ზაფხულში „იუვენტუსისთვის“ მთავარი სატრანსფერო მიზანი „ნაპოლიდან“ „გალათასარაიში“ იჯარით გაშვებული თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი იქნება, - იტყობინება SportMediaset-ი.

ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გამოსასყიდი ფასი 75 მილიონი ევროა, მაგრამ ეს იტალიურ კლუბებს არ ეხება. „იუვენტუსი“ ვიქტორის 80 მილიონად შეძენას იმედოვნებს, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 100 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა. ცნობისათვის, 2016 წელს „ნაპოლიმ“ „იუვეს“ გონსალო იგუაინი 90 მილიონად მიჰყიდა, ახლა კი შეუძლია უფრო მეტად ისარგებლოს. დე ლაურენტისი ოსიმენს დატოვებითაც ვერ დაიტოვებს, რადგან მომავალ წელს თავისუფალი აგენტი გახდება და უფასოდ წავა, ხოლო იქამდე ხელშეკრულების მიხედვით მისთვის სეზონში 12 მილიონის გადახდა მოუწევს.

თავად ნიგერიელს კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებას არ სურს, პრემიერლიგა ხიბლავს, მაგრამ ინგლისიდან არავინ შეეხმიანა.

სირცხვილია
კვარას სექტა, დააყენეთ რა- ტვინი წაიღეთ ლაურენტისის ფული თვლით და კვარას ხელფასით

აგაშენებს ღმერთი!ზუსტად ამბობ.ოსიმენს აწყენინეს და როცა გაიწია,ხელფასის მომატებით სცადეს მისი დაბმა,მაგრამ ოსიმენი ახლა შურს იძიებს,თანაც ისე,რომ თვითონ არაფერს ჰკარგავს.ბიზნესი ბიზნესია,მაგრამ როცა ადამიანურად იქცევიან,კომპრომისის მოძებნა ყოველთვის შეიძლება და ორივე მხარე მოგებაში რჩება.როცა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობ,საბოლოო ჯამში ორივე წაგებული რჩება.ოსიმენიც წაგებულია,რადგან მიუხედავად კარგი ხელფასისა,სასურველი ამბიციების გუნდში ვერ გადავიდა.დე ლაურენტისს კიდევ იმაში გაუმართლა,რომ ხვიჩა ზაფხულამდე არ დარჩა და 4,5 მილიონად არ წამოვიდა,ნაპოლიდან,თუმცა ოსიმენთან არა მგონია ასე ბოლო წერტილამდე მოჭიმოს ზამბარა. ვფიქრობ ამ ზაფხულშივე გაჰყიდის ოსიმენს,მაქსიმალურ შესაძლო ფასად.
Pepelu
დელაურენტისს ჯანდაბამდე და იმის იქეთაც გზა ქონია მაგრამ თქვენ ალბათ მაგ ტრანსფერის დეტალები არ იცით. ოსიმენმა მოითხოვა ან გუნდიდან წასვლა ან ხელფასის მომატება. კლუბმა შეთავაზებული ფასით არ გაყიდა. შესაბამისად გაგრძელდა კონტრაქტი და ხელფასი გარზარდა 12 მილიონამდე და ოსიმენს მაგ კონტრაქტის შემდეგ ნაპოლიში აღარ უთამაშია. განათხოვრებით არის გალათასარაიში!! კლუბია და საკუთარი ბიზნეს ინტერესები აქვს, რაც მოთამაშეებმაც კარგად იციან! ამიტომ ყველა საკუთარ თავზე ზრუნავს!!

ნაპოლიში მას შეურაცხყოფა მიაყენეს და გაშვება მოითხოვა.ხედავდა როგორ უპატივცემულოდ ექცეოდა დე ლაურენტისი გუნდის ლიდერებს და წასვლის საბაბად გამოიყენა.დე ლაურენტისი მგონი მაშინვე მიხვდა,რომ გუნდი თავზე დაენგრეოდა და ხელფასის მომატებით სცადა,ოსიმენის შეჩერება,თუმცა ერთი კაცისათვის ხელფასის ასე გაზრდა,სხვა ლიდერებისათვის აღმოჩნდა შეურაცხმყოფელი და უფრო უარესი შედეგი მიიღო.ოსიმენიც ადვილად მიხვდებოდა,რომ ეს ყველაფერი უსამართლო იყო და თავისი საქციელით სჯის,დე ლაურენტისს.ხელფასი მშვენიერი აქვს,თამაშობს თავის სიამოვნებისათვის და დე ლაურენტისს მასზე ფულის გაკეთების საშუალებას არ აძლევს.თუ მისთვის სასურველი გუნდი არ გამოჩნდა,ეს ერთი წელიც იჯარაზე დარჩება და მერე,თავისუფალ აგენტად გამხდარი,გაცილებით უკეთეს ხელფასზე წავა,მისთვის სასურველ გუნდში.მგონი კარგი ვერსიაა!
Pepelu
ამ შემთხვევაშო ოსომენია გაუმაძღარი. კონტრაქტის 1 წლით გაგრძელების სანაცვლოდ 12 მილიონი მოითხოვა ხელფასი, რაც ნაპოლიმ დაუკმაყოფილა. ახლა ამ კონტრაქტის მძევალია!!! ამიტომ იძახდა ჯუღელი არაბეთის გარდა სხვაგან არ აიყვანენო.
მიროს
ღირსი მართლა არის, მაგრამ ოსიმენს აქვს მაგის იურიდიული უფლება? მართლაც ლაირენტისი უდამპლესი პიროვნებაა და ხვიჩას გაუმართლა რომ მაიდან მოხია
მირო
ლაურენტისის გაუმაძღრობამ ოსიმრნს პრობლემები შეუქმნა.ღირსია თავისუფალ აგენტად წავიდეს და კაპიკი ვერ აიღოს.

100 მილიონს ერთი წლის გულისათვის არავინ გადაიხდის.80 მილიონიც არ მგონია გადაიხადონ.დე ლაურენტისი იძულებული გახდება,ფასს დაუკლოს.
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა