ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რატომ წავაგეთ უკრაინასთან? - ამ სტილის გუნდებსაც მოვუძებნით გასაღებს, გვჯერა!..

რატომ წავაგეთ უკრაინასთან? - ამ სტილის გუნდებსაც მოვუძებნით გასაღებს, გვჯერა!..

უკრაინასთან დაპირისპირების წინ კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მას შემდეგ, რაც ნეიტრალურ მოედანზე (0:1) დავმარცხდით. ახლა გასხვავებულ ვითარებასა და წარმატებას ველით!..

...ყოველთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმვლობის გზაზე მყოფი საქართველოს ნაკრებისთვის ერთი მარცხი ტრაგედია ვერ იქნება; ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, ისეთი მძიმე მოედანი, როგორიც პოზნანში ვიხილეთ, ხელს უფრო ტექნიკურ და სწრაფ გუნდს უშლის, როგორიც ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები იყო... მაგრამ წარმატებისა თუ მითუმეტეს, წარუმატებლობის შემთხვევაში, მეტი თვითრეფლექსია(მოტივების, ემოციების, საქციელის ცოდნა და კონტროლი), კრიტიკა და მომავლის შესაბამისად დაგეგმვაა საჭირო.

საქართველოს ნაკრები გადაეჩვია ვითარებას, როცა გოლს პირველად უშვებს და თამაშის სცენარის შეცვლა უწევს. მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლზე ისედაც მუდამ ვწერთ, რომ მას ე.წ გეგმა ბ-ს ამუშავება უჭირს, წარმატების მიღწევა კი უფრო კონტრშეტევებზე წარმოუდგენია. რა მოხდა მაშინ, როცა მოწინააღმდეგემ გაგვიტანა? ჩვენი მთავარი პლუსები მათ "გადავაბარეთ" და პოზიციური იერიშების დაგეგმვა თავად გვიწევდა, რაც უკრაინაზე სუსტ გუნდებთანაც გაგვჭირვებია.

შეხვედრის შემდეგ სანიოლმა აღნიშნა, თამაშში გვიან შევდივართ და ეს ჩეხეთთანაც ასე იყოო. მაშინ საქმე ხომ არ გვაქვს იმასთან, ჩვენი გუნდი უბრალოდ შეჩვეულია, უპირატესობა უნდა დათმოს, საკუთარი შანსი სწრაფ შეტევებში სცადოს და თუ ეგ არ გამოდის, ან მთლად უარესი, გოლს ვუშვებთ, შეტევაზე შემდეგ ფიქრობს.

ფაქტია, რაღაც შესაცვლელი გახდა, შესაძლოა, ტაქტიკაც. აქამდე რამდენიმე შეხვედრას ერთნაირი შემადგენლობით ვიწყებდით. მაგალითად, ლოჩოშვილის ფლანგზე გამოყენება პროდუქტიული გამოდგა, მაგრამ ის არაა ამ ამპლუის ფეხბურთელი და იქნება მატჩები, სადაც თუნდაც დაცვაში უფრო სუსტი, შეტევაში კი აქტიური ფრთის მოთამაშე გახდება საჭირო.

თბილისში ჩატარებულ ბოლო პრესკონფერენციაზე სანიოლს ნახევარდაცვაში არსებულ კონკურენციაზე ვკითხეთ. გასაგებია, ის იქნებ ამისთვის მაქსიმუმს აკეთებს, ფაქტი კი ისაა, რომ სათადარიგოთა შორის ვერ მოიაზრებს ისეთს, ვისაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, რომელსაც იმ დღეს უბრალოდ თამაში სათანადოდ არ გამოსდის(ახლა დისკვალიფიკაციაც გვაქვს. აქვე, "ქოჩორას" განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ის ძალიან განიცდიდა და უკრაინასთან ბათუმში ველით!), ჩაანაცვლოს. ამპლუის ცვლილებებს ხშირად ვხედავთ და ეს იქნებ შუა ხაზშიც გვეცადა. ასეთ მძიმე მოედანზე და არსებულ ვითარებაში ყველა (ხუთივე) შეცვლა რომ არ გამოვიყენეთ, ეს ძალიან გვაფიქრებს. ასეთ დროს ეს მოწინააღმდეგისთვის გაკეთებული ერთგვარი საჩუქარიცაა.

აქვე, ხსენებულ პრესკონფერენციაზე წამოჭრილ კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ. კარგად ჩანს და მხოლოდ გუშინ არ დაგვინახავს, ჩვენი დაცვის ხაზს სისწრაფე რომ დაკარგული აქვს და საბა გოგლიჩიძის გუნდთან მალე ადაპტირება მნიშვნელოვანია. ამავდროულად, იკვეთებოდა, რომ "ემპოლის" მცველის უკრაინასთან თამაშის შანსი ნაკლები იყო. ვინც 21-წლამდელთა გადამწყვეტ შეხვედრას უყურეთ, დაგვეთანხმებით, ცენტრალურ დაცვაში რამხელა პრობლემები იყო. ახლა კიდევ უფრო გაუგებარია, 20 წლის მცველმა იქ რატომ არ ითამაშა...

...ხვიჩა კვარაცხელია იმხელა პერსონაა, მასზე ყოველთვის დიდი მოლოდინებია. არ ვიცით, რა ხდებოდა სავარჯიშო პროცესში, მაგრამ გარედან ისე გამოჩნდა, ის დაზიანება, რითაც "კვარა" ნაკრებში ჩამოვიდა, მასზე გავლენას თუნდაც იმ კუთხით ახდენდა, 90 წუთით ერთნაირად სათამაშოდ მზად არ იყო. როცა მარცხდები, ხვიჩას მინდვრიდან გაყვანა კაპიტულაცია და მეტოქისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობის გადაბარებააცაა, ამიტომ იქნებ უკეთესი იყო, კვარაცხელიას მეორე ტაიმიდან ეთამაშა. ეს მხოლოდ ვარაუდია. "ნაპოლის" ფეხბურთელის როლი, ტრადიციულად, ძალიან დიდია, მოწინააღმდეგეები მასზე განსაკუთრებით "მუშაობენ", რაც სივრცეებს სხვებს უხსნის, თავად კი მაღალ კლასს მუდამ ავლენს. აქვე, მიხაილო მუდრიკზე ვთქვათ. სამწუხაროდ, მის მაღალ კლასს ბევრი ვერაფერი დავუპირისპირეთ - ერთხელ გაიტანა, მეორედ "მამარდამ" გვიხსნა.

ახლა მთავარია, გუნდმა ძალების აღდგენა და ემოციურად ამ მარცხიდან გამოსვლა უსწრაფესად შეძლოს. ამ ბიჭებს საკუთარ თავზე მუშაობა ნამდვილად არ ეშლებათ და თავადაც იციან, განვლილ მატჩში ინდივიდუალურად უკეთ რა შეეძლოთ. იქნება სიახლეებიც, იქნებ ტაქტიკურიც და მასთან ადაპტირება არ უნდა გაგვიჭირდეს. ალბანელებიც განსაკუთრებულად მოტივირებულები ჩამოვლენ, მათი მწვრთნელი სილვინიოც ეცდება, უკრაინელთა თავკაც რებროვიდან თუ ჩვენი მათთან პირველი დაპირისპირებიდან მნიშვნელოვანი ისწავლოს, თანაც, ორი მარცხის შემდეგ, შემართებას არ დააკლებენ.

უკრაინაისთან სტატიატიკა ვერ გავაუმჯობესეთ, მომავალში კი მაგ სტილის გუნდებსაც მოვუძებნით შესაბამისს გასაღებს, ამის გვჯერა!..

• თენგო

ეს "იმხელა" რა უბედურებაა?!

• რატომ წავაგეთ?

ბალასტი რომ გვყვავს გუნდში, აი მაგიტომ წავაგეთ! ევროპაში ალბათ ყველაზე ნელი და ასაკოვანი დაცვა გვყვავს. ორ მეტრაში უდგანან თავდამსხმელებს, იმის შიშით რომ შეიძლება გაასწრონ. მაგიტომაც გვიბრახუნებენ თავისუფლად შორიდან. რატომ ხვიჩა ვერ ურტყავს ეგრე ადვილად? დააკვირდით ნაპოლის თამაშებს, ლამის ათში რვას უბლოკავენ ხვიჩას. საჯარიმოს მისადგომებთან ორი კაცი გეღობება უკვე. ძალიან ნელა ამოგვაქვს ბურთი, მოწინააღმდეგე თავისუფლად ასწრებს დაცვაში ჩამოსვლას, არც გრძელი პასების გამკეთებელი არ გვყვავს, ეშინიათ ბურთის დაკარგვის და იქვე მამარდას უგორებენ. და კიდევ: პრესინგის გარტყმაშიც არა ვართ. მივარდება ხვიჩა და ჟორჟი 5-6 მცველს თავის მეკარიანად და ამას ეძახიან შეწუხებას ან პრესინგს? ესე ხომ ტყუილად იღლიან თავს და შედეგიც ნოლია? მინიმუმ 5-6 კაცია საჭირო პრესინგის დროს, რომ მოწინააღმდეგე თავის ნახევარს მიაჯაჭვო. ჩემის აზრით, ამიტომაც წავაგეთ. რა შუაშია წვიმა და ტალახი? არავის ეხალისება ცუდ პირობებში თამაში, მათ შორის უკრაინელებსაც. კარგი მწვრთნელით, გამართული ტაქტიკით, დროული ცვლილებებით და ბალასტის გარეშე სავსებით შესაძლებელია დარჩენილ 2 თამაშში 6 ქულის აღება.

• გიორგი

უკრაინასთან იმიტომ წავაგეთ რომ ჭაობში გვათამაშეს, ალბანეთთან - იმიტომ რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოვიდა, იმასთან - იმიტომ რომ კვარაცხელიას შაკიკი ჰქონდა, და ამასთან იმიტომ რომ მამარდას მოწინააღმდეგემ მაზოლზე დააბიჯა ფეხი. აი ეს მიზეზები რომ არ იყოს, ყველა თამაში 100% მოგებული გვექნებოდა

• გიორგი

მოემზადეთ სნგ ს გუნდებთან სათამაშოდ

• Რაგბის ფანი

როგორ წავაგეთ უკრაინელებთან? მზაკვრულად ჭაობში გვათამაშეს, რომ ჩვენი დრიბლინგის ტექნიკა ვერ გამოგვეყენებინა თვითონ კი გრძელქაცვებიანი ბუცები ჩაიცვეს.

• გოგა

ვინმემ დაგვაძალა იმ მოედანზე თამაში? ეს ფედერაცის ბრალია, არ უნდა გვეთამაშა მგ მოედანზე და თამაშიც გადაიდებოდა, მაგრამ ეს რო მოეთხოვა ფედერაციას, უკრაინის სიძულვილში დავდებდით ბრალს ფედერაცია მთავრობას და გადაუვლიდა ნახევარი საქართველო, ჩავიდეს აბა ინგლისი ესპანეთი და თუ უთამაშებს ესეთ მოედანზე, აქ მარტო თამაშზე არა, ტრამვების რისკი ძან მაღალია და ხალხს არავინ დამტვრევს, იგივე შეძლოთ ჩვენებსაც, მაგრამ დედლებივით ვიქცევით სულ ასეთ სიტუაციაში და ვისჯებით კიდევაც

• გიორგი

მართლა ზაზა ხარ!!! :-/

• ტასი

ეხლა ამათ რომ არ მოუგოთ,შეიძლება ჭკუიდან გადავდგეეეეე,ეგღა გვაკლდა ვიღაცა ხახოლებმა ჩვენზე იღადაოს.

• ილარიონი

ტაქტიკებს რომ ცვლის სანიოლი მაგიტომ. იმედია რაღაცები გატესტა და ისევ 5-3-2 დაუბრუნდება რაც ევროპაზე ვითამაშეთ.

• Mamuka

პრესინგი და უნდა უბაგუნოთ კარში ცენტრს არ გადმოვაცილოღ

• ABARA

თავიდანვე ფრეზე გათვლილი ტაქტიკით ვითამაშეთ, რაღაცნაირად მოდუნებულები და ზედმეტად თავდაჯერებულები მეჩვენენ ბიჭები თავიდანვე, რაც დასჯადია და რაც საკუთარი თვალით ვიხილეთ. წინა თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ მოდუნება არცერთ მეტოქესთან ერთი წამითაც კი არ შეიძლება, მითუმეტეს რომ უკრაინას არ ყავს ხელწამოსაკრავი შემადგენლობა, თუნდაც ის შეთხელებული და რბილად რომ ვთქვათ საუკეთესო ფორმაში არ იყოს. ალბანეთთან პირველივე წუთებიდან მაქსიმალური მობილიზიაცია და ინიციატივის ხელში ჩაგდებაა საჭირო! საკუთარ კედლებში ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს.

• სოსო

არც მთლად მაგრეა,ზურიკომ გოლი რომ გაუტანა,ის ეპიზოდი ნახე.მეკარე ვერ გადახტა,უბრალოდ ადგილზევე დაწვა,რადგან ფეხი მასაც ისევე აუცურდა,როგორც მამარდას.

• ადამიანი

რატო წავაგეთ და მამარდას უნდა აეღო ბურთი...უყვარს თვალები გაყოლება ბურთს და რეაქცია არა აქვს მარტო თვალის გაყოლება...ლივერპულს ვერ გაქაჩავს თუ ასე გააგრძელა

• ილია

მეც შევნიშნე ზოგიერთ ფეხბურთელს არასწორი განწყობა,უფრო ეგოისტური.ეს არასწორი ფსიქოლოგიერი მომზადებაა.მწვრთნელმა ეს უნდა იგრძნოს და შესაბამისად მოიქცეს.

• გუგიტო

ზოგიერთებმა ნუ წაიღეთ ტვინი პროფესორობით, რა გინდათ წაუგებლად ჩავატაროთ ციკლი? იმათთვის რა არ იყო გადახნული მინდორი, მოხდა და წავაგეთ ზუსტად ასეთი ერთი მომენტით მოუგეთ ალბანეთს (სიმართლეს თვალი გაუსწოროთ) მერე რა ყველაფერი ხდება ეს სპორტია... დაელოდეთ რა შემდეგ თამაშს...

• ზაზა

კარგ სტადიონზე არც ის გოლი გავიდოდა რაც გავიდა და ჩვენ 1-2-ს შდვგდებდით. მაგრამ არაფერის სანერვიულო. ეს გუნდი სახლში ყველა თამაშს მოიგებს და მეტი არც არაფერი დარჩა საჭირო ჯფუფის მოსაგებად….

• Ggg

ყველასთან შეიძლება წაგება მარა ამ შოვინისტ ერთან არანაირად, ეჩხუბათ, მოეტეხათ ხელი ,ფეხი, მარა არა წაგება რა

• Ზაზა

ხახოლებმა ლავრენტი ბერიას გაუჩალიჩეს და საქართველოს ფეხბურთელებს და მათ ფრანგ მწვრთნელს, რატომ არ მოუმზადებდნენ ხაფანგს (ძალით ატალახებულ მინდორს)?! ქვეყანა ომშია და ტვინი ვერაგობებით აქვთ გამოტანილი! მადლობა უთხარით, საერთოდ ფეხები რომ არ დაალეწეს ბიჭებს.

• გიგა

როგორც ჩანს,უკრაინელებმა სპეციალურად აირჩიეს გრუნტიანი მოედანი.თვითონ იმავე მოედანზე ვარჯიშობდნენ.რებროვის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ორი კვირის წინ მოედანი მოწესრიგებული იყო და სავარაუდოდ ხშირმა წვიმამ დააზიანა,დიდ ეჭვს იწვევს.არცერთ უკრაინელ ფეხბურთელს ფეხი არ დაცდენია,კარგად იცოდნენ როგორ მოედანზე მოუწევდათ თამაში.ერთ ეპიზოდში ბურთი აუტისკენ გაგორდა,მაგრამ ამობურცული მინდვრის გამო კუთხურის ხაზი გადაკვეთა.მხოლოდ ხვიჩა მიხვდა და ბუცები დროულად გამოცვალა.ასეთ რაღაცეებზე ფიქრიც თამაშის შემადგენელი ნაწილია.უკრებმა თავდაუზოგავად ირბინეს,ჩვენი სახიფათო შეტევები მაისურზე ჩამოპორწიალებით ჩაშალეს და ამიტომ გაიმარჯვეს...

• ჯეჯე

იმიტომ წავაგეთ რო შეაგდეს ჩვენი ბიჭები ყანაში მძიმე გრუნტზე.ესეთ დროს იმარჯვებს ფიზიკურად ძლიერი უფანტაზიო გუნდი.ჩვენებმა ბურთი ვერ გააგორეს ყველას ფეხი უცურდა.უკრაინელს ფეხი არ მოცურებია მე არ დამინახია.ანუ გაგვიჩალიჩეს როგორც შოტლანდიამ გაგვიჩალიჩა წვიმაში ისე!

• მირო

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ბოლომდე აწყობილი სტაბილური გუნდი.ვსწავლობთ ბევრ რამეს,ვატარებთ ექსპერიმენტებს,ვცდილობთ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ,ანგარიშგასაწევ გუნდად.ამ გზაზე კი ყოველთვის მოგებები ვერ იქნება.მთავარია წაგებების სწორად გამოყენება,შეცდომებზე მუშაობა და მთავარია გუნდის უდიდესი პოტენციალის სწორად გამოყენება. ვაღიაროთ,რომ უკრაინასთან შეცდომები დაუშვით ტაქტიკაშიც და ინდივიდუალურად ფეხბურთის თამაშშიც.ასეთ თამაშებს თუ გამოვიყენებთ ჩვენი თამაშის სწორ გზაზე დასაყენებლად,ყველაფერს მივაღწევთ,ისეთი შემადგენლობა გვყავს.ამ ბიჭებს მომდევნო წლებში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეეძლებათ.

• მალხაზ ჯობავა

იმიტომ რომ პროფესიონალები არიან, მაგნაირები გვინდა თერთმეტივე და მერე იქნება სუპერგუნდი.

• მალხაზ ჯობავა

გელ 100 ს. ვერ დაგეთანხმები რომ პირველად ნაკრებში გამოძახებული არ უნდა დააყენო ძირითადში. აბა ნახე ის ფეხბურთელი, სულ რო ჩაკვეს იჭერდა, თუ არ დააყენეს ეგრევე სასტავში. სადღაც უცნობი ალექსანდრიის გუნდის ფეხბურთელი? და რა ქნა, მთელი ცენტრი მას ეკავა ძმაო და ყველაფერი ჩაგვიშალა, ეხლა ჯარიმებით თუ რით, მაგას მნიშვნელობა არა აქვს თამაში კი მოგეს. ისე მაგიც საჭიროა თავის დროზე. ნეტა ქიჩორას იმ დაკარგულ ბურთზე აეკიდა ის ჯარიმა.

• მალხაზ ჯობავა

ქოჩორამ ის რაზეც ბურთი დაკარგამ ანამდე გააკეთა ოტჯერ, რაც საჭიო არ იყო და მესამედ მოხდა ის რაც მოდა. ასე რომ იმისთანა მოედანზე არაფერი ზედმეტი საჭირო არ იყო.

• zura222

ნაცებმა გაყიდეს თამაში და მაგიტო წავაგეთ ძალათ.

• მწარე

უკრაინელები ჩვენთან იკლავენ თავს...

• დათო

ჯარიმებს და საერთოდ სტანდარტულებს არაბიძე ასრულებს ბრწყინვალედ, მაგრამ ფედერაციას და ვილის არ მოსწონთ - ურჩევნიათ ხვიჩამ ყვავები ხოცოს!

• რუი

რატომ წავაგეთ ? ერთხელ რომ ჯარიმას ნორმალურად ვერ დაარტყამ მეორედ სხვას უნდა დაუთმო ,და კიდევ უკეთეს პოზიციაში მყოფ გუნდელს პასი უნდა მისცე.

• gel-100-ს

დღეს ძაან აქტიურობთ ფედერაციის ტროლო, ასიც საეჭვოდ გიწერიათ და თეორიტიკას მოეშვით. ეს იყო გადამწყვეტი მატჩი ახალგაზრდულისთვის და როცა კაცს მესამე ოფციად (გველესიანის და კვირკველიას მერე) განიხილავ, უნდა დაუთმო, კი

• gel-100

რა ნახე მანდ სულელური?? ყველა უ-21 მთავარი დანიშნულება ეროვნული ნაკრებისთვის კადრების მომზადებაა და იგივე საქართველოს ნაკრებში რატო გაგიკვირდა??თუ იმას ფიქრობ მაინც არ ათამაშესო გეტყვი მაგის პასუხს, ეტყობა ფეხბურთს ევროს შემდეგ ჩაუჯექი და ბევრი რამე არ იცი, საერთოდ ფეხბურთელი მიიყვანო და ეგრევე ძირითადში დააყენო თან 20-წლის და თან ეროვნულ ნაკრებში არ ხდება არსად, დაუშვებს შეცდომას და ფსიქოლოგიურად ვერ გადაიტანს ამიტომაც როცა ფეხბურთელს იძახებენ ნაკრებში ან კლუბი ყიდულობს დროს აძლევენ ადაპტაციისთვის რო გუნდელებს შეეჩვიოს,ვარჯიშები ჩაატაროს გუნდთან ერთად რო იცოდეს ვინ სად და როგორ იხსნება და თამაშობს რაც გააკეთა ემპოლიმ როცა იანვარში ნაყიდი ფეხბურთელი ახლაღა დააყენა ძირითადში, ალბათ იტყვი ეს ერთი თამაში დაეთმოთო მარა როგორც ჩანს ვილის გადაწყვეტილი აქვს მისი მალე ინტეგრირება გუნდთან და ძირითადში ჩასმა და მაქსიმალურად იყენებს იმ სანაკრებო ფანჯრებს რაც აქვს, ჯერ მხოლოდ მეორე შეკრებაა რაც საბა ნაკრებთან ერთადაა და დარწმუნებული ვარ მომდევნო შეკრებაზე ნოემბრისთვის ან იქნებ 14-ალბანეთთანაც საბას მიეცემა სათამაშო დრო და ნელა-ნელა ძირითადის უცვლელი წევრიც გახდება რაც სანიოლს დაგეგმილი აქვს უკვე და მაქსიმალურად ცდილობს რაც შეილება დიდ ხანს ამყოფოს საბა ამ გუნდთან და ამ ბიჭებთან,,ნუ ცდილობ გასაკრიტიკებელი მიზეზების პოვნას ეროვნული ნაკრების დაცვა არის სასწრაფოდ გასაახალგაზრდავებელი და ვილიც მაგას ცდილობს და თუ მაგის გამო ნაკლებათ მნიშვნელოვანი რაღაცები გვერძე გაწიეს ნუ გიკვირს ეგ ლოგიკურია

• გიზოგ

რატომ წავაგეთ? იმიტომ, რომ უკრაინას მეტი მოტივაცია ქონდა და აქედან გამომდინარე ჩვენზე გაცილებით მეტი ირბინეს, თუმცა დანარჩენ კომპონენტებში ჩვენ უკეთესი სტატისტიკა გვქონდა. მეტმა სირბილმა მისცათ საშუალება ჩვენ ფეხბურთელებს აჯდნენ ფეხის წვერებზე და ამავე დროს ორი სამი ფეხბურთელი აქცევდა ალყაში. ტექნიკურ ფეხბურთს უჭირს ასეთ შემთხვევაში, მით უმეტეს დამძიმებულ მინდორსაც, თუ გავითვალისწინებთ. ეს უკრაინელებმა საბჭოთა პერიოდიდან იციან მუდამ ასე გვეთამაშებიან. ამიტომაც გვაქვს საშინელი ბალანსი მათთან. სირბილი და უხეშობა მუდამ იცოდნენ და იყენებენ ამ ხერხს. დროა რაღაც დავუპირისპიროთ, თორემ ნოემბერში ბათუმშიც იგივეს გვიზავენ. ერთი რაც მე მგონია ამის საპირისპირო ერთი შეხებით, სწრაფი თამაშია საჭირო. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!

• G.LA

მთავარი მიზეზი იყო ყანა. ბურთი გაუშვით სწორედ ამ მიზეზით. ქოჩორამ ზუსტად ფეხის დაცდენით ყანაში დაკარგა ბურთი და მამარდამაც თქვა რომ ვერ გადახტა. მასეთ დარტყმულს აუვცილებლად აიღებდა ყანაში რომ არ მდგარიყო. უკრაინამ ვერანაირი სტატისტიკით ვერ გვაჯობა. მოიგეს იმიტომ რომ ყანაში სათამაშოდ უკეთესი ბუცები წინასწარ შეარჩიეს. ასევე წინასწარ შეარჩიეს ყანაც.

• ქრისტიანი

პირველად წავაგეთ ქართველებმა””””””$

• Რაგბის ფანი

"ფაქტია, რაღაც შესაცვლელი გახდა" _ წერს სტატიის ავტორი. შესაცვლელი იყო ბუცები. ვისაც სრიალა მოედანზე თამაში საკუთარ თავზე არ გამოუცდია, ის სხვა მიზეზებს დაუწყებს ძებნას.

• bd

გოგლიჩიძეზე ნაღდად არ მესმის ასეთი სულელური გადაწყვეტილება

• Lm

როდის გაიშიფრა ვილიო კითხვას სვამენ და მაშინ როცა აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის გამაშიდან თამაშამდე. ჩაკვეს მაისურში ქაჩვა იყო ერთერთი გეგმა უკრაინის რომ სწრაფი შეტევა ყველაფრის ხარჯზე ჩაეშალათ. გამოუვიდათ კიდეც. გეგმა ბ მინიმუმ უნდა ქონდეს ტიპს თუ არ მიდის ისე საქმე როგორც საჭიროა. გვქინდა ? არამგონია. შენგელიას გამოყვანა და 2 წუთში კვარას მარცნივ გადაწევა ლოგიკა იყო ? ჟორჟი დაკარგულია ასეთ ფიზიკურად ძლიერ გუნდებთან და ბუდუს 10 წუთს აძლევ კაი რა. არც კვარაა თავდამსხმელი. ხან ამართკებს ხან ვერა. როდის უფრო ნაყოფიერი გახდა თავდასხმაში თუ ფლანგზე ? ვფიქრიბ ფლანგზე. ამ უაზრო აწოდებებს 2 მეტრიან მცველებთან რამე ტაქტიკასთან ქონდა სიახლოვე ? მაღალ მცველებს უნდა ეთამაშო წელს ქვემოთ ჩაწოდებებით რავიცი რათ უნდა ამას დიდი ფილოსოფოსობა უკრაინას და ჩეხებს თავით რომ ვერ მოვუგებთ.

• ქომაგი

საქართველოში უკრაინა აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, საქართველოს ნაკრები უკრაინაზე ძლიერია და ეს უნდა დაუმტკიცოთ ნოემბერში ბათუმში.

• aburjga

ვერ სწავლობს კვარა ვერც ჯარიმის, ვერც კუთხურის და ვერც პენალტის დარტყმას (ბოლო პენალტი რომელიც გაიტანა აღების ზღვარზე იყო!!!), თამაშიდან დარტყმას, თორემ ვარჯიშებზე ყველაფერს უმაღლეს დონეზე ასრულებს! მე არ ვიცი ვის შეუძლია უკეთესად შეასრულოს სტანდარტები, მაგრამ ასეთი კაცი უნდა მოიძებნოს!

• უკრაინოფილი

სხვა ყველაფერთან ერთად ფსიქოლოგიაც არის გამოუკრაინებულია მთელი საქართველო ვერ ვიყავით ყოჩაღები გადამწყვეტ მომენტებში

• გოგა

დარწმუნებული ვარ კარგ მოედანზე, მინიმუმ გაუთანაბრებდით, ბევრი ბურთი დავკარგეთ მოედნის გამო, უკრაინელებმა იცოდნენ როგორი ბუცებით ეთამაშათ, ხვიჩამ რო ნახა გქმოიცვალა ბუცი, ქოჩორს არ დაუშვია შეცდომა, ფეხი დაუცდა, ასევე მამარდასაც, მაგრამ თამაშამდე რატომ არ ნახეს მოედანი ქაცვიანი ბუცებით რატომ არ ათამაშეს გუნდი, სტატისტიკით მაინც ვაჯობეთ ყველაფერში, ნუ კარგ მოედანზე დავახევდით ბურთს ამ უკრაინას, მე ასე მგონია

• ჯეჯე

იმიტომ წავაგეთ რო შეაგდეს ჩვენი ბიჭები ყანაში მძიმე გრუნტზე.ესეთ დროს იმარჯვებს ფიზიკურად ძლიერი უფანტაზიო გუნდი.ჩვენებმა ბურთი ვერ გააგორეს ყველას ფეხი უცურდა.უკრაინელს ფეხი არ მოცურებია მე არ დამინახია.ანუ გაგვიჩალიჩეს როგორც შოტლანდიამ გაგვიჩალიჩა წვიმაში ისე!

• las

ერთი ადგილის ტკეპნა არაფერში გამოგვადგება და რასაც მივაღწიეტ მარტო ამით თავმოწონება და ბედნიერება ვერაა სანაქებო საქმე წინ ყურებაა საჭირო და მუდმივი კრეატივის და სიახლის ძიება. რათქმაუნდა ახალი სქემების დანერგვა, ახალი სისხლი. არამგონია 38 წლის კასიაზე დაცვის აწყობა გამარტლებული იყოს. არ შეიძლება ხვალ-ზეგ ფეხბურთის დამნებებელი უალტერნატივო იყოს ნაკრებისთვის. უნდა გამოცადოს გოგლიჩიძე. ნაკრებს ამხანაგურები არ აქვს და რას აპირებს როდის უნდა ათამაშოს? რად უნდა გოჩოლეიშვილი რო იძახებს, საერთოდ არ ათამაშებს. დავითაშვილი, გოგლიჩიძე, გოჩოლეიშვილი სამივე კარგ ფორმაში, სამევის ენდობა კლუბის მწვრთნელი და მათ მაგივრად თამაშობენ ჭ კლასის მოთამაშეეები, სადაა ლოგიკა :)

სანამ ჩვენი გუნდი ახალგაზრდა უკანახაზელებით არ გაძლიერდება, წინსვლას ვერ გააგრძელებს. შეუძლებელია 3 ცენტრალური მცველის ტაქტიკაში, აქტიურად შემტევი ფლანგის მცველების გარეშე შედეგს მიაღწიო. შეუძლებელია ასე ნელა გადადიოდე შეტევაში, უკანა ხაზიდან მწვავე პასები ვერ გააკეთო და გამართული ფეხბურთი ითამაშო. შეუძლებელია მუდმივად შეტევაში მხოლოდ 4 - 5 კაცით იყო და თან 1 ნომრად მოახერხო თამაში, ამიტომ ვერ შევძელით უკრაინასთან გოლის გატანა როცა გვჭირდებოდა. ქოჩორას არ წაუვიდა თამაში და ვერავინ დაეხმარა - მის უკან 5 კაცი იდგა და რომელიმე ცენტრალურ მცველს რომ შეძლებოდა ამოწევა, ქოჩორაც თავდაჯერებული გახდებოდა ჩაგდებული 1 ტაიმის მერე. ასაკოვანი უკანა ხაზი უკვე მკვეთრად შემაფერხებელია - მუდრიკის გოლის დროს მკაფიოდ გამოჩნდა რომ ვერავინ შეძლო შეცდომის გამოსწორება და საერთოდ ვერ აყვნენ ერთი ერთზე მას მოძრაობაში. მოკლედ მონდომება, თავდადება კარგია, კლასიც აქვთ შუა და წინა ხაზს, მაგრამ სისტემური გუნდის გარეშე, მხოლოდ გამონათებები გვექნება. ევროპის შემდეგ ვფიქრობდი რომ სანიოლის წასვლის დრო იყო, მგონი დაგვიანდა უკვე. სიახლე არაფერია გუნდში და მუდმივად წაკითხული სცენარით მიდის ჩვენი თამაში შეცვლების ჩათვლით. შუა ხაზი და შეტევა ბევრ გუნდს შეშურდება, უკანა ხაზი მუდმივად შეუთამაშებელი და დაბნეულის შთაბეჭდილებას ტოვებს - გუნდში გასაუმჯობესებელი ნათელია და არაფერი რომ არ კეთდება, ეგ არის გაუგებარი.

• ლაშა

ეხლა 14-შია ალბანეთთან მატჩი და დიდი ალბათობით გოგლიჩიძეს არ ათამაშებს სანიოლი და იქნებ 15-ში სვანაძეს დაუთმოს?!

• გიუშა

მთავარი მიზეზი მაინც ის მგონია რომ ჯარიმები კიტეს მაგივრად კვარამ ,, დაარტყა,,

• დავით

მაგას რა ახსნა უნდა უგულოთ რო დაიწყებ საქმეს ეგაა.

• კახა....ტორიჩელი

სამი წელია კრიტიკული აზრი არ დამიწერია ჩვენ ნაკრებზე და არც დავწერ იმიტომ რომ იბრძოლეს და არ ეძინათ მინდორზე. ყველა მატჩს იდეალურათ ვერავინ ატარებს. ამ წაგებით უფრო ძლიერები დაბრუნდებიან გენაცვალეთ ბიჭებო გულში.

• ზაზა

თუ მართლა მაიმუნი არ ხარ თქვი პირდაპირ რას გულისხმობ! რა ქარაგმებით უვლი? რა მაიმუნობა აბა დააკონკრეტე

• Zaza

პასუხი ქუთაისელს 1. როდის გაიშიფრა სანიოლი და მისი ტაქტიკა? გუშინ ალბათ უკრაინასთან რომ წავაგეთ. და ერთა ლიგა რომ მოიგო მაშინ ვერავინ გაშიფრა რატომღაც. ვერც პლეიოფები რომ მოიგო და ევროპაზე გაგვიყვანა. ვერც ევროპაზე პლეიოფში რომ გავიდა და ვერც ბ ლიგაში ჯგუფის ლიდერი რო გახადა გუნდი, ვერცერთმა გუნდმა ვერ გაშიფრა და გუშინ გაუშიფრიათ თურმე პირველად რომ წავაგეთ… და მაგალითად ზუკას იმ გოლზე თამაშგარე არ ყოფილიყო, ან ის ჯარიმა 50 სანტიმეტრით წინ ყოფილიყო საჯარიმოს შიგნით და თამაში 1-1 დამთავრებულიყო მაშინაც მაგას დაწერდი? არ დაწერდი და რადგან წავაგეთ (დიდწილად არა ჩვენი სისუსტის გამო) ამიტომ გაშიფრულია საინიოლი? 2. წარმომიდგენია შენსავით “ყურადღებიანი” დამკვირვებლები რა ამბავს ატეხავდნენ როგორც შენ გვთავაზობ 0-1-ზე კვარა, კიტე, ჩაკვე და ჟირჟი გაეყვანა. ხო დაამხობდით თავზე ეს რა ქნაო იგივე შედეგზე. 3. ვაბანკზე წავიდა შენგელია, ზუკა და ბუდუ რო შემოიყვანა? არ უნდა შემოეყვანა? 4. რა რა და ამ ბიჭრბისთვის ღორობა და არაგუნდურობა არავის დაუბრალებია… 5. სპორტის სახეობაში სახელად ფეხბურთი შემადგენლობაში ხვდება უკეთესი, ძლიერი, მაგარი! როდესაც გაქვს არჩევანი ერთ პოზიციაზე ორ ფეხბურთელს შორის და ერთი ღირს 20 მილიონი ხოლო მეორე 1 მილიონი თამაშობს ის რომელიც 20 ღირს და როცა იღლება მერე შემოდის ის ვინც ღირს 1 მილიონი. ესაა ამ სპორტის ანაბანა! 6. კი აუცილებლად “გავუშვებთ” სენტ ეტიენში შენ გასახარად!

• რონი

ჩასაფრებულის პოზიციიდან ვწერდე ღმერთმა დამიფაროს.. სანიოლი არის უჯიუტესი ადამიანი.... შეაჯდა ერთ სქემას და ჰგონია რომ ყველა გუნდთან ასე თამაში წაადგება ნაკრებს უკვე აქ უშვებს შეცდომას... მიქაუტაზე კარგი ფინიშერია მაგრამ საჰაერო საბრძოლო ბურთებზე ნოლია... კვარაც ნოლია ან ვაბშე არც ხტება უმეტესად.. აბა წინ რატომ იგერიებენ ბურთს ასე უაზროდ მცველები??? ბუდუს უფრო აქვს შანსი საჰაერო ორთაბრძოლა მოუგოს უფრო მევრძოლია უფრო უყვარს ჯაჯგური.. უკრაინა მძიმე გუნდია მოედანიც ცუდი იყო მიქაუტაძის პლიუსები გაქრა.. კვარა უაზროდ ურტყავს ჯარიმებს შენგელიას მოზიციიდანაც კი კვარამ დაარტყა არადა სულ ერთი გოლი თუ აქვს კვარას მასე გატანილი. არც ეტყობოდა რომ თამაშის მოსაგებად იყო გამოსული... არაბიძე არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელი შეიგნე ვილი ხარ თუ კობი!!! ლოჩოშვილს სერია ბ შიც არ ათამაშებენ და ნაკრებში ადგილი ანდერძით ერგო?? 4 2 3 1 ტაქტიკაზე უნდა გადაიყვანოს ვილიმ ნაკრები. მარჯვენა ფლანგზე კაკაბას ერთი თუ გაუარდება დანარჩენი დრო ხიფათი არ იქმნება მარჯვნიდან... გამოფხიზლდი ვილიიიი

• სოსო

იმიტომ რომ კაშია მხოლოდ გუნდის კაპიტანი კი არა,დაცვის ხელმძღვანელიცაა და ყველაზე უკეთესადაც კითხულობს თამაშს.კაკაბაძის ამოგდებით,მარჯვენა ფლანგიდან შეტევა აღარ გვექნება და კაშიას არყოფნით,დაცვის ცენტრიც,უფრო მოწყვლადი გახდება.მისი სრულფასოვანი შემცვლელი ჯერ არავინ გვყავს და პასპორტში ყურებაც,ვინ რამდენი წლისააო,ნაკრებში არ შეიძლება.სანამ ჩვენი თუ სხვისი ფეხბურთელის დაფასებას არ ვისწავლით,ყოველთვის პრობლემები გვექნება.ფეხბურთელების შეფასებებს გადახედე,დაცვაში კაშიას ყოველთვის სხვებზე მაღალი შეფასება აქვს.

• ქომაგი

ყველაფერში გეთანხმები ძმაა.ეს ქართული ხასიათი აფუჭებს საქმეს ყოველთვის არ მინდა ფეხბურთელების გვარების ჩამოთვლა მაგრამ ისე გადადგილდებოდნენ და ისეთი სახეები ქონდათ ამპარტავნული და ცხვირ აბზუებული გეგონება რეალში, ბარსელონაში, იუვენტუსში ან არსენალში თამაშობდნენ.2 თამაშის მოგების მერე კი არა გუნდები მსოფლიო ჩემპიონები ხდებიან მაგრამ გამოდიან და თავმდაბლურად ფროფესიონალურად უდგებიან საქმეს და თავდადებით თამაშობენ.უკრაინა კი დაუმარცხებელი არ არის აგერ ალბანეთმა ყველაფერში აჯობა და დაამარცხა კიდეც.ეს თამაში ჩვენ წავაგეთ უფრო ვიდრე უკრაინამ მოგვიგო,ამის მიზეზი კი ზემოთ ჩამოვთვალე.არ შეიძლება ასე ნაკრების ფორმა გაცვია და რაღაც პირად ამბიციებს გადააყოლო ნაკრები რაღაც უაზრო ამპარტავნობას.

• ქუთაისელი

სანიოლი არის მთავარი პრობლემა: 1. სანიოლი არის ერთ სქემაზე ჩაციკლული. როცა ერთი და იგივე გუნდი გამოგყავს, იგივე ტაქტიკით, იგივე განლაგებით, არანაირი სიახლით, თავიდანვე გაშიფრული ხარ. 2. სანიოლმა არ იცის ენერგიის გადანაწილება თამაშებზე. როცა იგებ, დაასვენე ლიდერები. გამოცადე ახლები. 3. კრიტიკულ სიტუაციებში ვერ აზროვნებს, ფიზ მომზადების მწვრთნელი არიგებს ჭკუას. ამიტომაა რომ შეცვლებს აგვიანებს. ან ახლა რა საჭირო იყო ვაბანკზე წასვლა, როცა ბურთების შეფარდებაც შეიძლება დაგვჭირდეს. 4. სანიოლმა ვერ მოთოკა ზოგიერთი ეგოისტი ფეხბურთელი. ღორობა მოგებულ თამაშებში არ ჩანს, მაგრამ როცა ცოტა მომენტი გაქვს და აფუჭებ, უკვე მაგრად ტეხავს. 5. სანიოლი ჩაიციკლება ერთ ფეხბურთელზე და რეზერვს არ აძლევს განვითარების საშუალებას. არც ამხანაგურებში, არც მოგებულ თამაშებში. ამიტომაა, როცა დაგვჭირდება ახლა რეზერვი, ძალიან შეუთამაშებელი იქნება გუნდი. გავუშვათ ეს კაცი სენტ-ეტიენში. მასზე უკეთესს მაინც ვერ ეღირსება.

• 1221

ოხ გიორგი, შენ უკბინე გაჭირვებულს, რამხელა კომენტარი დაგიწერია. ღმერთმა გამძლეობა მოგცეს

• გიგა23

ქეცბას ნაკრებით მოვიგეთ ალბანეთში 2013 წელი იყო, ვაგებდით ერთი ბურთით 1:2

• გუსანი

სულ გავიძახით ტექნიკური გუნდი გვყავსო, ამიხსენით ერთი ბურტი რომ ვერ ამოაქვს ყველა ჩვენს ნაკრებს დაცვიდან როგორ უნდა შეასდეს? ახალგაზრდულმაც მაგიტომ წააგო, ეროვნულში მეგონა დაძლევისკენ იყო ეგ საკითხი და შემცდარვარ, უძალიანესად უჭირს ჩვენ ბიჭებს იოტისოდენა პრესინგის დროსაც კი ბურთის ამოტანა, ამას ემატება აპრიორად არასწორი, უაზრო მოგერიებები და უაზრო ჩაწოდებები იოღონდ ბურთი მოიცილონ.... იმედია ბიჭები ტაქტიკური -აზროვნებითი კუთხითაც გაიზრდებიან თანდათანობით, ახალგაზრდულის დონე კი მაგრად მაფიქრებს....

• გიორგი

რეალურად უნდა შევხედოთ მდგომარეობას: 1. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: კვარაცხელიას და მამარდაშვილის გარდა, დანარჩენები ფეხბურთელები საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის არიან, ამაზე მეტყველებს ის კლუბებიც/ლიგებიც რომლებსაც წარმოადგენენ 2. ბოლო პერიოდამდე (ევრო-2024-მდე განსაკუთრებით) საქართველოს ნაკრები ითვლებოდა იმ გუნდად, რომელთანაც არათუ გრანდი, საშუალო დონის ნაკრებებიც კი მხოლოდ გამარჯვებას გეგმავდნენ (ამაზეც წინა ათწლეულების სტატისტიკა მეტყველებს) რაც შეეხება ევროს და შემდგომ "ერთა თასის" გათამაშებას. ევროზე ჩეხეთი საქართველოსთან შედარებით აშკარა უპირატესობას ფლობდა, სადაც მამარდაშვილის სეივებმა მოგვიპოვა 1 ქულა. აქედან გამომდინარე ჩეხებს უნდოდა დაემტკიცებინათ რომ ის ფრე იყო აბსოლუტურად ალოგიკური და შემთხვევითი. აქედან გამომდინარე თავდაჯერებულად, ამპარტავნულადაც (ამას მოგვიანებით მივუბრუნდეთ, ოღონდ უკვე ჩვენს ნაკრებთან მიმართებაში) კი მიუდგნენ ამ თამაშს. საქართველოს ნაკრებმა იმ შემადგენლობით რაც ჰყავს თავისი მაქსიმუმი და საუკეთესო თამაში ითამაშა იმ პირობებში, როდესაც ჩეხები ამას არ მოელოდნენ და ჩეხები დაისაჯნენ. მოკლედ მოხდა ისე რომ ამ ფორმაციის ნაკრებმა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ წარმოადგენს მთლიანობაში ძლიერ ნაკრებს თუ გადავხედავთ ფეხბურთელებს ვინ სად თამაშობს და თუნდაც თავისივე გუნდებში რამდენად შეუცვლელ მოთამაშეებად ითვლებიან (სათადარიგო სკამზე აღარაფერს ვამბობ - მახაჩკალა, თბილისის დინამო - რომელიც ლამის ფარერების გუნდებთან აგებს, კვიპროსი და ა.შ.). შესაბამისად საქართველოს ნაკრები მივიდა იმ მდგომარეობამდე რომ აღარ არის ის ნაკრები, ვისთანაც ძლიერ თუ საშუალო ნაკრებს შეუძლია 100%-იანი შედეგის იმედზე ყოფნა, ცოტა უფრო სერიოზული შესწავლა და ტაქტიკის დალაგება სჭირდება, საქართველო რომ დაამარცხო, რადგან სულაც არ არის დაუმარცხებელი. როგორც კი უკრაინა ასე მიუდგა თამაშს საქართველოსთან, დადო ტაქტიკური სქემა და ამპარტავნულად არ ჩათვალა რომ უეჭველ 3 ქულას აიღებდა ცალი ფეხით თამაშით, მოიგო კიდეც. მე ის უფრო მაკვირვებს, აჟიოტაჟი რომ იყო ატეხილი, არიქა უკრაინას დავხევთ, გავხევთ... ამ დროს გადაავლეთ ელემენტარულად შემადგენლობებს თვალი. მეკარეებით რომ დავიწყოთ (რეალი/ბენფიკა ვს. ვალენსია/ლორიას კვიპროსის გუნდი), გოლის გამტანები და პლეიმეიკერები ჩელსის, რომას და ლა ლიგას წინა წლის ბომბარდირი. ამ დროს ჩვენს ნაკრებში ესპანეთის და ინგლისის მეორე ლიგის გუნდების მოთამაშეები, და ზოგ შემთხვევაში იმ თავის მაჩანჩალა გუნდშიც რომ არ აქვს გარანტირებული ადგილი. კი ბატონო კვარაცხელია, მაგრამ კვარაცხელია ერთი და ყველას ვერ გასწვდება. დაცვაა და კრემონეზე, ვეტერანი კაშია (რომელიც საუკეთესო ფორმაშიც კი არ ითვლებოდა ევროპული მაღალი დონეს მცველად კარიერის პიკშიც), აქეთ კვიპროსი, შუაში პოლონეთ-ავსტრიის ლიგის მოთამაშეები და ა.შ. ხოდა საიდან ამდენი ამბიცია, გულშემატკივრებს ვეკითხები, რომ უეჭველი უნდა დავხიოთ უფრო ძლიერი შემადგენლობის გუნდები? რაც თავში ვთქვი ჩეხეთზე, თავდაჯერებულად და ამპარტავნულად რომ ჩამოვიდნენ, იგივე დაგვემართა ჩვენც - არიქა, ევროზე გავედით ჯგუფიდან, ჩეხეთი დავხიეთ და ე ბიჯო, უკრაინა ვინ ჯანდაბაა? თან 9 კაცი აკლიათ ძირითადიდან, მაგათ ხომ ცალი ფეხით უნდა მოვუგოთ. ხოდა მივიღეთ ცივი შხაპი

• ვა რა დონეა

გეყოთ პროფესორობა.ბურთი მრგვალიაო ნათქვამია ხან წააგებ ხან მოიგებ.ხვიჩას და ჟორჟის ცოტა უკეთესად რომ ეთამაშად არ წავაგებდით.

• იკა

გეთანხმები, თამაშის შემოტრიალება გვიჭირს, თუმცა ეგ ფსიქოლოგიური პრობლემაა, ალბათ ტაკტიკურიც, მაგრამ მოგვარებდია, მაგ დონეზეც მივალთ

• დათოს

აფერისტო!

• იკა

ღვთისო როგორც ყოველთვის ვრცელი აკადემიური ანალიზით. ნამდვილად, კვარა რომ მეორე ტაიმში გამოეყვანა, შესაძლოა სხვა სურათი გვქონოდა. როგორც ტრამვირებული ფეხბურთელი პრაქტიკული მნიშვნელობითაც გამართლებული იქნებოდა და ფსიქოლოგიურადაც იმოქმედებდა უკრაინელებზე

• დავითი...

ერთი ვერ ვიხსენებ იმ თამაშს სადაც ჩვენი ნაკრები პირველი უშვებს და შემდეგ იგებენ თამაშს... რაღაც გადაულახავი ბარიერივით არის,ისე ნაკრები ვფიქრობ ცოტაზე მეტად აღმაფრენაში იყო ბოლო წარმატებებით და ამ შედეგმა ცოტა უნდა გამოაფხიზლოს და ყველაფრის გაანალიზება მოახერხონ... წარმატებები ნაკრებს

• გენა

თფუ

• დიმა

ხაბო, იაგო და ბევრი სხვა ექიმს ეჩვენეთ!

• ანდრო

აი აქ დისლაიკი ვინ მონიშნა? ვისი რძით გაიზარდეთ?

• დათო

ეხლა წავიკითხე ზოგიერთი უკრაინელების კომენტარები.ლაჩრები ,მშიშრები და რუსეთის მონები გვიწოდეს.მესმის რომ ეს ყველა უკრაინელის აზრი არაა,მაგრამ არ უნდა აალაპარაკო ასეთი ხალხი.საქართვოლოში ომს მოვუწყობთ!!! საქართველოს გაუმარჯოს

• SOS!!!

საქართველოს ნაკრებს! ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მაიმუნობას ვერ გადაეჩვიეთ! ქართველი გულშემატკივარი ამას არ იმსახურებს ! ასეთ მაიმუნობას გააგრძეელებთ და დაემშვიდობეთ გულშემატკივრებს, ცარიელი ტრიბუნების წინ მოგიწევთ თამაში! არ დაბლოკოთ!

• gio gio

ჩემი აზრით ნაკრები ზედმეტად თავდაჯერებული გავიდა მოედანზე რაც უკრაინელი 9ა ძირითადი ფეხფურთელის არ ყოფნით იყო გამოწვევული.უკრაინელმა მწვრთელმა კი აშკარად აჯობა სანიოლის,ეს ტაქტიკის არჩევა იქნებოდა თუ მოედნის,ტექნიკურ ქართველ ფეხბურთელებს დაუპირისპირა ფიზიკურად კარგად მომზადებული ახალგაზრდა, მოძრავი ფეხბურთელები,რომლებმაც გასაქანი არ მისცეს ჩვენებს,არა უშავს ,ცხოვრება გრძელდება,ესეც საჭირო იყო გამოსაფხიზლებლად და მეტი პრაკტიკის მისაღებად,წარმატებები სანიოლის დაჩვენს ნაკრებს.

• მირო-ს

შენ მოგეფერა ლალი მოროშკინა, აჰააა))) ახლოს კაი კლინიკა იქნება, შაიარე, დიაგნოზს მძიმეს გეტყვიან, მაგრამ იცოდე რომ ჩვენ შენს გვერდით ვართ მაინც.))))

• გია

ყველაფერი მოედანს დავაბრალოთ ეს არ იქნება სწორი. ბიჭებმა ითამაშეს მაგრამ ის პროდუქტიულობა და ტემპი არ იყო რაც ჩეხეთთან ვნახეთ. გასაგებია ყველა თამ აშს ერთნაირად ვერ ითამაშებ. მთავარია ციკლი დავამთავროთ პირველი ადგილით. რისი შანსიც ნამდვილად გვაქვს. მე ძალიან მინდა სწორი ანალიზი დაიდოს და გამოვასწოროთ, ის ნაკლოვნებები რაც გვაქვს.

• ეხლაა მაგის დრო

აქ რომ ჩამოვლენ იქნებ მოვუგოთ უკრაინას 7 თამაშიდან ერთი არ გვაქ მოგებული

• იაგო

და ზელენსკი რატომ კაიფობდა საქართველოზე 2008 ში ?? შენაირები უნდა იყვნენ კოლექტივში და ცხვარს პარსავდნენ რა გინდა შენ ქალაქში?

• მართალია

რუსული კომენტარით ვუყურე მატჩს და რამდენჯერმე აღნიშნა წამყვანმა, შთაბეჭდილება მრჩება რომ არასწორი შიპები შეარჩეს ქართველებმა. მოედნის საფარი არ გაითვალისწინესო. ეგენი იქცევიან უფრო მეტადო

• ავთო

არავინ დაინტერესებულხართ რატომ გამოიცვალა ჩვენმა ორმა ფეხბურთელმა ბუცები?

• ავთო

მე მოვკლავ დედას დავახრჩობ მამას თუ კი სოროსი მიბრძანებს ამას

• ავთო

მე მოვკლავ დედას დავახრჩობ მამას თუ კი სოროსი მიბრძანებს ამას

• უკრაინელებმა იცოდნენ რომ მოდანი სველია და სათანადოდ მოემზადნენ, ფეხი არ უცურავდათ და არ იქცეოდნენ

განსხვავება მოედნის მძიმე საფარზე თამაშისას ის არის, რომ ბურთი დიდხანს არ უნდა ათრიო. მითუმეტეს, უკრაინელები ყოველთვის თამაშობენ ხისტ და ძალისმიერ ფეხბურთს. საჭიროა ბურთის სწრაფი მოძრაობა და არა "მატაობა" მოედნის ცენტრში და მითუმეტეს საკუთარ ნახევარზე.

• WTF

წავაგეთ, ესეც ხდება ხანდახან. ჩვენმა ბიჭებმა მიგვაჩვიეს გამარჯვებებს და ამის ფონზე წაგება კიდევ უფრო მტკივნეულია. პირველ რიგში, ჩემი აზრით სანიოლმა წააგო, არ შეიძლება ცვლილებებს აგვიანებდე, როდესაც ხედავ რომ ძირითად შემადგენლობას არ მისდის თამაში. მოედნის საფარის მდგომარეობა კიდევ სხვა საკითხია. ვიღაც იტყვის ისინიც ხომ იმავე მოედანზე თამაშობდნენო, მაგრამ ფაქტია ამდენი ტექნიკური წუნი წესიერ საფარზე არ იქნებოდა. ყველაფრის მიუხედავად ყველაფერი წინაა და უკვე სახლში უნდა დავამტკიცოთ ჩვენი სიძლიერე.

• მირო

ლომჯარიას მილოცვა საბოლოოდ ამტკიცებსრომ ესენი, ძალაუფლება რომ მისცე(ღმერთმა დაგვიფაროს),ერთ თვეში გახსნიან მეორე ფრონტს,რომ ასიამოვნონ უკრაინა და თავი მოაწონონ დასავლეთელ მფარველებს.

• გიორგი

საერთოდ მწვრთნელზე გადაბრალება არ მიყვარს, მაგრამ ეს თამაში მეტწილად მასზეა, ყველა უკრაინული გამოცემა წერდა, რომ მოედანს დაგვითმობდნენ და როცა ასე მოხდა, ბრინჯივით დაიბნა ჩვენი ნაკრები. მოირღვა სიმწყობრე და მეტოქემ ისარგებლა შექმნილი სიტუაციით.ბუკრაინელების ეშმაკობამ გაამართლა, აირჩიეს საშინელი მოედანი და ბეი ბეგი მათი თამაშია. მიმაჩნია კიტემ, ჩაკვემ და ქოჩორამ მშვენივრად ითამაშეს. ფეხი თუ დაუცდა კაცს, ეს მისი ბრალი არ არის და მერე სამ კაცს გაცდა მუდრიკი. დარტყმის მომენტი მამარდას არ უნახავს, თან ვერ გადავხტიო. კაკაბაძეს არ გამოუვიდა თამაში და უნდა შეეცვალა სანიოლს ადრევე შეეცვალა. უაზრო კუთხურები, რომ არ გამოგდის ხომ უნდა შეცვალო.ლოჩოშვილი დღეს საჭირო არ იყო. ხვიჩა და ჟორჟი ისე არ ეხმარებოდნენ დაცვას, როგორც სხვა თამაშებში. ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ უკრაინის ნაკრები, თამაშით დონით დღეს, უფრო დაბლა დგას ვიდრე ჩეხეთი და ალბანეთი და ამათ დალაპარაკო მივეცით.

• რატი

4 - 3 - 3: გოგლიჩიძე - გველესიანი - დვალი ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე - კიტეიშვილი - ქოჩორაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე (ან ზივზივაძე) - დავითაშვილი. რატომ არ შეიძლება ამ სქემის მოსინჯვა?!

• ბესო

ამ თამაშმა აჩვენა რომ გუნდი სამწუხაროდ ჯერ შემდგარი არ არის... იმდენი ტექნიკური შეცდომები დაუშვეს, გეგონება დიდი ხანია ფეხბურთი არ უთამაშიათ! პრესინგი (ბურთის გარეშეც) და სწრაფი კომბინირებული გადაცემები, ჩვენი აქილევსის ქუსლია! რაც უკრაინამ ჭკვიანურად გამოიყენა. ჩვენები წამოიწყებდნენ შეტევას და ჩერდებოდნენ, რადგან არ იცოდნენ რა ექნათ. ართმევებში/ორთაბრძოლებში უკრაინამ გვაჯობა, რადგან უფრო სწრაფები იყვნენ! ის ჯარიმა უნდა გათამაშებულიყო, ისე ახლოს ვიყავით კართან. რომელი რონალრუ კვარაა, რომ დასარტყმელად მივარდა?!... სანიოლმა შეცვლები ძალიან დააგვიანა! პირველ ტაიმშივე ეტყობოდა გუნდს დაბნეულობა და პრობლემები. ბუდუ და ზურიკო მეორე ტაიმის დასაწყისშივე უნდა გამოეყვანა! მოკლედ სამუშო კიდევ ბევრია. გუნდს აკლია სტაბილურობა, ხარისხი და ტემპი. მოედნის საფარი კი ყველასთვის ერთი იყო, არ გვინდა ეს თავის მართლებები!

• xaba

2008- ში რა იყო ლომჯაროიდო?! თამაში? ყვიროდნენ ხ--ლოს?

• გიგა

საჯარიმოს ხაზთან დანიშნულ ჯარიმას არაბიძე გაიტანდა, მაგიტომ არის საჭირო მისი გამოძახება და თუნდაც 15 წუთი შემოყვანა.

• ლევანი

მერე წადი და იომე თუ ეგეთი მაგარი ხარ

• ლევანი

მერე წადი და იომე თუ ეგეთი მაგარი ხარ

• ნაპოლეონი

აეღო არ აეღო ერთი რამ ცხადია მამარდას ძალიან ბევრი მინუსი აქვს. . ფეხით ჯერ ისევ კატასტროფაა და რაც მთავარია ახლო მანძილზე რაღაც ინსტინქტის დონეზე აქვს რეაქცია მარა აი შორიდან დარტყმულებზე კი აშკარად მოიკოჭლებს

• Მნაცაკან ხაჩატრიანცი ციცანაკაბერდელი ჰაზნაურიიი

ვა ელი ინჩა

• არხოტი

ტიპებს ქალებს და ბავშვებს უხოცავენ უსამართლო ომში და აქ ქოცებმა ბანერზე დახატეს დანგრეული ქალაქები ნიშნისმოგებით. ესაა ქართველობა და ქრისტიანობა და ამას "წართმევას ცდილობენ"?

• Givi

ჩემი მოკრძალებული აზრით ალბანეთთან აქ 2 ცენტრალური მცველით უნდა ვითამაშოთ და ნახევარდაცვას კიდევ 1 კაცი დავამატოთ, გაწყვეტილია ქოჩორა(მითუმეტეს არ იქნება) და კიტე ყველგან სირბილით, ლოჩოს ადგილზე შემტევი მცველი უნდა იყოს აუცილებლად და ჩვენი შეტევები ბევრად უფრო საინტერესო გახდება, კაკაბაძე არ მომეწონა გუშინ არაფერი გამოსდიოდა და იქნებ გოჩოლეიშვილი უკეთესი იყოს გაცილებით უკეთესი შემტევია, რასაც დაცვაზე ვერ ვიტყვით მაგრამ ღირს გარისკვად...

თამაშის ორგანიზაცია პოლონეთის მხრივ იყო საშინელი. შუა ხაზის ერთმა მოთაშემ კი 2/3 თამაშის გააფუჭა, მერე კი გვიანი იყო. მართალია, დროული ცვლილებები განსახორციელებელი იყო.

• Ქართველი პატრიოტი,ჯილაგი, სარწმუნოება , მეობა

ვუერთდები ნინო ლომჯარიას მილოცვას!

++++ კარგად ხუმრობთ.

• რეზო

პირველ გაშვებულზე მეტ პრობლემად ის სჩანს, რაც მანამდე ხდებოდა. რატომ გადავაბარეთ ბურთიც და მოედნიც? "გენეტიკური" მშიშრობა ამოქმედდა ისევ? დასაძლევია ეს სისხლში გამჯდარი პატერნები. დანარჩენში ყველაფერში გეთახმებით. მაინტერესებს პროფესიონალების აზრი, მამარდაშვილს უნდა აეღო თუ არა ეს ბურთი?

• ზვიადი

ასეთი შეფასება და ზომიერება გვინდა ქებაშიც, კრიტიკაშიც... მართლა არ მინდა დავუშვა, ზემოდან დავიწყებთ ყურებას ჟურნალისტი, ფეხბურთელი, ფედერაცია თუ გულშემატკივარი

• პატრიოტი

ნინო ლომჯარია: უკრაინას ვულოცავ გამარჯვებას! მათ ეს სჭირდებოდათ, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ

[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ

სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...

"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა

[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა

ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება

"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს

"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება

შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა

კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს

კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება

პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი

კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია