კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედო“ გასვლაზე „ორდაბასის“ დაუზავდა - 1:1.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 20-ათასიანი სტადიონი პირთამდე გაივსო და მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს. შეუტიეს და გოლი საკუთარ კარში მიიღეს - ბიძინაშვილმა სწრაფი კონტრიერიშისას შორიდან თქვენი მოწონებული გაუტანა ჩელიადნიკს. „ორდაბასი“ უპირატესობას ფლობდა და კარგი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ორი მეტრიდან ასტანოვის დარტყმული ბურთი გოშაძემ მოიგერია და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მსაჯმა კვირკველიას მეორე ყვითელი ბარათი უსამართლოდ უჩვენა და კაცნაკლული დავრჩით. ძნელი სათქმელია, ბულგარელი არბიტრი პოპოვი ამ ეპიზოდში მიკერძოებული იყო თუ არასწორი გადაწყვეტილება თავისი დაბალი კვალიფიკაციის გამო მიიღო. რა გასაკვირია, რომ აქედან მოყოლებული თამაშის სურათი შეიცვალა, ყაზახურმა გუნდმა ზეწოლა გააძლიერა, თუმცა „ტორპედომ“ თავი უნარიანად დაიცვა, მოწოდების სიმაღლეზე იყო გოშაძე, კომპენსირებულ დროში მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ორრაუნიდიანი დაპირისპირება კი შუსტერის შეგირდების 5:4 გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ეტაპზე „ტორპედო“ კვიპროსის "ომონიას" შეხვდება - 24 ივლისს ნიქოზიაში, 31 ივლისს კი ქუთაისში.

შიმკენტი. „კაჯიმუკან მუნაიტპასოვი“

ორდაბასი - ტორპედო 1:1

გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (13), 1:1 ჟუმაბეკი (90+6)

გაძევება: კვირკველია (49, ტორპედო)

ტორპედო: გოშაძე, ვარლეი, კვირკველია, სიმიჩი, ნადარაია, ბიძინაშვილი (ჟორჟინიო 83), ითრაქი, მამუჩაშვილი, პირესი (შერიფი 90+3), ღუდუშაური (მანე 54), იონსენი (ანდრიჩი 90+2)

ბოროტი ბეჰემოტი
ხა-ხა-ხა!!!
იხვი
ქართულ საკლუბო ფეხბურთზე დიდი ხანია ხელი ჩაქნეული მაქვს, მაგრამ ყაზახების დამარცხება ყოველთვის სასიხარულოა

ისე ცხელა,სუნთქვა გვიჭირსო და მსაჯმა არც ერთი წყლის შესვენება არ გააკეთა,არც კვირკველიას გაძევება იყო სწორი.მსაჯი მოვლენებს ძალიან შორიდან უყურებდა,არც ვარი იყო,რომელსაც ძალიან მიეჩვივნენ და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.ამ ყველაფერმა ტორპედოს რა თქმა უნდა საქმე გაუძნელა,თუმცა ბოლომდე გაუძლეს ზეწოლას და მაშინღა გაუშვეს გოლი,როცა პრაქტიკულად ყველაფერი დამთავრებული იყო.კარგი იქნებოდა,არგაეშვათ და გაემარჯვებინათ,რადგან გამარჯვების შემთხვევაში,ჩვენი უეფას რეიტინგი,პირველი წრის შემდეგ უკვე 1 ქულით გაიზრდებოდა,ახლა კი,0,875 გვაქვს.მეორე წრეში უკვე 4 ქართული გუნდი ითამაშებს და მიუხედავად იმისა,რომ მეტოქეებიც უფრო ძლიერები შეგვხვდებიან,იმედი მაქვს წინა რეიტინგის ქულას გავაუმჯობესებთ და 4 გუნდიან კვოტას შევინარჩუნებთ.ვულოცავ გორელებს და ქუთაისელებს მომდევნო წრეში გასვლას და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებ.იმედია გვექნება
რაბუ
ომონიასთან რას ფიქრობთ რა შანსები გვაქვს?
ვალერი ლომსაძე
კვირკველიამ ჯობია დროზე დაანებოს თავი. ის იმ დაკარგული თაობის წარმომადგენელია, რომელიც ფეხბურთელად დანგრეულ 90-ბში ჩამოყალიბდა. ტორპედოს ყავს ძალიან დაბალი დონის ლეგიონერები, რომლებსაც მხოლოდ ავტობუსის ჩაყენება შეუძლიათ, ვარლეის(მასაც ბრაზილიელი ქვია) ნორმალურად ბურთის ტარება და პასის მიცემა არ შეუძლია. მაგრამ ფიზიკურად ისინი მაინც ჯობია ჩვენ ჩემპიონატში მოთამაშე ქართულებისგან. იმედია ასე გაჭირვებით შემდეგ ეტაპებსაც გადალახავენ ქართული კლუბები, თორემ ისტორიულად მათ არც კვიპროსის და არც ბალტიისპირეთის კლუბების(განსაკუთრებით ესტონეთის) დამარცხება უნდა უჭირდეთ
Niko
Araperi mikerdzoebuli msajoba ar iko ubralod chven pexbirtelebs intelekti akliat. Valdebuls gavxdidi tsignis kitxvas sapexburto skolebshi tu akademiebshi Rác kviat. Drois gakvanac ar ician rogor dá ranairad dro Ki ar gakavt msajs ert imdens amatébineben sanam góls ar gaushveben.
ვაჟა
გილოცავთ ქუთაისელებო, პატივისცემით თბილისიდან, წარმატებები მომავალში.
ალფა
კვირკველიას დღესვე გაუწყვიტონ კონტრაქტი, ეგ ფეხბურთელი აღარაა, მაგის გარეშე პარადოქსულად უკეთ იდგა ტორპედო. მაგას კიდე გველესიანი ჯობია, თავისუფალია და აიყვანონ.
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
"ორდაბასის" მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ - უფალმა "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა
სენსაცია და დრამა - რატომ ციტირებს ყაზახური მედია Sportall.ge-ს?
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს