ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს

crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს

25 აპრილს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ გასამართ crocobet დიდი 10-ის ფინალს მსოფლიო რაგბის მსაჯი ნიკა ამაშუკელი განსჯის. მას კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა მახარაძე დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი კი იოსებ ჯაფარიძე იქნება.

სატიტულო შეხვედრაში ერთმანეთს ადგილობრივი ‘ბათუმი’ და ქუთაისის ‘არესი’ შეერკინებიან, გუნდები, რომლებმაც რეგულარული გათამაშება პირველ-მეორე საფეხურზე დაასრულეს და ფლეი ოფის ეტაპიც წარმატებით განვლეს. მატჩი 19 საათზე დაიწყება.

„სასიხარულოა, როდესაც ფინალური შეხვედრა ასეთ სტადიონზე ტარდება. ორივე გუნდი, რომლებიც ფინალში გავიდა, იმსახურებს გადამწყვეტი მატჩის საუკეთესო გარემოში ჩატარებას და „აჭარაბეთ არენა“ სწორედ ასეთია. სასიამოვნო იქნება, თუ ორივე გუნდის გულშემატკივარი ტრიბუნებზე მრავლად იქნება და საყვარელ გუნდს უქომაგებენ. მჯერა, crocobet დიდი 10-ს აქვს პოტენციალი, რომ ძალიან მაგარი ჩემპიონატი იყოს და ამას ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი“.

„ველოდები ფიზიკურ და სანახაობრივ თამაშს, რადგან ორივე გუნდს დიდი, კარგი მოთამაშეები ჰყავს. ‘ბათუმი’ ფინალში ბევრჯერ ყოფილა და ბოლო წლებში მუდამ ფავორიტად მიიჩნევა. ‘არესი’ კი ასეთ ეტაპზე პირველადაა და ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. წელს ორივე გუნდი მოწოდების სიმაღლეზეა და კარგ თამაშს ველოდები“.

„გადამწყვეტი თამაშის მსაჯობას ძლიერი სამსაჯო ჯგუფი ჭირდება და ფინალში სწორედ ასეთი გუნდით ვართ წარმოდგენილი. კიდეებიდან შოთა თევზაძე და სამა მახარაძე დამეხმარებიან. შოთასთან ერთად მრავალი წელია ვმსაჯობ. ის არაერთხელ ყოფილა ჩემი დამხმარე ჩემპიონთა თუ ჩელენჯ თასის შეხვედრებში და ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. ვიცით მოედანზე რა და როგორ უნდა გავაკეთოთ“.

„საბა ახალგაზრდა, პერსპექტიული მსაჯია, რომელიც მსოფლიო რაგბის თვალთახედვის არეშია და აღმავლობის გზაზე იმყოფება. მასთან მენტორობის მხრივ პირადად ვმუშაობ და ვეხმარები ამ რთული გზის გავლაში. ის მოწადინებულია, რაგბის მიმართ ვნებითაა შეპყრობილი და ძალიან ბევრს შრომობს. მიხარია, ქართულ რაგბში სამსაჯო კუთხით ასეთი კარდები რომ მოდის“.

„იგივეს თქმა შემიძლია იოსებ ჯაფარიძეზე, რომელიც რაგბზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. გარდა მოედანზე მსაჯობისა, ის ვიდეო-მსაჯის პროფესიასაც ძალიან კარგად დაეუფლა. მას კარგად ესმის თამაში, რაც ამ პროფესიისთვის მნიშვნელოვანია. ცოტა ხნის წინ სოსო ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ევროპის ჩემპიონთა თასზე, სადაც აკვირდებოდა ჩემს ვიდეო-მსაჯს, უელსელ ბენ ვაითჰაუსს. ამ გამოცდილებამ მასზე ძალიან დადებითად იმოქმედა და ბევრი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა“ - ამბობს ნიკა ამაშუკელი.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, საქართველოს ჩემპიონატის ფლეი ოფებსა და ფინალურ შეხვედრებს უცხოელი მსაჯები ემსახურებოდნენ- ჯერ ფრანგები, მერე კი ირლანდიელები. ეს 11-წლიანი ჯაჭვი 2019 წელს გაწყდა, როდესაც ‘ბათუმსა’ და რუსთავის ‘ხარებს’ შორის „ბათუმი არენაზე“ გამართული ფინალის მსაჯობა ნიკა ამაშუკელს ანდეს. მას შემდეგ გადამწყვეტ შეხვედრებს მხოლოდ ქართველები მსაჯობენ. აქამდე ფინალის მსაჯი 4-ჯერ იყო ამაშუკელი, თითო-თითოჯერ კი საბა აბულაშვილი და შოთა თევზაძე.

„ფინალის მსაჯობა ყოველთვის დიდი პატივია და მოხარული ვარ ეს მისია მეხუთედ რომ მანდეს. 2019 წლის ფინალზე ჩემი პირველი დანიშვნა იმით იყო საგულისხმო, რომ მანამდე მრავალი წლის განმავლობაში გადამწყვეტი თამაშების განსჯას უცხოელებს ანდობდნენ და ეს ჯაჭვი დავარღვიეთ. მოვიპოვეთ ნდობა და მას შემდეგ ფინალებს მხოლოდ ქართველები ვმსაჯობთ“.

„ქართული სამსაჯო სკოლა ძალიან ძლიერია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ რაგბი ევროპის არენაზე ბევრი წარმატებული მსაჯი გვყავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაგბი ევროპის სამსაჯო სისტემაში ქართველი მსაჯები დომინირებენ. რაც შემეხება მე, ძალიან კარგი დანიშვნები მაქვს მსოფლიო რაგბისგან, ასევე ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბისგან, რომლის ეგიდით შარშან ჩემპიონთა თასის ფინალი ვიმსაჯე. ეს გამოცდილება კი საბოლოო ჯამში აისახება ქართულ რაგბზე და მის განვითარებაზე“ - აღნიშნავს ამაშუკელი.

Rugby.ge

მართლაც კარგი სამსაჯო კორპუსი გვყავს და ვფიქრობ,მათი მუშაობა,ვფიქრობ რაგბში სასიკეთო ცვლილებებს შეუწყობს ხელს.როცა ევროპაში სიტყვა გეთქმის,გადაწყვეტილებებზეც შესაძლებელია იმოქმედო.

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად

პირველი ლიგა | ‘ვეფხვები’ დიდ 10-ში დაბრუნდა!

რაისმა თავისი საქმე გააკეთა - მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება

J ჯგუფში ბევრი კითხვის ნიშანია - ალჟირმა იორდანიას დაუქამბექა

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-0 რუსთავი. ლიდერის ტვირთი მძიმე აღმოჩნდა

ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის გათამაშებას უმასპინძლებს

[VIDEO] შენ დაუკა - სალაჰმა ფანებთან ერთად ქუჩაში იცეკვა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ახალი ზელანდია

"ეს ბევრჯერ მომხდარა, შემდეგ კი კრიტიკოსები გაუჩუმებია" - ოუენს რონალდოს იმედი აქვს

რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?

მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება

"იმ სირცხვილის თანაავტორები, რომლებიც ბოლო წლებში "არარატ არმენიასთან" და "ლევადიასთან" ევროტურნირებზე განვიცადეთ, ახლა ექსპერტებად იქცნენ" - ტარიელ ხეჩიკაშვილი

"მოდით, ისე მოვიქცეთ, როგორც ამას დიდი ქვეყნები აკეთებენ" - თერიმი მუნდიალზე თურქეთის ნაკრების ფიასკოს გამოეხმაურა

"რაფინია ფინანსურად ძალიან ცუდ დღეშია და არაბეთში წასვლის იმედი აქვს" - ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

[VIDEO] სანახაობრივი მატჩი - ეგვიპტემ ახალ ზელანდიას დაუქამბექა

[VIDEO] ლენინის მაგარი გოლი - კაბო ვერდე აღარ ხუმრობს - ურუგვაის ფრედ ეთამაშა

[VIDEO] "ტრაქტორის" მეკარის გმირობა, გაუქმებული კოხტა გოლი, გაძევება და ბელგიის ფრე ირანთან

[VIDEO] იამალის სადებიუტო გოლი, ოიარსაბალის დუბლი - ესპანეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ინგლისი

"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა

ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს

ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში

შიდა ჩემპიონატები სექტემბერში იწყება

ნიკა ამაშუკელის "საუკეთესო ბილეთი" ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში

ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!

"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება

დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს

Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!

შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო

დიდი 10 | არმია 23:19 ლელო

ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე

უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს