"მილანისა" და ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ დეპრესიის გამო ტრავმის სიმულირება სურდა, რათა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე არ წასულიყო.

ამ და სხვა საკითხებზე ესპანელმა ფილმში - "მათ არ იციან ვინ ვარ მე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიტიკიდან გამომდინარე თავს უსარგებლოდ გრძნობდა და მორალურად გატყდა.

"ბევრი საშინელი, თვითდამაზიანებელი ფიქრი მქონდა. გონებაში ჩამომიყალიბდა აზრი, რომ მომეტყუებინა ტრავმის შესახებ და არ წავსულიყავი ევროპის ჩემპიონატზე.

უცებ იწყება რაღაც არასტანდარტული გრძნობების მოძალება სხეულში და ვერ ხვდები, ასე რატომაა. ფეხები გტკივა. თითქოს გულის სარქველი დახურული. სუნთქვა არ შეგიძლია. მეშინოდა, რომ დავიძინებდი და აღარ გამეღვიძებოდა.

ბურთს წესიერად ვერ ვუყურებდი. "დორტმუნდთან" (2023/24 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში) გაფუჭებული მომენტის შემდეგ იმაზე ვფიქრობდი, რომ "ატლეტიკო" ფინალში ჩემ გამო ვერ გავიდა. გასახდელში მარტო დიდი ხანი ვიყავი, ტირილი მინდოდა."

მორატამ თქვა, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარ ექიმ ოსკარ სელადას დაურეკა და უთხრა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ წავიდოდა. სელადამ ალვაროსა და ანდრეს ინიესტას საუბარი დააორგანიზა, 2009 წელს "ინიც" დეპრესიას ებრძოდა.

საბოლოოდ, მორატამ ძალები მოიკრიბა, ევროზე გაემგზავრა და კაპიტნის სამკლავურით თასიც აღმართა.

nika
ცოტა ადრე მოუვიდათ ეგ ფილმი, ერთა ლიგის ფინალიც შესატანია, პენალტი რომ გამაზა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ალვარო მორატა კარიერიას "გალათასარაიში" განაგრძობს
5-თვიანი განშორების შემდეგ ალვარო მორატა ცოლს შეურიგდა
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს