ბორჯღალოსნები 2025 წლის ზაფხულის ტესტ მატჩების პირველ თამაშში, რომელიც 5 ივლისს გაიმართება, სამყურებს დაუპირისპირდებიან. ტიერ1-ის მესამე გუნდს (შოტლანდიის და იტალიის შემდეგ), რომელიც საქართველოში ჩამოვა, მასპინძლებს „მიხეილ მესხზე“ 21:00 საათზე შეერკინება.

ზაფხულში რიჩარდ ქოქრილის შეგირდებს ორი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელით. ირლანდიელებთან ჯახის შემდეგ ისინი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ბლუმფონტეინში ადგილობრივ ფრენჩაიზ ‘ტოიოტა ჩიტასს’ ეთამაშებიან, 19-ში კი ნელსპრუიტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინაშე „მბომბელას“ სტადიონზე წარსდგებიან.

ბორჯღალოსნებს ირლანდიელებთან აქამდე 5-ჯერ უთამაშიათ და ჯერჯერობით მეტოქე სრულ უპირატესობას ფლობს. „სამყურებს“ პირველად 1998 წელს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ მეტოქემ დუბლინში 70:0 იმარჯვა. 4 წლის შემდეგ ირლანდიამ კვლავ დუბლინში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 63:14 მოიგო. 2007 წლის მსოფლიო თასზე მეტოქესთან ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ. ირლანდიელებმა დიდი ძალისხმევით 14:10 მოიგეს და ამ შეხვედრაში საქართველომ მსოფლიო თასზე პირველი (ნუგეშ)-ქულა მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მას შემდეგ ირლანდიას დუბლინში კიდევ ორჯერ ეთამაშა. 2014 წელს მასპინძლებმა ტესტ-მატჩში 49:7 გაიმარჯვეს, 2020 წელს კი 23:10 მოიგეს.

„ირლანდიასთან ტესტის ოფიციალურად დადასტურება ძალიან კარგი სიახლეა. წელს საუკეთესო ზაფხულის ტესტები გველის - 2 ყველაზე ძლიერ გუნდთან, რაც სარაგბო ერების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“ - განაცხადა რიჩარდ ქოქრილმა.

ირლანდია ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებულია. ბოლო ორი ტიტული მან 2023 და 2024 წლებში შემართა, წელს კი პირველობა საფრანგეთს დაუთმო. მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეიტინგში ის ევროპულ გუნდებს შორის საუკეთესო, მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, მეორეზე კი ახალი ზელანდია.

რაგბის მოყვარულებისთვის ორგანიზატორებმა დაგეგმეს განსაკუთრებული ფან-ზონა მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ სხვადასხვა გასართობი აქტივობებით, დააგემოვნონ გემრიელი საჭმელი და სასმელი, ასევე შეიძინონ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ატრიბუტიკა.

სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს
[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა
"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია
"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
ფინალის წინ ლუის ენრიკეს შემადგენლობის მხრივ მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
დემბელე: "კვარა" სწრაფად ხვდება, მისგან რასაც ითხოვენ
[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა
რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ანდორას მოუგო
"ახალი კვარა" - "ნაპოლი" ხვიჩას მემკვიდრის შეძენას ცდილობს
19-წლამდე ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიყოლია, მაგრამ რა ფასად?
ძალიან დიდი მატჩის დღე - ხვიჩას ეს შეუძლია!..