ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო გოლითა და საგოლე პასით კი ვხარობთ, თუმცა მოკლე დროში პსჟს მორიგი მატჩისთვის ვემზადებით, რომელიც ქართული დუელიცაა. დღეს, 23 თებერვალს, 23:45 საათზე, 23-ე ტურში, ლიგა 1-ის ლიდერი (მარსელმა წააგო და მეორეადგილოსანთან სხვაობა პოტენციურად 13 ქულაა) და დაუმარცხებელი პარიზელები სამეულისთვის მებრძოლ, გიორგი მიქაუტაძის "ლიონს" "პარკ ოლიმპიკზე" (56 186) ესტუმრებიან.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. მიქაუტაძემ დონარუმას კარი აიღო, რასაც მათ შორის მცირე ინცინდენტიც მოჰყვა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტოს დაუბრუნდა და შედეგიანობაც (სულ 6 გოლი, 1 საგოლე პასი) მოვიდა, მწვრთნელშეცვლილი გუნდიც უკეთ ათამაშდა. ასე რომ ლუის ენრიკეს ბიჭებს სერიოზული გამოცდა ელით. იმედია, ლაკაზეტის (მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა) ავტორიტეტი პრინციპული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მის დაბრუნებაზე არ იმოქმედებს. თანაც, ის ბოლომდე მზადაც არაა.

მას შემდეგ, რაც პსჟ გრანდი გახდა, ამ გუნდების ურთიერთთამაში მათი დიდი დომინაციით მიმდინარეობს. იყო რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა. ბოლოს ლიონელებმა დედაქალაქელები მისსავე მოედანზე რომ დაამარცხეს, გამარჯვების გოლი ბრედლი ბარკოლამ გაიტანა, რომელიც ახლა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუტევს. სხვა წარმატებული გამონათებები მაშინ იყო, ლიონელებს "ნაპოლის" ექსთავკაცი რუდი გარსია რომ ავარჯიშებდა. ამ დაპირისპირებას არც გაძევებები აკლია, დანი ალვეშის წითელი ბარათიც გვახსენდება.

მიქაუტაძე და დონარუმა

რასაც ველოდით, პარიზელთა რიგებში როტაციაა, რაც ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა როგორც წერენ, ლუის ენრიკემ იქნებ აქცენტი ბირთვის გამოკვეთაზე გააკეთოს. რადგანაც ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე 90 წუთი ითამაშა, ეს მისი დასვენების შანსებს ზრდის. ამავდროულად, ის ადაპტაციის პროცესს სრულად გადის. აშკარად ჩანს, როგორც "კვარა", ასევე ბარკოლა მარცხნივ თავს უკეთ გრძნობენ. სხვა დროს როგორც არ უნდა გადაწყვიტოს, იმავე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლუის ენრიკეს ამ საკითხზე დილემა აუცილებლად დაუდგება. ვნახოთ, რა იქნება ახლა და რა შუა კვირაში, თასის მეოთხედფინალში, სამოყვარულო კლუბ "სტად ბრიოშინთან." დიდი ხანია, გუნდს ერთკვირიანი დასვენების შესაძლებლობა არ ჰქონია.

საოცარი სერიის შემდეგ, უსმან დემბელეს ორი მატჩია არ გაუტანია. იმედია, მისი ფორმის პიკს არ გადაუვლია და დარჩენილ დროშიც შედეგიანი იქნება. ზაირე-ემერის დაბრუნება საკმაოდ გადაიდო. ლიონელთა მხარეს, როგორც ნუამაჰი, ასევე ტოლისო და ჩერკი, კარგ ფორმაში შევიდნენ.

მოგეხსენებათ, ორივე გუნდი ევროტურნირის მერვედფინალებისთვის ემზადება. რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველს საფრანგეთში - "სენტ ეტიენი" (ზურიკო დავითაშვილის ორი საგოლე პასი) - "ანჟე" 3:3.

პარიზელთა შეხვედრის მთავარი მსაჯი 37 წლის ერიკ ვატელიეა, რომელიც მათ მატჩზე ნაკლებადაა, ორ თებერვალს ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს" მოემსახურა, 11 იანვარს კი "ბრესტი" - "ლიონი" (2:1) განსაჯა.

alexandre
ძლივს არ გავიგე რამდენი სომეხია საიტზე. 3 ყოფილა, ცავატანემ
tngh
წარმატება ყველა ჩვენს ფეხბურთელს... განსაკუთრებით ნაკრებს!!!
ქეთი
დღევანდელ მატჩში მე ლიონის გამარჯვებას ვისურვებდი, რადგან გიორგის გუნდს ამ ეტაპზე უფრო მეტად სჭირდება ქულები. იმედია, ჩვენი ბიჭები გოლებით გაგვახარებენ. წარმატებები მათ!
იბერიელი
ამ მატჩში მინდა ფრე, გოლის ავტორები, კვარაცხელია, მიქაუტაძე, წინ ქართველებო გამარჯვებისკენ, გენაცვალეთ,
ობლაკი
არც ერთი იყო იტალიელი და არც მეორე ფრანგი! ორივე ჩვენი ჯიგრები არიან… ხვიჩამ და ჟორჟმა გაიტანონ და ანგარიში არ მადარდებს.
აირავიცი
არ იდარდო. არც შენი აზრი გვაინტერესებს ხალხს და არც იმისი
zura222
ის საქონელი 555 ისევ წერს ჩემი სახელით რაღაცა სისულელეებს
tngh
წარმატებები ყველა ქართველ ლეგიონერს და საქართველოს ნაკრებს!!!
მ.ჯ
ყაველამ რაო?
Სურენ222
დაელოდე ორივეს გაუტანს!
alexandre
დიდება უფალს! რას ვეღირსე! საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარ მატჩში, თან პსჟ - ლიონი!!! - ორივე გუნდში მთავარი შემტევები ქართველებია! წარმატებები ორივეს, განსაკუთრებით მარტის ბოლო დეკადაში
N
ლივერპული არ იყო, კვარამ თავ-ყბა რომ ჩამოახია ნეაპოლში?! იმ მომენტებს აქამდე ატრიალებენ youtube-ში.
სურენ ორასოცდაორს
მინდა შეგახსენოთ ხვიჩამ უკვე მოუგო ლივერპულს ოთხით ერთი,ნაპოლის შემადგენლობაში, პსჟ,კი გაანადგურებს,ამ შემადგენლობით,
222
ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის არსებობაში. აშკარად საჭირო იყო )))
გოჩა
აბა რა,მასეთი გამართლება მე არ მინახია.რატომღაც მე არავინ მიხდის წელიწადში 10 მილიონ ევროს.კი არ გაუმართლა პირიქით მაგ ადგილიდან ბევრ სხვას შანსი,რომ მიცე 100-დან ერთს ვერ გაიტანს და ხვიჩა დარწმუნებული ვარ 100-დან 90-ს გაიტანს
ზურას
ზურა შე საქონელო
zura222
კვარას გუშინ წინ გაუმართლა, აბა ბარსას და ლივერპულის წინააღმდეგ ითამაშოს მასე თუ მართლა მაგარია DDD
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ მატჩში ვერ ითამაშა
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
ოსიმენი "განვადებით" - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რეალთან" მატჩში?
"დომინანტი გუნდი ვართ" - ლუის ენრიკე "ბარსას" ფანების მილოცვებს ვერ აუდის
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?
ლუის ენრიკე: პაჩოს შემთხვევაში წითელი ბარათი იყო, ერნანდესის გაძევებისას კი...
"ასეთი ჯილდოები არ მაინტერესებს, მაგრამ..." - რა თქვა ლუის ენრიკემ
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
მიქაუტაძე თუ კრსტოვიჩი? - რომში ორი ვარიანტი აქვთ
მიქაუტაძე პრემიერლიგაში? - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ქართველზე წერს
"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე
მიქაუტაძის სანაცვლოდ "რომაზე" 2 მილიონით მეტი შესთავაზეს - ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
ოფიციალურად: "ლიონი" მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს
ლუის ენრიკე: ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
3:0. პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "რეალს" ამარცხებს
ტრანსფერზე ხმების პარარელურად - მიქაუტაძემ "ლიონში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] პსჟ GALACTICS! - "კვარას" გუნდმა "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა