ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი

ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი

მოგეხსენებათ, რაგბიში ზაფხულობით ნაკრებებს შორის, ან ნაკრებსა და კლუბს შორის ტესტ-მატჩები იმართება. სანაკრებო თამაშები მსოფლიო რაგბის რეიტინგზე გავლენას ახდენს, რის გამოც შეხვედრებს დამატებითი ხიბლი ეძლევა, თავად თამაშის სილამაზისა და დიდი აფიშების არსებობის ხიბლზე რომ აღარ ვილაპარაკოთ...

ახლა კი ამ ტესტ-მატჩების მიმოხილვის მეორე ნაწილს შემოგთავაზებთ და 11-12 ივლისს ჩატარებულ ტოპ დაპირისპირებებზე ვისაუბრებთ.

ახალი ზელანდია 43-17 საფრანგეთი

„ოლ ბლექსს“ და „სამფეროვნებს“ შორის ივლისის ტესტებზე, ლომებისა და ავსტრალიის ნაკრების მსგავსად, სამმატჩიანი ტურნე იმართება. პირველი შეხვედრა ზელანდიამ 31-27 ანგარიშით მოიგო. ამჯერად, დაპირისპირების ადგილმა დანედინიდან დედაქალაქ უელინგტონში, „სქაი სთეიდიუმზე“ გადაინაცვლა.

მე-7 წუთზე მასპინძლებმა ჯარიმა გამოიმუშავეს და ბოდენ ბარეტმა ეს სამ ქულაში ასახა. მე-14 წუთზე ზელანდიელებმა მოლიდან ძალიან ჭკვიანური კომბინაცია შემოგვთავაზეს: ლიო-უილიმ მოგვაჩვენა, რომ ბურთი მოლიდან გამოჰქონდა, ამ დროს კი ბურთით მყოფმა არდი სავეამ მარცხნივ პასი გაუკეთა როიგარდს, რომელმაც შეხვედრის პირველი ლელო მიითვალა. აქედან რამდენიმე წუთში ბოდენ ბარეტმა ისე იუხეშა, რომ 10 წუთით გააძევეს და სხვაობაც 7 ქულამდე შემცირდა, მაგრამ 14-კაციანმა „ოლ ბლექსმა“ მაინც მოახერხა ლელოს გატანა, ამ ხუთი ქულის მომპოვებელი კი კაპიტანი სავეა გახლდათ. ცოტა ხანში ფრანგებიც 14 კაცით დარჩნენ და ზელანდიურმა მოლმა სულ გადათელა ევროპელები: კოდი ტეილორი ანგარიშში სხვაობას კიდევ უფრო ზრდის. საინტერესოა, რომ პირველ ტაიმში აქ არ გაჩერებულან და ხაზის გაჭრის შემდეგ ტუპუ ვაა’იმ ძელებს შუა დაამიწა ბურთი.

მეორე ნახევარი სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და 47-ე წუთზე თავიანთი პირველი ლელოს გამტანი ლეო ბარი აღმოჩნდა. ზელანდიური მანქანა ამანაც ვერ შეაჩერა და ბომბარდირობისკენ მიმავალი უილ ჯორდანიც თავის 5 ქულას აქტივში იწერს. 62-ე წუთზე ქალებ კლარკმაც გამოიჩინა თავი და ანგარიშში სხვაობამ 33 ქულას მიაღწია! შეხვედრის ბოლო წუთებისკენ მიძალება-მიძალებაში ჯოშუა ბრენანმა ფრანგებს მეორე ლელო მიუთვალა, მაგრამ განადგურებისგან მისი ნაკრები ამან ვერ იხსნა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი თავისი ოპტიმალური შემადგენლობით ვერც ახლა გამოვიდა, თუმცა, ვნახოთ, 19 ივლისს, ჰამილტონში, „უაიკატო სთეიდიუმზე“ ამ ორ სარაგბო გრანდს შორის კიდევ ერთი შეხვედრა უნდა გაიმართოს და იქ, დიდი ალბათობით, ფრანგები ამ ერთი მატჩის მოსაგებად ყველაფერს გაიღებენ.

შემადგენლობები:

ახალი ზელანდია - შერკინება - 1. დე გროოტი, 2. ტეილორი, 3. ნეუელი, 4. ტუიპულოტუ, 5. ჰოლანდი, 6. ვაა’ი, 7. სავეა(კაპ.), 8. ლიო-უილი - ხაზი - 9. როიგარდი, 10. ბოდენ ბარეტი, 11. კლარკი, 12. ჯორდი ბარეტი, 13. პროქტორი, 14. იოანე, 15. ჯორდანი

სათადარიგო: 16. ტაუკეი’აჰო, 17. ნორისი, 18. ტოსი, 19. ფინაუ, 20. კირიფი, 21. რატიმა, 22. ტავატავანავაი, 23. მაკკენზი

მთავარი მწვრთნელი: სკოტ რობერტსონი (ახალი ზელანდია)

საფრანგეთი - შერკინება - 1. ერდოსიო, 2. ბარლო(კაპ.), 3. კოლომბე, 4. ბრენანი, 5. ჰალაგაჰუ, 6. ბოშატონი, 7. ვან ტონდერი, 8. აბადი - ხაზი - 9. ლე გარე, 10. სეგონდსი, 11. ჟილეტონი, 12. ბარასი, 13. დეპურტერი, 14. ატისოგბე, 15. ბარი

სათადარიგო: 16. ბურგარიტი, 17. მალეზი, 18. მონტანიე, 19. ტაოფიფენუა, 20. ვოკი, 21. ვერნეს-ტაილეფე, 22. დობანია, 23. ჰასტოი.

მთავარი მწვრთნელი: ფაბიენ გალტიე (საფრანგეთი)

ლელოები: 14, როიგარდი; 22, სავეა; 29, ტეილორი; 36, ვაა’ი; 54, ჯორდანი; 62, კლარკი -- 47, ბარი; 77, ბრენანი

გარდასახვა: ბ. ბარეტი (4/5), ჯ. ბარეტი (1/1) -- ლე გარე (1/1), ჰასტოი (1/1)

ჯარიმა: ბ. ბარეტი (1/1) -- ლე გარე (1/1)

ფიჯი 29-14 შოტლანდია

„მფრინავი ფიჯელები“ - ეს ოკეანეთში მდებარე კუნძულოვანი ქვეყნის სარაგბო ნაკრების მეტსახელია, რომელიც ტიერ 1 დონის ნაკრებებს ყოველთვის ტოლ-სწორად ეთამაშება. ერთი კვირის წინ ავსტრალიასთან მატჩის მოგებამდე ცოტა დააკლდათ, თუმცა, სუვაში, 11 ივლისს, „HFC Bank Stadium“-ზე მათ შოტლანდია დამაჯერებლად დაამარცხეს.

თამაში შოტლანდიელების უპირატესობით დაიწყო და მესამე წუთზე კაილ როუმ გარდასახული ლელოთი ანგარიში გახსნა, თუმცა ფიჯიმ მალევე ისე შეუტია, რომ მე-10 წუთზე სტუმრები 14 კაცით დარჩნენ. 21-ე წუთისთვის მასპინძელთა ათიანმა კალებ მუნცმა ჯარიმა გაიტანა. 33-ე წუთზე ფიჯი ისევ სახიფათოდ უტევდა, როდესაც დარსი გრემი ბურთის მიმღებ ფიჯელთან კონტაქტში წესების დარღვევით შევიდა და ერთ ტაიმში მეორედ კაცნაკლულ ბრიტანელებს კაპიტანმა ტევიტა იტანივერემ მოლიდან ლელო უპრობლემოდ დაუდო. პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა კიდევ ერთი შეტევა მოასწრეს და კალავეტი რავოუვოუს ლელოსა და მუნცის გარდასახვის შემდეგ პირველი ნახევრის ანგარიში 15-7 გახლდათ.

44-ე წუთზე სკოტების ჰუკერმა, ევან ეშტონმა მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრა, რის შემდეგაც ფიჯელები ტომ ჯორდანმა დაალელოვა. ფერგას ბარკის გარდასახვიდან მეორე დარტყმულიც ძელებს შუა გავიდა და როგორც აღმოჩნდა, ეს შოტლანდიელების მიერ ამ შეხვედრაში აღებული ბოლო ქულა იყო... 59-ე წუთზე 22-მეტრიანი ზონის სიახლოვეს ფიჯელებს ჰქონდათ ბურთი, რა დროსაც გარემარბი ჯიუტა ვაიქინოლო შოტლანდიელთა გარშემო ვერცხლისწყალივით გაძვრა, რაც ლელოთი დასრულდა. აქედან შვიდ წუთში ისევ ფიჯის შეტევა თამაშგარეში მყოფმა დარსი გრეიმ შეაჩერა და მეორე ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. ამასთანავე, ეს მომენტი საჯარიმო ლელოთი დასრულდა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. შოტლანდია შემდეგ შეხვედრას 18 ივლისს სამოასთან გამართავს, ხოლო ფიჯიმ ივლისის ტესტები დასამახსოვრებელი, შოტლანდიის წინააღმდეგ ისტორიაში მეოთხე გამარჯვებით ჩაამთავრა.

შემადგენლობები:

ფიჯი - შერკინება - 1. მავი, 2. იკანივერე(კაპ.), 3. დოგე, 4. ნასილასილა, 5. მაიანავანუა, 6. ტაგიტაგივალუ, 7. ცანაკაივატა, 8. მატა - ხაზი - 9. კურუვოლი, 10. მუნცი, 11. ვაინიქოლო, 12. ტუისოვა, 13. მაქალა, 14. რავოუვოუ, 15. რაიასი

სათადარიგო: 16. მატავესი, 17. ჰეტეტი, 18. ტავაკე, 19. ვოცევოცე, 20. ტუისუე, 21. ვიე, 22. არმსტრონგ-რავულა, 23. ბოტიტუ

მთავარი მწვრთნელი: მიკ ბირნი (ავსტრალია)

შოტლანდია - შერკინება - 1. სათერლენდი, 2. ეშტონი, 3. მილარ-მილისი, 4. საიქსი, 5. გილქრისტი, 6. რიჩი, 7. დარჯი(კაპ.), 8. ფაგერსონი - ხაზი - 9. დობი, 10. ბარკი, 11. სტეინი, 12. ჯორდანი, 13. რედფათი, 14. გრემი, 15. როუ

სათადარიგო: 16. თარნერი, 17. ჰეფბერნი, 18. ჰარდი, 19. უილიამსონი, 20. ბეილისი, 21. ჰორნი, 22. ჰესთინგსი, 23. სმითი

მთავარი მწვრთნელი: გრეგორ თაუნსენდი (შოტლანდია)

ლელოები: 36, იკანივერე; 40, რავოუვოუ; 59, ვაინიქოლო; 66, საჯარიმო ლელო -- 3, როუ; 44, ჯორდანი

გარდასახვა: მუნცი (2/3) -- ბარკი (2/2)

ჯარიმა: მუნცი (1/1)

იაპონია 22-31 უელსი

„სამყურები“ „დრაკონებს“ 1 კვირის წინ ქალაქ კიტაკიუშუში შეხვდნენ და ის თამაში მათი გამარჯვებით, 24-19 დასრულდა. ამ ორ ნაკრებს შორის ივლისის მეორე დაპირისპირებას ისევ იაპონიამ, ოღონდ, ამჯერად, ქალაქმა კობემ და იქაურმა „ნოევირ სთეიდიუმმა“ უმასპინძლა.

ანგარიში მე-9 წუთზე მას შემდეგ გაიხსნა, რაც უელსელებმა თავიანთ ნახევარზე დაკარგული ბურთი დაიბრუნეს, მარცხენა ფრთაზე ჩაათამაშეს, რის მერეც ბენ ტომასმა იაპონელთა ხაზი გაარღვია და ბლერ მარეის გადაცემით ჯოშ ადამსმა ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა. აქედან 13 წუთში იაპონიამ კიდევ ერთი შეცდომით კინაღამ მეორე ლელო მიიღო, მაგრამ გადამოწმების შედეგად ჯარიმა მათ სასარგებლოდ დაინიშნა და ანგარიში 3-7 გახდა. მიუხედავად ამისა, იაპონელები ქირან ჰარდიმ ორჯერ დაალელოვა და სტუმართა უპირატესობა ბევრად დიდი გახდა. ტაიმის ბოლოს მარქაფიდან შემოსულმა ტაკეუჩიმ ბოჭვის შემდეგ ჭკვიანურად დადო ბურთი მიწაზე, შემდეგ აიღო და ლელოში შევიდა.

მეორე ტაიმში იაპონია უკეთ იწყებდა, მაგრამ 49-ე წუთზე ბოჭვის შემდეგ ჯოშ მაკლეოდი ბურთზე ჩავიდა და უელსს ჯარიმა მოუტანა, რომელიც დენ ედვარდსმა შედეგიანად გამოიყენა. 58-ე წუთზე უერნერ დერნსმა უელსელს ფეხით დარტყმული დაუფარა, ამას იაპონელებმა კარგი იერიში მოაყოლეს და ერთ წუთში ლელოს გატანა თავად დერნსმა მოახერხა. აქედან სამ წუთში კი უელსელმა მორაგბემ მიღებული ბურთი ვერ დაამუშავა და იაპონიის სახელით მოასპარეზე დილან რაილიმ ბურთი აიტაცა, რომელსაც ვერავინ დაეწია და თავისუფლად დადო ლელო ძელებს შუა. ანგარიშში სხვაობა მხოლოდ ორი ქულა იყო, როცა სტუმრებმა 8-ფაზიანი შეტევა წარმოქმნეს, რაც დენ ედვარდსის მიერ მოპოვებული 7 ქულით დასრულდა. უელსმა იაპონიაზე რევანში აიღო და თავისი 644-დღიანი მოუგებელი სერია დაასრულა! ორივე ნაკრებისთვის ეს ივლისის ტესტების ბოლო მატჩი გამოდგა.

შემადგენლობები:

იაპონია - შერკინება - 1. კამიმოდი, 2. ჰარადა, 3. ტაკეფუსა, 4. ულუივიტი, 5. დერნსი, 6. ლეიჩი(კაპ.), 7. კორნელსენი, 8. მაკისი - ხაზი - 9. საიტო, 10. სეუნ-სინ ლი, 11. ვაილეა, 12. ნაკანო, 13. რაილი, 14. იშიდა, 15. ნაკაკუსუ

სათადარიგო: 16. ერა, 17. კიმურა, 18. ტაკეუჩი, 19. რარატუბუა, 20. გიუნტერი, 21. კიტამურა, 22. გრინი, 23. უედა

მთავარი მწვრთნელი: ედი ჯოუნსი (ავსტრალია)

უელსი - შერკინება - 1. სმიტი, 2. ლეიქი(კაპ.), 3. გრიფინი, 4. ფრედი ტომასი, 5. ტედი უილიამსი, 6. მანი, 7. მაკლეოდი, 8. უეინრაითი - ხაზი - 9. ჰარდი, 10. ედვარდსი, 11. ადამსი, 12. ბენ ტომასი, 13. ჯონი უილიამსი, 14. როჯერსი, 15. მარეი

სათადარიგო: 16. ბელჩერი, 17. ტომასი, 18. კოულმანი, 19. რატი, 20. ფლამთრი, 21. რეფელი, 22. მორგან-უილიამსი, 23. ჟაილსი

მთავარი მწვრთნელი: მეთ შერათი (ინგლისი)

ლელოები: 39, ტაკეუჩი; 59, დერნსი; 62, რაილი -- 9, ადამსი; 28, 36, ჰარდი; 75, ედვარდსი

გარდასახვა: ლი (2/3) -- ედვარდსი (4/4)

ჯარიმა: ლი (1/1) -- ედვარდსი (1/1)

არგენტინა 17-22 ინგლისი

წელს ეს ორი ნაკრები ერთმანეთს ერთი კვირის წინ ლა პლატაში შეხვდა და მაშინ ინგლისმა დიდი უპირატესობით, ანგარიშით 35-12 იმარჯვა. გუშინ კი გუნდებმა ზღვისპირა ქალაქიდან მაღალმთიან ანდებში მოქცეულ სან ხუანში გადაინაცვლეს, სადაც საკმაოდ თანაბარი თამაში ვიხილეთ.

მეოთხე წუთზე ინგლისელებმა ლამაზი ლელო შემოგვთავაზეს: ჯორჯ ფორდმა მარჯვენა ფრთაზე ფეხით ბურთი ტომ რობაქს გადაუკიდა, რომელმაც მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოიგო, პასი ფრედი სტიუარდს გაუკეთა და ეს შეტევა რობ ატკინსონის ლელოთი დასრულდა. აქედან ცოტა ხანში

სამხრეთამერიკელები ჯარიმას იტანენ, ხოლო 26-ე წუთზე 14-კაციან ინგლისს ლელო ლუსიო კინტიმ დაუდო. როდესაც სტუმრებს გაძევებული მოთამაშე დაუბრუნდათ, ფრედი სტიუარდმა ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა, მაგრამ 40+1 წუთზე ერთობ უცნაურ სიტუაცია შეიქმნა: არგენტინელთა მიერ ფეხით წინ გაგზავნილი ოვალური ბურთი ძელს ისე მოხვდა, რომ იგნასიო მენდის ხელში ჩაუვარდა და არგენტინა კვლავ წინ გაიყვანა. დარტყმელებიც არ შემცდარან - 17-14.

რაც შეეხება მეორე ნახევარს, თითქმის მთლიანად ის ბრიტანელების უპირატესობით წარიმართა: 53-ე წუთზე ინგლისელებმა რაქში ივარგეს და 22 მეტრიდან ჯორჯ ფორდს ჯარიმის ზუსტად შესრულება არ გასჭირვებია. ერთი პერიოდით არგენტინა კაცნაკლული დატოვეს, მაგრამ მატჩის გადამწყვეტი მომენტი ძირითადი დროის ამოწურვამდე წუთით ადრე შეიქმნა, როცა მარცხენა ფრთაზე მასპინძელთა დაცვის ხაზი შეცვლაზე შემოსულმა გაი პეპერმა გაჭრა და სანამ აუტზე გადაიყვანდნენ, თამაშში ასევე მარქაფიდან ჩართულ ჯეკ ვან პურვილეს დროულად უპასა, რომელმაც ინგლისს საბოლოო ქულა მოუტანა. ჯორჯ ფორდს კი, ამჯერად, დარტყმა გაუცუდდა.

ეს მატჩი ერთი არგენტინელისთვის, პაბლო მატერასთვის გამორჩეული გამოდგა, რომელიც, 10 წუთით გაძევების მიუხედავად, გახდა ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი „პუმებში“. ამ შედეგით მან აგუსტი კრევის გადაასწრო და მონაწილეობა 111-ე შეხვედრაში მიიღო.

შემადგენლობები:

არგენტინა - შერკინება - 1. გალო, 2. მონტოია(კაპ.), 3. გომეს კოდელა, 4. პეტი, 5. რუბიოლო, 6. სანტიაგო გრონდონა, 7. გონსალესი, 8. მატერა - ხაზი - 9. ბენიტეს კრუზი, 10. კარერასი, 11. მენდი, 12. პიკარდო, 13. კინტი, 14. მორონი, 15. ელიზალდე

სათადარიგო: 16. ბერნასკონი, 17. ვივასი, 18. დელგადო, 19. პაულოსი, 20. ისა, 21. ბენჟამინ გრონდონა, 22. მოიანო, 23. როჟერი

მთავარი მწვრთნელი: ფელიპე კონტეპომი (არგენტინა)

ინგლისი - შერკინება - 1. ბაქსტერი, 2. დენი, 3. ჰაიესი, 4. ეუელსი, 5. კოულსი, 6. ქარი, 7. ანდერჰილი, 8. უილისი - ხაზი - 9. სპენსერი, 10. ფორდი(კაპ.), 11. მიუა, 12. ატკინსონი, 13. ნორზმორი, 14. რობაქი, 15. სტიუარდი

სათადარიგო: 16. ლენგდონი, 17. როდი, 18. ოპოკუ-ფორჯური, 19. ქანინგემ-საუზი, 20. პეპერი, 21. დომბრანდტი, 22. ვან პურვილე, 23. მარლეი

მთავარი მწვრთნელი: სტივ ბორზვიკი (ინგლისი)

ლელოები: 26, კინტი; 39, მენდი -- 3, ატკინსონი; 33, სტიუარდი; 79, ვან პურვილე

გარდასახვა: კარერასი (2/2) -- ფორდი (2/3)

ჯარიმა: კარერასი (1/1) -- ფორდი (1/1)

დარჩენილი გამორჩეული შეხვედრები:

18 ივლისი - სამოა - შოტლანდია

19 ივლისი - ახალი ზელანდია - საფრანგეთი

19 ივლისი - სამხრეთ აფრიკა - საქართველო

19 ივლისი, 26 ივლისი და 2 აგვისტო - ავსტრალია - ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ცოტნე ლომსაძემ

რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...

ტესტები: ირლანდიამ "ოლ ბლექსს" მოუგო, 111 წლის შემდეგ! [VIDEO]

ნოემბრის ტესტები: იაპონია თბილისში ჩამოსვლამდე არგენტინას დახვდება

მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს

ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი

"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა

"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე

ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე

"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა

"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს

"რეალი" და "ინტერი" არ ვეგონოთ - პსჟ-ს დამარცხებით გაგაკვირვებთ - "ჩელსის" ფეხბურთელები იქადნებიან

U16 გოგონათა ნაკრებმა მოლდოვაც დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის კოსოვოს შეხვდება

უკრაინელი მცველი პსჟ-ში, ალბათ, ვერ გადავა

20 წ. | საბრძოლო შემადგენლობა ესპანეთთან

ლოჩოშვილი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია - ის კლოზეს სანიოლმა დადებითად დაუხასიათა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარია დამაჯერებლად დაამარცხა

კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან

მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია

[PHOTOS] 11 წლით უმცროსი რუსი მოდელი - ვინ არის ალექსის სანჩესის ახალი სიყვარული

"ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელად 24 წლის მეკარე დაიმატა

ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს

კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო

დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება

ავტოკატასტროფის შედეგად ქართველი მორაგბის მამა დაიღუპა

"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში

კოვიდ-19-მა "ბორჯღალოსნების" შოტლანდიასთან დაპირისპირებაც ჩაშალა

რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...

ბოლნისის "სიონი" მზადებას 15 იანვრიდან განაახლებს

რაგბის ლეგიონი: ბექა გორგაძე ელიტურ რაგბის დაუბრუნდა

რაგბიზე შეყვარებული ფანის ისტორია, რომელმაც ალიასკაში სტადიონი ააშენა [PHOTO]

Sportall.ge-ს გამოკითხვა: საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა რაგბია