამართლა ალბანეთთან, მაგრამ უკრაინა არ არის ის გუნდი 0 ქულა რომ ჰქონდეს და თუ დაიტყო ქულების აღება შეიძლება 1-ეც გავიდეს, ამიტომ მხოლოდ მოგებაზე უნდა ვითამაშოთ. ბოლობოლო ერთხელ ხომ უნდა მოვიგოთ უკრაინას?
ემიგრანტი
უკრაინა ახლა ნეხვშია საფეხბურთო თვალსაზრიაით და ჩვენი ბიჭები დააჩოქებენ მათ
მირო
მთავარია არ წავაგოთ.ისინი დაიბრდღვნიან ყველაფერს,რომ მოგვიგონ.ძალიან ძნელი თამაში იქნება და მთავარია არ დაგვიმტვრიონ წამყვანი ფეხბურთელები.უხეშობას არ მოეფიდებიან,რომ თავიდანვე დააშინონ კვარა და სხვები.ჯენტლმენობას მაგათგან არ ველოდები.
მეზღვაური
სტეპანენკოც დააკლდება უკრაინას,შახტარის და მათი ნაკრების ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი.
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
ალბანეთი
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
სენსაცია - საქართველოს ნაკრებს არგენტინასთან და ბრაზილიასთან ერთ ჯგუფში თამაში შეეძლება
ვიქტორ ხლუსი: ქართველებისთვის მთავარი ქვეყნის ღირსებაა - საქართველო მათთვის წმინდათაწმინდაა
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს