უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრ კუჩერმა საქართველოს ნაკრების წევრ გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ჩვენებური ჯერ კიდევ კიევის "დინამოს" საკუთრებაა და იჯარით სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "გრანადაში" ირჯება. წიტაიშვილი უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა და თუ კუჩერს დავუჯერებთ, გამოძახებას ეროვნული ნაკრებიდან ელოდებოდა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია და საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა.

"როგორც ყოველი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში თამაშობს, უკრაინასთან დაპირისპირებაში წიტაიშვილიც ძალიან მოტივირებული იქნება.

ფეხბურთელებს ასეთი თვისება აქვთ - რომელ ქვეყანაშიც თამაშობდა, იმ ქვეყნის წინააღმდეგ მატჩში შეეცდება, რომ თავისი შესაძლებლობების 100% აჩვენოს.

გიო განსაკუთრებულად მოტივირებული იქნება და მას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ის შეეცდება თავი ძალიან გამოიჩინოს.

განაწყენებულია თუ არა ის უკრაინაზე? - ამის შესახებ მას უნდა შეეკითხოთ, მაგრამ ჩემი აზრით, წყენა ჯერ კიდევ რჩება. ის უკრაინის ეროვნული ნაკრებიდან გამოძახებას ელოდებოდა, ეს ვერ მიიღო და ამიტომ საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა.

ვფიქრობ, წიტაიშვილი არც გვჭირდებოდა, ჩვენ გვყავს ნაზარენკო და ჰუცულიაკი, რომლებსაც შეუძლიათ კარგად წარმოადგინონ ჩვენი ეროვნული ნაკრები", - ციტირებს კუჩერს უკრაინული NV.

ვაჟა
ნორმალური ხარ ეხლა შენ?!
Huh
მიშასავით ყოფილა. უკრაინაში ძვალი რო არ გადაუგდეს "სამშობლოში" დაბრუნდა
თენგიზ
მოდი სიმღთლეს თვალი გავუსწოროთ რა. წიტაიშვილი საშუალო დონის მოთამაშეა. მითხარით რატომ უნდა იყოს გულმოსული მწვრთნელზე და ვინ უნდა ჩაანაცვლოს ნაკრებში? ახლა ექნება ალბათ შანსი და ვნახოთ. კი თამაშობს მაგრამ არასტაბილურია.
გაკვირვებული
https://www.youtube.com/watch?v=M6ZPRc8GrCw ესენი ღორებია, ხომ?
გიორგი
კი, ოღონდ ის ტეხავს რომ ზოგიერთს მარტო მაშინ ახსენდება სამშობლო, თუ დიდ "სამშობლოს" ნაკრებში არ დაუძახეს. თუ დაუძახეს და შეიძლება საერთოდ ქართველობაზე თქვას უარი (ჯიქია)
aburjga
ნიკოლოზ ზაბლოცკიც ღორი იყო? https://andemas.livejournal.com/48075.html
დდდ-ს
იცით, რაზე მეცინება? რუსები კი ღორები არიან, მაგაზე არც ღირს რაიმეს დამატება. აი, რომ აუჩემებიათ, უკრაინელები განსხვავდებიან რუსებისგანო. ასე ზუსტად რანაირად გაიარა ერთიდაიგივე ერის ორ ნაწილს შორის რუსეთ-უკრაინის საზღვარმა, რომ ერთ მხარეს სულ ღორები მოხვდნენ და მეორე მხარეს, მხოლოდ უფრთო ანგელოზები?
ცოფიანი სპილო
საერთოდ სიმართლე რომ ვთქვათ, უკრაინელი ხალხის მიმართ სიმპატიის მიუხედავათ, საფეხბურთო თვალსაზრისით უკრაინა არცთუ საუკეთესო ტრამპლინია შემდგომი კარიერისთვის, ყოველ შემთხვევაში, მაინცდამაინც რუსეთზე ბევრად უკეთესი არ ჩანს, იქაც ძალიან ბევრი ჩვენი ბიჭის სპორტულმა კარიერამ დაამუხრუჭა
Გგგ
ყველა ქართველი საქართველოს სჭრიდება, საქართველოს დასაკარგი შვილი არ ჰყავს
დდდ
საინტერესოა, რისთვის დასჭირდათ წიტაიშვილის თემის წამოწევა, რომელიც ძირითადის მოთამაშედ არ მოიაზრება და შესაძლოა, სულაც ვერ ვიხილოთ დღეს მინდორზე?!... რა წყენებზეა საუბარი და ვის ჭირდება ასეთი თემების აგორება?!.. რატომ უნდა იყოს ნაწყენი ქართველი კაცი იმ ქვეყანაზე, სადაც გაიზარდა, დავაჟკაცდა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა?!... იქნებ, პირიქით, თავად უკრაინელები იყვნენ მასზე ნაწყენი?!... მაშ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ქართული პასპორტის აღების შემდეგ ყველანაირად ცდილობდნენ მისი კარიერის დასამარებას, კიევის დინამოში ტაბუ დაადეს და იჯარით გაშვებაზეც გამუდმებით პრობლემებს უქმნიდნენ?!... თუ ფეხბურთელი არ გჭირდება და არც ნაკრებში უპირებ გამოძახების, როგორც თავადვე ამბობენ, მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს რომელ ნაკრებში ითამაშებს - მოძმე საქართველოსი თუ შორეული ზანზიბარის, შენს მტერ რუსეთთან ხომ არ გაქცეულა?!... არავის ხელწერას გაგონებთ ეს ყველაფერი, სლავაუკრაინისტებო?!... მე მხოლოდ შემიძლია, ვივარაუდო, ვისგან ისწავლეს უკრაინელებმა შოვინიზმი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ მასწავლებელი ნამდვილად საუკეთესო ჰყავდათ, უფრო კომპეტენტურსა და გამობრძმედილს რომ ვერ ინატრებ, ზუსტად ისეთი...
გიგი
თქვენ რა გჭირდებათ ვის აინტერესებს?!გიო იქნება ის ვინც შეგიპამპალებთ!! ფთუ თქვენი ..... ყველამ გაგიცნოთ რაც ხართ.
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
წიტაიშვილი "ვილიარეალში" მიქაუტაძესთან ერთად შეუტევს?
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
უეფამ ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური ნაკრები წარადგინა
ქართველების "მეცი" "მონაკოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში გავარდა
ვის ათამაშებს ენრიკე? ჩვენებურები მიყოლებით ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში