<p>უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა საკუთარ Youtube <a href="https://www.youtube.com/watch?v=vb6teZSnKf0" target="_blank"><strong>არხზე </strong></a>საუბარში გაიხსენა, თუ როგორ გადავიდა კახა კალაძე კარიერის საწყის ეტაპზე თბილისის "დინამოდან" კიევის "დინამოში".</p><p>ირკვევა, რომ ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად თბილისის მერმა კიეველთა მაშინდელი მთავარი მწვრთნელის ვალერი ლობანოვსკის მოწონება 1997 წლის 10 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ დაიმსახურა, სადაც საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიას სახლში დაუპირისპირდა და სენსაცილურად ნულოვანი ფრე ითამაშა. იმ მატჩში კალაძე მე-13 წუთზე მოედანზე კახა ცხადაძის მაგივრად გამოჩნდა.</p><p>"ლობანოვსკი ეძებდა ფეხბურთელს, რომელიც ალექსანდრ გოლოვკოს რეზერვი იქნებოდა. ამ პერიოდში საქართველო სასწაულებრივად დაუზავდა იტალიას და კალაძე პირადად იყო პასუხისმგებელი კრისტიან ვიერის შეჩერებაზე, რომელიც უბრალოდ "შეჭამა".</p><p>ლობანოვსკიმ კი მის დანახვაზე თქვა: "ის, ჩვენ სხვა არავინ გვჭირდება", - იხსენებს ციგანიკი.<br></p>
გამოხმაურების ავტორ სოსო-ს
გამოხმაურების ავტორ სოსო-ს მე არ ვიცი მაშინ ფულს იმეტებდნენ თუ ვერ და წასით არ შენ უნდა იცოდე რადგან გეტყობა რომ ისიც არ იცი რომ მაშინ დოლარს უფრო დაბალი კურსი ქონდა და 66 კაპიკი ღირდა ასე რომ დეზინფორმაციის გავრცელებას და ქულების გროვებას მოეშვი. რაც შეეხება მედიცინას შეგიძლია მოიძიო მაგ პერიოდში ლატვიაში პატარა ბავშვს ტრაქტორმა ფეხები გადააჭრა და მშობლებმა სასწრაფოდ გადმოაფრინეს მოსკოვში და ქართველმა ქირურგმა გაუკეთა ოპერაცია და აღუდგინა ყველაფერი. ასე რომ ცჰვეულებრივი დეზინფორმატორი და პროვოკატორი ხარ.
დიდი
კალაძე დაბალანსებული პოლიტიკოსი არასოდეს არ ყოფილა.
თედორე
მაშინ თამაშობდა, მეც მაგის ფანი ვიყავი, მილანში დაქლიავდა.
სოსო
დავით,ოქროს ბურთზე,შეფასები კრიტერიუმებში,მესამე პუნქტად,ფეირ პლეის პრინციპი ყოფილა.ვინისიუსი ნამდვილად არ გამოირჩეოდა ამ პრინციპების ერთგულებით და რა თქმა უნდა მის შეფასებებზე ,ეს უარყოფითად იმოქმედებდა.ახლა კი,კალაძე შევჩენკოს ურთიერთობაზე ვიტყვი ჩემ მოსაზრებას.შევჩენკო,უკრაინაში,დიდ სპორტსმენობასთან ერთად,პოლიტიკური ფიგურაცაა და საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური ფიგურა,ვალდებულია ქვეყნის მთავრობის პოლიტიკას გაუწიოს ანგარიში.კალაძის არ დაპატიჟება უკრაინაში,მისი კი არა,მისი მთავრობის პოზიცია იყო.ვთქვათ და დაეპატიჟნა,შევჩენკო თბილისში.რა მოხდებოდა?დიდი შანსი იყო,უკრაინის მთავრობას უარი ეთქვა შევჩენკოსათვის და ეს კიდევ ერთი პოლიტიკური დემარში იქნებოდა ,მათი მხრიდან.მგონი დამეთანხმები,რომ მათი ფავორიტი,საქართველოში ნაცების პარტიაა და მათი მთავრობაში მოყვანა სურდათ.ახალი სკანდალ აგორდებოდა.პოლიტიკა ბევრ რამეს უზღუდავს პოლიტიკოსს.ეს შევჩენკოსაც კარგად ესმის ჩემი აზრით და კალაძესაც.ნამდვილად არ მგონია,რომ მათ შორის მტრობა ჩამოვარდნილიყო.ერთია პირადი ურთიერთობა და მეორე,პოლიტიკური ურთიერთობა.პოლიტიკოსი მუდამ ფრთხილად უნდა იყოს ურთიერთობებში,რათა პოლიტიკური სკანდალი არ აუგორონ.გახსოვს გავრილოვის ღამე?გავრილოვი,თუ სწორად მახსოვს,ელენე ხოშტარიას ხელმძღვანელი იყო,მისი სწავლის დროს და თბილისშიც ძალიან კარგად შეხვდა,მაგრამ როცა ის სიტყვის სათქმელად თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა,რა ამბავი ატეხეს და პარლამენტის შენობაზე შტურმის მცდელობა იყო.რა თქმა უნდა ეს ოცნების შეცდომაც იყო,მაგრამ სკამში ჩაჯდომას,კინაღამ სახელმწიფო გადატრიალება მოაყოლეს ნაცებმა და რაც მთავარია,საამისოდ,ისინი,უკვე წინასწარ მზად იყვნენ.რა თქმა უნდა ხოშტარიაც საქმის კურსში იქნებოდა,ეს რომ მზადდებოდა და თავისუფლად შეეძლო,მასწავლებელი წინასწარ გაეფრთხილებინა,მაგრამ საკუთარი პარტიის პოლიტიკური ინტერესების გამო,სკანდალის არიდება არ ისურვა.ამიტომ, სიფრთხილე მართებთ ყოველთვის,პოლიტიკაში ჩაბმულ ადამიანებს.გაივლის დრო,პოლიტიკაში აღარ იქნებიან და დამიჯერე,ძველებურად მეგობრებად დარჩებიან.
დავით 67
სამწუხაროდ მართალი ხარ
დავით 67
კახა-ს. მართალი ხარ ვერ ვიტან ქოცებს კალაძეს და კიდევ ვის.დაგესრულებინა ბარემ ნაცებს თქო. რატომ არ დაწერე? შენმა პოსტმა ბაღის ბავშვების ლაპარაკი გამახსენა. მე ალ მივცემ, პირობითად გიას სოკოლადს.მასწავლებელი: რატომ კახა? იმიტომ ლომ გუსინ იმან ვასლი ალ მომცა. მაგარი დაბალი დონე ხართ რა ეს პინგვინ ზებროვიჩ რუსკივანიაშვილის მიმდევრები
სიმართლე
კალაძეზე როგორც ფეხბურთელზე, აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვი (თუნდაც იმ 2 ავტოგოლის მიუხედავად). ბოლო-ბოლო, ჩემპიონთა ლიგის 2-ჯერ მოგება ლეგენდარული ფეხბურთელების მარაქაში ყოფნით, არაა სახუმარო რამე. მით უმეტეს, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რა მაგარ ფორმაში იყო მაშინ და როგორ გაანეიტრალა ფიგუ და სხვა ვარსკვლავები. აი რაც შეეხება პოლიტიკას, აქ კი ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, ვინაიდან დაბალანსებული პოლიტიკოსიდან კალაძე გადაიქცა რეჟიმის აპოლოგეტად და გამპრავებლად
გიორგი 11
კალაძის მოძულეებო, თქვენს კომენტარებს საერთო არაფერი აქვს სპორტთან, თქვენ ჩვეულებრივი ნაცები ხართ!!!
კახა
მილანის მწვრთნელებზე უფრო ჭკვიანი ხარ ? არც ის გახსოვს - ფიგუს და ზიდანს როგორტ ეთამაშა ! მილანში რომ ყველა ერთი დონის არ იყო – გასაგებია | თუმცა არც შენი გასაკრიტიკებელია როგორც ფეხბურთელი
კახა
შენ რომ ქოცებს და კალაზეს პათოლოგიურად ვერ იტან ახალი ამბავი არ არის ! მაინც გეკითხები – უკრაინელებმა არველაძე რომ მიიწვიეს და კალაძე არ გახსენებიათ -ამაზე რას იტყვი ?
გივი
კაცობაზე ამათ ელაპარაკები?მთავრობას ვგულისხმობ
რა ხდება
კაცს გააჩნია და მის სულიერებას. ბევრმა მეგობრობის არსი არ იცის. მაგალითად "ნათელმირონმა" მიშამ კობა დავითაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტა.
G.LA
დავით 67-ს ჩვენ ყველამ ხმამაღლა არ ვთქვით მაშინ სათქმელი, როცა ძმაზე არასწორად მოიქცა. ჩვენ ისე ვაფასებთ ფეხბურთელებს რომ გაჩუმება ვარჩიეთ. სიმართლის არ თქმა დანაშაულია და არასწორია ცხოვრევაში. სიმართლე კი ისაა, რომ ნამუსგარეცხილი არარაობა როგორც ადამიანი. ფულის გულისთვის ძმა თუ გაყიდა სამშობლოს და ჩვენ რატომ ვერ გაგვყიდდა? მითუმეტეს შევჩენკო ვინ უნდა იყოს ამისთვის? მერე რა რომ გზა გაუკვალა მილანში და ყველანაირად გვერდში დაუდგა, მაშინ მილანის სული და გული შევა?
დდდ
კი მასეა, დილ დილაობით პატარა კოვზით მიირთმევს ყოველ დღე.
..
როგორ ვერ ხვდებიან, უბრალოდ ეგენიც მანდ არიან შემძვრალნი. შევას რაც შეეხება, მისი დიდი დამსახურებაა კალას სპორტული კარიერა, მაგრამ დაუნახაობის შესახებ ხო გსმენია, ეგ თემაა რა. რა ქაჯიც იყო, იგივე დარჩა.
Pepelu
წადი რა კბილები გაიხეხე :))))))))))))
დავით 67
ვინისიუსს რომ ოქროს ბურთი არ მისცეს აქ ბევრმა იმიტომ მოიწონა, რომ ის არაკაციაო, ხშირად ლაბარაკობს შავკანიანების ჩაგვრაზე და უხეშად მიმართავს მსაჯებს და მოწინააღმდეგის ფეხბურთელებსო. რა აღარ უწოდეს ვინის.ეხლა მე გეკითხებით კალაძე ნაძირალა არ არის? როდესაც მილანის ლეგენდების მატჩი ჩატარდა საქართველოში, კალაძეს შევჩენკოსთვის არ უნდა გაეგზავნა მოწვევა? ყველამ მიიღო მოწვევა და შევჩენკოს უთქვამს მე აღარ ვარ მილანის ვარსკვლავიო? გამაგებინოთ იქნებ ეს მოსაწონი საქციელია? ხომ იძახიან რომ უკრაინას ჩვენ ვეხმარებით და მათი მშვიდობა გვინდაო. არ ვაღიარებთ რუსეთის მიტაცებულ უკრაინის ტერიტორიებსო. მე კი ვიცი ეს მთავრობა ვის უკანალშიცაა შემძვრალი, მაგრამ ბევრი რატომ ვერ ხვდება, ეს მაკვირვებს. ამიტომაც შევჩენკო არ აპირებს შაბათს ბათუმში ჩასვლას. ეხლა ვიღაც იტყვის არ ჩამოვა და აი დარდიო, მაგრამ ეს მოგწონთ? ამდენი წელი მეგობრობდნენ და ამ პოლიტიკამ, რაღაც 2 წელში,როგორ გაუფუჭათ ურთიერთობა.ახლა ვიღაც გამო ხდება და იტყვის ეს ყველაფერი შევჩენკოს ბრალიაო
სოსო
როგორი საქართველოდან წავიდა და იმ წლების მსოფლიოში საუკეთესო კლუბის შემადგენლობაში თამაში,შენ წარუმატებლობა გგონია?აგერ ხვიჩა რა დონეზე თამაშობს და გრანდში ჯერაც ვერ გააღწია,არათუ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში.ნოედანზე 11 კაცი გამოდის და გამარჯვება მათი ერთობლივი შრომის შედეგია.ერთი კაცის ჩავარდნა,მთელი გუნდის ჩავარდნას იწვევს.
სოსო
სოსოს-ს.მაშიმდელი მედიცინის დონე,დღევანდელთან ახლოსაც ვერ მოდის.დათო ყიფიანს მოსტეხეს ფეხი და ღომ შეატყო,ძველებურად აღარ შეეძლო,ტავი დაანება თამაშს.ყოველ შემთხვევაში,მის თანაგუნდელს აქვს ასე ნათქვამი.რეზო ჩელებაძემ წვივის ძვალი გაიბზარა და ოლიმპიადაზე მოთამაშე ნაკრებში განმოძახებული,ნაკრებს ვეღარც მიუახლოვდა.თამაზ კოსტავამაც მაშინ მოიტეხა ფეხი და დინამოში თამაშობდა,მაგრამ ნაკრებამდე ვეღარც მან გაქაჩა,ამის შემდეგ და თამაშსაც ადრე გაანება თავი.ილია რუხაძეზე უკვე ვთქვით.ეს ერთ გუნდში,ერთ პერიოდში და რაც მე ვიცი.მაშინ მენისკის ოპერაციაც კი,უკვე განაჩენი იყო,ფეხბურთელისათვის.ვოვა გუცაევზე მაქვს წაკითხული,კარიერაში,ჯამურად ერთ წელიწადზე მეტი აქვს გატარებული,საავადმყოფოს პალატებშიო.საბჭოთა კავშირში,ერთადერთი ქირურგი იყო,მირონოვა,ვისთანაც ყველა სპორტსმენი მიდიოდა,მუხლის საოპერაციოდ,უცხოეთში არავის გაუშვებდნენ,რადგან გადახდა,ვალუტაში უნდა მომხდარიყო და ვერ იმეტებდნენ,თორემ იქ უკვე ათვისებული ჰქონდათ უფრო თანამედროვე ტექნოლოგიები და მენისკის ოპერაციიდან 1 თვეში ფეხბურთელი უკვე თამაშობდა.
1111
მალდინი მოაშორეთ გვერდიდან და ყველაზე სუსტი რგოლი იყო. საფრთხე მაგის ფლანგზე მოდიოდა. სულ ვნატრობდი რომ მაგის ფლანგიდან მოწინააღმდეგეს არ გამართლებოდათ. მილანში მაგის გარშემო ფეხბურთელების კალიბრის არის ? ნაკრებში რატომ ვერ იყო წარმატებული?
ოპტიმისტი
ჩვენ ვერა, მაგრამ ჩვენი მომავალი თაობა მაგ 2 გოლის ისტორიის სიმართლეს აუვცილებლად გაიგებენ. კალა რომ დაბერდება ვინმეს ყველაფერს მოუყვება და მოინანიებს.
G.LA
las-ს გვყავდნენ უფრო სახელოვნებიც და გამოცდილებიც. კუპერმა და ტოპ მელერმა საფეხბუტთო ისტორიაში თავისი კვალი დატოვეს, მარა არა საქართველოს ნაკრებში. ვილიმ კი ისტორია დაგვიწერა. კი ბატონო თანახმა ვარ, ჩვენთან ერთად ისიც სწავლობს. თანახმა ვარ გამბედაობაც არ აკლია და რისკიანიც არის. ამიტომ ამ ეტაპზე მართებულია მისი დარჩენა ნაკრებში.
ქართველი
ნაძირალა!
გია_544
ბუცებიანი მერი რომ იტალიის ნაკრების ლეგენდა გახდებოდა ლობანოვსკის საიდან უნდა სცოდნოდა? გადავათვალიერე ის 2 გოლი და შემთხვევითები არ იყო, არც სახე ჰქონდა დამწუხრებული.
.
ეხლა შენც ჭამ,თანაც უზომოდ ბევრს!
კახა
მადლობა მეგობარო რუხაძის გახსენებისათვის, უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო, სამწუხაროდ ტრამვამ არ მისცა საშუალება ეთამაშა. კალაძე ფეხბურთელს რაც შეეხება ნეტა ეხლა გვყავდეს ნაკრებში, როგორ გააძლიერებდა ერთერთ ყველაზე მტკივნეულ რგოლს.
სოსო
ის კალა,6 თვის უთამაშებელი და ახლად ტრავმამოშუშებული იყო.სხვა არჩევანი რომ,ჰქონოდა,მწვრთნელი იმ სხვას დააყენებდა.იმ წლებში,ლევან ცქიტიშვილი,საერთოდ უთამაშებელი და უგუნდოდ მყოფი თამაშობდა ნაკრებში და 2008 წელს,იტალიასთან (0-2) კაპიტნის სამკლაურით ითამაშა!შეგახსენებ,ეს ის წლებია,როცა მავანი პრეზიდენტის პირადი ბრძანებით,მთელ საქართველოში სტადიონებს ანგრევდნენ და კომერციულ მოგებას დასდევდა,სახელმწიფო.ამიტომ იყო,რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ვეღარ იზრდებოდნენ და ნაკრების მწვრთნელები,იძულებულები იყვნენ,ასეთი,ფორმიდან შორს მყოფი,მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელებისათვის გამოეცხადებინათ ნდობა,იქნებ გამოცდილების ხარჯზე გავიდნენო,ფონს.დღეს სწორედ იმ თაობის ყოფილი ფეხბურთელები არიან ფედერაციაში,კალაძე კი თბილისის მერია და რაკი კარგად ახსოვთ,მაშინ რის გამო ჩავვარდით იმ დღეში,ახლა სწორედაც სტადიონების,მოედნების,საფეხბურთო აკადემიების,მწვრთნელების მომზადების ამაღლებით ცდილობენ,დანაკარგის ანაზღაურებას.ზოგიერთს დანახვა არ სურს,მაგრამ მათმა გარჯამ,უკვე მოგვიტანა შედეგი და საქართველოს ნაკრებს,აქამდე არნახული მიღწევები აქვს,კიდევ უფრო უკეთესი მომავლის პერსპექტივით.ძველმა მთავრობამ,სპორტის აკადემია რომ გააუქმა,მისი შენობის გაყიდვის სურვილის გამო,ამ მთავრობამ ახალი შენობა,ბაზები და ლაბორატორიები აუშენა და ახალი წლიდან უკვე ახალი,სრულფასოვანი სპორტის უნივერსიტეტი გვექნება,სადაც დამატებით,სამეცნიერო კვლევებიც ჩატარდება,სპორტის სხვადასხვა სფეროში.ააშენეს ახალი სპორტის სასახლე და ძველის რეაბილიტაცია დაიწყეს.როცა ვიღაცას კრიტიკული თვალით უყურებ,ამაში ცუდი არაფერია,მაგრამ კრიტიკის დროს,იმას არ უნდა დაუჯერო,ვინც მანამდე ანგრევდა და დღეს ვინც აშენებს,იმას აგინებს.ფარდობითობის კანონი,მხოლოდ ფიზიკაში არ მოქმედებს.ცხოვრებაშიც ყველაფერი ფარდობითია და ერთმანეთს უნდა შეადარო.ვინ,რას და როგორ აკეთებდა და აკეთებს,რა იყო ადრე და რა არის დღეს.ეს სპორტსაც ეხება,ცხოვრებასაც,პოლიტიკასაც,სულიერებასაც.მოუსმინე სხვებს,მაგრამ მოუსმინე ალტერნატიულ აზრსაც,შეამოწმე ორივე და დასკვნა,მერე გამოიტანე.თუ ამბავის ისტორია არ იცი,ისიც შეისწავლე და კიდევ უფრო სწორი გახდება,შენი დასკვნები.თუ რა თქმა უნდა სიმართლე გაინტერესებს და პირადი დაინტერესება არა გაქვს.პირადი დაინტერესება,ნებისმიერ მსჯელობას საფუძველს აცლის,რადგან შენ ასე გჭირდება და მორჩა.მიზეზს აღარ ეძებ!
სოსოს
მართლა მაგარია რა, რომ ნებისმიერმა სტაჟიანმა გულშემატკივარმა დღემდე იცის, ვინაა ილია რუხაძე. იმდენად ტალანტი ეტყობოდა ამ ბიჭს, ნუთუ არ შეიძლებოდა მისი დაბრუნება.
სოსო
1977 წელს,თბილისის დინამოში,მცველების ტრავმების ეპიდემია იყო.სერიოზული ტრავმების გამო, ნოდარ ახალკაცმა რამდენიმე ნახევარმცველი გადაიყვანა დაცვაში.მათ შორის გოჩა მაჩაიძე და ალექსანდრე ჩივაძე!სწორედ იმ წელს,დინამოს შემადგენლობაში გამოჩნდა 19 წლის ილია რუხაძე,რომელმაც სულ 3 სრული მატჩი ჩაატარა,მეოთხეში კი,დასაწყისშივე,ოდესაში,მასაც ფეხი მოსტეხეს და ფორმა ვეღარ აღიდგინა.ეს სამი თამაში,ისეთ დონეზე(ბრწყინვალე) ჩაატარა ,რომ ძველ გულშემატკივრებს დღემდე გვახსოვს მისი თამაში და სინანულით ვიგონებთ,იმ ტრავმას.საბა გოგლიჩიძე,ნაკრების მომავალია,უკვე დღეს რომ მზად არის,სანაკრებოდ.ცოტა გამოცდილება აკლია,მაგრამ მუდმივად თამაშობს კლუბში და სწრაფად გამოასწორებს,ამ ნაკლს.ლუკა ლოჩოშვილიც მუდმივად ხვდება ნაკრებში და მართალია მისი კომპლექციის გამო,გარკვეული ტიპის გუნდებთან,პრობლემები ექმნება,თუმცა მისი თამაშიც,თანდათან უფრო საიმედო გახდება.ისიც ხომ იტალიაში თამაშობს.კაკაბაძე საკმაოდ ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ დიდხანს ითამაშებს.დაცვის ცენტრში და ნახევარდაცვაში გვაქვს,რეზერვის პრობლემები,თუმცა ასაკობრივი ნაკრებები,საკმაოდ კარგად გამოდიან და მათგან,უახლოეს წლებში,ალბათ კიდევ დაწინაურდებიან ბიჭები.ამჟამად,ბავშვების აღზრდა,საქართველოში გაცილებით უფრო კვალიფიციურად ხდება,ნიჭიერები კი ყოველთვის ბლომად გვყავდა და რაკი ევროპისაკენ გზები უკვე გაკვალული გვაქვს,მათი დაწინაურება,დღეს უფრო იოლად მოხდება.
las
ადრე თუ გვიან გოგლიჩიძე დაიკავებს დაცვის ცენტრში თავის ადგილს ნაკრებში საჭიროა რისკები. ახალი სისხლი. ვერ ვიტყვი რომ სანიოლი ერიდაბა ასეთ ექპერიმენტებს არაერთხელ შემოგვთავაზე ტაქტიკური სიახლეები თუმც ყველამ იასკო განიცადა სანიოლს აკლია პროფესიონალიზმი. სამწუხარდ ჩვენთან ერთად სწავლობს ეგ მწვრტნელობას და ვერ საზღვრავს ჯერ როდის რა ცვლილება და ექპერიმენტი წაადგება გუნდს იმედია დაიხვეწება :) ამ ეტპაზე ვემხრობი სანიოლის ნარკებში დარჩენას ჯერ ერთი რომ ურთულესია მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელის მოძებნა კაცმა არი იცის რომც მონახო მოერგება თუ არა ჩვენს ნაკრებს შემდგომ ადაპტაცია, უამრავი დრო დაიკარგება ასე რომ ისევ სანიოლი ჯობია, იმ იმედით რომ უკეთსი გახდება
ვახსიმონტო
მაგ ციგანს რომ 2009წელს იტალიასთან "მებრძოლი" კალა რომ ენახა?
G.LA
იმ მომენტში ცხადაძე არა ნაკლები იყო ნაკრებისათვის ვიდრე კაშია არის ახლა. ამ მომენტში გოგლიჩიძე უფრო მეტია, ვიდრე მაშინ იყო ყველასთვის უცნობი კალაძე, რომელმაც მართლაც შეჭამა ვიერი. რისკი ხშირად ამართლებს. ძალიან საწყენია გოგლიჩიძეს ტრამვა.
არ ვიცოდით
თავიდანვე მჭამელი ყოფილა
კი ჭამს))))
ეგ ეხლაც ჭამს, თანაც უზომოდ ბევრს))))))
ქ. გ.
იმ თამაშის ვიდეო https://youtu.be/UT6VJbkfcec?si=5zKDdvhKxi1VEzGV
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
"რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს"
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი სინჯებზე კიევის "დინამოში" მიიწვიეს
ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
"ის დღეს ჭირისუფალია" - კალაძემ შევჩენკოს უპასუხა
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
ყოფილა შემთხვევა, ცოტა რომ ამირევია... ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან
ბულგარულ კლუბს წიტაიშვილის დამატება სურს
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
ევროპა ლიგა. III ტური: აქტიური ოდიშარია - "რიგასი" "აინტრახტთან" 0:1 დამარცხდა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ევროპა ლიგა. II ტური: ოდიშარიას ჩინებული გოლი გალათასარაისთან" - "რიგასმა" ისტორიულ ფრეს მიაღწია [VIDEO]
რა დღეში "აგდებდა" კახა კალაძეს კიევის "დინამოს" ვარჯიშზე ლობანოვსკი
ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
დასახელდა ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელი, მოურინიო სიაში ვერ მოხვდა