კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის პირველ ტურში „იბერია 1999“ გასვლაზე „სენტ-ტრუიდენთან“ 0:2 დამარცხდა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე ნათელი შეიქნა, მასპინძლები დებიუტიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, იშივატარის გატანილი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, თუმცა მალე ვანვესემაელმა დალაშქრა მაკარიძის კარი. ისე, თითქოს იქამდე, ბაჟდარის გადაცემისას ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. შემდეგ ორჯერ მაკარიძემ იხსნა „იბერია 1999“, რომელსაც მეტოქე ყველა კომპონენტში, მეტადრე სისწრაფეში სჯაბნიდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში თამაშის სურათი მეტ-ნაკლებად შეიცვალა, კორღალიძის გუნდმა მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლა რამდენჯერმე მოახერხა, მაგრამ მომენტს ვერ ქმნიდა, მაკარიძის შეცდომის შედეგად კი მეორე გოლი გაუშვა - წინ გამოსულ მეკარეს ცენტრიდან სებაუიმ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომდევნო შეხვედრას „იბერია 1999“ ტურნირზე 22 ოქტომბერს სახლში “მიალბისთან“ ჩაატარებს.

სენტ-ტრუიდენი. „დაიო ვასაბი სტაიენი“

სენტ-ტრუიდენი - იბერია 1999 2:0

გოლები: 1:0 ვანვესემაელი (11), 2:0 სებაუი (89)

იბერია 1999: მაკარიძე, ამისულაშვილი, ჩანჩარი (ქობულაძე 84), სელომოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი (კუცია 84), სიხარულაშვილი, კაფე (ტიბუე 71), ნაჭყებია (ენდე 71), ძაგანია (ბართიშვილი 79)

სკ
ძალიან ბევრი წუნი იყო ელემენტარულ ეპიზოდებში, ბევრი არასწორი პასი, ზედმეტი შეხება ბურთთან როცა სწრაფადაა მოქმედება საჭირო, მიღებისას ბურთი ვერ დაიმორჩილეს. იბერიას უცხოელი ფეხბურთელები კიდევ ძალიან უხარსიხოდ გამოიყურებოდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თითქმის ბოლომდე თამაშს ინტრიგა ჰქონდა შენარჩუნებული, რადგან მეტოქე ვერ გამოიყურებოდა შეტევაში კარგად. იბერიადან შედარებით ვინც ღირსეულად გამოიყურებოდა დადიანი იყო, თუმცა მასაც ჰქონდა რამდენიმე ცუდი შეცდომა. მთლიანობაში მაინც პოტენციალი ეტყობა ამ ბიჭს.
კახა
ასე მეგონა ნაკრები თამაშობდა. ცალკარა იყო. ცენტრამდე ვერ ადიან . საცოდაობაა რა.
ნაკრების ალი კვალი
როგოც ნაკრებს უაჭირს ცენტრამდე ასვლა ისეა იბერიას და ყველა ქართული გუნდი. სანამ პრესინგის წინააღმდეგ ვერ ვისწავლით თამაშს არაფერი გვეშველება
ელიასი
ამ მაროკოელებს ძალიან გაუტკბად ჩვენს კარში კოსმოსიდან გოლის გატანა. ჯერ იყო და ჰაკიმ ზიეჩმა ცენტრიდან და ცოტათი უფრო შორიდანაც კი გაუფორმა მამარდაშვილს, ახლა კი ამ ილიას სებაუიუმ მაკარიძეს თითქმის ცენტრიდან ასიამოვნა. რაც შეეხება იბერიას თამაშის ხარისხს, იგი, რა თქმა უნდა, ტელეტრანსლაციის ხარისხზე ოდნავ დაბალი იყო. შემდეგ თამაშში, ალბათ, 0-4 იქნება, მერე 0-6, 1-8, 2-12 და ა.შ. გაუმარჯოს სუვერენულ ბელოგრუზიას!

პირველად და უკანასკნელად,მატჩში,საბურთალომ,კერძოდ კი ჯინჯოლავამ,85წუთზე დაარტყა,მაშინაც ძალიან შორიდან,ზუსტად ცენტრში და იმ მომენტში,როცა შეიძლებოდა კართან დაახლოება,ან კიდევ გაქცეულ ფლანგელებზე გადაცემის გაკეთება.ამის შემდეგაც შეტევის გამწვავების სურვილიც კი არ იგრძნობოდა საბურთალოს ფეხბურთელებში,უბრალოდ წოტა ზევით აიწიეს და პრესინგის იმიტაციის გაკეთების დროს,მეორე გოლიც გაატანინეს.კომენტატორი კი ლაპარაკობდა ტექნიკურ და სწრაფ საბურთალოს ფეხბურთელებზე,მაგრამ სწორედ სისწრაფე და ბურთზე მუშაობის ტექნიკა არ ჩანდა ჩვენ ფეხბურთელებში.ვერც გამოზომილი პასი,ვერც ბურთის მიღება.პირველ ტაიმში კი,საერთოდაც გაჩერებულები თამაშობდნენ.კი,ვიცი,რომ რასაც მიაღწიეს,უკვე ესეც წარმატებაა,ჩვენი კლუბისათვის,მაგრამ ქულის აღება კი არა,გოლის გატანასაც ვერ მოვახერხებთ,ისეთ გუნდებს ვხვდებით.აქ უნდა გვეცადა და არ ვცადეთ.სხვა კლუბები,ჩვენზე ორი წონითი კატეგორიით მაღლა არიან და მათთან,ყოველგვარი ზეწოლის გარეშე უნდა ითამაშონ,რომ რაღაცა მაინც ისწავლონ და ტემპს შეეჩვიონ.არ ვიცი,სენ ტრუიდენი საუკეთესო შემადგენლობით გვეთამაშა თუ არა,მაგრამ რაც ვნახე,ეგენიც კარგი ჩანჩურები ყოფილან.ჩვენი ფეხბურთელების ლანძღვას,აზრი არ აქვს.ეს არის,რაც შეუძლიათ,თავი არ დაუზოგიათ და რაც შეუძლია იმაზე მეტის მოთხოვნას,რა აზრი აქვს.ერთია,რომ საკუთარ თავზე გამოსცადეს,რამდენად სჯობნიან მეტოქეები და ამის შემდეგ,თავმოყვარე ფეხბურთელმა,გაორმაგებული უნდა იშრომოს,რომ ჩამორჩენა ამოქაჩოს.
დევი
დამაწყდა ნერვები! ასე ორ გადაცემას წინ გუნდი ვერ აკეთებდეს არაფერი მინახავს! ან რა შეშინებულები იყვნენ რამ დაამფრთხო ეს ხალხი?! კარგიი, ვერ აკეთებ ამ 3 პასს, აიღე რა შენს თავზე, თამამად ქენი რამე, დაარტყი! ის შემტევი ზანგი საერთოდ არ ვიცი ვინმე უდგება ატვიჩაიში რო ფეხბურთელია?! ბერიძე რო დაიმატეს სადაა ის ბიჭი, განაცხადშიც არ იყო? ნუ თამაშობთ ასე კანკალით, ნიჩიაზე და ცოტა ბურთით წაგებაზე, ითამაშეთ მართლა ლაზათით და ეშხით, ვერ იგებთ და ცოტა ფეხბურთის თამაშს მაინც ცდით! წარმატებები მომდევნო თამაშებში იმედია გაითვალისწინებთ რომ არავინ შეგჭამთ და უბრალოდ ადექით და ითამაშეთ!
ელიასი
ამ მაროკოელებს ძალიან გაუტკბად ჩვენს კარში კოსმოსიდან გოლის გატანა. ჯერ იყო და ჰაკიმ ზიეჩმა ცენტრიდან და ცოტათი უფრო შორიდანაც კი გაუფორმა მამარდაშვილს, ახლა კი ამ ილიას სებაუიუმ მაკარიძეს თითქმის ცენტრიდან ასიამოვნა. რაც შეეხება იბერიას თამაშის ხარისხს, იგი, რა თქმა უნდა, ტელეტრანსლაციის ხარისხზე ოდნავ დაბალი იყო. შემდეგ თამაშში, ალბათ, 0-4 იქნება, მერე 0-6, 1-8, 2-12 და ა.შ. გაუმარჯოს სუვერენულ ბელოგრუზიას!
გიორგი
როდის უნდა ვისწავლოთ ფეხბურთის თამაში? კორღალიძეს იმ სკამს გამოიტანენ საქართველოში ალბად,მთელი თამაში არ ამდგარა სკამიდან.არავითარი მოტივაცია არავითარი ჟინი ფეხბურთის გარდა ყველაფერი იყო, წინ სამი პასი ვერ გააკეთეს გადაბმულად სამი, არასწორი პასები შუა ცენტრი საერთოდ გვყავდა? მერე უკვირთ ხალხი რატო არ მოდისო? ნათესავები თუ დადიან ამათ საყურებლად ან რატო უნდა მიხვიდე ვინმე ამიხსნის? ნერვები რო მოგეშალოს და ჩაჯმული წამოხვიდე ისედაც არ გვაკლია ჩაჯმა.იმას აღარ ვამბობ როგორ მოხვდნენ ამ ტურნირზე ყველა საფეხურზე გამოვარდნენ და ბოლოს შეგვჩა ეს კონფერენს ლიგა. სამარცხვინოები ხართ ბიჭებო სამარცხვინოები.ნუთუ არ გაწუხებთ?
დდდ
ეს რათქმაუნდა, ვერაფრით გაამართლებს ჩვენების უნიათო თამაშს, მაგრამ რუსები იყვნენ და სისხლს გვიშრობდნენ ხელოვნურ საფარზე თამაშით... ეგ ოხრები თითქოს სპორტში მაინც მოვიცილეთ, მაგრამ რად გინდა, ევროპაშიც იგივე " სიამოვნება" გვერგო - თუ დინამოს, თუ იბერიას... მართალი უთქვამთ ძველ ბერძნებს - სანამ ევროკავშირს არ დააჭაშნიკებ, საბჭოთა კავშირს ნურც აქებ და ნურც აძაგებო...
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
საზონოვის შეცვლაზე შესვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა - კაცნაკლულმა "ხეტაფემ" "პარტიზანს" სძლია
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...