თურქეთში, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა და A დივიზიონის მძლავრ წარმომადგენელ სერბეთთან დაძაბულ ბრძოლაში – 69:77 დამარცხდა. თამაშის დასრულებამდე 4:33 წუთით ადრე ჩვენი გუნდი 62:59 იგებდა. დარჩენილ დროში სერბებმა ლიდერობა მოიპოვეს და დასკვნით წუთებში გამოჩენილი მეტი სიზუსტის ხარჯზე გამარჯვებას მიაღწიეს.

ნიკა ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, რომელსაც ასისტენტობას გიორგი გოგალაძე და ბექა ბექაია უწევენ, საქართველოს ნაკრებმა ღირსეული ბრძოლა აჩვენა. სადებიუტო პერიოდის 19:23 წაგების შემდეგ ჩვენიანებმა მეორე მეოთხედში თამაში გამოასწორეს და ათწუთეულის დასრულებამდე წუთით ადრე 4 ქულით – 41:37 გალიდერდნენ. ბოლო წამებზე სერბმა ოგნიენ სიმიანოვსკიმ სამქულიანი ჩააგდო და საქართველო დიდ შესვენებაზე მინიმალური ლიდერობით გავიდა.

მესამე პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, რომლის დასრულებისას სერბებმა იყოჩაღეს და ათწუთეული 14:11 მოიგეს. ბოლო პერიოდის წინ სერბები 2 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა თამაშის განახლებისას ქართველებმა დავით ტრაპაიძისა და იური კვირიკაშვილის შედეგიანობით ლიდერობა დაიბრუნეს.

მატჩის დასრულებამდე 4:33 წუთით ადრე საქართველოს ნაკრები 62:59 იგებდა, თუმცა დასკვნით წუთებზე სერბებმა მეტი სიზუსტე და მობილიზება გამოავლინეს, რის ხარჯზეც გაიმარჯვეს კიდეც. საბოლოოდ საქართველომ შეხვედრა 8 ქულით დათმო. ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი საბა პატაშურმა დააფიქსირა – 18 ქულა, 6 მოხსნა. 16 ქულა დააგროვა დავით ტრაპაიძემ, იური კვირიკაშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.

თურქეთის საერთაშორისო ტურნირის კიდევ ორმა მონაწილემ ჩვენს მერე ითამაშა. თურქეთმა რუმინეთის ნაკრები 101:63 სძლია რუმინეთს. საქართველოს ნაკრები 25 იანვარს სწორედ რუმინეთს დაუპირისპირდება.

GBF.GE

მოროშკინა
ვიქტორ აბუ-დაბელი. სანიკიძე
გამეცინა კომენტარზე, მაგრამ
პირველად თამაშობს საერთოდ გუნდი, აქამდე არასდროს უთამაშიათ ერთად და სერბეთის ნაკრები აჯახეს ეგრევე!

ფედერაციის პრეზიდენტს კი სულ არ აინტერესებს ქართული კალათბურთი,აბუ დაბიში ქოლდფლეის კონცერტებზე დადის!!სპორტის სახეობაც შეიცვალა UFC-ს გამოდის ახლა!
მწარე
როგორ გვანან შვილები მამებს. ესენიც ბოლო წუთებზე აგებენ.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ოვერტაიმში, ბოლო წამებზე ფინეთთან განცდილი მარცხი და მომდევნო მეტოქე ხორვატიაა
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა