გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დენვერ ნაგეტსი" "საკრამენტო კინგსს" ესტუმრა და 130:129 დაამარცხა. როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი დაძაბული გამოდგა და შეხვედრის ბედი საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე ჯამალ მარის ზუსტი საშუალოთი გაირკვა.

სტუმართა მხრიდან ნიკოლა იოკიჩმა 20 ქულა, 14 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა რასელ უესტბრუქმა, სათადარიგო სკამიდან ძირითად ხუთეულში გადაწეულმა ვეტერანმა თავი 18 ქულით, 9 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

მეგა მატჩი ჩაატარა აარონ გორდონმა, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

რაც შეეხება საუკეთესო მექულესა და მატჩის მომგები სროლის მფლობელს, ჯამალ მარის, აქტივში 28 ქულა, 2 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.

რაც შეეხება "კინგსს", დომანტას საბონისმა 28 ქულა, 14 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა, დეარონ ფოქსმა - 29 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება.

მშვენიერი მატჩი ჰქონდა მალიკ მონკს, რომელმაც გუნდს 26 ქულა, 6 მოხსნა , 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა.

სასტარტო ხუთეულიდან კი დემარ დეროუზანმა 17, ხოლო მაკდერმოტმა 16 ქულა ჩააგდო.

ამრიგად, "ნაგეტსი" 14 გამარჯვებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს 20 დეკემბერს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსთან" სტუმრად გამართავს.

"საკრამენტო" 13 მოგებითა და 14 წაგებით ამავე დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 20 დეკემბერს კი "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლებს.

[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში - "ოკლაჰომამ" "ინდიანა" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
[VIDEO] "ინდიანა პეისერსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი