2025 წლის 26 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეული იქნა დავით კაჭარავა (57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.

აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე ჩაანაცვლა, რომელსაც ქართულ რაგბიში 4-წლიანი წარმატებული პერიოდი ქონდა. 2021 წლიდან დღემდე, იოსებ ტყემალაძის მიერ განხორციელებული რეფორმებისა თუ ინოვაციების შედეგად, საქართველოს ყველა ფორმაციის ნაკრებმა არნახული პროგრესი განიცადა. ასევე, გაღრმავდა ურთიერთობები როგორც მსოფლიო რაგბთან, ასევე ექვსი ერისა და რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის მმართველ ორგანოებთან. ახლა კი ამ საქმეს დავით კაჭარავა გაუძღვება.

40 წლის დავით კაჭარავამ მოთამაშის კარიერის განმავლობაში მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა. მისი სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტი - 122 კეპი აქვს მოხვეჭილი, გატანილი ლელოების რაოდენობით კი გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს (25 ლელო). კაჭარავა 4 მსოფლიო თასის მონაწილეა (2007, 2011, 2015 და 2019), რაგბი ევროპის ჩემპიონატი კი 11-ჯერ მოიგო.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ის რაგბში დარჩა და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ახალ პოზიციაზე კაჭარავას საქმიანობა სრკ-ის სტრატეგიული და საორგანიზაციო მიმართულებების კოორდინაციას მოიცავს. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ხედვები მოიცავს, მათ შორის, ახალგაზრდული რაგბის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამწვრთნელო რესურსების გაძლიერებას.

საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს და წარმატებულ თანამშრომლობას უსურვებს არჩეულ პრეზიდენტს.

წყარო: Rugby.ge

კომისია
დღეს რომ ე.წ. კომისიაზე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ჩარევაზე (ნემსაძის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ) შეშფოთებას გამოთქვამენ, ზუსტად იგივე პირები თეას თამადობით ჩართულები იყვნენ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში კობიაშვილის სასარგებლოდ, ვიქტორ სანიკიძის დანიშვნაში კალათბურთის ფედერაციაში, ტალახაძის, რაგბის კავშირის არჩევნებშიც. ნემსაძეს რაც უქნეს მაშინ სპორტის სამყარომ კარგად იცის და ისიც იცის რომ იგივეს ახლა უკვე ესენი აკეთებენ შინაარსობრივად, ფორმებში არის ოდნავი სხვაობა, შედეგი იგივეა !!! მოვა დრო ალბათ ამას სხვა კომისიები გამოიძიებენ :)))
სოსო
2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისათვის ძალიან მაგარი ნაკრები გვყავდა და ამოცანად ჯგუფიდან გასვლა დაისახეს.ამიტომ ყოველი თამაშის, მოგებაზე თამაშზე გააკეთეს გათვლა.ერთის გარდა,ყველა თამაშში გვქონდა გამარჯვების შანსი,თუმცა ტრავმების სიმრავლემ და ასეთ გუნდებთან გამარჯვებაზე თამაშისათვის ჯერ კიდევ ფსიქოლოგიურმა მოუმზადებლობამ,ამის საშუალება არ მოგვცა.გუნდში ბევრი გვყავდა ძალიან მაგარი,მაგრამ ტრავმიდან ახლად გამოსული მორაგბე,რომელთაც,მთელი თამაშის სრული დატვირთვით თამაში არ შეეძლოთ,მათ უკან კი სრულფასოვანი შემცვლელები აღარ გვყავდა.მანამდეც,მაგრამ მას შემდეგ უფრო ინტენსიურად დავიწყეთ შემადგენლობის სიღრმისათვის ზრუნვა და ძალიან ბევრ მორაგბეს აძლევენ სანაკრებო პრაქტიკის და გამოცდილების მიღების საშუალებას.უკვე 4 სარაგბო აკადემია მუშაობს ,რამდენადაც ვიცი და სასკოლო პროგრამაშიც რთავენ,რაგბს.რაგბის მასობრიობა ძალიან გაიზარდა და 7000-ზე მეტი ვარჯიშობს რაგბში.რაიონებშიც გაუშვეს სპეციალისტები და ცდილობენ ყველგან დანერგონ რაგბი.შეიქმნა შავი ლომი,რომელიც ნაკრების მომზადების სისტემით ემზადება და ნაკრებისათვის საბაზო გუნდია.აქამდე თუ საკმაოდ სუსტ ტუნირებზე თამაშობდა,წელს უკვე ლაპარაკია იმ ლიგაში ჩართონ,სადაც ევროპის უძლიერესი ფრანჩიზები თამაშობენ და მთელი სეზონი უძლიერეს მეტოქეებთან მოუწევთ თამაში.სათამაშო მოედნებსაც რომ აშენებენ და ყველა კლუბი,სარაგბო აკადემიას რომ აყალიბებს,ეგეც მაგ კაცის შრომის შედეგია,რა თქმა უნდა სხვებთან ერთად.ამასთან ერთად,დაიწყეს მწვრთნელების გადამზადება და უკეთესი მწვრთნელი,უკეთეს მორაგბესაც გამოზრდის.ეს ყველაფერი უკვე იძლევა შედეგს და უძლიერეს ნაკრებებთან სამი გამარჯვება,მაგის დამსახურებაცაა,თუმცა სრული შედეგები,უფრო მოგვიანებით გამოჩნდება,უფრო სრულად.ისე,მსოფლიოს საუკეთესო ათეულის სამი ნაკრების დამარცხების გაარაფრება,არაფრით არ შეიძლება,რადგან მანამდე ამას ვერ ვახერხებდით.დღეს ძალიან ბევრი ცდილობს სარაგბო და საფეხბურთო წარმატებები მხოლოდ ნიჭიერი თაობის გამოჩენას მიაწეროს,მაგრამ ეს თაობები სწორედ იმ სტადიონებზე და იმ აკადემიებში გაიზარდნენ,რომლებიც ამ მთავრობამ ააშენა,წინა მთავრობისაგან დანგრეულ გაყიდულების სანაცვლოდ,მოამზადა მათთვის კვალიფიციური მწვრთნელები და ნაბიჯ ნაბიჯ ახალ სიმაღლეებზე აჰყავთ სპორტის ორივე სახეობა.ჰო,ძველმა მთავრობამ სპორტის აკადემიაც გააუქმა,სადაც მწვრთნელების მომზადება უნდა მომხდარიყო და მაგის გამკეთებლები,ახლა ამათ აგინებენ.ივანიშვილს გინებას არ აკლებენ,მაგრამ სწორედ ივანიშვილმა,საკუთარი ფულით ააშენა ის აკადემიები,მოედნები და სავარჯიშო ბაზები,რაგბის კავშირს,რამაც საწყისი იმპულსი მისცა რაგბის წინსვლას.იგივე შესთავაზა ფეხბურთის ფედერაციასაც,მაგრამ ფედერაციაში მის მოთხოვნას,ფულს მოგცემთ,მაგრამ მის მოძრაობაზე ჩემ კაცსაც უნდა ჰქონდეს კონტროლი,რომ არავინ ჩაიდოს ჯიბეშიო,ცივი უარით უპასუხეს,ჩვენ ჯიბეში არავის ჩავახედებთო!რაგბს კავშირმა მიიღო ეს შეთავაზება და რაგბის საქმე წინ წავიდა.ფეხბურთის ფედერაცია კი,128 ადგილამდე ჩავარდა რეიტინგში და მხოლოდ იმის შემდეგ დაიწყო აღმასვლა,რაც ეს მთავრობა მოვიდა და სტადიონების,ბაზების მშენებლობა რეაბილიტაციები დაიწყო.ასეა,როცა ანგრევ,საქმე უკან მიდის,ხოლო როცა აშენებ,წინ!მშრალ აუზში ცურვას ვერ ისწავლი!სადაც რაღაცა კეთდება,იქ ყოველთვის იქნება შეცდომა,ნაკლი,ზოგჯერ ვიღაცა რაღაცას მიითვისებს კიდეც,მაგრამ შენდება და საქმე სხვადასხვა ტემპით,მაგრამნ მაინც წინ მიდის.აი დანგრევით და გაყიდვით კი,იმ წუთში ჯიბეში კი იდებ მშრალ ფულს,მაგრამ სამომავლოდ აღარაფერს იტოვებ საქმის გამოსასწორებლად და ყველაფერი თავიდან ასაშენებელი გიხდება.2006 წელს,ბათუმში ერთპიროვნული ბრძანებით სრულიად ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი სტადიონი დაანგრიეს,სასტუმროსათვის და სამ წელიწადში ახალს აგიშენებთო,იმედი მისცეს.ვინ და როდის ააშენა ბათუმის ახალი სტადიონი,კი გეხსომება,რამდენი დაჯდა მისი აშენება,ეგ კიდევ სხვა საკითხია და ბათუმში რამდენი კარგი ფეხბურთელის გაზრდა შეიძლებოდა,იმ ძველ სტადიონს რომ ეარსება,ეგ კიდევ სხვა.ამასობაში კი,ბათუმის გუნდი,უმაღლესი ლიგიდან გავარდა და დაშლის პირას მივიდა.აი მაგის გამკეთებლების მომხრეები,ან მაგათ პროპაგანდას აყოლილები,დღეს ამათ ლანძღავენ,არაფრის მაქნისები არიანო. სოსო ტყემალაძე კარგი ორგანიზატორი და მენეჯერი გამოდგა,რომელმაც უშუალოდ რაგბი შეიძლება კარგად არც იცოდა,მაგრამ ადამიანებთან მოლაპარაკება იცოდა და რაგბის მცოდნეების გვერდით დგომით,ბევრი კარგი წამოწყება დაძრა ადგილიდან.
სოსო
კაჭის ვულოცავ არჩევას.მორაგბეც მაგარი იყო,საორგანიზაციო გამოცდილებაც მიიღო,კავშირის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობის განმავლობაში და იმედი მაქვს,წარმატებით გააგრძელებს რაგბის განვითარებას. ადმინ, გასაგებია რომ რჩევნები იყო და ყურადღება ალბათ იქით გქონდათ გადატანილი,მაგრამ ყაზახეთთან ჩვენი გოგონათა ნაკრების მეორე თამაშის ანგარიში მაინც რომ დადოთ,ძნელია?ანონსი დადეთ და თვითონ მატჩის შესახებ ინფორმაციის არ დადება რამდენად მისაღებია?
პატრიკი
ღვინოს დავლევ წყალს არა შენ გაკოცებ სხვას არა ადანდალი დანდალი ადანდალი დანდალი ჩემი ოქროს შანდალი ადანდალი დანდალი
ავთო
ღრმად მწამს - საქართველო გახდება მსოფლიო ჩემპიონი და ეს 22 საუკუნის ბოლოს ან 23 -ის დასაწყისში მოხდება.
soso
patrik she adandalo
პატრიკი
აი ახლა მჯერა და დარწმუნებული კი არა ნამვილად და უტყუარად ვიცი, რომ ირლანდიას მოვუგებთ. ცოტა ადრე დაგენიშნათ და მსოფლიო ჩემპიონები ვიქნებოდით, თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს შენ დაუკარ!
df
სრული მონოპოლიზაცია ქვეყნის ყველა სფეროში. ასეთი რამე ბელორუსში კი არა, რუსეთშიც არ ხდება.
ბრაზი
თუ აირჩიეს დანიშვნა რა შუაშია?თუ ეს მცირედი პროვოკატორობაა?
ჰონდა
რატომ გადააყენეს ტყემალაძე? მედია რატომ დუმს???
Nika
ვერ ვიტყვი, რომ რაგბის დიდი ექსპერტი ვარ. მაგრამ მაინც მაინტერესებს, ამისთანა რა წარმატება ჰქონდა ბ-ნ იოსებ ტყემალაძეს? მისი პრეზიდენტობის დროს 2023 წლის მსოფლიო პირველობაზე 2003 წლის მერე ყველაზე უარესი შედეგი ვაჩვენეთ. ამხანაგურ შეხვედრებში 1-2 გრანდის დამარცხება ვითომ ამას აკომპენსირებს? წარმატებები კაჭარავას!
G.g.
Amas mtavari amocana eqneba Rrusebtan ro wavagot da batons asiamovnos
Gt
სასწრაფოდ გადაეცემა საქმე წულუკიანის კომისიას, რომ დადგინდეს და უმკაცრესაც დაისაჯოს ის ერთი, ვინც ხმა არ მისცა ბატონს. ხალხის მტრები
ნაცებს!
ვისაც გეწყინათ, ცივი წყალი დალიეთ! ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის!
ეგრევე დავიჯერეთ))
და ტყემალაძეს ღირსების ორდენზე როდის წარადგენთ? ისე თუ რაგბი ააღორძინა, რა ღარიბაშვილივით გაიქცა, ყოფილიყო ცოტა ხნით კიდევ, უფრო მაგრად და არნახულად აეღორძინებინა)))
შეთავსებით იმუშავებს
ალბათ ოჯახს უჭირს და კობიაშვილივით შეთავსებით იმუშავებს. იმედია, საკანონმდებლო საქმიანობასაც ძველებურად შემართებით გააგრძელებს. ფრიად მნიშველოვანი კანონპროექტები გაჰქონდა ლელოებივით პარლამენტში, რა დაგვავიწყებს მაგის მუხლჩაუხრელად შრომას.
კარგი არჩევანია! (ნაცები დამწუხრდებიან)
ნამდვილად, ღირსეული პატრიოტი, თავისი ქვეყნის მოყვარული ქართველია! ვუსურვებთ წარმატებას!
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
"შავი ლომი" | 30 მორაგბით შოტლანდიაში
მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან
IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა
ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს
თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება
ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება
7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში
Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს
მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ორი ფრანგული კლუბი ეპატიჟება
პლეი-აუტში ბუდუს "ჰაიდენჰაიმის" მეტოქე გაირკვა
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს
"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი
"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა
ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
[PHOTO] "გალათასარაის" ფანებმა ოსიმენს მიმართეს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა "ოცნების" სიის პირველ ოცეულში არიან
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!
საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისის თანამშრომლობა კიდევ 4 წლით გაგრძელდა
იოსებ ტყემალაძე: "შავი ლომის" მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
იოსებ ტყემალაძე MARCA-სთან - "2027 წელს ჩვენს ხმას ბევრი გაიგონებს"
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობაში აირჩიეს
"საქართველოს ნაკრებს ზელანდიის წინააღმდეგ თამაში სურს" - იტალიური გამოცემა
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს