ლეგენდარულმა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსმა, რიო ფერდინანდმა, "პარი სენ ჟერმენის" ბაზა მოინახულა და გუნდის რამდენიმე ფეხბურთელთან ინტერვიუ ჩაწერა.

"იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა ხვიჩას საინტერესო კითხვები დაუსვა:

- ვინ იყო შენთვის მისაბაძი ფეხბურთელი, როდესაც თამაშს იწყებდი?

- კრიშტიანო რონალდო. ვიცი, ის ჩემგან განსხვავებული ფეხბურთელია, თუმცა ის ჩემთვის მისაბაძი იყო. ყოველთვის ვუყურებდი მის თამაშებს. მისი პროფესიონალიზმი სამაგალითოა. ყველამ იცის, რომ რონალდო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა, ამასთან ერთად, ცხოვრების განსაკუთრებული სტილი აქვს. ვცდილობდი, მისგან მესწავლა.

- როდესაც უტევ, უფრო ინსტინქტებს ეყრდნობი თუ იმის მიხედვით მოქმედებ, როგორი სტილი აქვს მცველს?

- უფრო ინსტინქტებს. ვცდილობ, სწრაფად ვიმოძრაო, რადგან დიდ დროს არავინ გაძლევს. სხეულსა და მხრებს სწრაფად ვამოძრავებ. რა თქმა უნდა, ხშირად ვუყურებ მათ თამაშებს, ვის წინააღმდეგაც მიწევს გამოსვლა და ვიცი, როგორი სტილი აქვთ, თუმცა უფრო ინსტინქტებს ვეყრდნობი.

- ვინ არის მცველი, ვისთან მატჩის წინაც გიფიქრია, რომ დღეს რთული დღე იქნება?

- საფრანგეთში ბევრი კარგი მცველია. ისინი სწრაფები არიან და მათ წინააღმდეგ მოქმედება რთულია, მაგრამ პარიზში ყოფნის დროს ალბათ ჩემთვის ყველაზე ძლიერი მეტოქე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი იყო.

- თამაშის დროს უფრო სტატისტიკაზე ფიქრობ, გოლებსა და ასისტებზე თუ უბრალოდ სიამოვნების მიღებას ანიჭებ უპირატესობას?

- ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს. არ მომწონს, როდესაც სტატისტიკას უყურებენ, მთავარი გუნდის წარმატებაა. რა თქმა უნდა, გოლების გატანა და საგოლე პასების შესრულებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არის დღეები, როდესაც კარგად თამაშობ და უბრალოდ არ გიმართლებს. ვცდილობ, თამაშით ვისიამოვნო და გუნდის ნაწილი ვიყო.

- რას აკეთებ შენი უნარების განსავითარებლად?

- ვუყურებ დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა ფეხბურთელზე, როგორ მოძრაობენ ისინი ბურთთან ერთად. ერთი თვის წინ რონალდინიოს კადრებს ვუყურებდი, ის საოცარი მოთამაშეა. ვაკვირდები გარკვეულ მოძრაობებს და ვცდილობ, ავითვისო.

- მსურს, შენი გუნდის შემტევ ფეხბურთელებზე გესაუბრო. პსჟ დაბალანსებული გუნდია, თუმცა შემტევი სამეული განსაკუთრებით მომწონს. მაინტერესებს, რას გთხოვთ მწვრთნელი ამ სამეულის წევრებს მოედანზე ყოფნის დროს?

- მან იცის, რომ ძალიან კარგად შეგვიძლია შევუტიოთ, თუმცა ყოველთვის უნდა, ისეთივე მაღალ დონეზე შევძლოთ დაცვის დახმარება. მსოფლიო ფეხბურთში ბევრი მაღალი დონის შემტევია, ყველა გუნდი უტევს და იცავს თავს, ხოლო ასეთ დროს დაცვითი ფუნქციების სათანადოდ შესრულება მნიშვნელოვანია. როდესაც „ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მიწევდა თამაში, ეს ყველაფერი კარგად გავიაზრე და დაცვითი უნარების გაუმჯობესება დავიწყე. ადრე უკანახაზელებს კარგად ვერ ვეხმარებოდი, თუმცა ახლა ვცდილობ, ამ მხრივ უკეთესი ვიყო და ვფიქრობ, კარგად გამომდის.

- რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური მომზადება?

ყველაზე მნიშვნელოვანია. ხანდახან გინდა, დაცვას დაეხმარო, რაღაც გააკეთო, მაგრამ ენერგია არ გაქვს. ფიზიკურად კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, არ ვიყავი მოთამაშე, რომელიც დაცვას აქტიურად ეხმარებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ აქ ეს უნარი შევიძინე. ერთი ერთზე თამაშისას გარემარბები დღეს უძლიერესები არიან და მცველის დახმარება ბევრს ნიშნავს. ამ ყველაფრის მნიშვნელობას მაშინაც ვხვდები, როდესაც ბურთი მაქვს და მოწინააღმდეგე მცველს შემტევი მოთამაშე ეხმარება, ორი ერთზე თამაში რთულია. ნუნუ მენდესი ხშირად მეუბნება, რა იქნება უკეთესი მისთვის, როდესაც დაცვაში ვართ. კომუნიკაციაც მნიშვნელოვანია.

- შემტევ სამ პოზიციას თქვენს გუნდში ოთხი ფეხბურთელი აბალანსებს. ერთმანეთთან ხშირად საუბრობთ?

- როგორც გითხარით, ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს. „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩებს აქ გადმოსვლამდეც ხშირად ვუყურებდი. ვიცოდი, რას აკეთებდნენ ისინი მოედანზე. ახლა ზუსტად ვიცი, რა არის მათი მთავარი უნარები. საოცარი მოთამაშეები გვყავს შეტევის ხაზში, უბრალოდ, მიეცი ბურთი და წადი სახლში, ისინი რაიმე შედეგიანს შემოგვთავაზებენ. მაგალითად, როდესაც ბარკოლა მარცხნიდან თამაშობს, ვიცი, რომ მას სივრცე უნდა მივცე.

- ვისაუბროთ დემბელეზე. ამბობენ, რომ ის „ოქროს ბურთის" მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

- ბრწყინვალე ფეხბურთელია. ორივე ფეხით ძალიან კარგად თამაშობს, საოცარი მოძრაობები აქვს და უსწრაფესია. ამასთან ერთად, შესანიშნავი ადამიანია, რამაც აქ გადმოსვლისას მომხიბლა.

- ძალიან კარგია, მის პიროვნულ თვისებებს რომ გაუსვი ხაზი. წარსულში დემბელეს ხშირად აკრიტიკებდნენ ხასიათის გამო, რაც, შესაძლოა, უსამართლო იყო. მნიშვნელოვანია, რომ მისმა თანაგუნდელმა აღნიშნა, რამდენად კარგი ადამიანია.

- რასაც სოციალურ ქსელებში ვკითხულობთ, სიმართლე არაა, მათ არ იციან, რა ხდება გუნდის შიგნით. ის ყველაზე მხიარული ადამიანია, რომელიც კარიერის განმავლობაში შემხვედრია. მუდამ ბევრს ხუმრობს, ძალიან კარგი ადამიანია. მოედანზეც ყოველთვის გეხმარება, გეკითხება, რაიმე ხომ არ გჭირდება. წელს ყველამ დაინახა, რამდენად გამორჩეულია დემბელე.

- რას იტყვი დეზირე დუეს შესახებ?

- მხოლოდ 19 წლისაა და ფიზიკურად უძლიერესია. ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია. გაგვიმართლა, რომ ჩვენს გუნდში თამაშობს. როდესაც 19 წლის ვიყავი, ვხედავდი, ამ ასაკის მოთამაშეები ფეხბურთზე შეყვარებულები იყვნენ, თუმცა არ იყვნენ პროფესიონალები, ეს ბიჭი კი პროფესიონალია. ყოველთვის კონცენტრირებულია, ბევრს მუშაობს, მართლაც განსაკუთრებული ბიჭია.

- როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, ვაკვირდებოდი, რომ ერთი გუნდის შემტევ ფეხბურთელებს ერთმანეთთან კონკურენცია ჰქონდათ. თქვენ შემთხვევაში ამ მხრივ რა ვითარებაა?

- ვაცნობიერებთ, რომ კონკურენცია არსებობს, თამაში ყველას სურს, თუმცა, ამავდროულად, ერთმანეთს ვეხმარებით. არასდროს ვამბობთ, რატომ თამაშობს ეს და რატომ არ ვთამაშობ მე. თუ ფეხბურთელი მოედანზე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ გაიღებს, შემდეგ თამაშში სათადარიგოთა სკამზე მოხვდება. ასე რომ, ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან კარგია, როცა ფეხბურთელები ერთმანეთს ეხმარებიან.

- „პარი სენ-ჟერმენთან“ ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიარე. მწვრთნელს შენთვის გეგმა ჰქონდა?

- კლუბს ჩემი შეძენა გასულ წელსაც სურდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო „ნაპოლიში“ დავრჩი. მწვრთნელს ჩემთან მუშაობა უნდოდა და ამის შესახებ მაშინაც მითხრა. როდესაც პსჟ-ს წევრი გავხდი, ამიხსნა, თავიდან გამიჭირდებოდა, მაგრამ თანმიმდევრული და კონცენტრირებული უნდა ვყოფილიყავი. შემატყობინა, რომ ძალიან კარგი შემტევი ფეხბურთელები ჰყავდა გუნდს, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო დაცვის დახმარებაც. ამ მოთამაშეებისთვის რაიმე ახალის ჩვენება ურთულესი იყო. ვფიქრობდი, ფიზიკურად ძლიერი ვყოფილიყავი და თითოეული მატჩისთვის სრული ყურადღება დამეთმო, დავხმარებოდი მცველებს.

- დიდ გუნდში გადასვლა დიდ ცვლილებებთან ასოცირდება. როდესაც „ლიდსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავედი, გავაცნობიერე, რომ მოლოდინები გაიზარდა. ყოფილა მომენტი, როდესაც მიხვდი და თქვი, ეს არის ის, რატომაც აქ გადმოვედი?

- პირველივე დღიდან აქ ძალიან კარგად მიმიღეს. მაშინვე ვიგრძენი, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი. ამ კლუბისთვის ყველაფერი უნდა გამეღო. თითოეული ფეხბურთელი დამეხმარა ადაპტაციის გავლაში. კლუბის თითოეული წევრი ჩემს მიმართ სითბოს იჩენს, ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა, რამდენად კარგი ადამიანები არიან ისინი. აქ ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ "ინტერს" დაუპირისპირდება, მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

პსჟ - ში დაცვის დახმარება უფრო მარტივია ვიდრე ნაპოლის მსგავს გუნდში, რადგან შეტევაში ფლანგის მცველები და შუა ხაზი გაცილებით აქტიურად ერთვება და ეხმაება შემტევებს სივრცეების გახსნაში. ნაპოლის შემთხვევაში დაცვაში რომ ჩაირბენ და მოპოვებილი ბურთის შემდეგ მხოლოდ 2-3 კაცით უნდა შეძლო შეტევა და დრიბლინგი განახორციელო, ასეთ დროს არის ამის გაკეთება ძალიან ძნელი და ფაქტიურად შეუძლებელი. სტილია განსხვავებული პსჟ-ს თამაშის - მთელი გუნდი უტევს აქტიურად და იცავს თავს.
მამუკა ჯუღელი
ყველაზე რთული იუო საშუალო კლასის და დაღმავალი დინამიკის ფეხბურთელის დროული გაყიდვა, ნაპოლიდან გამოქცევა და ფულის გაკეთება. მარა ჩვენ ეს შევძელით:) ყველა გაიძვერა ქართველს ჩვენთან ერთად ეს უხარია, რადგან მასეთები ხართ:))
ჟორა გაბრიჭიძე
კვარამ დაცვითი ფუნქციების შესრულება სპალეტისთან დაიწყო და არა კონტესთან. მაშინ ბევრი კრიტიკა იყო ამის შესახებ, მეც ბევრჯერ დავწერე, რომ კვარა და ოსიმენი დაცვის დახმარებით იღლებიან და თავდასხმაში ისე ეფექტურები აღარ არიან, მაგრამ ბოლოს ყველაფერი იდეალურად გამოვიდა.
ტუკო რამირესი
მადლობა რედაქციას თარგმანისთვის!
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
ჩილავერტი მბაპეზე და ვინისიუსზე: ნორმალური არ რის, როცა მამაკაცი ტრანსვესტიტთან ცხოვრობს - "რეალის" ფეხბურთელების 90% შავკანიანია, მათ რატომ არასოდეს არ აქვთ პრობლემები?
"ბოდო გლიმტი" ამ მოედანზე თამაშს მიჩვეულია, მარცხს ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ" - კრისტიან კივუ
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
ლოჩოშვილმა პენალტი აიკიდა - "ნიურნბერგი" სტუმრად "ბოხუმს" ფრედ ეთამაშა
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
ცნობილი გახდა ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "მეცთან"
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
ჩილავერტი მბაპეზე და ვინისიუსზე: ნორმალური არ რის, როცა მამაკაცი ტრანსვესტიტთან ცხოვრობს - "რეალის" ფეხბურთელების 90% შავკანიანია, მათ რატომ არასოდეს არ აქვთ პრობლემები?
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"აქ ყველაფრის მოგება მსურს" - საკამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დაამარცხა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
[VIDEO] სენსაცია კონფერენს ლიგაზე - სომხურმა "ნოამ" "ალკმაარს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
Opta: კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ტიერი ანრის ანტი-რეკორდი გაიმეორა
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
"გაგვიმართლა. მეორე მატჩში უნდა შევუტიოთ" - "ბოდო გლიმტის" მწვრთნელის კომენტარი "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ
"ბოდო გლიმტი" ამ მოედანზე თამაშს მიჩვეულია, მარცხს ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ" - კრისტიან კივუ
ლუის ენრიკე შეშფოთებულია -კვარაცხელიამ შეიძლება "მეცთან" ვერ ითამაშოს
ვიტინიას შემდეგ დუეც - "რეალი" პსჟ-ს შემტევებით გაძლიერებას აპირებს
პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?
"VAR-ი სანაგვე ურნაში უნდა გადავაგდოთ" - რიო ფერდინანდი
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
ცნობილი გახდა ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "მეცთან"
[VIDEO]"პრესა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს" - კვარაცხელიამ დემბელეს ნეგატიური იმიჯის შესახებ ისაუბრა
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
დიდი როტაციით "მეცთან" - ითამაშებს კვარაცხელია?
"ხვიჩაში მხოლოდ ვარსკვლავს ხედავენ, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც..." - პსჟ-ისთან მატჩამდე წიტაიშვილმა Lequipe-თან ისაუბრა
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
"ზაფხულში მამარდაშვილის მოსვლის მერე, "ლივერპულში" ამის გამო პრობლემები დაიწყება" - მაკმანამანი "მერსისაიდელთა" მეკარეთა არჩევანზე
[VIDEO] სპალეტი გაგიჟდა - ლუჩანო მსაჯს დაუპირისპირდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"მისი რეინკარნაციაა" - ფერდინანდმა კვარა ბრიტანელ ფეხბურთელს შეადარა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ