ეთერ ლიპარტელიანის ისტორიული ოქროს მედლის მოგების შემდეგ, მეოთხე საჭიდაო დღეს მორიგი ტრიუმფის მოლოდინში 3 ქართველს ველით.

-81 კილოგრამი ლაშა გუჯეჯიანმა და ხელმძღვანელობამ გააორა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტატო გრიგალაშვილთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებას ზაურ დვალაშვილი შეუტევს. -63 კილოგრამ წონაში კი ეთერ ასკილაშვილი იჭიდავებს.

დავიწყოთ ტატოთი, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ურთულესი ბადე აქვს, მივყვეთ თანმიმდევრობით. პირველ წრეში ტატო გამოტოვებს, მეორე წრიდან ვენესუელელ ლუის პარისესა და თურქ ვედათ ალბაირაქს შორის ძლიერს შეხვდება, ამ შეხვედრაში უპირობო ფავორიტი ვედათია, მეტიც, სწორედ ვედათმა დაამარცხა გრიგალაშვილი ევროპირველობაზე 2023 წლის ფინალში, რაც ერთის მხრივ, კარგია, ტატოს რევანში აქვს ასაღები და მსოფლიოს პირველობა დიდებული შანსია.

თურქის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ბულგარელ გეორგი გრამატიკოვსა და ჩილელ ჟორჟე პერესს შორის ძლიერს შეხვდება, ამ ბარიერის დაძლევის შემდეგ კი დიდი შანსია გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ ვნახოთ მრისხანე მატიას კასესთან დაპირისპირება, ოღონდ ამჯერად ნახევარფინალში. რაც შეეხება ნახევარფინალს, აქ სავარაუდოდ მეტოქე კორეელ ჯუვან ლისა და აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს შორის გაირკვევა. რაც შეეხება ფინალში პოტენციურ მეტოქეს, აქ სათქმელად რთული იქნება, A დივიზიოში განთესილია ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი, აქვეა მასპინძელი ატილა უნგვარი, ჩვენებური ნუგზარ ტატალაშვილი (საემიროების სახელით გამოდის), მონღოლი შინბაიარ ოიონჩიმეგი და მრისხანე იაპონელი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე. B დივიზიონში გამოვა ჩვენი დებიუტანტი, ზაურ დვალაშვილი, ქართველი შვეიცარიელი აურელიო ბონფერონით იწყებს, თუ გაიმარჯვა კანადელ ფრანსის გატიე დრაპოს შეხვდება, სახელოვანი მეტოქე არც მერვედფინალში უწევს, 2 ეტაპის გავლის შემთხვევაში ზაურს საუკეთესო რვა მონაწილეში მოსახვედრათ ჩეხ იან სვობოდასთან, სლოვენიელ ნას ჰერკოვიჩთან ან დომენიკელ მედიკსონ დელ ორბე კორტორეალთან მოუწევს დაპირისპირება, მაგრამ სამაგიეროდ მეოთხედფინალში წონის ერთ-ერთი გამორჩეული მოჭიდავე რუსი ტიმურ არბუზოვი შეგვხვდება.

რაც შეეხება ეთერ ასკილაშვილს, ქართველი წონის B ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩინელი ჯინ ტანგით ვიწყებთ, პოტენციურ მეორე წრეში იაპონელი ჰარუკა კაჯუ გველოდება, აზიური სენსაციების შემდეგ კი პოტენციურ მესამე ჭიდაობაში ხორვატ ივა ობერანსა და სამხრეთ აფრიკელ სკაი კნოსტერს შევხვდებით. აქაც თუ გავიმარჯვეთ უკვე წონის მეხუთე ნომერს, ავსტრიელ ლუბიანა პიოვესავასთან მოგვიწევს დაპირისპირება. წარმატებები ქართველებს და იმედია გუშინდელი ისტორიული დღის სიხარული დღესაც გაგვყვება!

Dddd
სპეციალუეად შემოვედი, ხვდები რას ნიშნავს კარგი ბადე? რა მდგომარეობაში შეხვდა ტატო ფინალს და რა მდგომარეობაჭი გამოვიდა ის არბუზოვი
irakli Apkhaidze
გუჯეჯიანი არის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი და მისი გაშვება არ შეიძლება. გავუშვათ და რომელიმე ძლიერი მეტოქის ნაკრები ჩაიბაროს?... მითუმეტეს ამ თაობასთან, მასავით ვერავინ იმუშავებს. ამ მსოფლიოზე ერთი რაც გულსაწყვეტია, სარდალაშვილის გამოვარდან იყო და თუ როგორ მოხდა ეს, კი ნახავდი. აიღეს და გამოაგდეს ეგრე... ვაჯას და ლაშას ჰქონდატ ტავის პიკი და ახლა უკვე არარ არიან ფავორიტებში. დრეიდან ყველა წონაში მედალი გვექნება, მატ შორის ოქროებიც
ვახო...
უდიდესი წარმატებები...
rigiti
უკვე სეიძლება იმის თქმა რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი კაცებში ძალიან წარუმატებელია და დროა გუჯეჯიანი გავიდეს პენსიაზე. ასეთი მოუმზადებელი ნაკრები არ მახსენდება ბოლო წლებია!!! ნუ ვიქნებით ერთეულ გამონათებების იმედზე. ასე უშანსოდ გამოვარდნილი ფავორიტები პირველ-მეორე წრეშივე თანაც უსახელოებთან...მრავლისმეტველია!!! შავი, მარგველა და კიდევ ვიღაცეებმა მიბაძეთ ცირეკიძეს, ნუ იქნებით "მუხრუჭები", ყველაფერს თავისი დრო აქვს! ლიპოს და ჩირიკას მაგალითი გაქვთ წინ....
გუგა
რას ნიშნავს და იმას იშნავს, რომ საწყის ეტაპებზე ხვდება ძლიერებს, რომლებიც შესაძლო იყო ტავიდან მაინც აცილებოდა.
dddd
აი რა შუაშია ეგ წინადადება, არსებობს რთული და მარტივი ბადეები, როდესაც ერთ ქვეჯგუფში გყავს ალბაირაქი და მატიას კასე, მერე ან ლის ხვდები და ან ცკაევს მაგას რთული გზა ეწოდება ჩემპიონობამდე, თორემ ტატოს გამარჯვებაში ეჭვი არ შეგვაქვს <3
555
საქართველოს ძიუდოს დედოფალი ყავს.ასეთი სასახელო ქალი სპორტსმენები გვიმრავლოს ღმერთმა.გილოცავთ!
სტატიის ავტორს
რას ნიშნავს "მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ურთულესი ბადე აქვს"? აბა მსოფლიო ჩემპიონატზე დამწყები ძიუდოისტები ხომ არ გამოდიან? თუ ამით წინასწარ რაღაცაზე შესავალს აკეთებ? ყველაფერი გამოჩნდება.
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
[VIDEO] ხვიჩამ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში "ფლამენგოს" გაუტანა
ლუის ენრიკემ "ფლამენგოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
Geo Team: გიზი მამაგეიშვილმა "შტურმთან" კონტრაქტი გააფორმა
კუბარსის მეწყვილე - "ბარსელონა" პაუ ტორესის ლა ლიგაში დაბრუნებას გეგმავს
გლასნერი დარჩენას არ გეგმავს - "კრისტალ პალასს" მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატურა ჰყავს
ომარ მარმუში დაოჯახდა - ფეხბურთელმა ცოლად უახლოესი მეგობრის ბიძაშვილი მოიყვანა
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
მოგებული სასამართლო - პსჟ-ის მბაპესთვის სერიოზული თანხის გადახდა მოუწევს
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
ხვიჩას ჟურნალისტმა მოულოდნელი კითხვა დაუსვა - როგორი იქნება "ფლამენგოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
უსამართლობა - რაფინიას მეუღლე ფიფას გადაწყვეტილებით აღშფოთებულია
ფიფას ვერსიით 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა
რუსთავში რეგიონთა ნაკრებების ტურნირის ფინალური ეტაპი გაიმართა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩზე
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რა ხდება ბათუმის "დინამოში"?
დღეს ხვიჩა და პსჟ კიდევ ერთი საერთაშორისო ტიტულისთვის კატარში ითამაშებენ
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ტატო გრიგალაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
იაპონიის გრან-სლემზე მონაწილე ქართველი ძიუდოისტების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
ეთერ ასკილაშვილი ოლიმპიადის პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა
[VIDEO] გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არბუზოვთან დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა
ზაურ დვალიშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა
U23. ევროპირველობის ქართულ ფინალში ინანეიშვილმა დემეტრაშვილს სძლია