ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს 5 ლელო გაუტანეს და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ შეცდომების ფონზე საწადელს ვერ მიაღწიეს.

რადგან ეს 2025 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი თამაში იყო და მის ძირითად მიზანს მორაგბეთა საქმეში ნახვა და სელექცია წარმოადგენდა, "უმცროს ბორჯღალოსნებს" განაცხადში 37, ხოლო აფრიკელებს 30 მოთამაშე ჰყავდათ. მთლიანობაში, ეს იყო ხარისხიანი ტესტი, რომელმაც სამწვრთნელო შტაბს დაანახა როგორც ძლიერი, ასევე შედარებით სუსტი მხარეები.

"ავჭალაზე" გამართული მატჩის საწყის 20 წუთში თამაშის დალაგება გაგვიჭირდა. ბურთს უმეტესად მეტოქე აკონტროლებდა. სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ კონტაქტის არეში, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი შეცდომებით ისარგებლეს და სამი ლელოთი, 19:0 დაწინაურდნენ. ტაიმის შუაში პირველად გადავედით მეტოქის ნახევარზე, ბურთზე კონტროლი დავამყარეთ, აფრიკელები ორჯერ დავაჯარიმეთ და 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი შოთა ხელაძის პირველი საპასუხო ლელოთი დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მოლით და დერეფნიდან გათამაშებული კომბინაციით მოგვიანებით ლელოები კიდევ გავიტანეთ, მანამდე კი მოედნის ცენტრში ლევან კეპულაძემ მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა, ოვალს თავად დაეუფლა და ლელოში საბა ლაღაძე დაგეზა. დავით წიკლაურის გარდასახვები არაზუსტი იყო.

ნელ-ნელა თამაში დავალაგეთ და 34-ე წუთზე ჩამორჩენა კიდევ უფრო შევამცირეთ. ამჯერად აფრიკელები მოლში კარგად დაგვიხვდნენ, მაგრამ საქმეში ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთვნენ და ბექა ნეფარიძემ მესამე ლელო გაიტანა, წიკლაურმა კი ძელის გავლით გარდასახა. ზედ შესვენების წინ აფრიკელებმა კიდევ ერთხელ ისარგებლეს კონტაქტის არეში უპირატესობით, 22-ში ეტაპობრივად წინ წაიწიეს და ლელოს ზუსტი გარდასახვაც მიაყოლეს - 17:26.

მეორე ტაიმი საქართველოს შეტევებით დაიწყო და 49-ე წუთზე დერეფნიდან გათამაშებული კარგი კომბინაციის შემდეგ მეოთხე ლელო გავიდა. სტუმრები მოლით შეტევას ელოდნენ, მაგრამ ბურთი საბა ლაღაძეს ჰაერიდანვე ჩამოუგდეს, მანაც მოკლე ფრთაზე შეუტია და დუბლი შეასრულა. გარდასახვა ამჯერადაც ძელს მოხვდა.

შემდგომი 10-15 წუთის განმავლობაში მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. აფრიკელები ხშირად ჯარიმდებოდნენ და 10 წუთით მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ, რითაც 64-ე წუთზე ვისარგებლეთ. ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ნუგზარ ქევხიშვილმა სისწრაფეში მიიღო გადაცემა, მცველთან კონტაქტში შევიდა და ბურთი ისე დაამიწა, გიორგი ჯაშმა კი გარდასახა და 3 ქულით დაგვაწინაურა.

სტუმრებმა ლიდერობა 3 წუთში დაიბრუნეს, ფრთაზე მეტოქემ ორ მცველს იოლად აუარა გვერდი და მარტივი ლელო გაიტანა, შეხვედრის მიწურულს კი მეტოქემ მიზანს მეექვსედაც უწია და 38:29 გაიმარჯვა.

"უმცროსი ბორჯღალოსნებისა" და სამხრეთ აფრიკის სერიის მეორე მატჩი 28 თებერვალს "ლელო არენაზე", 15 საათზე დაიწყება.

ორმატჩიანი ტესტ-სერიის პირველი შეხვედრა

თბილისი. „ავჭალა“.

საქართველო - სამხრეთ აფრიკა 29:38 (17:26)

საქართველო:

ხაზი: 15. ანდრია ნიქაბაძე (წიქარა), 14. გივი სოსელია (ხვამლი), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. დავით წიკლაური (ხვამლი);

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. გიორგი კაკალიაშვილი (ვალო), 4. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 5. გაგა მარგველაშვილი (რასინგი), 6. საბა ლაღაძე (აია), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. ბექა ნეფარიძე (ხვამლი), 17. ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), 18. ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), 19. ლევან კეპულაძე (ბორდო), 20. გიორგი ხუროშვილი (ლელო), 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია); 24. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 25. ანრი შველიძე (ბრივი), 26. ირაკლი უსუბიანი (სურენსი), 27. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 28. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 29. თემურ წულუკიძე (ოიონა), 30. ანდრო დვალი (პერპინიანი), 31. დავით ბარამია (ტულონი), 36. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 37. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 38. გიორგი ჯაში (არმია), 39. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 40. ლუკა კეშელავა (არმია), 41. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, რატი შანიძე, გიორგი ბეგაძე, ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge

• დათო

აქ მოთამაშეთა სელექციაზეა პრობლემა, შემდეგი თამაში შემთხვევით არაა ლელოს არენაზე, ფაქტიურად ლელოს ბაზაზე იქნება ასაკობრივი ნაკრებები. კი ბატონო კარგი სკოლა აქვთ მაგრამ სხვები იჩაგრება. როგორც ვიცი აია ლიდერობს ა ლიგაში, და ყველა ასაკობრივ ჩემპიონატებში ერთერთი ლიდერია, ერთი კაცია მარტო 20 წლამდელთა ნაკრებში. კარგია რომ ხვამლი გამოჩნდა და ცოტა დააბალანსა სიტუაცია, თორემ ლელოს ნაკრები იქნებოდა მთლიანად

• სოსო

ეს მაინც სასელექციო მატჩი იყო,შეკრებაზე,ბიჭები სულ რამდენიმე დღის წინ შეიყარნენ და ცხადია გუნდურ თამაშში დიდი პრობლემები გვექნებოდა.ასეც მოხდა!ძალიან იოლი ლელოები გავუშვით,თუმცა ჩვენც 5 ლელო გავიტანეთ და კარგი მომენტები,ჩვენც საკმაო გვქონდა.წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე,აფრიკელებთან გამარჯვებაც შეგვეძლო,მაგრამ მისი სიახლოვე რომ ვიგრძენით,როგორღაც ავირიეთ და გამარჯვების ნაცვლად,მწარე მარცხი ვიწვნიეთ,თანაც ისე,რომ თუნდაც ერთი ლელო რომ კიდევ დაგვედო,საუკეთესო ოთხეულში,ჩვენ ვხვდებოდით.აქაც აშკარად ჩანს,რომ ბიჭებს მეტი შეუძლიათ,მაგრამ აფრიკელებმა რაღაც ნიუანსები იციან,ჩვენ რომ არ ვიცით და იმ წვრილმანებს,ლელოებად გარდაქმნიან.28-ში განმეორებითი თამაშია,იქ ჩვენ გაცილებით უფრო შეთამაშებულები ვიქნებით და ვფიქრობ,აფრიკელებიც უფრო მობილიზებულები იქნებიან.ასე რომ, კიდევ უკეთეს თამაშს ვნახავთ.აღმოჩნდა,რომ ამ ნაკრებშიც ფეხით კარგი დამრტყმელების პრობლემა გვაქვს და ეს უკვე მთლიანად ქართული რაგბის პრობლემად იქცევა.ლადო კილასონია და მთელი მწვრთნელთა გუნდი ძალიან კარგად მუშაობს და უკვე წლებია ამტკიცებს,რომ 21 წლამდელთა ნაკრები,სულ უფრო ძლიერი ხდება.მალე სარაგბო აკადემიები,კლუბებთან რომ შეიქნა,საკუთარი კადრების აღზრდასაც დაიწყებენ და მათგან მიღებული შევსება,კიდევ უფრო გაზრდის,კონკურენციას.

• დიმიტრი

არავინ იჩაგრება! ვინმემ დათვალა რამდენი მორაგბეა სხვადასხვა კლუბიდან ლელოში საფესტივალო ასაკის მერე გადასული?! წარმატებები ჩვენს ლომებს!

• გია

ჭაბუკთა ა ლიგის ცხრილში აია ლიდერობს 13 მოგებით და არცერთი წაგებით, შემდეგ ხვამლი და ლელო მოდის. ამხელა შემადგენლობაში ერთი მორაგბე რომ გეყოლება ლიდერი გუნდიდან ეჭვებს ბადებს, ყველა ასაკობრივ ნაკრებში ასეა.

• Რაგბის ფანი

ნიჭიერი ერი ვართ. რაგბი ჩვენია.

• volga volga mat rodnaia

მე რომ მოვკვდები, ჩემი შვილები შიბლეტებს გამხდიან, გაყიდიან და ვოლგას იყიდიან,,

• ბექაური

ხვამლიც იგივენაირად არის დაჩაგრული, ისევ როგორც აიაც. საბოლოოდ მხოლოდ ლელოდან წაიყვანენ მსოფლიოზე და მერე სარფიანად გაყიდიან. ახლა მოჩვენებითად დაუძახეს. ყველა ლეგიონერი ასე გაყიდეს 18 წლამდელებიდანაც და ეგენიც ლელოდან არიან ფაქტიურად. ახრჩობენ ყველა სხვა გუნდს.

• ტოტტი

სულ ლელოს და ხვამლის მორაგბეები ყავს ყველამ იცის რატომაც.მგონი აიას მორაგბეები იჩაგრებიან

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

18 წ. | ირლანდიას თამაშით ვაჯობეთ, ანგარიშით ვერა

18 წ. | ცვლილებებით და გადაადგილებებით ირლანდიასთან

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

20 წ. | თებერვალში სამხრეთ აფრიკა გვეწვევა

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან

U20. სამხრეთ აფრიკამ საქართველოს ნაკრები კლასით და სისწრაფით დაჯაბნა [VIDEO]