ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჩოგბურთი
        • როლან გაროსი
        • უიმბლდონი
        • ავსტრალიის ღია პირველობა
        • ამერიკის ღია პირველობა
        • მონტე კარლო
        • ATP ცინცინატი
        • მადრიდის მასტერსი
        • რომის მასტერსი
        • მაიამის მასტერსი
        • რაგბი
          • ეროვნული ნაკრები
          • დიდი 10
          • თასი
          • ლეგიონერები
          • 6 ერი
          • ტესტები
          • ერთა თასი
          • მსოფლიო თასი
          • ასაკობრივი ნაკრები
          • სხვადასხვა
          • MMA
            • UFC
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • ჭიდაობა
                • ძიუდო
                • თავისუფალი
                • კლასიკური
                • ქართული
                • სუმო
                • სამბო
                • ქალთა ჭიდაობა
                • ბერძნულ-რომაული
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

<p>2007 წლის 13 მაისს, ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური არჩევნები ჩატარდა. მაშინ ვეტერან ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს 19-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა, მოქმედმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა კი 16 ხმა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. არჩევნების დასრულებიდან ორ საათში ნემსაძემ, რომელმაც უკვე არაერთი მილოცვა მიიღო, თანამდებობა დატოვა და ხელახალი ყრილობა დანიშნეს, სადაც პრეზიდენტად კვლავ ნოდარ ახალკაცი დანიშნეს.</p> <p>&nbsp;</p> <p>გიორგი ნემსაძის განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე წუთში საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაურეკა და გადადგომა სთხოვა, ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა.</p> <p>&nbsp;</p> <p>"გავიმარჯვე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში. ყრილობა დამთავრდა გამარჯვებით, მილოცვებია, პრესა, ინტერვიუები. აღმასკომის სხდომა უნდა ჩავატარო და მოდის ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ დათო კირკიტაძე არის მოსული, თქვენთან უნდა გასაუბრებაო. მე და დათო კირკიტაძე ფეხბურთიდან ვმეგობრობთ, ის მხარს მიჭერდა და ძალიან მედგა გვერდით. ყველაფერს აკეთებდა, რათა დიდი დახმარება გაეწია რეგიონებში, საორგანიზაციო საკითხებში. ძალიან გამიკვირდა, რადგან ყრილობაზე პოლიტიკური სახე, პოლიტიკური პირი არ უნდა ყოფილიყო, ეს ერთგვარად ირიბ ჩარევას ნიშნავდა. კატეგორიულად მთხოვა მეგობარმა, ახლავე გადიო. ბოდიში მოვიხადე, ყრილობა გადავდეთ ნახევარი საათით, შესვენება გამოვაცხადე. გავედი ოთახში, სადაც დამხვდა დათო კირკიტაძე, დათო ნამგალაურთან ერთად, რომელიც სპორტის განხრით ხელმძღვანელი იყო. სპორტისა და კულტურის მინისტრი იყო გოკა გაბაშვილი და სპორტის განხრით ხელმძღვანელი იყო დათო ნამგალაური. მეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, სასწრაფოდ უნდა შენთან დაკავშირებაო, დაგვახურა, გადაგვიარა, გადმოგვიარაო. ძალიან შეურაცხყოფილი იყო დათო კირკიტაძე. შენთან უნდა აუცილებლად გასაუბრება და ლაპარაკიო. ამ საუბარში ვართ, რომ გამერკვია, რა ხდებოდა და რეკავს ტელეფონი. დათო ელაპარაკება, გისმენთ ბატონო პრეზიდენტოო, გიორგისთან ვარ და ახლავე დაგალაპარაკებთო. ტელეფონი გადაიყვანა ხმოვანზე და ვციტირებ: &bdquo;ორი სათხოვარი მაქვს, ნემსა, ძალიან გთხოვ, სასწრაფოდ გამოაცხადე ახალი ყრილობა. გთხოვ, სამსაათიან &bdquo;კურიერს&ldquo; მოუსწრო და უკვე მოხდეს თქვენი ამ განცხადების გაშვება&ldquo;. შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მაქვს და თავზე დამენგრევა ყველაფერი, თუ რამე გინდა ქვეყნისთვის სასიკეთო ფეხბურთით, გააკეთე ის, რაც გთხოვეო, ფეხბურთით ნუ დაიწყებ ქვეყნის ნგრევასო.</p> <p>&nbsp;</p> <p>ისეთი დილემის წინაშე დავდექი, ფაქტობრივად, ქვეყანაა და შემდეგ ვართ ჩვენ. სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არც დამიტოვა. ვუთხარი, არ არის პრობლემა, რაც ქვეყანას და მის კეთილდღეობას შეეხება, მზად ვარ ყველანაირად ვემსახურო ჩემს ქვეყანა, არ იქნება პრობლემა-მეთქი. გამიმეორა, ძალიან გთხოვ, სამსაათიან &bdquo;კურიერს&ldquo; მოუსწროო. ჩამოვარდა ძალიან უხერხული სიტუაცია, გამოცხადებულია, მოგებულია არჩევნები, საიდან გავიდე, როგორ გავფრინდე, კარლსონი ხომ არ ვარ, ავფრინდე. ზღვა პრესა იყო, ჟურნალისტები, ბუნებრივია, მილოცვები მიღებულია, განცხადებები გაკეთებული. მაჩვენეს გზა, რაღაც სახანძრო ჩასასვლელი კიბე, იმით ჩავედით, სადღაც გავძვერით, რაღაც დამახვედრეს, ლოკომოტივის სტადიონზე გავიპარეთ და იქ გავაკეთე განცხადება გადადგომაზე. მას შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, მეუხერხულებოდა ჟურნალისტებთან შეხვედრა, როგორ გავაჟღერო, რის გამო გადავდექი-მეთქი. ერთი კვირით, ფაქტობრივად, იზოლირებული, სახლში ჩაკეტილი ვიყავი. დიდი დარტყმა მივიღე, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება რასაც მივეცი, ფეხბურთს, იმ სფეროში არ მომეცა მუშაობის საშუალება", &ndash; განაცხადა გიორგი ნემსაძემ.</p>

  • Porto

    და მერე ეგ რას ნიშნავს?!! რა გამართლება აქვს შლეგი მიშას ქმედებებს?!! დაფიქრდით ვინ მართავდა ქვეყანას

  • სოსო

    დაუჯერა ნემსაძემ და გადადგა.ან სხვა რა გზა ჰქონდა?არ გაგადგებოდა და სად გაიქცეოდა?!სააკაშვილს რა ენგრეოდა თავზე არ ვიცი,არც თვითონ აკონკრეტებს,მაგრამ საქართველოს ნაკრები,ახალკაცის ხელში, რეიტინგში 128 ადგილამდე ჩამოქვეითდა და გამოდის,რომ ფეხბურთი მართლაც დაინგრა.კობიაშვილს რამდენიც გინდათ აგინეთ,მაგრამ ფაქტია,რომ 128 ადგილიდან ესე იგი თითქმის სოფლის გუნდიდან,ევროპის ჩემპიონატამდე და ერთა ლიგის ბ ჯგუფამდე მიიყვანა საქართველოს ნაკრები.მილიარდერი პატარკაციშვილის და გურამ შარაძის ქუჩაში მოკვლის არ მოერიდა სააკაშვილს,2007 წელს,უზარმაზარი საპროტესტო დემონსტრაცია არნახული სისასტიკით დაარბია,რუსთაველიდან რიყემდე სდიეს და მეორედ იქ ჩალეწეს ხალხი,ცემა ტყეპაში,თან ბრძანება ჰქონდათ,კაცი ვერ უნდა წავიდეს სახლში,მაგრად გაულახავიო.ვერც წავიდნენ!ვისაც ცუდი არ უნახია,კარგის ფასს ვერ გაიგებსო,ნათქვამია.არც ესენი არიან ანგელოზები,ბევრი შეცდომაც აქვთ,ბევრი დანაშაულიც,მაგრამ ახალკაცის და კობიაშვილის შედეგების შედარებაც საკმარისია იმის შესაფასებლად,რომელი უკეთესია.ვერც გიორგი ნემსაძე დაუპირისპირდებოდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს,რადგან „დემოკრატიის შუქურას",მთელი დასავლეთი მხარს უჭერდა,ქვეყნის რუსეთთან დაპირისპირების გზაზე,ძალიან მალე ომით,1700 სოფლის,ანუ „ქვების გროვის“ რუსებისათვის გადაცემით და იქიდან ქართველი მოსახლეობის გამორეკვით რომ დამთავრდა.ნემსაძემ კომპენსაციის სახით მიიღო,თბილისის საკრებულოში ადგილი,თუმცა მაგაზე უარიც რომ ეთქვა,მის ოჯახს რა ელოდა,ვინც ლანძღავთ,მაგაზეც დაფიქრდით.ეტყობა მართლა წარმოდგენა არა გაქვთ,რა ხდებოდა მაშინდელ საქართველოში.

  • alexandre

    აი, ვინც დისლაიკი დამიწერეთ,გთხოვთ,ამიხსენით,რისთვის გაკეთდა ეს.

  • თაზო ქუთაისელი

    ამის შემდეგ გიორგი ნემსაძე ნაცების სიით თბილისის საკრებულოს წევრი გახდა !

  • გოგა

    კობიაშვილის პირველი არჩენების დროს არაჩევნებზე მიმავალი კომისიის წევრი არ დაიჭირა პოლიციამ და ნარკოტიკი არ ჩაუდო? და უეფას დელეგატის მოთხოვნის შემდეგ გაანთავისუფლეს. ანდრიას ზღაპრები კი არა ასე იყო ეს და თუ გაინტერესებთ ნახეთ ინტერნეტში !

  • alexandre

    ამ ისტორიით მხოლოდ 1 დასკვნაა: რა დონის დეშოვკაა მიხუილი, რა ქვეყნის ინტერსები, რის ფეხბურთის განვითარება? ან სანაძლეო ქონდა დადებული ან პროსტომც დილიხორი ქონდა ასეთი. ამ თავის ხუნტრუშებს კინაღამ გადააყოლეს ქვეყანა.

  • Pepelu-s

    ბოდიში მეგობარო! შემთხვევით დამეჭირა დისლაიქზე. ყველაფერში მართალი ხარ! იმის მაგივრად გაჩუმდნენ, აქეთ გვამუნათებენ. საერთოდ ეგ მავნე პარტია ერთხელ და სანუდამოდ უნდა გაუქმდეს! შეხედე რუსთაველის გამზირი,მთავარი სახე თბილისის, როგორ ააქოთეს და ააყროლეს? ვეღარ გაგივლია ისეთი სუნი დგას, ვისგან? ნაცებისგან.

  • lasha

    მაგ ამბიდანაც ჩანს რომ საკაშვილი რეალურადა უკვე ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას. იყო კლანური დაპირისპირება ეგ ხელუფლება გადაირჩია ხალხმა, სავსებით მართებულადაც თუმცა ვინც მოვიდა ვერანაირად ვერ გაამართლა იმედები :)

  • ბესარიონი

    მაგ ამბების მერე, როგორც მახსოვს, ეს კაცი ნაციონალების სიით საკრებულოში შევიდა.

  • ვაახ

    არველაძე იყო ახალკაცის მოადგილე, ახალი ხელისუფლება რო მოდის მოყავს თავისი კადრები...აბა მიშას კადრებს ხო არ დატოვებდნენ ვერ ხვდებით??? ეს ბევრი არველაძე ეხლაც რატოა ნეტა ოპოზიციაში ხომ არ იცით..

  • Pepelu

    გნაცები ნახე რა დღეში არიან!!!! თქვენი წკმუტუნი ნუ ისმის ბიჭოო!!!!!!!!!! კაცი არჩევნებიდან 10 წუთში მოხსნეს ქვეყნის პრეზიდენტის ზეწოლით!!!!! რა რეზის ძმაკაცის ნარკოტიკები და რა სხვა ფედერაციის პრეზიდენტები?!! თქვენ ხომ არ აფრენთ?!!!!!!!!!!!!!!!!!!! ქვეყანას შლეგი, არაფციზელი კაციჭამია მართავდა!!!!!!!!!!!! ეს რა უსისხლოს, უსირცხვილო და უნამუსო ხალხი არიან მაცები მიშას ნებისმიერ ნაბიჯს ამართლებენ!!!!!!! მიშამ პარტიაში, რომ გამოუცხადოს თქვენი დე…ბი უნდა დავტ…..აო იტყვიან მიშა დემოგრაფიის გამოსწორებაზე მუშაობსო!!!!!!!!!!! ოეეეეეეეეეეეეეე აფონიაააააააა!!!

  • jorj

    სტატიიის მიზანი რა არის ? იმაზე რატომ არ აქვეყნებთ სტატიებს სპორტული ფედერაციების პრეზიდენტებად რომ ირჩევენ დღევანდელ დღეს და არჩევნებზე კონკურენტები რომ არ ყავთ არჩეულ პრეზიდენტებს...... სხვა დროს რომ ნაგავი იყო და არა კონკურეტული გარემო იყო დღეს რა ხდება ?

  • მერა

    დავარქვათ ამას ანდრიას ზღაპრები.რეზიზე ნაკლები მხარდამჭერი და ავტორიტეტი ჰქონდა კობიაშვილსო,ეს არის ზღაპარი და ეწოდება ანდრიას ზღაპრები.

  • ანდრია

    ხოდა ამ ამბების შემდეგ შეიცვალა სისხლიანი ხელისუფლება ქვეყანაში დადგა სამართლიანოვის ხანა,ამასობაში ამ სამართლიან ხანაში მოვიდა სფფ -ს ახალი არჩევნები,სადაც პოსტს ეცილებოდა ერთმანეთს რეზი არველაძე და სამართლიანობის აღმდგენი ხელისუფლების პროტეჟე კობიაშვილი,არჩევნების დღეს წინასწარი გადათვლა გადმოთვლით მცირე უპორატესობით რეზი ლიდერობდა,ჰოდა რეზი არჩევნებზე გზად მიმავალ რეზის ურეკავენ და ატყობინებენ მის მეგობარს მოულოდნელად დიდი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა მანქაში,ოღონდ უცნაური ნარკოტიკი,უცნაური იმით რომ თუ რეზი უარს იტყოდა არჩევნებში მონაწილეობაზე ეს ნარკოტიკი უკვალოდ გაქრებოდა ჟანგბადთან სეხებით აორთქლდებოდა,ასეც მოხდა კობი პრეზიდენტი გახდა,ნარკოტიკი აორთქლდა,ჭირი იქა ლხინი აქა,ჭიდაობის ფედერაციის და რაგბის ფედერაციის არჩევნების გახსენებაც შეიძლება დიდი სამართლიანობის ხანაში ჩატარებული მაგრამ არ ღირს ბევრს გეცოდინებათ ისედაც.პ.ს. როგორ ფიქრობთ კობიაშვილის არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით წულუკიანის კომისია დაინტერესებას გამოხატავს?

  • toy

    ისე კაცმა, რომ თქვას აქ კრიმინალი სადაა? ზრდილობიანად უთხოვია გადადექიო ლამის შეხვეწნია, გასაგებია, უარი რომ ეთქვა რასაც უზამდნენ მარა, ვარაუდის გამო ვერ დასჯი.

  • კარლსონი მონა არ იყო

    სახანძრო კიბეებით თუ გაიპარე, კარლსონზე უარესი ყოფილხარ. და შენ იყავი კაპიტანი? ფუი...

  • ვაი შენს პატრონს-ს

    ახალგაზრდების ის ნაწილი, რომელიც ქუჩაში დგას და ოცნებას ებრძვის, ნებსით თუ უნებლიედ ემსახურება ნაცისტების დაბრუნებას. ქოცები თუ გავაგდეთ, დაბრუნდებიან კოალიციად შენიღბული ნაცები და მიშას დაგვასმამენ თავზე. ოცნება არ ვარგა, მაგრამ სადისტ და მკვლელ ნაციონალებთან შედარებით თითქმის ფრთიანი ანგელოზები არიან.

  • irakli

    ქოც-ნაცეთი ისეთივე ჭირია, როგორც ბოლშევიკ-მენშევიკები, ურემი რომ ფუნას გადაუვლის და მეტ-ნაკლებად გაიყოფა. ორივე რუსეთის დავალებას ასრულებს სინამდვილეში.

  • რეალქოცი

    ყველაზე მაგარი ის არის ამ ყველაფრის შემდეგ მერად რომ აირჩიეს ,,დაძალებით,,. ასეთივე ,,დაძალებით,, მიხვედი დღეს და მიშას კი არა ქვეყნის წინააღმდეგ წახვედი. ისე ნაკლები რომ გეკაიფა უკეთეს ფეხბურთს ითამაშებდი და შეიძლება ყაველაც ჩაგენაცვლებინა, ბოლობოლო სკოლის ატესტატი მაინც გაქვს. 😁😁😁

  • ეგრეა

    არც ქოცი მინდა და არც ნაცი,არა თუ ჩვენ ქართველები უმდიდრესი ისტორია გაგვაჩნია და სხვა გზა არა გვაქვს, ახალი გზა აღორძინების გზა, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ლამაზ სამშობლოს,უქოცოდ და უნაცოდ , მინდა რომ ორივე, დავივიწყოთ მალე,

  • Porto

    ევროპა არ ამბობს დემოკრატიის შუქურა არის სააკაშვილიო? :))))))))))))))) ახალგაზრდები არიან თუ ძველგაზრდები ქუჩაში არ ვიცი მაგრამ შლეგი სააკაშვილი რომ დაბრუნდება თუ რამე აირია ქვეყანაში ეგ უეჭველია!! ამიტომ სანამ ოდნავი შანსი მაინც არსებობს მიშას მთავრობაში დაბრუნების, იქამდე ყოველთვის ყველანაირი პროცესის წინააღმდეგი ვიქნებით, რაც არ უმდა ქუჩაში ირბინონ!!!!!!

  • ვაი შენს პატრონს

    რა შუაშია პროევროპელები, შენ ალბათ გგონია ახალგაზრდობა იმის გამო დგას ქუჩაში რომ სააკაშვილი გახდეს პრეზიდენტი.

  • ჟორა გეგუჩიძე

    ხალხნო დღევანდელი მმართველებიც არ არიან "ფრთიანი ანგელოზები"მაგრამ რაც 2003 წლიდან 2011-მდე ხდებოდა,ეს ამაზრზენია,მე მიკვირს ფიფა-მ რატომ არ ამოიღო მაშინ ხმა?

  • Lobotka

    შიგ ევროპელებო ტყუილს ამბობს ხომ ნემსაძე? თუ კრემლის ნარატივს?

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

"შავი ლომი" | გადაადგილებებით "გლაზგო ვორიორსთან"

გუნდი მხოლოდ ოთხ შეხვედრაში გაწვრთნა - ვალდესმა ესპანური კლუბი დატოვა

ტური 16: დაძაბულობა, ერთი გოლის ფასი

ოსიმენი დე ლაურენტისის თავსატკივარია - მიჰყიდის "იუვენტუსს" 100 მილიონად?

ლუის ენრიკემ "ოქროს ბუცის" პრეტენდენტის დამატება არ ისურვა

ბასილაშვილმა როლან გაროსზე პირველი მატჩი მოიგო

დავითაშვილიც პარიზში? - ზურიკოთი ლიგა 1-ის კიდევ ორი კლუბი დაინტერესდა

მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან

მამარდაშვილმა ბექაურს აჯობა - პრიზი ვალენსიაში

კონტეს და "ნაპოლის" გზები იყოფა - დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია

IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა

"ამის გამო გველესიანი "პერსოპოლისიდან" განაწყენებული წავიდა" - ირანული კლუბის წარმომადგენელმა ინციდენტის მიზეზი განმარტა

"მერაბი ნახევრად მკვდარი იყო, არავინ იცით, მას რა სჭირდა..." - დვალიშვილის მწვრთნელმა ნურმაგომედოვთან ბრძოლამდე ქართველის ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა

დრო და ადგილი ცნობილია - როდის და სად ვიხილავთ კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე

ახლა ფავორიტი "ბაიერნია" - "სიტი" ვირცისთვის ბრძოლას ჩაეხსნა

ფინალის შედეგის მიუხედავად მიდის? - ინძაგიმ ახალ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია

ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს

თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს

La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა

ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე სტუმრად გადაცემა "სპორტალში" [VIDEO]

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]

გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...

ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა