კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-14 ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა. "იბერია 1999"-მა "სამგურალს" მოუგო და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. ქუთაისში კი "ტორპედომ" აჯობა "დინამო ბათუმს". ეს "ტორპედოელთა" ზედიზედ მესამე გამარჯვებაა.

ტორპედო 1:0 დინამო ბთ

ქუთაისელებმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვეს, აი ბათუმელებს კი მიჯრით ხუთი მოუგებელი მატჩი მოუგროვდათ.

"ტორპედო" ისევ მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ამ დროისთვის მეორეზე მყოფ ბათუმელებს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

ერთადერთი გოლი ბიორნ იონსენმა გაიტანა 54-ე წუთზე. მან ბურთი ჩაჭრა, პაატა ღუდუსაურს გააყოლა. შემდეგ მისგან მიიღო პასი და ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა - 1:0.

იონსენს, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, წლეულს 4 გოლი აქვს გატანილი.

იბერია 1999 2:1 სამგურალი

"იბერია 1999"-მა მორიგი მატჩი მოიგო და ამ მომენტისთვის 12-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლოს შარშან 18 სექტემბერს წააგო ქუთაისის "ტორპედოსთან" (1:2), მას მერე კი 26 მატჩია არ დამარცხებულა...

"სამგურალისთვის" ეს ზედიზედ მესამე მარცხია. მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა ბრაზილიელ ტიაგო გომესს.

პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა, მეორეში კი იური ტაბატაძემ პენალტით გახსნა ანგარიში. ეს იურის მეშვიდე გოლია სეზონში... ის პენალტი ნიკა ხორხელის აქტიურობას მოჰყვა.

62-ე წუთზე "სამგურალმა" ლაშა შერგელაშვილის შორიდან გატანილით გაათანაბრა - 1:1.

მალევე, მეორე პენალტი დაინიშნა სამგურალის კარში, ისევ ნიკა ხორხელმა მოიპოვა და ისევ იური ტაბატაძემ დაარტყა. თუმცა მეკარე ნოდარ ყალიჩავამ მოიგერია!..

"იბერია 1999"-მა მაინც გაიმარჯვა: მინდორზე რვა წუთის შესულმა დავით სხირტლაძემ გიზო მამაგეიშვილის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა კარში - 2:1. ეს სხირტლაძის პირველი გოლია "იბერია 1999"-ის მაისურით.

erovnuliliga.ge

merlo
საიტს რა უქენით, რა კარგი იყო ადრე
ბათუ
ბათუმის დინამომ თუ ასე გააგრძელა წელსაც დარჩება ევროტურნირების მიღმა. გუნდს აშკარად სუსტი შემადგენლობა ჰყავს, ჭიაბრიშვილის ხელში გუნდი კიდევ უფრო რეგრესირებს. ბოლო 2 წელში გუნდის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა რომ დღეს სტადიონზე 200 მაყურებელიც კი აღარ დადის, მაშინ როდესაც გეგუჩაძის დროს ყოველ თამაშზე სრული ანშლაგი იყო.
zviadi
საიტი ხომ დააგლახავეთ და ლაივები სად გააქრეთ? უკვე აღარ ფიქრობთ ქართულ ფეხბურთზე?

ქუთაისელები სულ უფრო უკეთეს შეთამაშებას ავლენენ და შედეგებიც შესაბამისია.როცა ევროტურნირების დრო დადგება,ტორპედო ფორმის პიკთან იქნება მიახლოებული და იქნებ ჯგუფურ ეტაპამდეც გააღწიოს.ყოველ შემთხვევაში თუ ძალიან ცუდი წილისყრა არ შეხვდათ,რამდენიმე ეტაპის გავლის შანსი ნამდვილად ექნებათ.რეიტინგში წინსვლისათვის ყოველ ზედმეტ აღებულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.იბერიაც საკმაოდ შეკრული გუნდია და გორელებიც ჩვეულებრივ ძალიან მებრძოლი გუნდია.დიდი იმედი მაქვს,რომ ამ სეზონში წინა სეზონებზე საგრძნობლად მეტ სარეიტინგო ქულას მოვაგროვებთ და პოზიციას გავიუმჯობესებთ.
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი