2021 წლის მსგავსად, საქართველოს ჩემპიონი წელსაც ქუთაისში, ადგილობრივი ‘აიასა’ და ‘ბათუმის’ დაპირისპირებით გაირკვევა. წლევანდელი crocobet დიდი 10-ის წინასწარ ფინალში, ‘ბათუმმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 33:21 სძლია და 11 მაისს „აია არენაზე“ ორი კვირის თავზე დაბრუნდება.

‘აიამ’ და ‘ბათუმმა’ რეგულარული სეზონი პირველ-მეორე ადგილზე დაასრულეს და 27 აპრილს შესარჩევ ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში ქუთაისელებმა 11:10 მოიგეს და გადამწყვეტ მატჩში თამაში ნაადრევად დაიბევეს, ზღვისპირელებმა კი ეს უფლება ‘ხარების’ ძლევით მოიპოვეს.

საგულისხმოა, რომ 2017 წლის შემდეგ ‘აია’ ან ‘ბათუმი’ ფინალში აუცილებლად თამაშობდა, თუმცა მათი გზები მხოლოდ ერთხელ, 2021 წელს გადაიკვეთა. ამ პერიოდში ‘ბათუმმა’ ფინალი 5-ჯერ ითამაშა და თასი ორჯერ მოიპოვა, ‘აიამ’ კი სატიტულო შეხვედრაში სამჯერ მიიღო მონაწილეობა და ორჯერ გამარჯვებული დარჩა. შეგახსენებთ, ქუთაისელები 2024 წლის საქართველოს ჩემპიონები არიან და საკუთარ მოედანზე ტიტულის დაცვას ეცდებიან.

წინასწარ ფინალს ბათუმმა უმასპინძლა და პირველ ტაიმში ზღვისპირელებმა საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში ბუბა ნოზაძემ მე-5 წუთზე, კარის წინ 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით გახსნა. ამას მასპინძელთა ხანგრძლივი, ფაზური შეტევა მოყვა და ლელოც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ შემტევმა ფრთაზე ბურთი ვერ შეიმაგრა. სამაგიეროდ ‘ბათუმს’ ჯარიმის უპირატესობა დაუბრუნდა,, დერეფნიდან მოლი ააგორა და ვაჟა თაგაურმა მასპინძლეთა ლელო მაინც გაიტანა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა.

მე-18 წუთზე რუსთაველთა მდგომარეობა ლუკა კოხიას სინბინის გამო კიდევ უფრო დამძიმდა და ნოზაძემაც თავისი მეორე ჯარიმა გაიტანა. ზღვისპირელები უდიდეს ინიციატივას ფლობდნენ და სალელოვე შანსებს ერთის გამოტოვებით იყენებდნენ. 27-ე წუთზე ნოზაძის ფეხით შეცურებულ ბურთს პიტერ ვილიამსი მიყვა, მცველს აჯობა და ამ მატჩში თავისი პირველი ლელო გაიტანა, ნოზაძის გარდასახვამ კი ‘ბათუმელების’ უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა. ‘ხარებს’ არაფერი გამოსდიოდა, თუმცა ტაიმის გაწითლებულ დროზე მათ მაინც შეძლეს პასუხის გაცემა. მოლის შემდეგ სანდრო ილურიძემ შეუტია, შებოჭილმა ვაჟა ხუციშვილს ოფლოუდი ამოუგდო და მისი ლელო სანდრო მარგიანმა გარდასახა - 18:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნოზაძემ შორეული ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა ორ გარდასახულ ლელომდე გაზარდა და დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში უცვლელი დარჩა. ამ პერიოდში ჯერ ბათუმელმა ნუკრი ფერსელიძემ, 5 წუთში კი რუსთაველმა ირაკლი ლუარსაბიშვილმა მიიღეს ყვითელი ბარათები, თუმცა კაცნაკლულმა სტუმრებმა შეძლეს თამაშში დაბრუნება.

64-ე წუთზე მარცხენა ფრთაზე მაიკელი როკონდინონოს კარგი გარღვევისა და ოფლოუდის შემდეგ, რატუ საინივალატიმ თავისი პირველი ლელო გაიტანა, 69-ე წუთზე კი ‘ხარებმა’ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა (გიორგი წიკლაურის სინბინი), საინივალატიმ მეტოქის 22-ში, ნულოვან ზონაში გაჭრა ხაზი და დუბლი მიითვალა. მარგიანმა ორივე გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა - 21:21.

‘ბათუმი’ მალევე გამოფხიზლდა და უპირატესობა მალევე დაიბრუნა. სერგი ჩხაიძემ მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და ხაზი გაჭრა, ნოზაძის გავლით ბურთი ვილიამსამდე ჩათამაშდა და ისიც ლელოში ალამთან შეფრინდა. ვაჟა მიქაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. 75-ე წუთზე ‘ხარებმა’ თავის 22-ში დაკარგა ბურთი, კავეკინი ტამბუმ ვილიამსს ოფლოუდი გაუხერხა და მანაც თავისი მესამე ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 33:21. მატჩის საუუკეთესო მოთამაშე ბუბა ნოზაძე გახდა.

ამრიგად, 11 მაისს 16 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ მასპინძელი ‘აია’ და ‘ბათუმი’ ტიტულის მოსაპოვებლად შეიბმებიან. აქამდე ჩემპიონის თასს ‘აია’ 5-ჯერ, ხოლო ‘ბათუმი’ 4-ჯერ ფლობდა.

‘ხარები’ კი crocobet დიდი 10-ის წლევანდელი სეზონის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. რუსთაველებმა რეგულარული სეზონი მე-6 პოზიციაზე დაასრულეს, თუმცა ფლეი ოფის ორი ეტაპი წარმატებით გადალახეს და კლუბის ისტორიაში მე-7 მედალი მოიპოვეს (2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო).

RUGBY.GE

[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს