საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში „ჯუნიორ ოლ ბლექსს“ 3 ლელო გაუტანა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

2016 წლიდან დღემდე, ახალ ზელანდიას 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეოთხედ ვეთამაშეთ და ყველა ჯერზე მეტოქეს წინაზე ნაკლები სხვაობით ჩამოვრჩით. 2016 წელს მეტოქემ 55:0 გაიმარჯვა, 2019 წელს 45:13, 2023 წელს 26:50, წელს კი სხვაობამ 19 ქულა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველ ტაიმში თამაშს ორჯერ იგებდა და ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა ბონუს-ქულის აღების შანსს, მაგრამ დასკვნით 25 წუთში მეოთხე ლელოს გატანა ვერ მოახერხა.

თამაში საქართველოს შეტევებით დაიწყო. ახალი ზელანდია რამდენჯერმე დაჯარიმდა, პოზიცია გასატანი იყო, თუმცა ლადო კილასონიას შეგირდებმა ლელოზე გააგრძელეს თამაში, მე-10 წუთზე 5-მეტრიანთან ჯარიმა გაითამაშეს და შოთა ხელაძემ ანგარიში გახსნა, ლუკა თაყაიშვილმა კი გარდასახა. მე-15 წუთზე ლუკა კეშელავა სინბინით დაისაჯა, მეტოქემ რიცხობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლა, მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა და რთული პოზიციიდან გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

ჯერ კიდევ კაცნაკლულმა საქართველომ მე-19 წუთზე მეორე ლელო გაიტანა. დერეფნიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მიხეილ შიოშვილმა ძალისმიერ სტილში შეუტია და მიზანს უწია, თაყაიშვილმა კი გარდასახვით 7-ქულიანი უპირატესობა დაგვიბრუნა. „ოლ ბლექსმა“ 22-ე წუთზე პირველი ლელოს მსგავსი კომბინაცია გაითამაშა, ფრთაზე სივრცით ისარგებლა და ალამთან მეორე ლელო მიითვალა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო.

მალე სინბინით ბაჩუკი ბარათაშვილიც დავკარგეთ, რითაც ზელანდიამ მალევე ისარგებლა და 25-ე წუთზე პირველად დაწინაურდა. დასკვნით 5 წუთში მეტოქემ კიდევ ორი ლელო გაიტანა, ერთი გარდასახა და ტაიმი 31:14 დასრულდა.

მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მეექვსე ლელო მივიღეთ, თუმცა 55-ე წუთზე დერეფნიდან მძლავრი მოლი ავაგორეთ და მიხეილ ხახუბიამ საპასუხო ლელო მიითვალა. დარჩენილ დროში მეოთხე ლელოს გატანის არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ და თამაში 19:38 დავთმეთ.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველო 9 ივლისს, ჩვენი დროით 22:30 საათზე კალვიზანოში მასპინძელი იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

გ ჯგუფი. მეორე ტური. 4 ივლისი

ვიადანა (იტალია). „ლუიჯი ძაფანელა“.

საქართველო - ახალი ზელანდია 19:38 (14:31)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. სანდრო მესხიძე (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. საბა შარვაშიძე (აია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. შოთა ხელაძე (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. დავით ბარამია (ტულონი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. გიორგი ჯაში (არმია), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია).

3 ლელო: ხელაძე, შიოშვილი, ხახუბია

2 გარდასახვა: თაყაიშვილი

Rugby.ge

ამ ორ მატჩში არ არსებობს შეცდომის სახეობა,რომელიც ჩვენმა გუნდმა არ დაუშვა.სათითაოდ ყველა ცდილობს,მაგრამ გუნდი ვერ ჩანს შეკრული და დაცვაში უსუსურად გამოვიყურებით.პირველ თამაშში ლელოები,ინდივიდუალური ძალისხმევით უფრო გაგვქონდა და დაცვაში ბავშვური შეცდომების გამო წავაგეთ.ამ თამაშშიც,პირველ ტაიმში ლელოები,ბურთის პირველივე ჩათამაშებაში მივიღეთ,რადგან გუნდური ურთუერთქმედება და დაზღვევა ვერ მუშაობდა.იტალიას თუ დავამარცხებთ,კიდევ გვაქვს შანსი,ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლისა,მაგრამ ასე არეული თამაშით,ძნელია რამის იმედი გქონდეს.ირლანდიაც და ზელანდიაც ზოგადად ძალიან ძლიერი გუნდებია,მაგრამ ხომ ჩვენი თვალით ვნახეთ,რომ წაგებაში ჩვენი ბრალი უფრო მეტი იყო,ვიდრე მათი.რომ არ ვიცოდე ჩვენი წვრთნელების ამბავი,მათ დაბალ კვალიფიკაციას დავაბრალებდი,მაგრამ უკვე რამდენი წელია მათ ვუყურებ და ზუსტად ვიცი,რომ ისინი ცდას არ დააკლებდნენ.უბედურება ისაა,რომ საკმარისი თამაშები არ უწევთ ბიჭებს და ვერც გუნდი ასწრებს შეკვრას,ვერც მორაგბეები მაღალ დატვირთვებთან და სისწრაფეებთან შეგუებას.შედეგად კი,ბავშვურ ლელოებს ვიღებთ.ზელანდიასთან მატჩში,ბოლო 25 წუთში ერთი ლელოს დადება გვჭირდებოდა,რომ ერთი პრემიალური ქუა მაინც აგვეღო,სამჯერ ხუთმეტრიანში ავაგდეთ აუტი,მაგრამ ვერც მოლით ვისარგებლეთ,კაცნაკლული მეტოქის წინააღმდეგ.კაცი მეტი გყავს,ხედავ მოლს გიქცევენ და მაინც ჯიუტად აწვები,ბურთის ჩათამაშების,დაცვის დაჩეჩქვის და ზედმეტი კაცის გათამაშების ნაცვლად.სამაგიეროდ როცა იმათ მოჰქონდათ ბურთი,ნახევარ წუთსაც კი ვერ ვაკავებდით შეტევას და ერთიმეორეს მიყოლებით გვიდებდნენ უმარტივეს ლელოს.ნაკრები გუნდს ალბათ ბოლო თამაშებში დაემსგავსება,როცა ცოტა შეთამაშდებიან და ბოლო ადგილების განაწილების თამაშების დრო მოვა. ამდენი ბურთის ხელიდან უმარტივეს სიტუაციაში გავარდნა,ამდენი უაზრო ჯარიმა,დაკარგული აუტი,ჰაერიდან ვერ ჩამოღებული ბურთი,გაფუჭებული ბოჭვა,დაგვიანებული რაქის გაწმენდა და ბურთის გამოტანა,მართლაც არ მახსოვს
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ეს უსამართლობაა, ახლახანს ეროვნულ ნაკრებში ერთად ვიყავით და ცოტა ხნის წინ დაქორწინდი" - რონალდუ ჟოტას გარდაცვალებას გამოეხმაურა
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
პორტუგალიის ნაკრებისა და "ლივერპულის" ვარსკვლავი ძმასთან ერთად, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"ვიცი, რომ ამ ბრძოლის ნახვა ყველას სურს, მაგრამ..." - თოფურიამ პიმბლეტთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტურნირი მეორედ აღარ გაიმართოს" - ლა ლიგის პრეზიდენტი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ფრანგ თანატოლებთან დამარცხდა
U20. "უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ ტაიმში ახალ ზელანდიასთან 6:19 დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ექვსგზის ჩემპიონთან დამარცხდა [VIDEO]
ᕡᓐ
"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო ჩემპიონატისთვის "შევარდენის ბაზაზე" ემზადებიან
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან