საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მეტოქე დანიამ შემადგენლობა დაასახელა. პრინციპში, დანიის შემადგენლობაზე საუბრისას ერთი რამეა საინტერესო: ითამაშებს თუ არა შეივონ შილდსი – დანიური პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელი, რომელსაც სკანდინავიური ქვეყნის ნაკრების მაისურით ერთადერთხელ, 2017 წლის ევრობასკეტის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში უთამაშია. როგორც ჩანს, მან დანიური პასპორტი ევროპაში გზის გასაკვლევად და კარიერის ასაწყობად მიიღო, სანაცვლოდ კი დანიის ეროვნული ნაკრებისთვის თითქმის არაფერი გაუკეთებია.

შილდსს ელოდნენ 1 წლის წინ, საქართველოსთან მატჩისთვის და მაშინ, როგორც ახლა, ის ოფიციალურად გამოქვეყნებულ შემადგენლობაში ფიგურირებდა. შილდსი არ ჩავიდა ნაკრებში სათამაშოდ არც წინა, ნოემბრის ფანჯრისას, როცა დანიელებმა სერბეთთან ორივე შეხვედრა წააგეს. ჩამოვა შილდსი თბილისში? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა დღეს არავის არ შეუძლია.

შეივონ შილდსი 30 წლისაა და ამერიკაში, სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობა რომ დაასრულა, პროფესიული კარიერა ევროპაში, გერმანულ “სკაილაინერსში” დაიწყო. ცხადია, ის 2016 წლის დრაფტზე არ აირჩიეს და როგორც ამერიკელი კალათბურთელების უმეტესობა, კარიერის ასაწყობად ევროპა აირჩია. დანიური პასპორტი შილდსს დაეხმარა, ამერიკელებზე დაწესებული ლიმიტი მასზე არ გავრცელებულიყო და “სკაილაინერში” გატარებული სეზონის შემდეგ იტალიურ “ტრენტოში” გადავიდა, სადაც ასევე 1 სეზონი გაატარა და მოხვდა ესპანურ “ბასკონიაში”, სადაც ლიდერი თორნიკე შენგელია გახლდათ. 2 წელი “ბასკონიაში” და შემდეგ შილდსი მილანის “ოლიმპიაში” გადაბარგდა და დღემდე იქ თამაშობს.

სხვათა შორის, შილდსი და შენგელია დღეს ერთმანეთს შეხვდებიან – მათი გუნდები იტალიის თასის გათამაშების მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან: “ვირტუს ბოლონია” “ოლიმპია მილანოს” წინააღმდეგ.

დანიის ნაკრებში სისტემატურად თამაშობს იფე ლუნდბერგი, რომელიც შენგელიას გუნდელი იყო “ვირტუს ბოლონიაში” და მიმდინარე სეზონის წინ სერბულ “პარტიზანში” გადავიდა. დანარჩენები იგივენი არიან, რომლებმაც საქართველოს ნაკრები 1 წლის წინ ნესტვედში დაამარცხეს და ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდს ევრობასკეტზე ზედიზედ მე-6-ედ გასვლა გაურთულეს. საქართველომ მას შემდეგ ფინეთი ორჯერ დაამარცხა და ისევ დანიას ხვდება, რომელთან მატჩიც გადამწყვეტია ჩვენი ნაკრებისთვის – 21 თებერვალს, დანიის თბილისში დამარცხების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ევრობასკეტზე გავა.

დანიის 13-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ბაკარი დიბა (ჰაიდელბერგი, გერმანია), იფე ლუნდბერგი (პარტიზანი, სერბეთი), მარკუს მიოლერი (უნიკახა, ესპანეთი), სილვესტერ ბერგი, დარკი იუკიჩი (ორივე – ბაკენ ბეარსი), იონას ზოჰორა (შიაულაი, ლიეტუვა), ლიამ ჩერჩილი (ჰორსენსი), მადს ბონდე (გიპუზკოა, ესპანეთი), კევინ ლარსენი (ალიკანტე, ესპანეთი), ფრედერიკ დრეიერი, ტობიას იენსენი (ორივე – ულმი, გერმანია), გუსტავ კნუდსენი (შარლერუა, ბელგია), შევონ შილდსი (მილანი, იტალია).

GBF.GE

მასტერსას
ჰო, სერიოზული იგროკია.
მასტერს
სტატისტიკა ამ სეზონზე: საშუალოდ 28 წუთში, 11.2 ქულა, 3.2 მოხსნა, 2.8 პასი, 0,7 ჩაჭრა, 11.7 ეფექტურობა, სამიანს ისვრის 42 პროცენტით - მგონი აჯობებს, ამჯერადაც არ ჩამოვიდეს. :) :)
რრრ
სტატისტიკა რა აქ ამ შილდს მილანში ეგეც დადეთ.
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
საქართველოს ნაკრები დანიასთან გადამწყვეტი მატჩისთვის სამზადისს შეუდგა
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
რა მატჩი, რა ემოციები - საქართველოს ნაკრებმა დანია დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე! [VIDEO]
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნული ნაკრების გენერალური შეკრება 18 თებერვლიდან 15 კალათბურთელით იწყება
საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა - დანიამ ჯერ შილდსის გარეშე
ფინალის ტოლფასი მატჩი - ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა