2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 46:28 დაამარცხა.

სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და 13:5 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ჩვენმა გუნდმა, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა, თამაში მეტ-ნაკლებად გამოასწორა და პირველი ტაიმი 17:16 მოიგო. შეხვედრის მეორე ნახევარში ქართველი მორაგბეები უკვე დომინირებდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

სამ-სამი ლელო ტაბუცაძე და კარკაძემ, თითო-თითო კი აბულაძემ და ლობჟანიძემ გაიტანეს. ტაბუცაძე 50 ლელოთი მსოფლიოს მელელოვეთა ექვსეულში შევიდა და ლეგენდარულ ანდერვუდს გაუთანაბრდა!

"ბორჯღალოსნები" ზედიზედ მერვედ, ჯამში კი მეჩვიდმეტედ გახდნენ ტურნირის გამარჯვებულები.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

საქართველო - ესპანეთი 46:28

საქართველო

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. გიორგი კვესელაძე (გრენობლი).

იხვი
"შავი ლომი" უნდა შევიდეს URC-ში და საბაზო გუნდი გახდეს ნაკრების. მაშინ საფრანგეთში მოთამაშეების გარდა გვეყოლება კიდევ 30 კაცი ტოპ-დონეზე სტაბილური თამაშის გამოცდილებით.
სოსო
ვისთანაც ათამაშებენ,იმათთან დებს და სხვა რა შეუძლია?გვათამაშონ 6 ერზე და ტაბუცა იქ დადებს ლელოებს.რამდენს? მერე ვნახავთ!ისე ფეხბურთში,პელეს დროს გაცილებით მკაცრი წესები იყო და გოლის გატანა ჭირდა,თუმცა დღეს რონალდო რომ მისი დაწევისათვის იბრძვის,ამას არავინ ითვალისწინებს.
გიორგი
გილოცავთ ბიჭებო! მაგრები ხართ! ქოქრილმა სასწაულები ვერ მოახდინა, მაგრამ გუნდი აშკარად უკეთ ბურთაობს. ეს იმის დასტურია, რომ მწვრთნელის როლი უზარმაზარია. თუ ტიერ-1 გვინდა რომ ფავუტოლდეთ, ტიერ-1 დონის მწვრთნელი დაგვჭირდება. ცხადია, უახლოეს მომავალში მეტი და მეტი ტიერ-1 დონის მორაგბეები უნდა გამოჩნდნენ.
Რაგბის ფანი
ზელანდიელებს ლელოები რომ უუქმონ და ყოველ 1 წუთში არარსებული ჯარიმა დაუდონ (რაც მსაჯმა ჩვენთან აკეთა), კიდეც მოვუგებთ.
ბელადის ფერმა
საამაყო ქართველები!
2o1
პირველზე მყოფ ისპონელსააცარ ააქვს დადებული ტოპ გუნდებთან. სდე რომ .

ლობჟანიძის ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ, ნინიაშვილის დადებული ლელო რატომღაც გაუქმდა,იტალიელი მსაჯის მიერ გამოგონილი დარღვევის გამო! რაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოსების დავალებით ხდება, ფინალურ მატჩს მეტი დაძაბულობა რომ ჰქონდეს.

ყველაფერი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოსების დავალებით ხდება! სურთ მეტი დაძაბულობა ჰქონდეს ფინალურ მატჩს.
Sabagio13
ნამდვილად მართალი ბრძანდებით, მაგრამ ისტორიისათვის მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვიმედოვნებთ სულ მალე იმ დარჩენილ 20 ლელოსაც გაიტანს და ყველანი ვიამაყებთ მისით. P.S. ვის წინააღმდეგაც აძლევენ ტაბუცას თამაშის საშუალებას, იმათ უტანს ლელოებს!
ესპანეთი
საქართველოს მორიგი გამარჯვება და თან დამსახურებული, ყველასათვის მოსალოდნელი იყო და არაფერი იყო მანდ გასაკვირი ან გასარკვევი. ვულოცავ და გილოცავთ გულით ყველას ამ გამარჯვებას! ჩემს ამ კომენტარში, კი მინდა ავღნიშნო ესპანეთის პროგრესი. ძალიან ვქომაგობ ამ მეორე ეშელონის ქვეყნებს და მიხარია როცა, პორტუგალიის და ესპანეთის ასეთ პროგრესს ვხედავ. ჩვენ რომ ზელანდიასთან ასე ვიბრძოლოთ როგორ ესპანეთმა დღეს ჩვენთან, აუცილებლად წარმატებად ჩავთვლიდით. რუმინეთმა კი ჩაყვინთა მაგრამ მინდა რომ ისევ მოუმატონ. ამ 6 ერის ლოდინში 2 თაობა დავბერდით უკვე და გვირაბის ბოლოს სინათლე ჯერ კიდევ არ ჩანს.
N
ტაბუცაძე ძალიან მიყვარს, მაგრად ვქომაგობ და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ საკითხავია, რამდენად კორექტულია მისი შედარება სხვა მსგავსი რაოდენობის მქონე დიდ მელელოვეებთან იმის გათვალისწინებით, თუ რა გუნდებთან აქვთ მათ ეს ლელოები დადებული. აი ტაბუცაძეს ექვსი ერის დონის გუნდებთან რომ ჰქონდეს 50 ლელო დადებული, სულ სხვა საქმე იქნებოდა.
S.K.K.
ამ საუკუნის პირველ ათწლეულში რამდენჯერ გავუმწარებივართ იტალიელ მსაჯებს, რომლებსაც (სავარადუდოდ) სპეციალურად გვინიშნავდნენ. ისე რომ ფინალში იტალიელის დანიშვნა არ გამკვირვებია, მაგრამ ახლა სხვა დროა! პ.ს. კომენტატორების ამდენი ღლიცინი რა უბედურებაა
zurasuxashvili
გაუჭირდებოდათ
ლეო
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს და საქართველოს გამარჯვებას! ერთიც მინდა ავღნიშნო: იქნებ ჩვენი ძალის ან უფრო ძლიერ ნაკრებს შევხვდით, ასეთი ამაზრზენი მსაჯობით ფონს ვერ გავალთ, მიკვირს არავინ, რომ არ აღნიშნავს, აქაც გვჩაგრავენ, როდემდე?! შურდეს ჩვენს მტრებს, მსაჯებიანად ვამარცხებთ!!!
ვახო.
გილოცავთ ბიჭებო! წარმატებები,წარმატებები და კიდევ წარმატებები!
გენაცვალეთ, ქართულ ჯიგრულ სულში!!!!!!!!!!
სასახელო ქართველებს, ვულოცავთ გამარჯვებას! გვიყვარხართ და სულ ასე გაგეხარებიმოთ ქართველი ერი!
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
რაგბი ევროპა | ნამატით ესპანეთისთვის
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
რაგბი ევროპა | 26-ედ ესპანეთთან
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
რაგბი ევროპა | ხუთი დანაკლისით ესპანეთში
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
რაგბი ევროპა | ესპანეთს ახალი კაპიტნით შევუტევთ