ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ხვიჩასა და ზურიკოს მატჩების დღე - ფეხბურთი გართობაზე მაღლა! - სად ლიდერობისთვის, სად შოკიდან გამოსასვლელად...

ხვიჩასა და ზურიკოს მატჩების დღე - ფეხბურთი გართობაზე მაღლა! - სად ლიდერობისთვის, სად შოკიდან გამოსასვლელად...

სპორტს დიდი ძალა აქვს, მხოლოდ გართობის საშუალება არაა. ქვეყანაში არსებული ვითარებისა თუ პირადი პრობლემების დროს ის შესაძლებლობას გვაძლევს, განწყობა სულსა და გონებაში შევცვალოთ. ასე გაიხარებდნენ წუხელ გიორგი მიქაუტაძის გოლით, ასე ელოდებიან დღეს "კვარას" მორიგ მატჩს...

კარლო ანჩელოტის "ნაპოლიმ" იტალიის თასი რომ მოიპოვა, გუნდმა ასე იშვიათი ტიტული იზეიმა. სკუდეტოს შემდეგ აქ სხვა განწყობა და ვითარებაა, მაგრამ უკვე ზედიზედ ოთხი წელია, ნეაპოლელები "კოპა იტალიას" მერვედფინალს თითქოს შეგნებულად თმობენ - შემადგენლობა ამაზე მიუთითებს. ლუჩანო სპალეტის დროს საქმე ორ ფრონტზე ბრძოლას ეხებოდა, დიდი დოზით როტაცია გასულ სეზონში გასაკვირი უფრო იყო, ახლა კი ანტონიო კონტესაც განსაკუთრებული მიზნები აქვს.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს სერია "ა"-ს მე-15 ტურს ლიდერის რანგში კი შეხვდა, თუმცა რადგან "ატალანტამ" "მილანი" დაამარცხა, კონტეს ფეხბურთელებს პირველობის დაბრუნება სჭირდებათ. "ნაპოლი" "ლაციოს" "დიეგო მარადონაზე" (54 726) დაუპირისპირდება - დღეს, 8 დეკემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე.

რთულია იმის თქმა, მწვრთნელებმა იმ სათასო შეხვედრიდან რა დასკვნები უნდა გამოიტანონ, სადაც გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდნენ. განვლილ დაპირისპირებაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება რომაელთა ნახევარმცველ ნიკოლო როველას ჰქონდა, რომელიც ახლა დისკვალიფიკაციის (5 გაფრთხილება სეზონში) გამო ვერ ითამაშებს. "ლაციოს" პორტუგალიელი ნუნუ ტავარეში, რომელსაც კარგი სეზონი აქვს, ტრავმირებული ჰყავს, ისევე როგორც დია და ვესინო; ნეაპოლელთა ტრავმირებულთა სიაში მხოლოდ მაცოკია.

ნიდერლანდელ ტიჯანი ნოლსინს, ვინც თასზე ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჩემპიონატში სულ ორი შედეგიანი დარტყმა აქვს. რომაელი მატია ძაკანი განსაკუთრებით მობილიზებული იქნება, რადგანაც ხუთშაბათის მატჩში პენალტის ნიშნულიდან ვერ გაიტანა.

მთავარი ინტერესი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა, რომელსაც დასვენების საშუალება მთლიანად მიეცა. თასის წინა გათამაშებებში ის ბოლოს, თამაშის გადასარჩენად მაინც შემოჰყავდათ. როცა ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, "კვარას" უბრალოდ ხასიათი უფუჭდებოდა. გუნდის წარუმატებლობით ქართველი გაბრაზებული იქნება, მის მიმართ კი ისევ განსაკუთრებულ მეურვეობას ველით. შეგახსენებთ, სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 5 გოლი, 3 შედეგიანი პასია (ერთი გაფრთხილება აქვს).

ამ შეხვედრის პარალელურად, ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" ერთ-ერთ ლიდერ "მარსელს" უმასპინძლებს. იმედია, გუნდი წინა ტურში განცდილი შოკიდან (რენთან 0:5) გამოსვლას მოახერხებს, ეს კი მათ ჩვენებურის შედეგიანობის გარეშე გაუჭირდებათ. რაც შეეხება იტალიას, დღეს საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" უფრო ადრე (18:00 სთ) ითამაშებს და "ვერონას" ესტუმრება; ამის პარალელურად, სერია ბ"-ში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" "რეჯიანას" დაუხვდება.

• "კახელ"-ს

ყველა პოლიტიკური კომენტარი უნდა დაიბლოკოს სპორტულ საიტზე. კრემლებოტების სიცრუე რომ არ ვრცელდებოდეს აქ, მაშინ ნორმალურ ქართველებს არ მოუწევდათ კრემლებოტების სიცრუის შესახებ სიმართლის დაწერა.

• უფროსი ნაჩალნიკი

surik222! შენი აზრები არავის აინტერესებს. შენ თვითონ არ გაინტერესებს შენი აზრები. რაშიც გიხდის ფულს ბელადი, იმას წერ.

• უფროსი ნაჩალნიკი

კრემლებოტო! 1. ჯერ ყურადღებით წაიკითხე, კარგად დაფიქრდი და მერე მიპასუხე. 2. შენი მტერიც არის რუსეთი, კრემლებოტო. თუ რუსეთში ცხოვრობ, მაშინ უფრო დიდი მტერია შენი. 3. მე თანახმა ვარ, რომ ყველა პოლიტიკური კომენტარი დაიბლოკოს: თქვენიც და ჩემიც. თქვენ რომ არ წერდეთ აქ სიცრუეს, მაშინ ნორმალური ქართველები აქ მხოლოდ სპორტის შესახებ ვისაუბრებდით.

დებენ ფეხბურთელის მოწოდებას , რომელიც ცხოვრობს ევროპაში და ჩვენ გვიხსნის აქ რა ხდება. არადა შეიძლება ადამიანი გაგიჟდეს , ვინც უყურებს რა ხდება ქვეყნის მთავარ პროსპექტზე 28 ნოემბრიდან.ცალმხრივობას ჰქვია ქოსობა. დღეს პირველი დღეა , რაც მშვიდობიანად დგანან. თუ ფეხბურთელი რასაც უნდა ილაპარაკებს ? ფეხბურთელები იმ დროშის სახელით გამოდიან , რომელსაც იცავენ მათგან გაწირული ბიჭები საზღვარზე. ისე, ქოჩორას შედევრი ახალი პოსტი არ დადეს,თორემ მერე გენახათ კომენტარები.

ნეტარამდენი წლის ხარ, არ გქონდა საშუალება გეომა რუსებთან აფხაზეთში, სამაჩაბლოში.სპორტალს ეგენი არ კითხულობენ. რატომ იღწვით ტყუილად .თუ ეს უფრო ადვილია.

• კახელი

ადმინებო დაბლოკეთ ეს საქონელი ნაჩალნიკია თუ მონაა @ ეს პოლიტიუკური გვერდია თუ ნაცების ბაზარია ? @@@

• zura222

ორივე თამაში ერთდოულად იწყება @@

• ალექს

1) კი, ნამდვილად ესმის,მაგრამ რუსეთის მტრობა ევროპას, ჩინეთს თუ ამერიკას ავტომატურად მეგობრად აქცევს? ტკბილი ლაპარაკი და თუნდაც ფოჩიანი კანფეტების დარიგება სხვას ავტომატურად მეგობრად აქცევს?? რუსეთიც მასეთ ტკბილ დაპირებებს იძლეოდა თავის დროზე და კინაღამ გადაგვაშენა როგორც ერი. 2)ევროკავშირში გარანტირებულ და უკეთეს სოც.-ეკონომიკურ პროგრესს მივაღწევთ ვიდრე დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის პირობებში შეგვიძლია რომ მივაღწიოთ? არგუმენტირებული პასუხია საჭირო და არა "აი გერმანია და შვედეთი ხო მდიდარია"-ს მსგავსი სისულელეები. 20 წელია ბულგარეთი და რუმინეთი ერთ ადგილს ტკეპნიან, ბალტიელებმა შედარებით უკეთესი პროგრესი აჩვენეს თუმცა უევროკავშიროდაც მიაღწევდნენ მინიმუმ იგივეს. ამიტომ, ხბოს აღტკინებით და უვიცად, განუსჯელად, ანალიზის გარეშე რამის კეთება არის კულტის და კერპის მსახურება და მეტი არაფერი. 3) უნივერსალური მტერი იყო თურქეთი და ირანიც საუკუნეების განმავლობაში,მაგრამ დადგა ხომ ცვლილებების დრო?! ასეთი დრო აუცილებლად უნდა დადგეს რუსეთთანაც, რადგან როგორც არ უნდა გვსურდეს ვერ გადავდგამთ საზღვრებიდან,ეს არის ფაქტი. მქონდეს ჯადოსნური ჯოხი და ამ წამს მოვიქნევდი და გადავდგამდი მეორე ჰემისფეროში,მაგრამ არ მაქვს და არც არავის აქვს.

• ნაცალნიკს!

ჰა ნაჩალნიკო! პასუხს ველით, თორე რიგები დგას ნაც აგენტების!

• ამხანაგო ნაჩალნიკო!.

კრემლში, გიწვევთ ნაჩალნიკის პოსტზე! ხელფასს დაგინიშნავთ, როგორც ჩვენს აგენტს ელენე ხოშტარიას მსგავს.

• უფროსი ნაჩალნიკი

უნივერსალური ჭეშმარიტება რუსეთი მტერია. შენი მტერია, ჩემი მტერია, სამყარიოს მტერია და საკუთარი თავის მტერია. ეს საქართველოში ყველა ქართველს ესმის დღეს, და ათი ან ოცი კრემლებოტი ქართველების აზრზს ვერ შეცვლის. ცხადია, რომ გამოკვეთილი დაუფარავი მტრების გარდა, საქართველოს ცრუ მეგობარიც ბევრი ჰყავს. მაგრამ რუსეთი ცრუ მეგობრის როლსაც ვერ შეასრულებს. რუსეთი მტერია.

• Რერო

კვარამ და ჩვენმა ბიჭებმა ჯერ უნდა მიხედდონ თავის კარიერას და გაგვახაროს ქომაგი და მერე უნდა გააკეთონ სწორი ანალიზი რაც ხდება ჩვენში. არნახული შეტევა და დეზიმფორმაციული კამპანია ხორციელდება ჩვენს ქვეყანაზე, ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხა. მოძალადეებს უნდატ მოირგონ მშვიდობის მტრედის მანტია და თავი უნდათ უცოდველ კრავად წარმოგვიდგინონ. ფრთხილად ქართველნო! კარგად აფინანსებენ და წვრთნიან ახალგაზდებს ამის გამო.

• უსამართლობის, ზეიმი თბილისში!

ეს მოძალადე "პატალა ბრბო" რომლებიც მართულნი არიან ნაცებისგან (რომლებიც ვითომ არ სჩანან) არბევენ ყველაფერს რაც კი ხვდებათ, წვავენ და აქეთ პოლიციაზე იძახიან მოძალადეები არიანო? ესვრიან პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს და ამის შედეგად 150-თი პოლიციელი საავადმყოფოში წევს. ნუ შედიხართ პირველი პოლიციასთან და სპეცებთან კონფლიკტში და არავინ დაგარბევთ, მითუმეტეს ეს კანონით მინიჭებული ვალდებულება აქვთ. ეს ლაწირაკი გოგოები მიდიან უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ და იფურთხებიან (ფუი ასეთ ქალებს) და კიდევ პოლიციელებს ამტყუნებთ თქვე მართლა ბრმებო? ღმერთმა გამძლეობა მისცეს ჩვენს გმირ პოლიციელებს! მტყუანს და მართალს ისტორია განსჯის! ერთი ის კი ვიცი, რო ეს ყველაფერი მზადდებოდა არჩევნებამდე კარგა ხნით, გადატრიალებია მიზნით, ამ ყველაფრის მოთავეები რასაკვირველია არიან: ნაცები, სალომე ზურაბიშვილი, ევრო ნაც ლობისტი პარლამენტარები და აქაური "წითელი ინტილიგენცია"! ასე მზადდებოდა ზვიადის წინააღმდეგაც შეთქმულება, ერთი-ერთში.

• უფროსი ნაჩალნიკი

წაიკითხეთ რუსული ბოტოფერმის მიერ დაქირავებული ბოტების კომენტარები და მიპასუხეთ, რა დაავალა პატარა ბინძურა-ბელადმა ბოტოფერმას.

• ზვიადი

მადლობა და მართლა ვერ გავიგე ზოგიერთი საიტის, სპორტზე არ დავწერთო, ზოგი კომენტატორს ასვენებს(თითქოს კოტე და ეროსი ჰყავდეთ). თავი დავანებოთ პოლიტიკას, ხვიჩას თამაშზე არ დაწერთ და ჩვენ სხვაგან ვეძებოთ, ეს ნორმალურია? უფალო, გადმოგვხედე!

• Katenachio

სანიოლს თურმე სპორტალის კომენტარებით აუწყვია ტაქტიკაც და შემადგენლობაც!!

• ვარლამი

gel-100 - რას გიხდიან ამდენს თავი რომ გაინადგურე და ადამიანს აღარ გავხარ? ცოტა საკუთარ თავს სხვა კუთხიდანაც შეხედე. რამე ღირს იმ უბედურებად, რაც შენს თავზე ტრიალებს? დაფიქრდი კიდევ ერთხელ.

• ნუგზარი

ვერ ერვევით. 2025-ში დატოვებს ნაპოლის, რადგანაც 3 წელი ე.წ. "დაცული პერიოდი" გადის და საფუძვლიანი მიზეზით, შეუძლია წამოსვლა.

• gel-100

ხოო აი ბიჭოს შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი და მიხვედრილი და სხვა ვერავინ ვერაფერს ვერ ხვდება ვერც აგენტი ვერც მამამისი და ვერც მისი გარშემომყოფები,მხოლოდ ვიღაცა დავით 69-ხვდება ყველაფერს საღოლ შენ და შენს თავდაბლობას,,კიდე რა იცი აბა ბარემ გვითხარი გაგვანათლე სხვა თემებშიც შენ ხო ყველაფერი ყველაზე უკეთესად იცი 10-ნოლო,,ეხლა უყურე ამ ზაფხულს კვარა რო გრანდში გადავიდეს კარგი კონტრაქტით და ხელფასით მერე რას იტყვი ხო ვიძახდი რო სპეციალურად არ აგრძელებენ ნაპოლისთან კონტრაქტსო მაგას იტყვი ხო?? ამ მოღალატე ნაბოზრების მიერ გადამწვარი, გაძარცული და განადგურებული თბილისის შესახებაც გვითხარი რამე გამოსავალი,ბოლო-ბოლო ევროკავშირი გაგვიხსნის მოლაპარაკებას და მოიქცევა როგორც ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტი თუ მოიქცევა როგორც რუსეთუმე და ისევ დაგვბლოკავს და მოგვატყუებს როგორც გვატყუებდნენ უკანასკნელი ათეული წლები?? ანუ მეტი აფიორა რაღა გინდა რა აფიორაშიც აცხოვრებენ მთელ მსოფლიოს ეს დედამოტყნული დასავლელი ფაშისტი ბიუროკრატები, წლებია ვეხვეწებით ევროკავშირს გაგვიმარტივოს მასთან მისასვლელი გზები რო აღარ დარჩეს სივრცე და საშუალება რუსული ინტერესებისთვის, ვეხვეწებით წლებია უკვე თან არაერთი მთავრობის პირობებში და თან უხსნით და თავადაც იციან ჩვენი მეზობელი მტრის შესახებ რომელიც მომენტს და ერთ შეცდომას უცდის რო ჩვენგან ქვა-ქვაზე არ დატოვოს,ვეხვეწებით და უხსნით რო ნებისმიერი დღე თუ თვე რომელსაც გვაკარგინებენ უაზრო პირობების წამოყენებით რუსეთის წისქვილზე დაასხავს წყალს, ვეხვეწებით გამუდმებით ნებისმიერ შეხვედრაზე თუ ფორმატში, შინ თუ გარეთ მარა წლებია არ გვაღირსეს ევროპული დემოკრატიული პასუხი რომელსაც ვიმსახურებთ კიდეც და ის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია რომელი ნაბიჯიც საბოლოოდ დაასრულებს პოლარიზაციასაც ქვეყანაში და მითქმა-მოთქმასაც შენ რუსეთუმე ხარ შენ ევროპათუმე, ამ ძალიან დიდი რისკების და მთავრობის და ხალხის ხვეწნის მიუხედავად რო დადეთ ეგ ხელშეკრულება და დღესვე ხელს ვაწერთო ევროკავშირი გვექცევა როგორც ჩვეულებრივი რუსეთის ინტერესების გამტარებელი და აქეთ გვეძახის ჩვენ რუსეთუმეებს მაშინ როცა მთელი ერი და მთავრობა ვეხვეწებით წლებია შეგვიშვან ევროკავშირში და ესენი ყოველჯერზე უარით გვიშვებენ მიუხედავად იმის ცოდნისა რო გველეშაპი გვყავს მეზობლად და ნებისმიერი შეცდომა თუ უარი ჩვენთვის შეიძლება დამღუპველი იყოს,არ ვიცი ეს რა დონის აფიორაა თუმცა ევროკავშირში დღესაც კარგად ხვდებიან თავიანთი ერთი გადაწყვეტილებით შეუძლიათ საქართველოში ეს არეულობაც დაასრულონ, მიტინგებიც, პოლარიზაციაც და სამუდამო მითქმა მოთქმაც ევროპელები ვართ თუ რუსეთუმეები ერის უმრავლესობა,,ვინმემ შეგიძლიათ ფაქტებით დეტალურად ახსნათ რა აფიორა ხდება მსოფლიოში სადაც ჩვენც მოვყევიით?? ანუ ვეხვეწებით მოგვეცითო არ გვაძლევენ და ისევ ჩვენ ვართ რუსეთუმეები? ოკ თუ რუსეთუმეები ვართ კაკრაზ მაგითი დამტკიცდება რო ეგრეა და მოგვცენ, გამოგვცადონ და ნახონ რას გადავწყვიტავთ თუ ნათქვამი არ სჯერათ, ქართველებო არ მისცეთ არც ევროკავშირს და არც არავის გამოგვიყენონ, გვატყუონ, წაგვაქეზონ და მერე მარტო დაგვტოვონ მორიგ ჯერზე, მაგ მიტინგებზე რო გამოდიხართ და მთავრობის შეცვლას ითხოვთ დარიგებულებივით ერთხელ ვინმე გამოდით და მოითხოვეთ ერის სახელით ევროკავშირისგან და მათი წარმომადგენლებისგან ის რასაც ვითხოვთ წლებია,გამოდით მოითხოვეთ და იმათი პასუხიდან გამომდინარე მიხვდებით ეს მთავრობა გვატყუებს თუ ევროკავშირი,,მთავრობა იძახის დადეთ და ხელს ვაწერთო, თქვენ კიდე ნაცების გეგმის განსახორციელებლად დარბიხართ მიტინგებზე და მთავრობის გადადგომას ყვირიხართ რატო?? თუ თქვენი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირია მოსთხოვეთ ევროკავშირს რო დადონ ხელის მოსაწერად და თუ მთავრობა არ მოაწერს ხელს კაკრაზ გაიშიფრება მაგითი და მთელი საქართველო ფეხზე დადგება რაც წესით უნდა გინდოდეთ თუ თქვენ მართლა გულწრფელები ხართ და თუ მართლა ევროკავშირია ის რამაც ქუჩაში გამოგიყვანათ, აბა თუ ევროკავშირი არაფერ შუაშია და მთავრობის გადადგომის მიუხედავად მაინც არ გაგვიხსნიან მოლაპარაკებას რაღას ითხოვთ?? მთავრობის ჩამოგდება ევროკავშირის ხიბლით არ გამოგივათ არააა,,ჩვენ მთავრობა მოგვწონს და ავირჩიეთ უმრავლესობამ, ერთადერთი რამაც შეიძლება მთავრობა ჩამოგვაგდებინოს არის პოლიტიკური კურსის ცვლილება რასაც ვერ ვატყობ, თუ ვცდებით მთელი ერი დაამტკიცონ დადონ და თუ ხელი არ მოაწერა მთავრობამ იმ დღესვე მიიღებენ ქუჩაში მთელ საქართველოს მარა ვიღაცა ნაციკების ტყუილების და ინტერესების გამო საქართველოში უკრაინული მაიდნები და ვარდების რევოლუციები აღარასდროს მოხდება მთავრობის ცვლილების გამო ნაცებოო რა ვერ შეიგნეთ??თქვე ჩემისებო დღე და ღამე იმის ფიქრში რო ხართ საქართველო როგორ დაასანქცირებინოთ და როგორ დახიოთ უკან ადექით და ეგ მაინც მოითხოვეთ ევროკავშირისგან რო დადონ ხელშეკრულება და ამ მთავრობის ზრახვების გაგებაში დაგვეხმარონ, და აი პასუხთანაც მივედი,სინამდვილეში ყველამ კარგად იცის ზემოთ რაც ხდება, ყველამ იცის რო მთავრობა მართალია ამ სიტუაციაში და იმიტომაც არც შეხვედრაზე მივიდნენ სასაუბროთ ოპოზიციიდან არავინ და არც იმ რეალურ მოსათხოვს ითხოვენ ევროკავშირისგან რასაც უნდა ვითხოვდეთ წესით მინიმუმ იმისთვის რო გავიგოთ რეალურად მთავრობა გვატყუებს თუ ეს დედა მოტყნული კოლექტიური ნაცები რომლებსაც წყლის ამღვრევა დაწყებული აქვთ უკვე დიდი თევზის დასაჭერად თუმცა დღემდე მხოლოდ დიდ ყლეებს იჭერენ მეტს ვერაფერს, რამდენი ადამიანი გაწირეს 9-წლიანი ციხისთვის ჯერ ეგ ითვალეთ თქვე შტერო ახალგაზრდებო ფიქრის და ანალიზის უნარიც რო გერთმევათ როგორც კი ახალ მტყვნელს იპოვით, ვინმე ნაცებიდან ან კოლექტიური ოპოზიციისგან დაჭერილი არი რომელსაც რამდენიმე წლიანი ციხე ემუქრებაა?? მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისთვის ან აყალმაყალისთვის იჭერენ მაგათ რო ჯარიმით გამოძვრნენ ეგეც წინასწარ დაგეგმილი აქვთ სამაგიეროთ თქვენ გავარდით გიჟებივით და ტრაკში გაიკეთეთ ცხრა წლიანი პატიმრობები საღოლ თქვენს ჭკუა-გონებას და ანალიზის უნარს, რავი რო გეკითხათ ახალი თაობა ბევრად უფრო სწორედ ფიქრობს, აანალიზებს სიტუაციას და შორს იყურებაო და რაღაც არავის გეტყობათ ისე გამოგაშტერეს და გამოგილაყეს ტვინები ნაციკებმა

• თენგაბი

მოგესალმებით სპორტალის მომხმარებლებო. იყო დრო, როდესაც სპორტალზე განსხვავებული აზრის დაწერას უამრავი სალანძღავი სიტყვა და გინების კორიანტელი მოყვებოდა. მაშინ მეც და სხვა ბევრმა ჭკუადამჯდარმა ხალხმა ხმა ავიმაღლეთ ამის წინააღმდეგ. ვასაბუთებდით, რომ ამ საიტზე ბევრი ბავშვი და ქალი შემოდიოდა, ეცნობოდა მასალებს და უხერხული იყო იმ ბილწსიტყვაობის მოსმენა. ცოტა ხნის შემდეგ ჩვენი საიტი, ლამის, ყველაზე სუფთა და ბილწსიტყვაობისაგან თავისუფალი საიტი გახდა, სხვა ელექტრონულ რესურსებთან შედარებით. უფრო მეტიც, ის უფრო კომპეტენრური და კვალიფიციური გახდა, ვიდრე თვით სპორტის სამინისტრო და ფედერაციები. ისეთი ტაქტიკური ანალიზები და თამაშის გარჩევები იწერებოდა, ლამის ფერგიუსონს, რინუს მიხელს, ანჩელოტის, გვარდიოლას და საფეხბურთო აზროვნების გენიოსებს შეშვენდებოდა. ჩამოვთვლი - სოსო, დავით 67, ზურა 222, ქართველი, იასონას უგარი, GLA და ბევრი, მაპატიეთ თუ ყველა მოაზროვნე და ღირსეულ პიროვნებას ვერ ჩამოვთვლი. უფრო მეტიც, ვთვლი, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ბოლო წარმატებები, კერძოდ კონტრშეტევის სტილის ათვისება, აქაური ანალიტიკოსების დამსახურებაა და მოვუწოდებ ყველა დამწყებ და მოქმედ მწვრთნელს, ფეხბურთელს და სპეციალისტს ხშირად ეწვიოს სპორტალს და გაეცნოს კომენტარებს, სხვათა ნააზრევებს. მერწმუნეთ ის დიდად დაგეხმარებათ, სპორტული და აზრობრივი განვითარების კუთხით. სამწუხაროდ დღეს სხვა უკიდურესობა გვიდგას, სპორტული საიტი გახდა სხვადასხვა პოლიტიკური შეფასებების, ლამის ლანძღვა-გინების, შეურაცხყოფების ადგილი. მე ვერავის დავუშლი საკუთარი აზრის გამოთქმას, თუგინდ პოლიტიკური გემოვნების გამოვლენის კუთხით, მაგრამ როცა კორექტულობას ვერ ვიცავთ, ხომ არ ჯობია, ამისათვის სხვა პლათფორმა გამოვიყენოთ. არსებობს სხვა საიტები, სადაც პოლიტიკური სტატიები იბეჭდება და იქ ვაფრქვიოთ ჩვენი კატეგორიული და შეუმწყნარებელი მიდგომები, ხოლო სპორტალი ჯერჯერობით სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ხალხს ქართული სპორტის გულშემატკივრობით გვაერთიანებს და მოდით შევინარჩუნოთ ქართველთა გამაერთიანებელი ლამის ეს ერთადერთი პლატფორმა. გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.

• მეგრელი

ისე მაგარი დარტყმა მოგაყენათ კვარამ ქოც მოძალადეებს. კიდე კაი ხანი გაგყვებათ ტკივილი, მაგრამ არაუშავს ზატო ყაველაშვილი გყავთ ქოცისტანს.)))) ვისაც აგინებდით იმად გადაიქეცით (სხვა არ ყოფილხართ)

• შალვა

ჩემო კარგო, ჯერ ხვიჩასავით და ჩვენი სხვა სახელოვანი სპორტსმენების მსგავსად რამე დადე სამშობლოს სადიდებლად, და მერე იტლიკინე!

• ტარიელი

თავი მომჭერით თუ შენ თვითონ ნაცი პროვოკატორი არ იყო.

• ვახო.ხო.

გიგუჩ გაქოცდდი?

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

თქვენს ლაყე ტვინებში, ჩახედვაც გულის ამრევია

• ჯიმა

დავით როგორ ფიქრობ ჯიმა ჯუღელი ვერხვდება მაგდენს? უბრალოდ დამპალი თესლის ნაყოფები არიან ეგ ლაურა და მისი გუნდი. ვერ ხედავ როგორი პრესა აქვთ ნაპოლში. ჯერ ერთი ზელინსკის-ოსიმენს რა უქნეს წასვლა რო უნდოდა. მალე უნდა დააღწიოს თავი მაგ მარწუხედბს. ჯუღელი არარი უჭკუო კაცი და როგორც ხვიჩასთვის ჯობია ისე იმოქმედებს. წარმატებები ხვიჩას და საქართველოს. ხვთიშმობელი ფარავდეს...გაუმარჯოს საქართველოსსსსსსსსსსსს!!!!!!!!!!!!!!!!!!

• დემე

ფეხის დაცდენა არც უნდა, ვერ ხედავ გიენები უკვე რა დღეში არიან?! ღმერთმა არ ქნას კიდე ფეხიც დაუცდეს დღესასწაული ექნება ქვეყნის 15%-ს….

• Soso

რა ცოდო ხართ ეს პოლიტიკოსებზე აწყობილი ხალხი! წადი და იმედის საიტზე აკეთე კომენტარები ან შენი პარტიის გვერდზე!

• mevludi

სუფთა ჩობანი ხარ

• დავით 67

ზაფხულიდან მოყოლებული ყოველ თვის ბოლოს ამბობენ რომ ეხლა გაწყდება კონტრაქტის საკითხიო და არა და არ დაადგა საშველი. ამ შემთხვევაში ჯუღელია გასაკიცხი და არა ნაპოლის პრეზიდენტი. აბა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ნაპოლი--კვარაცხელია 10-0.ასეთი ანგარიშით იგებს ნაპოლი. თუ ვერაფერს ვერ შვება აგენტი გამოდი და თქვი. ხვიჩა ითამაშებს 2027 წლამდე და მერე როგორც თავისუფალი აგენტი გადავა სხვა გუნდში. ერთი წლის მერე შეიძლება მართლაც დაუნიშნოს აურელიომ 8მლნ და კონტრაქტშიც ჩაუწეროს 80მლნ,მაგრამ რაღა აზრი აქვს? ამდენ გაცდენილ დროს ვინ დაუკომპენსირებს? სწორედ ამას ემსახურება ეს გაწელვა. ამდენს ვერ უნდა მიხვდეს აგენტი?

• Jaba

ვაჟა ამბობს ჩემთვის სულ ერთიაო

აბსოლიტურად მართალი ხართ, მაგრამ მთელი ამ სასტავიდან კვარას ბოდიშის იმედი მაქვს. თუმცა , უკვე მეორედ ძალიან დაძაბულ მომენტში გააკეთა ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება.

• გიგა

კვარჩიკ, განაცდი? ვაი თქვენს პატრონს?

• ნუ ბანაობთ!

ჟორა ვაჟა და ანზორი მოდიან რესტორან „კაი ბიჭებში“ დასალევად. ანზორა ამბობს, ძმებო, მოდით ყანწით ვსვათო. ჟორა ამბობს არა რა ყანწიო. ამოცანა გვეკითხება, რას ამბობს ვაჟა?

• Ზაზა

ხვიჩას, მონდომება არ აკლია! პარტნიორები ვერ აწვდიან დროულ პასებს, ეს არის ჩვენი კვარა-ს და "ნაპოლის" მთავარი პრობლემა.

• თქვენი ძმა და მეგობარი, "ზურგჩანთიანთა ბრბოდან" (ეს ჩვენი კლიჩკაა)

ხვიჩა, ჩაკვე, ქოჩორ, ბუდუ და სხვებო! მიდით რა, კიდევ დაწერეთ ჩვენი გამახნევებელი კომენტარები, რო უფრო მაგრად შევუტიოთ და უფრო მეტად გადავწვათ რუსთაველის გამზირი. შემოგვაკლდა "საბრძოლო მასალები", რადგანაც პოლიციამ დააყადაღა და ჩამოშვებული გვაქვს ხელები. ჰე მიდით დროზე, თორე დუჟები გვდის უკვე,ვეღარ ვითმენთ უფრო, უფრო გვინდა თბილისის აოხრება!

ძალიან მინდა , რომ კვარას კარიერაში ყველაფერი დალაგდეს და დამშვიდდეს.

• ქორ-პარიკმახერი

ნეტა რას იგონებ და რატტომ

• Footbol

ე თქვენი ნერეში და ნაპოლი გაიკეთეთ უკან

• ჟორა

კონტეს მიზანი გასაგებია, მაგრამ თუ კვირას ფეხი დაუცდა, მერე ნახეთ მაგის ლანძღვა-გინება.

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს

ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს

რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა

ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

ლოჩოშვილს ორი თურქული ვარიანტიდან ერთი ჩაეშალა - საქართველოს ნაკრების მცველს მსურველი იტალიიდანაც ჰყავს

"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი

ვიქტორ ოსიმენი სერია A-ში ბრუნდება

გოგლიჩიძის თანაგუნდელი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

"ნაპოლის" ზაფხულში გუნდის ფორვარდი გამოემშვიდობება

კონტეს სეზონის ბოლოს პრობლემები მოეძალა - "ნაპოლი" ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩა?

კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე

ნუთუ დე ლაურენტისი ასეთი გულუხვი გახდა? - ყველაფერი დე ბრუინისთვის!

Calciocremonese: გადაწყვეტილია, რომ ლოჩოშვილი ამ ზამთარს გუნდს შეიცვლის

რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება

თურქული მედია დავითაშვილის "ბეშიქთაშში" შესაძლო ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

გადაწყდა - ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

ლოჩოშვილი "სალერნიტანას" ფეხბურთელი გახდა

კვარაცხელიასთან ერთად თუ მის გარეშე - მე-40 წაუგებელისთვის...

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

ხვიჩა დაისვენებს - ქართველების ბევრი გადამწყვეტი დაპირისპირება

"ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, უნდა რცხვენოდეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

გოგლიჩიძის 70 წუთი და "ემპოლის" ფრე "კომოსთან"

გოგლიჩიძე სათადარიგო იყო - "ემპოლიმ" "ტორინოსთან" წააგო

დავითაშვილმა საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

[VIDEO] დავითაშვილმა "სტრასბურგს" მაგარი გოლი გაუტანა

გოგლიჩიძის კარგი თამაშის მიუხედავად, "ემპოლიმ" "რომასთან" მარცხი განიცადა

ძალიან დიდი თანხა - რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით

ასე და ამიტომ თქვა უარი "არსენალმა" 2022 წელს კვარაცხელიას ტრანსფერზე - კლუბის ყოფილმა სკაუტმა ეს ამბავი მოჰყვა

ლოჩოშვილის დებიუტი და "სალერნიტანას" მარცხი ლიდერთან

კვარაცხელია მეორე ფრანგული ტიტულისკენ და გოგლიჩიძის გუნდის შანსები იტალიის თასზე...