მოგეხსენებათ, 8 ივლისს ქართველებისთვის უეფას ეგიდით გამართული ევროთასების ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლა დაიწყო. ეს მიზანი ბევრად შორეულია, თუმცა, ჩვენი კლუბები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ რაც შეიძლება შორს გავიდნენ, რათა კოეფიციენტების მხრივ ევროპის ყველაზე უარეს 5 ჩემპიონატში არ მოვხვდეთ და მომდევნო წლებში ევროპულ სარბიელზე საქართველოდან ერთით ნაკლები კლუბი არ გამოვიდეს...

ჯერჯერობით, მთლად უიმედოდ არ ვართ, თუმცა, მოდით, თვალი გადავავლოთ ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის პერიპეტიებს და საბოლოო დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია...

იბერია 1999 2-6 მალმიო (1-3; 1-3)

ცხადია, რომ კენჭისყრაში არ გაგვიმართლა: განუთესავები ვიყავით და ყველაზე რთული მეტოქე, თან, შესარჩევის პირველ რაუნდში მყოფ ქვეყნებს შორის ყველაზე საფეხბურთო ქვეყნიდან ჩვენ შეგვხვდა, მაგრამ, უკეთ თამაში და შესაბამისად, უკეთ მარცხიც შეიძლებოდა...

დამარცხდი?! უკეთ დამარცხდი...

„იბერია 1999“ ეროვნული ლიგის უპირობო და დაუმარცხებელი ლიდერია, მაგრამ გუნდიდან შესარჩევამდე რამდენიმე დღით ადრე ოთარ მამაგეიშვილისა და განმეორებით თამაშამდე - ივა გელაშვილის, აგრეთვე, წინა სეზონში შოთა ნონიკაშვილის, ხოლო, სეზონის ბოლოს, გიორგი კოხრეიძის წასვლა გუნდს აშკარად დაეტყო. ბოლო პერიოდში კი საქართველოს სუპერთასზეც „იბერიამ“ ორი მატჩი წააგო და აშკარად, ფორმიდან ამოვარდნილს უფრო ჰგავდა.

გიორგი მაკარიძის წყალობით ეს მარცხი ნაკლებად მტკინვეული გამოდგა, მაგრამ, შეუძლებელია, არ აღინიშნოს, თუ როგორ თამამად ათამაშებდნენ შვედეთის ჩემპიონი გუნდის წევრები ბურთს ჩვენს საჯარიმოში! თითქოს, ვარჯიშზე ყოფილიყვნენ. თან, მალმიო არ არის თუნდაც, ჩვენთვის დაუმარცხებელი გუნდი და ეს განმეორებითი მატჩის პირველი ნახევრიდანაც გამოჩნდა, სადაც მეტოქის 45-წუთიანი უსახურობის ფონზე საკუთარი შანსების სასარგებლოდ გამოყენება აუცილებლად გვმართებდა.

„იბერიას“ ახალმა შენაძენებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, კერძოდ, კოტ’დ-ივუარელმა არმელ ჟუნიორ ზოჰოურიმ და სერბმა ანეს რუშევიჩმა. ზოჰოური მარჯვენა ფლანგზე საკმაოდ სწრაფია და შეტევაში - კარგი დამხმარე, თუმცა, გამოჩნდა, რომ პასზე ბევრი სამუშაო აქვს. რაც შეეხება რუშევიჩს, ის „მიხეილ მესხზე“ შეცვლაზე კარგად შემოვიდა და ბარე ორი გოლი შექმნა, რომ არა ვიდეო რეფერი... სერბს მნიშვნელოვან დროს შეხვედრის თავის თავზე აღებაც აშკარად შეუძლია, რაც „ლევადიასთან“ ძალიან დაგვეხმარება.

და მთავარი, რაც არ მომეწონა, გამუდმებული უხეშობა იყო: როდესაც 2-6-ს აგებ, ასეთი უხეში თამაში და ყოველ მეორე წუთის სახიფათო ვარდნის განხორციელება საჭირო არაა და დარწმუნებული ვარ, ლევან კორღალიძე ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელებს აუცილებლად დაელაპარაკებოდა. თან, ესტონურ კლუბთან პირველ თამაშში გიზი მამაგეიშვილი არ გვეყოლება, რაც დიდი დანაკლისია.

თუ გუნდი სიღრმისეულად გაანალიზებს შეცდომებს, დაცვაში მედგრად დადგება და შეტევაშიც უფრო ფეთქებადი და სახიფათო გახდება, შედეგი აუცილებლად მოვა - ეგებ, საქართველოს ჩემპიონმა კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს უწიოს, რაც შეუძლებელ მისიად სულაც არ გამოიყურება...

ტორპედო 5-3 ორდაბასი (4-3; 1-1)

ქუთაისელებს შესარჩევის წინ ბევრი კრიტიკა ხვდათ წილად: გუნდში არაერთო საკვანძო ფეხბურთელი მოიყვანეს, ტრანსფერებში საკმაო რაოდენობის ფული დაიხარჯა და ჩამოყვანილი უცხოელებიც, ერთი შეხედვით, საიმედონი იყვნენ, „ტორპედო“ კი ურესურსო გუნდი, ბევრი ქართული კლუბებისგან განსხვავებით, სულაც არაა... მაგრამ „ტორპედომ“ სეზონი ლამის გასავარდნ ზონაში დაიწყო და ფორმაში ჩადგომას დიდი ხანი დასჭირდა. აი, „ორდაბასთან“ დაპირისპირებამ კი ქომაგს ეს ტკივილი მოუშუშა და რაც უფრო კარგია, ვხედავთ, რომ გუნდი პროგრესირებს!

რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე შეხვედრის პირველ წუთებში ტორპედო, ასე რომ ვთქვათ, დაცვაში „ჩაჯდა“. რამდენიმე შეცდომაც დავუშვით, მაგრამ, კონტრშეტევაზე წასვლა შევძელით და პირესის პასით იონსენმა ანგარიში გახსნა. მერე კი, სამწუხაროდ, ყაზახებმა ცივი შხაპი გადაგვასხეს და ორი გოლი გაგვიტანეს. მათ შორის, გაგვიტანა ქართველმა ლუკა იმნაძემ, რამაც ზოგ გულშემატკივარს ნერვებიც მოუშალა.

თუმცა, გუნდი გონს დროულად მოეგო და პირველი ტაიმის ბოლოს კლუბში ახლადმოსული ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურიდან დებიუტანტმა ხორვატმა იოსეფ სიმიჩმა გაიტანა. შესვენებაზე ტაბლოზე ყაიმი დაფიქსირდა, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტი პირველისას ჰგავდა... დაცვის უყურადღებობით გოლიც გავუშვით, რის შემდეგაც დირკ შუსტერმა გიორგი კოხრეიძისა და პაატა ღუდუშაურის მოედანზე შემოყვანით შეტევითი პოტენციალი გააძლიერა.

ამან შედეგი გამოიღო და „ტორპედომ“ მატჩის ბოლო 20 წუთი არნახულად ითამაშა. ღუდუშაური წინ ძალიან პროდუქტიული გახდა, ხოლო პირესი-იონსენის დუო - ლამის შეუჩერებელი. ანგარიში სწორედ მათი გათამაშების შემდგომ გათანაბრდა. ნელ-ნელა ქუთაისურმა კლუბმა თამაში დაცვით ასპექტშიც გამოასწორა. მარჯვენა მცველი ვარლეი ძალიან საიმედო იყო. ბოლო წუთზე კი პირველი ტაიმის სცენარი განმეორდა, რამაც გამარჯვება და განმეორებითი შეხვედრის წინ დადებითი განწყობა მოგვიტანა.

შიმკენტში „ტორპედომ“ პირველი 45 წუთი ლამის იდეალურად ჩაატარა - მცველებმა არაერთი ბურთი მოიგერიეს, ოთო გოშაძემ კი ორი მნიშვნელოვანი სეივი გააკეთა. რაც მთავარია, მე-13 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა ბურთი დიაგონალზე წაიღო და შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა! ეს ულამაზესი გოლი იყო და იმ იშვიათ მომენტთაგანი, როდესაც ქართული კლუბის ფეხბურთელმა გუნდის თამაში, ან, კონკრეტული მომენტი თავის თავზე შედეგიანად აიღო.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმის საწყის წუთებში მსაჯმა საკამათო ეპიზოდში კვირკველიას მეორე ყვითელი ბარათი მისცა. მიუხედავად ამისა, 10 კაცით „ტორპედომ“ ლამის ყველა ეპიზოდში, ყველა დაკარგულ ბურთზე თავგამოდებით იბრძოლა და თავი შესანიშნავად დაიცვა: იყო არაერთი მომენტი, როცა გაგვიმართლა და მასპინძლებმა თავისი შანსი ვერ გამოიყენეს, იყო ოთო გოშაძის მაგარი მოგერიებები, თუმცა, საბოლოო ჯამში, დაცვამ დამაჯერებლად ითამაშა. ნიქოზიის „ომონია“ ბევრად ძლიერი მეტოქე იქნება შემდეგ ეტაპზე და იმედია, უკანა ხაზი, ისევე, როგორც, მთლიანად გუნდი, ასეთივე სუფთად ითამაშებს.

დილა 3-1 რასინგი (2-1; 1-0)

გორის „დილამ“, წინა ორი კლუბისგან განსხვავებით, ლუქსემბურგის „რასინგთან“ გამარჯვების მოპოვება ზედმეტი ექსცესების გარეშე შეძლო. მართალია, პირველ შეხვედრაში ისინი აგებდნენ, მაგრამ იტალიელი დიეგო ლონგოს თავკაცობით გამოსულმა გუნდმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილისა და განელი სირილ ედუძის გატანილი გოლებით გაშვებული გოლიდან 26 წუთში წინ გასვლა და თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხა.

მეორე შეხვედრაში კი პირველივე ნახევარში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე ლუქსემბურგელთ ფრანგი მეკარე რომან რუფიე გაუძევეს, ხოლო მატჩის ერთადერთი გოლი 90+1 წუთზე სენეგალელმა იბრაჰიმა დრამემ მიითვალა, რითაც ოთხივე ქართულმა კლუბმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში თამაშის უფლება საბოლოოდ გაინაღდა.

დილა, როგორც წესი, ევროთასების შესარჩევებზე კარგად ასპარეზობს, შორსაც გადის და თავს არასდროს ირცხვენს. ამ საუკუნეში რამდენჯერმე ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეღწევამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ და ვიმედოვნებთ, რომ ლატვიის ჩემპიონობისთვის აქტიურად მებრძოლ „რიგასთან“ არაფერს დათმობენ!

წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს კლუბებს ევროსარბიელზე! ერთი გამარჯვება გვაშორებს, რათა უეფას საკლუბო ჩემპიონატების რეიტინგში ფსკერიდან ოდნავ მაინც წავიწიოთ წინ...

სიმართლე
დამისახელეთ ჩემპიონატი სადაც ჩემპი9ნატს ქვია ტოტალიზატორის სახელი საქართველოს გარდა... მასე დააფინანსოს თუ მაგრები არიან კლუბები და გაიყვანონ ჩემპიონთა ლიგაზე მაგრამ ეგ არ შეუძლიათ ჩემო კარგო არაა და ფულის მეტი რააქვთ 77 მილიარდის ბრუნვა აქვს სათამაშო ბიზნეს საქართველოში...
ზუზუ
რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა ჩემპიონატს, ჩვენთან რომ გაქვთ გართულება კრისტალბეთზე. ინგლისის სქაიბეთზე რას იტყვით? ან რამდენი გუნდის მთავარი სპონსორია ბეთი? ევერტონის, ლიდსის, ვესტჰემის, ბარნლის.. ვალენსიას და რეალს BWIN იყო სპონსორი. მეც არ ვარ მომხრე ბეთების საერთოდ, მაგრამ თუ აფინანსებს ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩაწყობებია ყველგან
ეგრეა
მალე აგუგუნდება ზუგდიდის ცენტრალური სტადიონი,ამ ას წლეულს გაკეთდება ,ამაში ეჭვი არავის არ შეგეპაროთ ,და ამით დაიწყება ფეხბურთის აღორძინება რეგიონებში,
ზვიადი
მომავალში ზოჰური შეიძლება კარგი ფეხბურთელი დადგეს მაგრამ მალმიოსთან მატჩებში ზოჰური რომ მოგეწონება ჯანმრთელობის მაგარი პრობლემა უნდა გქონდეს
სიმართლე
ჩვენ ჩემპიონატს ქვია კრისტალბეთ ეროვნული ჩემპიონატი აქ მორჩენილია ყველაფერიი დამიჯერეთ სანამ კრისტალბეთი ჩვენს ჩემპიონატში იქნებაა არაფერი გამოვა დამიჯერეთ ბევრი ადამიანი ვიცი კრისტალბეთი რო დაერქვა ჩემპიონატს მაგის გამო აღარ დადის ტოტალიზატორის ჩემპიონატს რამაყურებინებსოოო....
Aleko
Imqze ar dacerot korupcia chacyoba fulis gatetreba 30.celi erti da igives rogor cert progresi ara ixvi luxemburgis metevzeebs tu mouges progresia. Qartuli fexburti aris amdoras da faerebia donia ra progreai

შენ პირს შაქარი!ერთი თამაში, თუნდაც ფრე რომ ითამაშონ,მაგაზეც დიდ მადლობას ვეტყვი ბიჭებს.მეორე ლიგის,სრულიად გამოუცდელ ბიჭებს,მეტი რა მოვთხოვო?

წრეზე დადიან ფეხბურთელები.ერთ სეზონზე მეტი ერთ გუნდში რომ დარჩნენ,იშვიათობაა და 30 წელს მიღწეული ქართველი ფეხბურთელს,რომელიც უცხოეთში არ ყოფილა წასული,ამ ასაკში,ალბათ საქართველოს უმაღლესი ლიგის ყველა გუნდში ექნება ნათამაშები.ერთწლიან და ნახევარწლიან გუნდებში,რა განსხვავებაზე შეიძლება საუბარი?ადგილობრივი ფეხბურთელებიც ძალიან ცოტანი თამაშობენ გუნდებში და სახის შეძენასაც ვერ ასწრებენ,რომ შემადგენლობა უკვე სანახევროდ ისევ იცვლება.შემადგენლობა თუ დაასტაბილურეს,ესეც კი,დადებით შედეგებს მოუტანს გუნდებს,თუნდაც დაბალი დონი ფებურთელები იყვნენ.დალაგებული შემადგენლობა მაინც მეტ შედეგს მოიტანს,ვიდრე ხელახლა დაკომპლექტებული.ხალხი ალბათ მაინც არ ივლის სტადიონზე,რადგან მხოლოდ სახელზე დადიან და ყოველ კვირა სახელზეც აღარ წავლენ.
Levani
ორი გუნდიც რო შევიდეს ჯგუფში ჩვენს საკლუბო ფეხბურთს ეგეც ვერ წაწევს წინ. მაყურებელი მოვა დილა-ბეტისზე,ტორპედო- ფერენცვაროშზე და მერე ეროვნული ჩემპიონატი მაინც იგივე დარჩება,3-4 ფეხბურთელი ვინც თავს გამოიჩენს წავა რუმინეთ-პოლონეთში და ისევ იგივე ადგილზე დავრჩებით. მე მაგრა მკიდია ეგ საკლუბო ფეხბურთი. როდის იქნება საკლუბო ფეხბურთი კარგად? ზუგდიდში და ჭიათურაში ხალხი რო იცხოვრებს ისე რომ სამუშაო ექნება,გაქცევაზე არ ეჭირება თვალი-სტაბილურად იცხოვრებს მოსახლეობა რეგიონებში- აი მაშინ ყველა სტადიონი გაივსება,ყველა უქომაგებს თავისი ქალაქის გუნდს. ახლა მარტო სახელები ქვიათ- თელავი,ბათუმი,ბოლნისი- ყველა გუნდი ერთნაერად თამაშობს,აზრი არა აქვს სამტრედიას უქომაგებ თუ ფოთს- ყველა გუნდი ერთნაერია.

ჯგუფურ ეტაპამდე გამარჯვება 1 ქულაა,ფრე კი,ნახევარი ქულა.მოგროვილი ქულები, ქვეყნიდან მონაწილე გუნდების რაოდენობაზე იყოფა და ეს არის მიმდინარე სეზონის მონაგარი.3 გამარჯვება + 1 ფრე.ე.ი.3+0,5 =3,5ქულა გავყოთ 4 გუნდზე,ესე იგი 3 ზე.3,5:4=0,875.ამას ემატება წინა 4 წლის მსგავსი კოეფიციენტები,რომელთა ჯამი,4,875 ქულაა.სულ ამ წუთში,ჯამში 5,750 ქულა გვაქვს და ტორპედოს რომ მოეგო,ორდაბასთან,ბელორუსსა და ლუქსემბურგს ვუთანაბრდებოდით.ასე კი 51 პოზიციზიაზე ვართ და 4 გუნდი აგრძელებს გამოსვლას.ამ წრეში ჩვენ 4 გუნდს 8 თამაში მოუწევს და აქედან ორიც რომ მოვიგოთ,წინა წლის კოეფიციენტს გავაუმჯობესებთ,თუმცა 2022-23 სეზონის კოეფიციენტი სხვებზე ცუდია და ესეც გასათვალისწინებელია.
ქულები და რეიტინგი
ახლა როგორ ითვლება ქულები და რეიტინგი? 6 დან 3.5 ქულა ავიღეთ?
მწარე
იმედი არის, შანსი არა. ამით ვინმეზე დაცინვას არ ვაპირებ. უბრალოდ ისე უკან-უკან წავიდა კლუბური ფეხბურთი, რომ აქედან ერთ სეზონში ვერ ამოხვალ. ამიტომ უნდა იბრძოლონ თითოეული ქულისთვის. მაგალითად, ქუთაისის დაცვის შეცდომა ბოლო წუთზე. შეუძლებელი შეძლეს, მაგრამ მოგება ცოტა მეტ ქულას მოგვცემდა. დავუშვათ წააგე პირველი აგებ მეორეს 1 ბურთის სხვაობით, იბრძოლე ქულისთვის. იმედია მიმიხვდით რისი თქმა მინდა. ამ ორმოდან უცბად ვერ ამოვხტებით.
GOMAKO
აი მაგრა მჯერა რო ზუსტად სპაერი გავა,არაფერი გუნდია ეგ თქვენი აუსტრია ცარელა სახელია დარჩენილი,არასტაბილურია და ზუდტად მოულოდნელობის ეფექტით თუ არ გასცდეს სპაერი გაიხსენეთ ლოკომოტივის გმირობა,შეუძლებელი არაფერია დილა და იბერია ვალდებულები არიან გავიდნენ,ტოროედოს ძაან გაუჭირდება მაგრამ მთლად უშანსოდ სულაც არ ვართ 40/60 ომონიას სასარგებლოდ
გიგო პაპა
იბერიამ წააგო სუსტ შვედურ გუნდთან. ტორპედომ ითამაშა დასწრებაზე და რაც შეიძლება ახლოს ყაზახ შემტევებთან. იგრძნობოდა მწვრთნელის ტაქტიკა და მცდელობა ამ დავალების შესრულებისა. ამ მონდომებამ შედეგიც მოიტანა. თუ ტორპედო მოახერხებს აგრესიული პრესინგის თამაშს მოწინააღმდეგის საჯარიმოს მისადგომებთან, ომონიას კი არა, ბევრ მათზე ძლიერ გუნდს გაამწარებს. მთავარია, რომ ბიჭებმა თავი არ დაზოგეს. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ!

ის,რაც გიზი მამაგეიშვილმა გააკეთა,ფეხბურთში პირველად ვნახე და ძიუდოს გარდა,მგონი არც სადმე იყენებენ.რაში დასჭირდა,ამის გაკეთება,ძალიან მაინტერესებს.ფაქტია,რომ გუნდს ძალიან დიდი ძალა მოაკლდა მისი სახით და რაკი პირდაპირ წითელი მისცეს,რამდენადაც ვიცი,ორივე მატჩის ავტომატურად გამოტოვება მოუწევს. რეიტინგის ქულა რომ გავიუმჯობესოთ,ორი გამარჯვება,შესანარჩუნებლად კი,ერთი მოგება და ერთიც ფრე გვჭირდება და 4 გუნდის 8 სათამაში მატჩიდან,ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია.მერე კი,თუ შევძელით და მომდევნო წრეში გავაღწიეთ,რომელიმე კლუბმა მაინც,მისი კიდევ უფრო გაზრდის შანსი გვექნება.სპაერზე არაფერს ვიტყვი,ისეთ გუნდს გადაეყარა,რომ ვერაფერს მოვთხოვთ,დანარჩენებს კი,ნებისმიერს აქვს კარგი შანსი,ჩვენ ყულაბას რაღაცა ქულები შემატოს.განმეორებით თამაშებს,საქართველოში ვთამაშობთ და ესეც დამატებითი შანსია,უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ.
Spaers
სპაერი სამოგზაუროდ მიდის აუვსტრიაში შანსი 0-% მაქსიმუმი შედეგია ორ თამაში ერთი გოლის გატანა!!
სიმართლე
სპაერი მილიარდი პროცენტით გამოვარდება!!! ტორპედოს შანსები 40-60-ზეა!!!დილას შანსი 50-50-ზე!!! იბერიას შანსი 50-50-ზე!!!
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
თურქეთის სუპერლიგის კლუბი საქართველოს ნაკრების მეკარის შეძენას გეგმავს
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა - "ომონია" კარგად შევისწავლეთ
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
"მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა" - "ლევადიას" მწვრთნელი "იბერიასთან" თამაშის შემდეგ
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში - "ტორპედომ" შანსი შეინარჩუნა
[VIDEO] "დილა" ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ
სენსაცია და დრამა - რატომ ციტირებს ყაზახური მედია Sportall.ge-ს?
კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა