ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მანჩესტერმა“ საკუთარ მოედანზე „ლიონი“ დამატებით დროში 5:4 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ფონსეკამ მიქაუტაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ლაკაზეტი კი - არა. თუმცა, ქართველმა ამჯერად თავი ვერაფრით გამოიჩინა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და დებიუტში უგარტემ დააწინაურა. შემდეგ კაზემიროს დარტყმული ბურთი მეკარე პერიმ მოიგერია. „ოლიმპიკმა“ შეტევებით უპასუხა და მომენტიც შექმნა, როდესაც შერკიმ შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა, დაარტყა კიდეც, მაგრამ მეკარე ონანამ არ გაატანინა. მერე შანსი „იუნაიტედს“ მიეცა - ფერნანდეშმა ჩაწოდებული ბურთი გაზონზე დაუშვებლად დაარტყა და პერის მხსნელად ხარიხა მოევლინა, ხოლო კომპენსირებულ დროში დალოტმა გაიტანა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თავის მიერვე შექმნილი მომენტი გარნაჩომ ვერ გამოიყენა. თამაში ორმხრივი შეტევებით წავიდა, ტოლისოს გატანა ონანამ არ დანება, მიქაუტაძემ არაზუსტად დაარტყა და ფონსეკამ ვერეტუ ლაკაზეტით, ხოლო 64-ე წუთზე გიორგი ფოფანათი შეცვალა. მალე ტოლისომ ლაკაზეტის პასით ანგარიში შეამცირა, შემდეგ ტალიაფიკომ გაათანაბრა. 89-ე წუთზე ტოლისომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, „ლიონი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, ორი მატჩის ჯამში 4:4 დაფიქსირდა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.

კაცნაკლული ფრანგული კლუბი არ დანებდა, 105-ე წუთზე ონანას კარი შერკიმ დალაშქრა. 110-ე წუთზე ფოფანას მოპოვებული პენალტი ლაკაზეტმა გაიტანა. 114-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით ფერნანდეშმა სხვაობა შეამცირა. 120-ე წუთზე მაინუმ ანგარიში გაათანაბრა, 120+1-ეზე კი მაკგუიარმა გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.

„ლიონი“ მომდევნო მატჩს 20 აპრილს ჩაატარებს - ლიგა 1-ის 30-ე ტურში „სენტ-ეტიენს“ ესტუმრება.

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“

მანჩესტერი - ლიონი 5:4 (ძირ. დრო 2:2)

გოლები: 1:0 უგარტე (10), 2:0 დალოტი (45+1), 2:1 ტოლისო (71), 2:2 ტალიაფიკო (77), 2:3 შერკი 105), 2:4 ლაკაზეტი (110, პენ), 3:4 ფერნაბდეში (114, პენ), 4:4 მაინუ (120), 5:4 მაკგუიარი (120+1)

გაძევება: ტოლისო (89, ლიონი)

სხვა შეხვედრები

ლაციო - ბოდო გლიმტი 3:1 (ძირ. დრო 2:0, პენ 2:3) (პირველი შეხვედრა 0:2)

აინტრახტი - ტოტენჰემი 0:1 (1:1)

ბილბაო - რეინჯერსი 2:0 (0:0)

ნახევარფინალური წყვილები: „ტოტენჰემი“ - „ბოდო გლიმტი“ და „მანჩესტერი“ - „ბილბაო“. შეხვედრები 1-8 მაისს გაიმართება.

baggio
ნუთუ არსებობს ფეხბურთის გულშემატკივარი, ვისაც ეგ თამაში არ მოეწონა?
tngh
სულ ცოტა წლის საუკეთესო თამაში იყო... ბევრი ესეთი მატჩის ნახვას ვისურვებდი!!!
დიდი უფროსი
ჯო როგანის MMA შოუ #166 ილია თოფურიასთან https://www.youtube.com/watch?v=5RmF0ryPA-k
toy
ნუთუ მანჩესტერი ფანებს მოგეწონათ გუშინდელი თამაში 10 კაცს ძლივს მოუგეს, კი ბატონო ეგ თუ გაკმაყოფილებთ ღმერთმა მოგახმაროტ ეგეთი გუნდი.დდდდ
დიდი უფროსი
წითელი ბარათის მომენტში კონტაქტი არ იყო საერთოდ.

10 წუთში 3 გოლის გაშვება, დატრიალებულ თამაშში ... არაპროფესიონალიზმია გინდა 10 კაცი იყავი და თუნდაც 9.
ჟორა გაბრიჭიძე
60 წელზე მეტია ფეხბურთს ვუყურებ და არ მინახავს ფორტუნას 4-ჯერ შეეცვალოს თავის გადაწყვეტილება. რა იყო ეს?
ჟორა
ეს რა ჯილა გუნდია სულ ბოლო წუთებზე იგებს
ხვიჩა მაგარია!
კარგი იქნება თუ სენტ-ეტიენიც ამოტენის. თამაში ფონსეკამ წააგო, პირველ ტაიმში რომ არ დააყენა ფოფანა ჟორჟთან ერთად. ორივე სწრაფია და პირველ ტაიმსაც არ ჩააგდებდა ლიონი.
დოცენტი
გამიხარდა რომ წააგეს, რას ერჩოდნენ ჟორჟს რომ შეცვალეს? ბიჭს ყველა აიგნორებს, პასს არავინ აძლევს და როგორ უნდა გამოეჩინა თავი? ძალიან უინტელექტო მცველები ყავს ლიონს. საერთოდ ჯობია რომ ჟორჟი სადმე მაგარ გუნდში გადავიდეს. მსურველები ნაღდად ეყოლება ზაფხულში.
სოსო
ბოდო გლიმტმა პენალტებით გაიმარჯვა და სენსაციურად გამოაგდო ლაციო.რაც შეეხება ლიონს,როგორც კი დაცვაზე მიუდგება საქმე,მაშინვე ქაოსი და უხეში შეცდომები იწყება.აქაც ჩათვალეს,რომ ცოტარა იყო დარჩენილი და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავიდნენ,მაგრამ ზედიზედ სამი გოლი გაუშვეს და ამდენი შრომა და თავგანწირვა,წყალში ჩაყარეს.ლიონი მართლაც ლომი იყო შეტევაში,მაგრამ მშიშარა კურდღელი,დაცვაში.ასეთი გამომფიტავი თამაშის შემდეგ,20 აპრილს სენტ ეტიენს შანსი ექნება,ქულა,ან ქულები წაართვას ლიონს და გავარდნის საფრთხე შეამციროს.ლიონსაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში დარჩენის ამოცანა აქვს და ქულების დაკარგვის უფლება არა აქვს.ასე რომ თუ რაიმე რესურსი კიდევ შერჩათ,არაფერს დაზოგავენ სენტ ეტიენის დასამარცხებლად.
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ინტერთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარას" და პსჟ-ს სრული ტრიუმფი - ხვიჩამ ფინალში გაიტანა და "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო
[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს
[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა
"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია
"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
ფინალის წინ ლუის ენრიკეს შემადგენლობის მხრივ მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
დემბელე: "კვარა" სწრაფად ხვდება, მისგან რასაც ითხოვენ
[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა
რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ანდორას მოუგო
"ახალი კვარა" - "ნაპოლი" ხვიჩას მემკვიდრის შეძენას ცდილობს
19-წლამდე ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიყოლია, მაგრამ რა ფასად?
ძალიან დიდი მატჩის დღე - ხვიჩას ეს შეუძლია!..
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
მიქაუტაძის "ლიონი" მძიმე დღეში აღმოჩნდა - ტრანსფერების გაკეთება 1 წლით აუკრძალეს
[VIDEO] საფრანგეთში წლის საუკეთესო გოლის პრიზზე 8 ნომინანტიდან 3 ქართველი იბრძვის - როგორ მივცეთ ხმა კანდიდატებს
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა
დადასტურდა - ლაკაზეტთან ერთად "ლიონს" რაიან შერკიც ტოვებს და თვალი კვარაცხელიას პსჟ-ისკენ უჭირავს
"ლიონი" გადარჩა - მიქაუტაძის გუნდს სატრანსფერო ბანი მოუხსნეს
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს
77 მილიონი ევრო წელიწადში - ბრუნომ არაბეთიდან სარფიანი წინადადება მიიღო
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას