ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ჯაბა კანკავა კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს. თანამედროვე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. მხარეებს შორის კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა.

ჯაბა კანკავას პროფესიული საფეხბურთო კარიერა სწორედ თბილისურ კლუბში დაიწყო. იგი დინამოს ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა და ლურჯ-თეთრებთან ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ამასთან ერთად კანკავამ დინამოს ფორმით საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

დინამო თბილისის გარდა, სხვადასხვა დროს, ჯაბა კანკავას კიევის არსენალში, დნიპროში, კრივბასში, რეიმსში, ტობოლსა და სლოვანში უთამაშია.

9 წლის განმავლობაში ჯაბა კანკავა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ და ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მას 101 თამაში აქვს ჩატარებული. 2024 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

აქვე პირველი კომენტარი კლუბში დაბრუნების შემდეგ.

ჯაბა კანკავა: ორმაგად სასიამოვნო და სიმბოლურია 20 წლის შემდეგ დაბრუნება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან და საამაყო გუნდში. იქ სადაც ფეხი ავიდგი და დავიწყე პროფესიონალური ფეხბურთის თამაში.

მინდა მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას და იმედი გამოვთქვა, რომ წარმატებული სეზონი იქნება როგორც კლუბისთვის, ასევე ჩემთვის.

წყარო: fcdinamo.ge

• Pepelu

სოსოჯან წადი რა კბილები გაიხეხე!!! ევროთასებზე მომავალ წელს რომ არ ითამაშებს და წელს რომ ლამის გავარდნენ იმ სატრანსფერო პოლიტიკის ბრალია შენ რომ უწონებ დინამოს!!! დინამოს თამაშზე კი არა შენს ეზოში ბარსა-რეალი რომ იყოს იმის საყურებლად არ გადმოიხედები :))))))))) რა მადლობა კაპიტანო და რა გასახდელს მიხედავს?? :)))))))))))) მეც გილოცავ და გულწრფელად ყოველივე საუკეთესოს გისურვებ შენც და სრულიად საქართველოს!!!!!!!!

• სოსო

კახეთში ვცხოვრობ და ბუნებრივია დინამოს თამაშებზე ვერ ვივლი.აი შენ კი დადიხარ და მიუხედავად იმისა რომ მეც ვახსენე,მაინც გგონია რომ მომავალ წელს,დინამო ევროთასებზე ითამაშებს?!ძალიან ბევრი ახალგაზრდა რომ არის,სწორედ ამიტომაა დინამო ასე არასტაბილური და ამიტომ სჭირდებათ,გამოცდილი ფეხბურთელები.დინამოელები მართლაც სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ,მაგრამ თამაშის ხასიათის შეცვლა არ შეუძლიათ და საფუძვლიანობა აკლიათ.მაგ ასაკში ეგ გარდაუვალია.გამოცდილი ფეხბურთელის ამოცანა,ამ ბიჭებისათვის სიდინჯისა და საიმედოობის მიცემაა,რადგან თუ წარუმატებლობები დაიწყო,ახალგაზრდა ბიჭები საკუთარი თავის რწმენას ჰკარგავენ და გუნდი იშლება.ზუსტად ასე დაემართა რამდენიმე წლის წინ ქუთაისის ტორპედოს,სოკარი რომ მივიდა და სულ ახალგაზრდა ბიჭები შეყარეს,ძირითადში.დიდებულად დაიწყეს,მაგრამ მერე წაგებებიც გამოერიათ,ვერც გულშემატკივრებმა აიტანეს და საბოლოოდ გუნდიდან სოკარიც წავიდა და შემადგენლობაც დაიშალა.ვერც კანკავა გახდის დინამოს სუპერგუნდად,მაგრამ მის გვერდით,ეს ნიჭიერი ბიჭები,უფრო სწრაფად დაოსტატდებიან,უფრო ძვირად გაიყიდებიან და უკეთეს კლუბებს მოუნდებათ,მათი ყიდვა.კანკავას მისვლა,კანკავასთვის კი არა,ამ ბიჭებისთვის არის კარგი და სასარგებლო.შენ ალბათ გინდა,რომ დინამო ძველი დინამოსავით ძლიერ კლუბად გადაიქცეს,მაგრამ გავიწყდება,რომ მაშინ დინამო,ფაქტობრივად საქართველოს ნაკრები იყო და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების ნაკრებებს ეთამაშებოდა.დღეს დინამოს დიდ გუნდად გადაქცევა,გამორიცხულია,რადგან საქართველოს ჩემპიონატში,ასეთ გუნდად ვერცერთი ვერ გახდება.არც ფეხბურთელები გვყავს და არც ფინანსები,სამაგისოდ.დღევანდელ რეალობაში,მხოლოდ კარგი ფეხბურთლების გაზრდა,უცხოეთში გაყიდვა და მათ ბაზაზე,კარგი ნაკრების შექმნის პრეტენზია შეიძლება გვქონდეს.როცა სხვა გუნდები სუსტია,ვერც ერთი გუნდი ვერ გაიზრდება ისე,რომ საერთაშორისო წარმატებებს მიაღწიოს და სტაბილურად მოგება ნახოს.ეს ფიფიამაც კარგად იცის და ამიტომაა,მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადება, გაყიდვაზე რომ აქვს აქცენტი გადატანილი.სალია უკვე გაყიდეს,სხვებიც ალბათ ამ ზამთარს,ან ზაფხულში გაიქცევიან ევროპაში და ისევ თავიდან დაიწყება პატარა ბიჭების დაწინაურება და გასაყიდად მომზადება.ფიფიას გინება საქმეს ვერ უშველის,ვერ დააკავებს ამ ბიჭებს,გუნდში დიდი ხნით!არც ისინი დარჩებიან და იმიტომ.ამას პროფესორობა არ სჭირდება,უბრალო საღი აზრიც საკმარისია,თუმცა ეტყობა,ეს შენთვისაც უცხო ხილია.ერთხელ მომმართე შეურაცხმყოფელად და არ გიპასუხე.გითხარი,პატარა ბიჭი არა ვარ მეთქი და ხანდაზმულ კაცს,ისევ უზრდელურად მომმართავ.რა უნდა გითხრა,მეც შეურაცხყოფაზე გადმოვიდე და შენ დაგემსგავსო?!შავ კერატს,შავი ნეზვი არ დაელევაო,ნათქვამია!შენც შეგხვდება სადმე,შენისთანავე რქიანი და აზრზე მოგიყვანს,ადამიანებთან როგორ უნდა მოიქცე.სჯობია კი,რომ ასე არ მოხდეს და ადამიანების პატივისცემა,შენით ისწავლო.ახალი წელი მოდის და შენც,ისევე როგორც მთელ საქართველოს მშვიდობიან,წარმატებულ წელს გისურვებ,სადაც მტრობას და ბოღმას,სიყვარული და პატივისცემა ჩაანაცვლებს.დინამოს კვლავ გაძლიერებასაც გისურვებ,თუნდაც იმიტომ,რომ ჩემი თაობის ხალხისათვის დინამო იყო და ახლაც არის უპირველესი ღირებულება და მისი ბედი,არასოდეს იქნება ჩვენთვის სულ ერთი.

• Pepelu

რამხელა კომენტარებს წერ, როდესაც ფეხბურთთან არ გაქვს შეხება ნუ იბრიქებით რა!!! ის პატარა ბიჭები სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ მათშორის მოედნის ცენტრში, სადაც ახლა დინამოს ნელი ფეხბურთელები ყავდა, ოსიყმაშვილი და მოისწრაფიშვილი. ფლანგებზე და თავდასხმაში სწრაფები ყავთ იგივე აკადემიის ფეხბურთელები ვახო სალია, გორდეზიანი, ცეცხლაძე და სხვები. მოისწრაფიშვილი კოლხეთში გადავიდა, სავარაუდოდ ოსიყმაშვილსაც გაუშვებენ და მაგათ ადგილზე კარგი საყრდენები და გამთამაშებელი ჭირდებათ ვინც სწორედ მაგ სწრაფ ფეხბურთელებს შეუწყობს ხელს. კანკავა პრაიმშიც ნელი იყო და ახლა მითუმეტეს!!! როდესაც არ იცი ნუ პროფესორობთ რა!!! დინამოს თამაშებზე თითზე ჩამოსათვლელი ხალხი დადის და არ მითხრა ეხლა თამაში არ გამომიტოვებაო :))))))))))) დასავლეთის ტრიბუნა მე-6 სექტორში ვარ ხოლმე და მობრძანდი განვიხილოთ!!! არომანტიზებთ რაღაცა სისულელეს მადლობა კაპიტანო და მსგავს ზღაპრებს!!! გავლენ ევროპაზე და კლაკსვიკი კიდე 6:0 მოუგებს რადგან ელემენტარულად სწრაფად თამაშობენ!!!!!!! რელობა უნდა აღვიქვათ და გამოვასწოროთ!!! ფეიქრიშვილი გაყიდეს 1 მილიონად კიევის დინამოში და იმათმა გაანათხოვრეს არადა გიო მონსტრია შუაში სწრაფია მაგარ ფეხებზე დგას ბურთი კარგად ამოაქვს რა კანკავა დაეტოვებინათ ფეიქრიშვილი!!!!

• მერაბი ჩხოროწყუ

მადლობა ბატონო სოსო, გილოცავთ მომავალ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას მრავალს დაესწარით თქვენი მშობლებით, აღფრთოვანებული ვარ თქვენი პასუხით , მადლობა,

• სოსო

პეპელუ,ბავშვები რომ ვახსენე,დინამოს ძირითადში მოთამაშე პატარა ბიჭებს ვგულისხმობდი.არ მეგონა,მაგასაც ახსნა თუ დასჭირდებოდა.თითქმის მთელი საქართველოს ნაკრები,დინამოს აკადემია გამოვლილია და დინამოში იწყებდნენ თამაშს.ის უცხოელი ნულოვანი დონეები რომ ჩამოჰყავთ,მათზე მეტი აღარ არის?ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ მაგალითის მიმცემი და მძიმე წუთებში,მათ გვერდით დამმდგომი,ვისაც გაჰყვებიან.თუ გითამაშია ფეხბურთი,ამდენი კი უნდა იცოდე.ყველა გუნდს სჭირდება ლიდერი და თუ ყოველ რგოლში გყავს,კიდევ უკეთესი.კანკავა კი,40 წლისა კი არა,ჯერ 38 წლისა რომ არის,ლიდერიც იქნება და მოთამაშე მწვრთნელიც. 9 წელი იყო ნაკრების კაპიტანი და 101 თამაში ჩაატარა,მის შემადგენლობაში,ევროპის ჩემპიონატზე მიჰყავდა მწვრთნელს და ახალგაზრდების სასარგებლოდ,უარი თქვა წასვლაზე,მოედანზე სიკვდილს გადაარჩინა ადამიანი და ფეირ პლეის პრიზით დააჯილდოვეს,საოცარი პროფესიონალიაო,ყველა მისი თანაგუნდელი თუ მწვრთნელი ამბობს და ბოლოს,20 წელი იყო,ნაკრების წევრი!მასზე მეტი,ბევრი გყავს?ლეგენდა სხვა რაღაა?რა ტიტულები ჰქონდა ბორის პაიჭაძეს,ან ბასა ღოღობერიძეს,თუნდაც მურთაზ ხურცილავას?სადავოდ არ ვხდი,მართლაც ლეგენდები არიან,უზარმაზარი ფეხბურთელები,მაგრამ არც მათ აქვთ ტიტულები.რეზო ჩელებაძე,დიდი დინამოს სათადარიგო ფეხბურთელი იყო,მისმა კარიერამ,ჩემს თვალწინ ჩაიარა,მაგრამ მისი პენალტების და პიროვნული თვისებების წყალობით,დღეს ქართული ფეხბურთის ლეგენდად ითვლება,სხვა,მაშინ შესაძლოა მასზე უფრო უკეთესი ფეხბურთელებისაგან განსხვავებით.ლეგენდობას,ტიტულები კი არა,სულ სხვა რამე სჭირდება!დინამოს აკადემია,კარგად მუშაობს,ფაქტია რომ კარგ ფეხბურთელებს ზრდის,კანკავა სწორედ დიდი დინამოს ფეხბურთელების ფსიქოლოგიური წონასწორობისათვის იქნება საჭირო.ვერც მასთან ერთად მოწყვეტენ,ციდან ვარსკვლავებს,მაგრამ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში კი ნამდვილად დაეხმარება ამ ბიჭებს.თავის დროზე,დინამოში ავსტრალიელი ცენტრალური მცველი,ნეტ ზელიჩი მიიყვანეს,რომელსაც საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი ჰქონდა ნათამაშები და დინამოში კარიერის ჩასამთავრებლად გადმოვიდა.სწორედ მის გვერდით ჩამოყალიბდა გურამ კაშია ისეთ ფეხბურთელად და პროფესიონალად,როგორიც დღეს არის.ერთია როცა გელაპარაკებიან და მეორეა,საკუთარი თვალით რომ ხედავ!სწორედ ეს არის ჯაბას ფუნქცია დინამოში!რაც შეეხება სპორტულ დირექტორობას და სელექციონერობას,მაგას სხვა ცოდნა უნდა და როცა დრო იქნება,თუ ჯაბა მოინდომებს,უმუშევრად არ დარჩება.შესაძლოა ეს დაბრუნება,მაგასაც გულისხმობს სამომავლოდ,თუმცა დღეს ის ფეხბურთელის რანგშია მოსული,მომავალ წელს დინამო ევრო თასებზე არ თამაშობს და შესაბამისად მისი ამოცანა,სწორედაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის დახმარება და მაგალითის მიცემა იქნება. პ.ს.მე რაც დავწერე,კარგი ფეხბურთელის და კიდევ უფრო უკეთესი ადამიანის,ჯაბა კანკავას ღირსების დასაცავად დავწერე და სამართლიანადაც დავწერე,შენ კი,რაც დაწერე, პირადი შეურაცხყოფაა.ჩემს პოსტებს კითხულობ,შესაბამისად უნდა იცოდე,რომ პატარა ბიჭი აღარ ვარ და მაინც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართე.მეც ვკითხულობ შენს პოსტებს და სხვებზე ჭკვიანად რომ გთვლი,სწორედ ამიტომ ვუპასუხე ამ ხალხს,შენი პოსტის პასუხით.აღმოჩნდა რომ ვერც შენ გაიგე,რისი თქმა მსურდა.ჩემს პასუხს რომ პასუხობ,კანკავა კარგი და წესიერი ადამიანიაო,კარგსა და წესიერ ადამიანს,ასეთი პოსტებით უნდა მიმართავდეს ვინმე?არასოდეს არავისზე წამოსცდენია საყვედური,არც ლაპარაკი უყვარს,მაგრამ ფეხბურთთან თუ ახლოს ხარ,წესით ისიც უნდა იცოდე,რომ საფრანგეთიდან ფსიქოლოგიური პრობლემების გამო წამოვიდა.მაშინაც დაუმსახურებლად აწყენინეს და გულში დაგუბებულმა დარდმა, კინაღამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულებინა.უმადურობაზე დიდი ცოდვა არ არსებობსო,უთქვამთ,ჩვენ კი სწორედ თავგადადებულებს ვერჩით ყველაზე გამეტებით,ჩვენზე უკეთესები რითი არიანო.ერთი ამას გააზრებულად აკეთებს,სხვები კი,მის ნათქვამს იმეორებენ,ყოველგვარი გააზრების გარეშე და ზომბირება სხვა რაღაა?ჯაბა კანკავას ჩვენი დაცვა სჭირდება და ყოველთვის შევეცდები ამის გაკეთებას.იმედია შენც გაიაზრებ და პოზიციას შეიცვლი.შურაცხყოფაზე არ გიპასუხებ,ჩავთვალოთ,რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

• pepelu

სოსო როგორ გეტყობა დინამოსთან შეხება არ გაქვს. ალბათ არც ფეხბურთთან და ზოგადად ეზოში ფეხბურთის გარდა ალბათ ყველაფერს გათამაშებდნენ :)))))))))) რა ბავშვების გასახდელი ბიჭო დინამს საბავშვო აკადემიას არანაირი შეხება არ აქვს დიდ დინამოსთან სანამ დიდ გუნდში არ გადავლენ კონკრეტული ფეხბურთელები!!! 200 ლარს ახდევინებენ ბავშვებს და კაი დედის შვილია ვინმემ გადასახადი დააგვიანოს ათასი კაცი გირეკავს :)))))))))) რა გასახდელი და რას არომანტიზებ? კანკავა კარგი და წესიერი ადამიანია მარა ლეგენდარული კაპიტანი არ არ არის ლეგენდა კაპიტნები იყვნენ ბასა, ხურცილავა, მაჩაიძე, ჩივაძე, თუნდაც ცხადაძე რას მიაცვ-მააცვამთ?!!!! გავლენ ევროპაზე და განახებენ მაგ ლეგენდარულ 40 წლის კაპიტანს რასაც უზამენ. თუ პატივისცემა უნდათ მიიყვანონ ჯაბა სპორტულ დირექტორად და ჩააბარონ ტრანსფერები და სელექცია!!

• pepelu

ჯაბა არის თავდაუზოგავი, სამაგალითო ფეხბურთელი მაგრამ როგორც კაპიტანი და ზოგადად ფეხბურთელი ლეგენდასთან ახლოსაც არ არის!!!!!

• საქართველო

დოლიძე ჰყავდეს კიდევ დიდხანს გვერდით და კარში ოთარ გაბელიასაც ჩააყენებენ. აგერ მე და აგერ თქვენ რამოდენიმე თვეში ჯაბას გააგიჟებენ და გააქცევენ გუნდიდან

• gio gio

რა თქმაუნდა ჯაბა ძველ კონდიციებში არაა,მაგრამ მის გვერდით თამაში და გამოცდილების გაზიარება თუნდაც ერთი ზეზონი,ნამდვილად გამოადგებათ ახალგაზრდა დინამოელებს,მითუმეტეს ჩვენს მაჩანჩალა ჩემპიონატში ძალიან ჭირს საშუალო დონის ფეხბურთელების ჩამოყვანა და კიდევ თავი შეიკავეთ ქართველი ვეტერანი ფეხბურთელების უსამართლო ლანძღა გინებისგან.

• Რერო

არ მინდა ვინმეს ვაწყენინო,მაგრამ ვერ ვხდები რატომ უწოდებენ კანკავას ლეგენდარულ კაპიტანს,რა მოიგო და რა მნიშნელოვან წარმატებას მიაღწია რომ ამხელა ტიტულით მოიხსენიებთ. რაც მაგ წავიდა ნაკრებიდან მას შემდეგ ათამაშდა გუნდი.ფაქტები მეტყველებენ ამაზე......

• იბერიელი იგივე რომა იგივე 555-ს

ლეგენდარულის მნიშვნელობა იცი?

• Pele

Satnoebis saxlia dinamo

• გიო

დიდი მადლობა ჯაბა რაც ნაკრებისთვის გააკეთე, ჩემი აზრით ჯაბა უნდა იყოს ფიზმომზადებაში, რათქმაუნდა მე არ მინახია მაგრამ თურმე ისე ვარჯიშობდა რო პირდაღებულები უყურებდნენ თანაგუნდელები, ეს კაცი მაგალითია სამშობლოს სიყვარულის და ვაჟკაცობის, ჯერ დაუკვირდეთ რაც გააკეთა ევროპის ჩემპიონატის წინ, მე კი მეწყინა მისი გადაწყვეტილების მაგრამ თვითონ რო ჩათვალა საჭიროდ ესეიგი მასე იყო საჭირო, ჯაბა გვიყვარხარ და მუდამ გვემახსოვრები

• სოსო

ყველა ნატრობს,ვარსკვლავები,ასაკში რომ შევლენ,სამშობლოში დაბრუნდნენ და ახალგაზრდებს გაუზიარონო,გამოცდილება.აგერ დაბრუნდა,ერთერთი უდიდესი პროფესიონალი და დამსახურებული ფეხბურთელი,საქართველოს ნაკრების კაპიტანი,წლების განმავლობაში და ფეირ პლეის წოდების მატარებელი,ადამიანის გადარჩენისათვის.ადამიანი,დინამოს ბავშვებისათვის გასახდელში თუ მოედანზე,მამასავით რომ იქნება და რაც აქ კომენტარებია,ეგ არის შეხვედრა?!სამარცხვინო კომენტარებია,თუმცა არ მიკვირს,ისეთი ხალხი წერს,რომლებსაც არც საქართველო უყვართ,არც ფეხბურთი,არც ადამიანობისა გაეგებათ რაიმე და არც დამსახურებული ადამიანსათვის პატივისცემისა.ზომბების ბრბოა,აზროვნება რომ არ აქვთ და ვიღაცის ჩაგონებულ ბრძანებას ასრულებენ,გამორთული ტვინებით.

• დიმო

დინამოსთან ერთად გამარჯვების გზებზე გევლოს კაპიტანო!

• Star lord

ქინქლაძეს როდის ვიმატებთ?

• სოსო

ნეტავი შემოდგომითვე დაბრუნებულიყო.ასეთი ფეხბუთელის,პიროვნების გვერდით ცხოვრება და თამაში,ახალგაზრდებისათვის საუკეთესო სკოლაა!

• ვახტანგი

ჩივაძეც დაიმატეთ რა და ლეგიონერი ვინმე ძლიერი, რობერტო კარლოსი დაცვაში და თავდასხმაში შევჩენკო

• იბერიელი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენო ლეგენდარულო კაპიტანო , მჯერა თქვენი მოსვლით დაიწყება დინამოს ახალი წარმატებები , მჯერა კაშიაც დაბრუნება ,მე ორმოცდაათი წელზე მეტი ხნის გულშემატკივარი გისურვებთ წარმატებებს, მადლობა ყველას

• ნიკო

ამბობენ ვორონეჟში გამდიდრებულმა დიდმა ფიფომ ჩემი სამშობლო შიგ ევროპაში უნდა წავიყვანო აბა ნორმალურ ადამიანს რუსეთისკენ როდის გაუხედიაო და ევრო ტურნირებზე უნდა ვასახელო ჩემი სამშობლოო, დინამოს ძველი დიდება უნდა დავუბრუნოო ამიტომაც მომყავს კანკავაო თუმცა ეს ჯერ არაფერიაო მალე უდიდეს ტრანსფერს ვამზადებ დაცვას ვაძლიერებ თენგიზ სულაქველიძის დამატებით ხოლო თავდასხმაში რევაზ ჩელებაძეს მოვიყვანო, თან ამ გამოცდილ ფეხბურთელებს ჩვენი აკადემიის ბიჭებს რომ დავუმატებთო განსაკუთრებიტ ბუდუჩნოსტის სოფლის აკადემიასთნა განადგურების შემდეგ ბიჭები ისეთი გაბრაზებული და მოტივირებული არიან აუციელბლად შედეგს მოგვცემსო, ასევე მენეჯმენტში წესიერების სიმბოლო შოთა არველაძეს დავუძახებო ნაცების დროს ნემსაძეს ნახევარ საათში გადადგომა რომ აიძულეს მაშინ უბრალოდ გაციებული იყო და ეს უსამართლობა არ გაუგიაო მერე უკვე რეზომ გვიან უთხრაო თორემ ხომ ხედავთ როგორ ხმალ ამოღებული იბრძვის მაშინაც მასე იბრძოლებდაო, ასე რომ დიდი წელი გველის დინამოს გულშემატკივრებს.

• პორტო

ტრა-კი კომედიაა!! ზოგადად რომანა ფიფიას მოღვაწეობა არის ტრა-კი კომედია!!!

• aaa

რაღა დროს კანკავაა. მორიგი პიარი ფიფიას მხრიდან.

• pepelu

კაკაშვილი და 40 წლის კანკავა? სერიოზულად?

• ტტტ

ტრაგი კომედიაა რა.

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს

ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს

რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა

ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა

ვინ ჩაანაცვლებს კანკავას და იქნება სია 26-კაციანი?

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

ცვლილება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა