ლიგა 1-ის 30-ე ტურში პსჟ გასვლაზე „ნანტს“ დაუზავდა - 1:1.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ჰავრთან“ მატჩისგან განსხვავებული ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე და წამყვანი ფეხბურთელები და მათ შორის კვარაცხელია დააბრუნა სასტარტოში. „პარი სენ ჟერმენი“ უპირატესობას ფლობდა, ნება-ნება თამაშობდა, თუმცა მომენტების შექმნა უჭირდა. პირველად დემბელემ დაარტყა, მაგრამ ბურთს მეკარე კარლგრენი ადვილად დაეუფლა. შემდეგ კი დედაქალაქელები ვიტინიამ დააწინაურა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში მასპინძლები შედარებით გააქტიურდნენ და დონარუმამ კასტელეტოს არ გაატანინა. 63-ე წუთზე ლუის ენრიკემ ოთხმაგი ცვლილება განახორციელა, ხვიჩა არ შეცვალა. მერე ვიტინიამ უშედეგოდ სცადა დუბლის შესრულება. არადა, „კვარა“ უკეთეს პოზიციაზე იმყოფებოდა, თუმცა პასი არ გაუკეთა. 71-ე წუთზე ქართველი ესპანელმა მოედნიდან გაიყვანა. პარიზელები კი ძალდაუტანებლად თამაშისთვის დაისაჯნენ - ანგარიში დუგლასმა გაათანაბრა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ თავის გუნდს ძვირფასი ქულა მოუპოვა.

25 აპრილს „პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის პირველობაზე „ნიცას“ უმასპინძლებს, ხოლო 29 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გასვლაზე „არსენალს“ დაუპირისპირდება.

ნანტი. „ბოჟუარი“

ნანტი - პსჟ 1:1

გოლები: 0:1 ვიტინია (33), 1:1 დუგლასი (83)

მოცლილი
აი ზუსტადაც,არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებთ მაგათ :-) :-)
დ
საიდან მოდიხართ ეს ვაიექსპერტები, ერთი თამაშით რომ წყვეტთ გუნდის და კვარას ბედს. რა გეშველებათ, პირადში წარუმატებელ ხალხს, ერთადერთი ეს დაგრჩენიათ, რომ სხვა აკრიტიკოთ.
SIMONI
ძალდაუტანებლად კი არ ითამაშა, გუნდმა ფორმის პიკი გადაიარა და ჩავარდნა დაეწყო. კვარაც ის ემოციური მუხტი, რომელიც პსჟ-ში გადასვლისას ჰქონდა გაუქრა, ისე როგორც ნაპოლიში კარიერის დასაწყისში და ერთი ჩვეულებრი ფეხბურთელი გახლდა, რაზეც მისი ბოლო სამი თქმაშის შეფასებებიც მეტყველებს-საშუალოზე დაბალი-ერთ-ერთი უარესი გუნდში.
irakli Apkhaidze
ამ ახალ ფორმატს აკლია ქრონოლოგიური მიმდევრობა. გუშინწინდელი სტატია, დღევანდელზე მაღლაა. შესაძლოა ის სტატია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მაშინ ცალკე ადგილი უნდა ეთმობოდეს. თუ ქრონოლოგია დალაგდება, ამ ახალ ფორმატს არაფერი დაეწუნება
ჟორა
არსენალი არის ძალიან ძლიერი პსჟ ზე ერთი ყავით მაღლა,რამე უნდა მოიფიქრონ
ვინმე
გამარჯობათ, ძველ და ახალ ფორმატს შორის, ჯერჯერობით სხვაობა ისაა, რომ ახალი ფორმატი უფრო ინფორმატიულია! ძველი კი უფრო მოსახერხებელი იყო დასათვალიერებლად. არ ვიცი შეჩვეულები ვიყავით, თუ ახალსაც შეჩვევა უნდა? სამაგიეროდ ძველზე ამდენი ინფორმაცია არ იდო! მარტო ის რად ღირს, რომ მავანი ფეხბურთელი, სანამ ვარსკვლავი გახდებოდა, ბებოს გამომცხვარ ,,პერაშკები"-ით როგორ იკვებებოდა, მტელი ერთი წელიწადი იდო საიტზე, არ ახლდებოდა ინფორმაცია. ასევე, ვერ იპოვიდი ინფორმაციას, სახვადასხვა ჩემპიონატში რა შედეგებით მთავრდებოდა თამაშები, ჩემპიონატის სატურნირო ცხრილები და ა.შ.. სპორტის სხვა სახეობებზეც მეტად მწირი ინფორმაციები იდებოდა. კი არის განყოფილებები სხვა და სხვა სახეობების, მაგრამ ძირითადად რამდენიმე კვირის წინანდელი ინფორმაცია იდო ყოველთვის.
Malkhaz Arabuli
დაგვიბრუნეთ ძველი დრო))
ნათია
ასეთ ფორმატს, ერთი დღით რომ გათიშული იყო საიტი, ის ჯობდა ბევრად.
სპორტალის ადმინისტრაცია
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, მადლობას გიხდით მოთმინებისთვის და გულშემატკივრობისთვის. თქვენი აზრი და რეკომენდაციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია
სპორტალის ადმინისტრაცია
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში, მადლობას გიხდით მოთმინებისთვის და გულშემატკივრობისთვის. თქვენი აზრი და რეკომენდაციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია
მოცლილი
ამ ახალ საიტზე სტატიის წაკითხვაც კი აღარ მეხალისება,კომენტარზე ლაპარაკიც ზედმეტია-გაქრა მუზა..
რაბუ
ასე შეცვალა ფორმატი ერთერთმა საიტმა და დავტოვე. ანალოგიურს ვაკეთებ ახლა, ძალიან მიჭირს, მიყვარდა აქ შემოსვლა მაგრამ ხალისი დავკარგე ისეთი საშინელი ფორმატია.ჩემი წასვლა არაფერს დაგაკლებთ მაგრამ დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ მკითხველს დაკარგავთ ასეთი მიდგომებით. დრო გამოაჩენს როგორ შემცირდება კომენტარები, აზრის გაცვლა გამოცვლა და თვითონ საიტზე შემომსვლელთა რაოდენობა. გთხოვთ გაითვალისწინეთ თხოვნა მარტო ჩემი არა, ჩემს უკან უამრავი ადამიანია ვისაც უნდა ძველი ფორმატი.
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!