ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიამ სტუმრად გერმანია 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტი გოლი რონალდომ გაიტანა. ეს მის კარიერაში 937-ე გოლია - 137-ე ეროვნულ ნაკრებში და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. ლეო მესის ანგარიშზე 112 გოლია.

პორტუგალიამ გერმანიას 2000 წლის შემდეგ პირველად სძლია - აქამდე გერმანელებმა ზედიზედ ხუთჯერ მოუგეს.

მეორე ნახევარფინალში დღეს ერთმანეთს ესპანეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.

მიუნხენი. „ალიანც არენა“

გერმანია - პორტუგალია 1:2

გოლები: 1:0 ვირტცი (48), 1:1 კონსეისაო (63), 1:2 რონალდო (68)

ზედა მეზობელი
საფრანგეთში,ესპანეთში და პორტუგალიაში არ ჩანს ეგრე თვალნათლივ,რადგან მათი მენტალიტეტი სხვანაირია,უფრო ინდივიდუალისტების იმედზე არიან ტრადიციულად,ხოლო გერმანია იყო შეკრული და დისცპლინირებული გუნდი ყოველთვის,ზოგადად,ხალხი არის ეგეთი. რაც არ უნდა მოქალაქეობა მისცენ,გერმანელი ამით ვერ გახდება და ვერ ექნება ის მენტალიტეტი. გუნდურობა არის დარღვეული და ეს არის პრობლემა. ერთი შეხედვით,ცუდი ფეხბურთელი არცერთია,მარა გერმანელები არ არიან. რატომ მარტო აფრიკელები,რობინ გონზენსი ჰოლანდიელია და რა გგონია რო მას არ ვგულისხმობდი? ან მუსიალას,რომელიც არც ინგლისში დაბადებულია საერთოდ და თან ინგლისელიც არ არის. წარმოიდგინეთ,ინგლისში გაზრდილი არაინგლისელი იგერმანელებს? თამაშს ხო უყურე,ვერ უყურებდი კიმიხს ან თუნდაც ვირცს,რა სახით მოძრაობდნენ და როგორ ყვიროდნენ? რავი რა,თუ არ გესმის მსგავსი რამეები,მე როგორ გაგაგებინო. შენ თუ ფიქრობ რო აფრიკელი თუ საქართველოში გაიზრდება ე.ი. ის ჩვეულებრივი ქართველი იქნება,იგივე მენტალიტეტით და ა.შ. მაშინ საუბარიც ზედმეტია. ეს არის გენების ამბავი და საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ამბავი. ღმერთმა მიტომ აურია ადამიანებს ენა რო ასე იყო საჭირო,ამას ვერავინ წაშლის ხელოვნურად. მიტომ არის დაყოფილი ხალხები ეროვნებებათ რო ასე არის სწორი და საჭირო. თუ ეროვნულობას დაკარგავ,მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რუსეთი ერქმევა ამ ქვეყანას,საქართველო თუ თურქეთი? თქვენსავით რო ეფიქრათ ჩვენს წინაპრებს,არც იომებდნენ და არც არაფერი.წაიკითხეთ მაინც,რას წერს ამაზე ილია ან ვაჟა,მე რას მედავები აქ შე ოჯახაშენებულო. ეროვნულობა გამაგარჩევს სხვა ხალხებისგან და ეს არის მნიშვნელოვანი. თუ ეს ასე არ არის,მაშინ დავურეკოთ ვოვას,ხალხს რაღას ახოცინებთ? ან ერდოღანს ან ტრამპს,რა მნიშვნელი აქვს. მოქალაქეობა ეროვნება არ არის,უბრალოდ,დეგრადირდა ქართველი და მხოლოდ მას მოაქვს(ევროპელებსაც) თავი ყველაზე მცოდნეებად. მიდი აბა და კითხე საქართველოში მცხოვრებ ეროვნებით სომეხს ან აზერს,რომლებიც მოქალაქენი არიან ჩვენი,ვინ არიან ისინი,ქართველები თუ აზერები ან სომხები. მიდი აბა და ომი გამოუცხადე ერთს ან მეორეს,განახებთ ვის მხარეს იომებენ ისინი. ამიტომაც გადარჩებიან ისინი და ვერ გადარჩება საქართველო,თუ მსგავს სიგიჟეს მალე არ დაივიწყებს.
ზედა მეზობელი
მერე ვინ თქვა რო დავითი ქართული სახელია? მეგონა მიხვდებოდით,მარა შევცდი. ბაგრატიონები ბიბლიური დავით მეფის შთამომავლებად იწოდებიან და შესაბამისად,სახელიც ებრაული ერქვა ებრაული წარმოშობის მეფეს. იქ გეთანხმები რო ჩვენში გაჯდა ეგ სახელი და დღეს ქართულად მოიხსენიება,მარა ებრაულია. თქვენ ისიც არ გეცოდინებათ რო დავით აღმაშენებელი არამარტო ბაგრატიონი,არამედ ფარნავაზიანიც იყო. მისი დედა მირანდუხტი ფარნავაზიანთა ხაზის შთამომავალი იყო და ვინც ის შერთა გიორგი მეორეს,მას სურდა გააერთიანებინა ორი სამეფო გვარი,ამიტომაც გადააყენეს გიორგი მალევე და აიყვანეს ტახტზე დავითი. ისტორიის გაკვეთილზე არ ვართ,თუმცა საჭირო ყოფილა თურმე რაღაცის თქმა. გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით,რამდენმა თქვენგანმა იცოდით ეს ამბავი? ხო კიდევ,რა იასონა,გაუგებარია ეს ამბავი.
tngh
პორტუგალიამ დამსახურებულად გაიმარჯვა!!!
ასეა ეს))
მამაჩემმა ტომმა(თომამ) მითხრა: შვილო ჯერი(ჯუმბერი ვარ) ვალიკოს (ვილის) მწვრთნელობა არ გაიშვასო. ჩვენს ნაკრებს ოტმარ(ოტია) ხიტცფელდი დახატავდაო. მაააშ)))

როდესაც საფრანგეთის მოქალაქე ხარ,ითვლება,რომ ფრანგი ხარ.გერმანიის მოქალაქე,გერმანელია,ეროვნება კი,უკვე კაი ხანია ამოგდებულია საპასპორტო მონაცემებიდან.მოქალაქეობა მოქალაქეობაა,მაგრამ ეროვნული მენტალიტეტი ჯერაც არსებობს და ემიგრანტების უზარმაზარმა ნაკადმა,გერმანია და მთელი ევროპა რომ წალეკა,მოქალაქეებში მენტალიტეტების აღრევა გამოიწვია.გერმანიაში,მაგრამ თურქულ,არაბულ,ან აფრიკულ გარემოში გაზრდილი სპორტსმენი,ადგილობრივი,ეთნიკური გერმანელის მენტალიტეტისაგან სრულიად განსხვავებული მენტალიტეტით იზრდება და ნაკრებში მოხვდრილი,იქაც განხსხვავებული იქნება ქმედებაში თუ აზროვნებაში.გერმანიაში ეს ემიგრაცია შედარებით ახალია და მენტალიტეტების სხვაობა,ძალიან იგრძნობა.საფრანგეთის ნაკრებში კი,არაბული და აფრიკული შენაკადები უკვე დიდი ხანია ერთად არსებობენ,ამიტომ ისინი მეტნაკლებად უკვე დაუახლოვდნენ ერთმანეთს და შედეგებიც უკეთესი აქვთ,თუმცა ახალი,მძლავრი ემიგრაციის შენაკადი,იქაც უარყოფითად მოქმედებს.ვერც საფრანგეთი და ვერც გერმანია ვერ ახერხებენ უცხო ტომის ამხელა ნაკადის საკუთარ წიაღში მიღებას და მათ ასიმილაციას.ეს კი მათი ნაკრებების სათამაშო მენტალიტეტის ცვლილებას იწვევს.ჯერ კიდევ მეჰმედ შოლის გამოჩენამ გერმანიის ნაკრებში,საგრძნობლად შეცვალა გერმანიის ნაკრების სახე,მაგრამ შოლიმ დადებითად იმოქმედა,ტექნიკური საწყისის შერანით,თამაშში.ემიგრაციის წარმომადგენლების უფრო ფართოდ ჩართვამ ნაკრებში,კი უკვე ის გერმანული საბრძოლო სული დააზრალა,რითაც ძლიერი იყო,გერმანიის ნაკრები.ფრანგები,თვითონაც სამხრეთულ,ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდნენ და აფრიკული ტალღის დამატებამ,თამაშის სტილში,მხოლოდ ძალისმიერი საწყისების გაზრდა გამოიწვია.დღვანდელ საფრანგეთის ნაკრებში და ფეხბურთში,უკვე აფრიკელი და არაბი ფეხბურთელები ბატონობენ,სადაც ფრანგები მცირე შენაკადის სახით მოჩანან.ალბათ ამ მრავალ ეროვნულობის გამოცაა,რომ ასეთი შერეული ფეხბურთლებისაგან დაკომპლექტებული ნაკრებები,გუნდური ერთსულოვნებით ვერ დაიკვეხნიან.კლასიანი ფეხბურთელები,მათი კლასის შესაფერის ნაკრებებს ვერ ქმნიან.ინგლისი და ბელგიაც ასეთი ნაკრებების სიაში შედიან.ქართველი და ხორვატი,ან სხვა ნამდვილად ეროვნული ნაკრები,მოედანზე თავს იკლავს სამშობლოს ნაკრების გამარჯვებისათვის,იმ ნაკრებების ფეხბურთლებისაგან განსხვავებით.
გაიგე იასონ ?!
დავითი რა, ქართული სახელი გგონია ? ებრაული სახელია და თანდათან ადაპტირდა ჩვენში. ასევე მოხდება იმ სახელებთან დაკავშირებითაც, რაც დღეს ყურს ჯერ ეხამუშება. თანდათან მივეჩვევით და ეს სულაც არ აკნინებს ჩვენს ეროვნულობის განცდას. სხვათაშორის დავითის მსგავსად ტომიც და ჯერიც ბიბლიური სახელებია, ბრიტანული ინტერპრეტაციით. მართლა მულტფილმისთვის კი არაა გამოგონილი ? ))
ქიშო
ეს ორმაგი სტანდარტები რა ყველგან და ყველაფერშია ჩემიკაი )) კაცოო, თუ საფრანგეთი მიაღწევს წარმატებას, ეგრევე აკრიახდებით ხოლმე - ამდენი გაფრანგებული შავი ჰყავთ და მოიგებენ აბა რაო... და ამ დროს გერმანიის დაჩაჩანაკებასაც ნატურალიზებულ მოთამაშეებს მიაწერთ - აფრიკელებს, არაბებს, თურქებს და ა.შ. ბოლო ბოლო ამიხსენით როგორ ხდება რომ ერთ შემთხვევაში გადამთიელები აძლიერებენ ნაკრებს, მეორე შემთხვევაში კი ასუსტებენ ? )))
მალხაზ ჯობავა
1000 %, მართალ კოჩი!
lasha
1986 წლიდან ვარ გრმანიის ნაკრების გულშემატკივარი. ფაქტობრივად მსოფლიოს ფინალმა და გერმანიის 0-2 დან თამაშის სმოტრიალებამ შემაყვარა ფეხბურთი და დღს რას ვხედავ. რას გავს გერმანია ეს არის საშუალო ევროპული დონის ნაკრები არ ყავს არცერთი ვარსკვლავთან მიახლოებული ფეხბურთელიც კი. აი ამათ საქართველოს ნაკრებიც მოუგებს თბილისში :)
ზედა მეზობელი
მაგარი ცუდი მსაჯი ყავდა თამაშს,ვერაფერს ვერ ხედავდა ან არ უნდოდა დანახვა. პორტუგალიას იმდენი კუთხური არ დაუნიშნა,მერე ბერნარდო რანაირად არ გააფრთხილა ვირცთან უხეშობისთვის? მსგავსი რამე მოსულა ფეხბურთში,უბურთო კაცი მორაგბის სტილში დააგდო და არ გაგაფრთხილონ? მთელი უეფას ბოსობა იქ იჯდა და უყურებდა თამაშს,არაფერს შეცვლიან და ხვალ ისევ ეს მსაჯი იმსაჯებს თამაშებს. აი,ეს არის მაფია და მაიმუნობა. გერმანია მაგარი სუსტი ნაკრებია,საკუთარ სტადიონზე თამაში მიგყვადეს და 5 წუთში თამაში წააგო,ეს არ ეკადრება გერმანიას. მეც მაგარი ვარ,სად არის გერმანია?ტა,ნჩემა,აიდიემი,ზანე ა.შ.,ხოდა იცით რა აკლია გერმანიას,გერმანელობა აკლია გერმანიას. უბრალოდ,ცუდი საყურებელია მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ძლიერი გუნდი,ხაზს ვუსვავ გუნდს,ასე მარტივ მამრავლებად დაშლილი თამაშობდეს და თან ამას 10 წელია აკეთებდეს. ვახო გეგელია არის ასეთი კომენტატორი და მას კითხეს,გერმანია რას იზავსო და პასუხი ასეთი გასცა:სად არის გერმანიაო? გერმანიას ეფემბერგები აკლია ეს რაც მე მახსოვს,არც ადრე იქნებოდნენ საჩუქრები. აი,ის რაც ბერნარდომ ვირცს გაუკეთა,დაუსჯელი არ დარჩებოდა. იგივე ეხება ბევრ ნაკრებს,ეროვნული გუნდები ქვიათ და ეროვნულობასთან კავშირი არ აქვთ. თუ ეროვნებით განელი ან სირიელი თამაშობს,გერმანიის ეროვნული ნაკრები რანაირად გამოდის? ჩვენთან რო იყო ფუტსალის ნაკრები,საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ერქვა და 90% ბრაზილიელები თამაშობდნენ. რავიცი,შეიძლება მე არ მესმის ეროვნულის მნიშვნელობა და სხვა რამეს ნიშნავს,მარა კითხვაზე თუ რა ეროვნების ვარ,ყოველთვის ვპასუხობ რო ქართველი,ხოდა განელი ემიგრანტის შვილი,როდის გახდა ეროვნებით გერმანელი? მე რო გერმანიაში ჩავიდე,ჩემი შვილი ეროვნებით ქართველი იქნება თუ გერმანელი? ეს მხოლოდ გერმანიის პრობლემა არ არის,თუმცა გერმანიას ეტყობა ყველაზე მეტად,ამ ნაკრებმა სული დაკარგა. ზოგადად,სსრკ დროს წერდნენ საბუთშიც და ისეც აღნიშნავდნენ რო ეროვნებით ვიღაც ქართველი ან სომეხი იყო,თუმცა მსოფლიოში ამის გაუქმება ხდება. თუ ეროვნულობას მნიშვნელი არ აქვს,მაშინ რა მნიშვნელი აქვს სად იცხოვრებ და რა ერქმევა ქვეყანას. და თუ ეროვნულობას მნიშვნელი აქვს,რა შუაშია განელი და გერმანიის ნაკრები? ამიტომაც ვქომაგობ უნგრელებს,ყველა უნგრელი დარბის მოედანზე და ეტყობათ ეროვნება,ჩვენც არაგვიშავს ამ მხრივ და ძალიან ცოტა ნაკრებია რომელზეც ამას იტყვი.თუმცა ჩვენ ისეთი ტემპებით ვავსებთ მიგრანტებით ქვეყანას რო ჩვენი ყოვლედღიურობა იქნება ეს ამბავი. უკვე ეტყობათ ადამიანებს ამ ქვეყანაში,ვეღარ გაიგებ რა მოდგმისანი არიან. ბავშვებს თითქოს ქართველი დედმამა ყავს,მარა სახელები აქვთ ისეთი რო ქართველის არაფერი ეტყობათ. ასე მაგალითად,ზოგს დამიანეს არქმევენ,ზოგს ტომის და ჯერის... ა.შ. უბრალო რაღაცეებით ფასდება ადამიანის ეროვნულობა,ხომ თითქოს წვრილმანია სახელის ამბავი,მარა ეშმაკი წრილმანებშია. რატომ ერქვა დავით მეოთხეს დავითი და რატომ არ ერქვა რიჩარდი ან ნაპოლეონი? ამაშია საქმე
დაინტერესებული არბიტრი
ან გადაღლილად ჩათვალა და ფინალისთვის შეინახა, ან PSG-მ თხოვა, არ დამიტვირთო-ო.. სხვაგვარად ვერ ვხსნი ვიტინიას ზამენაზე შემოსვლას (და არა ძირითადში დაყენებას). შემოვიდა თუ არა, დაალაგა თამაში! ახლა საფრანგეთის ნაკრებიც თუ იგივეს იზამს - გავაფერნ!! ჩუამენი არ გააკარონ სასტარტოს, თორემ გავგიჟდები
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"ეს ორი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს" - მიხაელ ბალაკი
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი
"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
[VIDEO] პორტუგალიამ გერმანიას გასვლაზე მოუგო - რონალდომ 937-ე გოლი გაიტანა
შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური
"ნაპოლი" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
[VIDEO] დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ში საუკეთესოდ აღიარეს