"დინამო თბილისის" 14-წლამდე გუნდი Vivacom Cup-ის გამარჯვებულია. მიხეილ ზაბახიძის გუნდის ტრიუმფით დასრულდა ბულგარეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი.

ფინალი ბელგრადის "პარტიზანთან" რაზგრადის "ჰიუვეფარმა არენაზე" გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გამარჯვების გოლი სერბებს შეხვედრის მე-8 წუთზე, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით დემეტრე ბაკურიამ გაუტანა. აღსანიშნავია თბილისელთა გოლკიპერის ნიკოლოზ კაჭახიძის საიმედო თამაშიც, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში იხსნა თავისი გუნდის კარი.

დინამოელებმა ტურნირი გოლგაუშვებლად დაასრულეს, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია. წინა მატჩები კი ერთნაირი ანგარიშით 2:0 მოიგეს. გუშინ თბილისურმა გუნდმა "პაოკს" აჯობა. ბერძენთა კარში დუბლი გიორგი ღუნაშვილმა შეასრულა.

მანამდე ლურჯ-თეთრებმა ლისაბონის "ბენფიკას" მოუგეს ორი უპასუხო გოლით (დემეტრე ჯანაშია, მათე მიქავა), ხოლო იმავე ანგარიშით (დემეტრე ბაკურია, სერაფიმე კაზაროვი) ტურნირის გახსნის დღეს ბუქარესტის "სტიაუა" დაამარცხეს.

ტურნირის დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონია გაიართა, რომელშიც დინამოელებმა ინდივიდუალური პრიზებიც მოიპოვეს:

გათამაშების საუკეთესო მეკარე - ნიკოლოზ კაჭაზიძე

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი - გიორგი ღუნაშვილი

Vivacom Cup-ზე ზემოთ ჩამოთვლილი გუნდების გარდა მასპინძელი "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), "ფენერბაჰჩე" (თურქეთი) და ოდილ აჰმედოვის აკადემია (უზბეკეთი) გამოდიოდნენ. ბრინჯაოს მედლები რაზგრადელებს "პაოკთან" გამარჯვების შემდეგ შეხვდათ.

ბულგარეთში დინამო 20 ფეხბურთელით იმყოფება: გიორგი ღუნაშვილი, ვაკო სადილიანი, მათე ეთერია, ლუკა ვაშაკიძე, დემეტრე ფანცულაია, ნიკოლოზ დაღუნდარიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკოლოზ ხარაიშვილი, დემეტრე ბაკურია, გაბრიელ ქაროსანიძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, ალექსანდრე ჩიქოვანი, ავთანდილ ფირცხალაიშვილი, ნიკოლოზ ჭუმბაძე, მათე მიქავა, ირაკლი დორეული, ნიკოლოზ კაჭახიძე და სერაფიმე კაზაროვი.

fcdinamo.ge

"სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ ირბენს, არ ითამაშებს" - ჩაბი ალონსო
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
7-ქალა | არის პირველი მოგება!
"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება
[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
პსჟ-ს სარეკორდო დასწრება, ხვიჩას როლი გამარჯვებაში და ფიფას რეაქცია
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასები - პსჟ-მ "ატლეტიკო" გაანადგურა
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
იმად დარჩი, რაც ხარ - გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია
[VIDEO] ქართული ძიუდოს ისტორიული დღე - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია!
გასამრჯელოს გაუორმაგებენ - ცნობილი გახდა დემბელეს მომავალი ხელფასის ოდენობა
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე