ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის - ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის ფინალურ შეხვედრებში ჯამში 5-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა - ერთმა მთავარი მსაჯის, ერთმა მწვრთნელის და სამმა მოთამაშის რანგში.

24 მაისს კარდიფში (უელსი), "პრინციფალითიზე" გამართული ჩემპიონთა თასის ფინალს ქართველი რეფერი, ნიკა ამაშუკელი სჯიდა. მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მსაჯმა ჩემპიონთა თასის ფინალი პირველად იმსაჯა. 70 225 მაყურებლის წინაშე, ფრანგულმა "ბორდომ" ინგლისური "ნორთჰემპტონი" 28:20 დაამარცხა და ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო, თანაც ყველაზე პრესტიჟული ევროპული თასი.

"ბორდოს" წარმატებაში საკუთარი წვლილი მიუძღვის ქართველ კვაჭ აქვსენტი გიორგაძეს, რომელიც 2023 წლიდან გუნდის შერკინების მწვრთნელია.

ერთი დღით ადრე ჩელენჯ თასის ფინალში ფრანგული "ლიონი" ინგლისურ "ბათთან" 12:37 დამარცხდა. "ლიონის" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ "ბორჯღალოსნები" - ბექა საღინაძე (შეცვალეს 58-ე წუთზე) და დავით ნინიაშვილი (შეცვალეს 70-ე წუთზე), ირაკლი აფციაური კი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო.

Rugby.ge

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
სალაჰმა გამოაცხადა, რომ "ლივერპულს" ტოვებს
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
დატოვებს მამარდაშვილი "ლივერპულს"? - ვითარებას ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი განმარტავს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება