‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა, „ტოიოტა ჩელენჯის“ პირველი, სამხრეთ აფრიკული ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

მესამე რაუნდში ჩვენი გუნდის მეტოქე ტურნირის მასპინძელი, ‘ტოიოტა ჩიტასი’ იქნება, რომელმაც განვლილი ორი თამაში დიდი უპირატესობით მოიგო - პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშთან’ 54:24 და რუმინეთის ა ნაკრებთან 47:14.

‘შავმა ლომმა’ პირველ ტურში ‘აირლინკ პუმასი’ 46:36 დაამარცხა, მეორეში კი, ‘სუზუკი გრიქასმა’ 56:21 იმარჯვა. „ტოიოტა ჩელენჯის“ დასკვნითი შეხვედრა 14 ივნისს, ჩვენი დროით 18:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი რაგბი ტვ-ზე შედგება.

რადგან ტურნირი მოსამზადებელი ხასიათისაა, ისე, როგორც პირველ და მეორე თამაშს შორის, მწვრთნელებმა შემადგენლობაში როტაციას მიმართეს.

‘სუზუკი გრიქასთან’ განვლილი შეხვედრის შემდეგ, დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს მესამეხაზელებმა ლაშა ციხისთავმა და გიორგი სინაურიძემ, მგეზავმა მერლს პიტერსმა და ვეტერანმა სანდრო თოდუამ, რომელიც ამჟამად ცენტრში გადაინაცვლებს.

‘აირლინკ პუმასთან’ გამარჯვებული შემადგენლობიდან ხაზში სასტარტოში ბრუნდებიან ფულბეკი ლუკა ცირეკიძე, ცეტრი თორნიკე კახოიძე, ფრთები - აკაკი ტაბუცაძე და რომა მახათაძე, ასევე ჰავბეკი თენგიზ პერანიძე; ხოლო შერკინებაში პირველხაზელები - დავით აბდუშელიშვილი, ირაკლი ქვათაძე და კახაბერ დარბაიძე, მეორე ხაზის წყვილი - მიხეილ ბაბუნაშვილი და დემურ ეფრემიძე.

‘ჩიტასთან’ მატჩში მარქაფაში ექვსი მორკინალი გვეყოლება: შოთა ხელაძე, გიგა კობახიძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, გუგა ღანიაშვილი, ოთარ გიორგაძე და გიორგი კერვალიშვილი, ხოლო ხაზში გიორგი სპანდერაშვილი და გიორგი ფრუიძე შევლენ.

მერლს პიტერსი, ლაშა ციხისთავი და გიორგი სინაურიძე, „ტოიოტა ჩელენჯზე“ ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ. შეგახსენებთ, ‘ტოიოტა ჩიტასს’ ამ ტურნირის ფარგლებში შარშან ორჯერ შევერკინეთ და პირველში 39:38 დავამარცხეთ, მეორეში კი მასპინძლებმა 24:5 გაიმარჯვეს.

2026 წლის შემოდგომაზე, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე “ტოიოტა ჩელენჯის” ექვსივე მონაწილე თბილისში შეიკრიბება და ტურნირის მეორე ეტაპზე იგივე მეტოქეებთან სამ-სამ საპასუხო შეხვედრას გამართავენ.

მეტოქე

‘ტოიოტა ჩიტასი’ 1895 წელს დაარსდა და “ქარი ქაფის” ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, 9-ჯერ მეორე, ხოლო 15-ჯერ მესამე ადგილზე გავიდა. 7 ჩემპიონობიდან ხუთი უკანასკნელ 20 წელიწადზე მოდის. ‘ტოიოტა ჩიტასმა’ თასი ბოლოს 2023 წელს შემართა.

2006-2017 წლებში ‘ჩიტასი’ სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში, იმხანად პრო 14-ში ჩაერთო, თუმცა 2020 წლის შემდეგ, კოვიდ-პანდემიამ მათ ამ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ მისცა.

2022 წელს, ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ, ‘ჩიტასი’ ‘შავ ლომთან’ ერთად “ჩელენჯ თასზე” მიიწვია და მას შემდეგ წვეული გუნდის სახით ევროტურნირების მონაწილეა.

2026 წლის “ტოიოტა ჩელენჯი”. III რაუნდი

სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. “ტოიოტა სთედიუმი”. 14 ივნისი

შავი ლომი - ტოიოტა ჩიტასი (18:30 საქ. დრო)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. სანდრო თოდუა, 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე, 17. გიგა კობახიძე, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. ოთარ გიორგაძე, 21. გიორგი კერვალიშვილი; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. გიორგი ფრუიძე.

მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია

5 ივნისი

შავი ლომი - აირლინკ პუმასი 46:36

სუზუკი გრიქასი - რუმინეთი ა 35:20

ტოიოტა ჩიტასი - ლუზიტანუში 54:24

10 ივნისი

სუზუკი გრიქასი - შავი ლომი 56:21

აირლინკ პუმასი - ლუზიტანუში 57:24

ტოიოტა ჩიტასი - რუმინეთი ა 47:14

14 ივნისი

სუზუკი გრიქასი - ლუზიტანუში (14:00)

აირლინკ პუმასი - რუმინეთი ა (16:00)

ტოიოტა ჩიტასი - შავი ლომი (18:30)

Rugby.ge

ჩიტასი შარშანაც ძლიერი გუნდი იყო,შავი ლომი კი,მას შემდეგ საგრძნობლად გადახალისდა და ამ ტურნირსაც უფრო გუნდის შემადგენლობის ჩამოყალიბების და შეთამაშების მიზნით თამაშობს.სავარაუდოდ,წელს უფრო მეტად გაგვიჭირდება მათთან,მაგრამ სწორედ მაგ მიზეზით,მათთან თამაში ხვალ კიდევ უფრო სასარგებლო იქნება ჩვენი სათამაშო სქემებიც უკეთესად ექნებათ ათვისებული და იმედი მაქვს,უფრო ბრძოლისუნარიანები ვიქნებით.რაც მთავარია კარგ თამაშს ვუსურვებ შავ ლომს და წარმატებისათვის საკმარისი თუ აღმოჩნდება,ეგ სულმთლად უკეთესი.
7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
შვეიცარიამ ალჟირი დამაჯერებლად დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა
[VIDEO] რონალდოს 976-ე და რამუშის გმირობა - პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატიას დაუქამბექა
"ის ფეხბურთელია, რომელსაც ვეძებდით" - ლოჩოშვილი ოფიციალურად "კიოლნში" გადავიდა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა
იამალი: კუკურელიას ცოცხლად შევჭამ
"ინტერმა" 37 წლის მხითარიანს კონტრაქტი გაუგრძელა
"ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ..." - ოლივერ კანი
გარიგება შედგა - ტონალი "ტოტენჰემს" 100 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება
კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
"ასეთ ადამიანს ფეხბურთზე როგორ ველაპარაკო?" - თურანი მესისა და რონალდოს შედარებაზე
[VIDEO] კაცნაკლულმა აშშ-ს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"