ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა

[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ომონიასთან“ 0:4 დამარცხდა, ორრაუნდიანი დაპირისპირება 0:5 დათმო და გათამაშებას გამოეთიშა.

ამით დასრულდა ევროტურნირებზე ქართული კლუბების მორიგი წარუმატებელი თავგადასავალი.

ნიქოზიაში 0:1 წაგების შემდეგ „ტორპედომ“ მოწინააღმდეგის შეტევები მოიგერია, იქით შეუტია, მაგრამ კონტრიერიშებზე ოთხი გოლი გაუშვა და ობიექტურად უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

დუბლები 35 წლის სტევან იოვეტიჩმა და ვილი სემედომ შეასრულეს. მონტენეგროელმა „ტორპედოს“ კარი პირველ შეხვედრაშიც დალაშქრა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - ომონია  0:4

გოლები: 0:1 იოვეტიჩი (30), 0:2 სემედო (47), 0:3 იოვეტიჩი (63), 0:4 სემედო (78)

ტორპედო: გოშაძე, ვარლეი (ბასილაძე 85), ჟორჟინიო (ნადარაია 75), მანე, სიმიჩი, ბიძინაშვილი (შერიფი 75), მამუჩაშვილი, ითრაქი (ანდრიჩი 59), პირესი, ღუდუშაური (კოხრეიძე 59), იონსენი

• 555

მეათა წელია გარწმუნებთ,რომ ფედერაციას ქართული ფეხბურთი ფეხებზე კიდია.

• ilia

სირცხვილია ხალხმა ბოლო კაპიკები გაიღენ სტადიონი გაავსენ და ასე დაუფასდათ? ორი აზრი არ არსებობს ტორპედოშის ფული თეთრდება ამდენი გაურკვეველი ლეგიონერები ხელფასებს საკმაოდ ბევრს უხდიან და შედეგი ნული ასე გაგრძელება არ შეიძლება

• Levikos

ლევიკოს როგორც აინტერესებს ფეხბურთი ისე გავიდა ყველა კლუბი ევრო თასებზე… 3-გუნდი თამაშობდა ევრო თასებზე და ტიპი კალაძეს მერობის კანდიდატის წარდგენაზე იყო აბა გამაგებინეთ ესე ფეხბურთი განვითარდება მთელი პოლიტიკა ფეხბურთელებით არის სავსე და ტიპებს ფეხბურთი ეზიზღევათ

• 555

კიდევ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას , ჩემპიონატის სისტემა უნდა შეიცვალოს და გადავიდეს შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე. მაისის ბოლოს რომ გუნდი ჩემპიონი გახდება ან საპრიზო ადგილს აიღებს, ის იქედან ერთ თვეში ანუ ევროტურნირზე ჩართვისას ასე თუ ისე ფორმაში იქნება. ნოემბერში რომ გუნდი ჩემპიონი გახდა, მომდევნო წლის ზაფხულისათვის იმ გუნდიდან თითქმის აღარავინ დარჩა და შედეგიც სახეზეა. რუსეთიც კი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადავიდა და ჩვენ რატომ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს?

• R. M.

ფაქტია რაღაც შესაცვლელია, ფაქტია დიდი პრობლემებია... დაჯდნენ ვისაც ევალება-ხელეწიფება, გაანალიზონ და დადონ სამოქმედო გეგმა (3-5 თუნდაც 7 წლიანი) რომელიც აქცენტირებული უნდა იყოს: 1) ბავშვთა ფეხბურთის; 2) ინფრასტრუქტურის; 3) თანამედროვე საფეხბურთუ განათლების (მწვრთნელები, ფიზ. მომზადების მწვრთნელების, ფსიქოლოგების, ნუტრიტოლოგების....) განვითარება-დანერგვაზე (ფაქტიურად ნულიდანაა ყველაფერი დასაწყები). აქცენტი გააკეთონ იმ უამრავი ქართველი ტალანტის აღზრდა განვითარებაზე, რომლებიც ხშირად უსახსრობა-"უპატრონობის" გამო იკარგებიან... არაპროფესიონალი-საეჭვო ლეგიონერები (რომელთა უმეტესობა უჯიგროდ თამაშობს და დაინტერესებულია მხოლოდ მაღალი ხელფასით) არ გვჭირდება! ჩამოიყვანონ მხოლოდ საშუალო ან საშუალოზე მაღალი დონის პროფესიონალები-თუნდაც ცოტა მაგრამ ხარისხიანი... მოკლედ ძალიან კომპლექსური პრობლემებია და ძალიან ძალიან ბევრია სამუშაო....სირცხვილია, ღმერთს ტალანტი და ნიჭი უბოძებია ქართველი ერისთვის და ასე ვფლანგავთ, ვერ ვიყენებთ, მართლა სირცხვილია! ფსკერზე ვართ დაშვებულები...

• q

როდესმე ხო უნდა გამოფხიზლდეთ და ტვინი გაანძრიოთ ეს კლუბები არ არის იმისთვის შექმნილი რომ შედეგი დადონ ან ხალხი გაახარონ მათი მიზანია ბიუჯეტის ფულის თქველფა. შავი ფულის გათეთრება. და უეფას ტურნირებზე ტოტალიზატორში გამაზვა. ვერ ხედავთ? კარში არ დაურტყამთ. ასეთი ანგარიშით გაფარჩაკებაც მაგის სედეგია , უფრო დამაჯერებეილი რო ყოფილიყო, მარა უნიჭოებს ყომარის გაფორმება და მსახიობობაც არ შეუძლიათ. იგივე ეხება თბილისის დინამოასაც. უბრალოდ მათ ის პლიუსი მაინც აქვთ. კარგი სკოლაა და ტრანსფერებზეც ცდილობენ ფულის შოვნას, ზრდიან ნიჭიერებს და ეგრევე ყიდიან, თორე დინამოს მუნქციაც, იგივეა ფულის გათეთრება და კაპიტალის შოვნა. შედეგზე არ გქონდეთ იმედი

• მდაა

გაგიჭირდებოდააათ…..

• იბერიელი

მეგობრებო მოგმართავთ ყველას,ვინც არ იცის რა არის დაცემა ,იმან არ იცის როგორ უნდა ადგეს, ახლა დავეცით საკლუბო ფეხბურთში , ამიტომ მინდა მივმართო ფედერაციას, ბატონებო გთხოვთ სასწრაფოდ გაკეთდეს გეგმა რადიკალური რეფორმების, მომავალი ჩემპიონატი იყოს გარდამავალი, ბატონო ლევან ის იბერია ნოემბერში რომ გახდა ჩემპიონი 9 თვის შემდეგ სულ სხვა გუნდი გახდა,არ გაამართლა ამ გაზაფხული შემოდგომამ, არ არის საჭირო მეოთხე ლიგა ,გადანაწილდეს მეოთხე ლიგის გუნდები რეგიონ ლიგის გათამაშებაში,ასეა ავსტრიაში და შვეიცარიის ჩემპიონატში,ორი სამი, ძლიერი გუნდი,აი აზერბაიჯანის ან სომხეთის,ან კვიპროსში რომ არის, სახელმწიფო ფული დაიხარჯოს მარტო ინფრასტრუქტურის განვითარების და ბავშთა ფეხბურთში, არ არის საჭირო ბატონო ლევან მეოთხე ხარისხის ლეგიონერი რომელიც რომელიღა ვითომ ევროპის მეხუთე გუნდში შემთხვევით ივარჯიშა, და ბოლოს მოვიწვიოთ კონსილიუმი ვთხოვოთ, ჩვენს ლეგენდარული ფეხბურთელებს გამოთქვან თავიანთი აზრი , მადლობა წინასწარ,

• jorj

გადახედეთ კლუბები რაში ხარჯავდნენ ბიუჯეტის ფულს... (ფეხბურთის განვითარების პროგრამა)....

• jorj

საბიუჯეტო გუნდები არ უნდა იყოს. გუნდები რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან არ არიან მოტივირებულები რამე შედეგებზე გავიდნენ ევროპულ ფეხბურთზე დრომ აჩვენე ეს. კარგი მაგალითია ბელორუსიის ბატე სახემწიფომ ნახევარ მილიარდ დოლარამდე დახარჯა ყოველ წელს იღებდა მონაწილეობას ევროპულ გათამაშებებში მცირე წარმატებები მაგრამ ნაკრები ბელორუსიის ვერაფერი.სახემწიფომ ფული უნდა ჩადოს ბავშვთა ფეხბურთში მწვრთვნელების მომზადებაში საფეხბურთო მოედნებში. არავითარი საკლუბო ფეხბურთის დაფინანსება....

• Cheroeli

მამათმავლები არიანო და კი გადაწყვიტეს.

• თორელი

ჩემპიონატის ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგა" ქვია და აქ ხალხი წარმატებისა და მოგების მოლოდინშია, აბა თქვენ იცით მე გავედი!

• ქუთაისელებს

ყველაზე მეტად ის მსიამოვნებს დაღლილ გათანგულ ვითომ ფეხბურთელებს რო დააყენებთ ხოლმე თამაშის მერე და ელაპარაკებით...ჯერ ერთი ვის ელაპარაკებით-ვინ იცის თქვენი ქართული მაგედან?მარაზმი იყოო როეუბნებით კი ბატონო იყო,არის და იქნებით

• Kaxa

რა ქნან რააა, რაც არ შეუძლიათ მეტი. რო იძახიან კომენტატორები აზარერბაიჯანის, ყაზახეთის გუნდები ფასიანო ერთ ან ორი კაცი თუ ყავთ თავიანთი ქვეყნის. და თან რა ხელფასს აძლევენ. ჩვენი დროც მოვა კლუბების როგორც ნაკრების დრო მოვიდა ისე. გაუმარჯოს საქართველოს.

• Berzena

Hemi erti azria gtxovt sakartvelos hempionatis 2 turu aravin armividet saertod stadionebze protestis nihnad da mixvten ro 0000000 arian xwmzvanelebi pulis ketebit kiara xalxi sixvarulit unda moipovon . Aravin mivudet stadionebze carieli tribunebis kveh itamahon marto . Esaa mati upsjruli prezidentebian da vcrtnelebiana mixolebuli 2 lariani legionerebi .

• Amo

Ara

• კიგანი

ნეტა Თუ არ სცხვენიაᲗ კლუბების და ფედერაციის Შეფებს.....

• გიორგი

არ არის საჭირო ამდენი ნაყარ ნუყარ გუნდების ყოლა. 1 გუნდი უნდა იყოს საქართველოში პროფესიონალური , დანარჩენი ამ გუნდს უნდა ამარაგებდეს , როგორც ადრე. დინამო თბილისი უნდა აღორძინდეს, და ყველა რესურსი მანდ უნდა ჩაიდოს. დანარჩენები იყვნენ თავისთვის და თუ რამეს მიახწევენ , კარგი ფეხბურთელების მიმწოდებელი იქნება დინამოსთვის.

• რაბუ

და ას ლარში კარგ ადგილთან ერთად რა შედიოდა საინტერესოა ? მასაჟი და ცივი სასმელები ?

• ტორო

ვიღაცას ეწერა წეღან ტორპედოს თამაში 11ზე რომ დაენიშნათ აგვისტომდე მივაღწევდითო

• Giorgi

კიდევ ერთი სირცხვილი. სავსე ტრიბუნები ქომაგობა და რა 4-0? სისხლი ჟინი დროშა თავმოყვარეობა არ გაგაჩნიათ ბიჭო? მერამდენე წელი უნდა ვიყოთ მომავლის იმედით, ფარერების კუნძულის გუნდი გავიდა 3 ეტაპზე სომხეთის არარატი გავიდა, და ჩვენ მომავლის იმედით ვართ. მერამდენე თაობა უნდა გამოიცვალოს 35 წლის ვარ და ერთხელ მოხვდა დინამო ევროპის ლიგაზე 35 წელში ერთხელ არ გრცხვენიათ? მე კი. ფულის საკეთებელი გახადეთ მარტო ეს ფეხბურთი, ვიღაც გაბრწყინებს ერთ სეზონში და ეგრევე ყიდით ჩამოგყავთ ისეთი ფეხბურთელები რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სტანდარტებს, რა გაავსეთ ამ შავი ხალხით ეს გუნდები? არავითარი პრეტენზია არ მაქ შავ კაბიან ხალხზე უბრალოდ არ ვარგიან არაა და გაუშვით იქით რად გინდათ? სახო ჩამოიყვანეს და ისეც წავიდა 2 თვეში. ეჰ რა აზრი აქვს რამის თქმას მაინც არაფერი გვეშველება. ფეხბურთი უნდა გიყვარდეს რო რამე შექმნა ფულის შოვნა თუ გინდათ ბანკი გახსენით.

• დათო

თუ ფეხბურთი სახალხო სპორტია და სახელმწიფო ატარებს ჩემპიონატს ხალხისთვის სიამოვნების მისანიჭებლად მაშინ უნდა მიხვდეთ ბატონებო რომ დინამოს იბერიას ბათუმს სპაერს)) და მრავალს სხვას გულშემატკივარი არ ყავს ტორპედოც მიემატა იმედია აღარ შეწუხდეთ ამ ღონისძიების ჩატარებით კრისტალბეთ ეროვნულ ლიჰას რომ უწოდებთ .არ გვჭირდება ეს გაზულუქებული უმოტივაციო საკმაოდ შეძლებული უსისხლო უთავმოყვარეო ვითომ ფეხბურთელები და ვითომ სპეციალისტები.ამ ხროვას ხალხისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილის 1% იც კი არ ჰააჩნიათ მოთხოვნა მაქვს შეწყვიტეთ ფეხბურთის დაფინანსება შექმენით კერძო ორგანიზაცია სადაც გაწევრიანდებიან ვითომ საფეხბურთო გუნები და ჩაატარეთ თქვენი ჩემპიონატი რამდენიც გინდათ იმდენი იშოვეთ ჩვენ შეგვეშვით

• რომა ფიფია

მაგანეთ ეხლა მარტო მე

• Levani

ამ ჩემსას თუ ვერ გავარდნენ. რა მუღამი აქვს იქ გასვლას? ყაზახებს ვაჯობებთ და ლიტველებს კი არა ესაა რაღაც სიმახინჯე-დღეს გადავხედე შემადგენლობებს იგივე ლიტვის,ესტონეთის,ყაზახეთის გუნდები და სხვები გადავსებულია უცხოელებით,1-2 ადგილობრივი დანარჩენი ყველა ლეგიონერია. ეს ტურნირი არის შეჯიბრება იმაში ვინ უფრო მოხერხებულად დაითრევს მეორე ხარისხის ლეგიონერებს. ან იმათ რა მუღამი აქვთ მაგასაც ვერ ვხვდები- სადაცაა იგივე კვიპროსის,აზერბაიჯანის,ყაზახეთის,სომხეთის თუ იგივე ესტონეთ-ლიტვის ნაკრებები კი უყურებთ თქვენც და ატანონ ფულები ვიღაც ძალად ფეხბურთელებს. მე არ მინდა ისეთი გუნდი სადაც 7-8 მაინც ქართველი არ ითამაშებს ძირითადში. ასე რომ ბატონებო,მე თავიდან არ მინერვიულია,მაგრა მეკიდა. ეგ კონფერენს ლიგა კიდეც რომ მოიგოს რომელიმე ქართულმა გუნდმა,ლეგიონერებში რო შეტენონ მილიონები მაგით რა ხეირი მერე?

• rigiti

ე ლიგას უნდა გადაერქვას სახელი და ეწოდოს "ჭ"ლიგა! კორღალიძე გადადგა და რა?! ამით ეშველება იბერიას და ჭ ლიგას? ვინც მართლა გადასადგომია ის უნდა გადადგეს პირველ რიგში!!!!! თუ სულ ერთი ციცქნა, იოტისოდენა ნამუსი მაინც შერჩენიათ!!!! თევზი თავიდან ყარს-ო ვითომ არ სმენიათ არაფერი? ან იქნებ დრო არ ჰქონდათ საკმარისი და კიდევ 12 წელი უნდა იბოგინონ!!! დავეწიოთ და გავუსწროთ ანდორას!!!

ის ორი კლოუნი იუთუბერები სად არიან..ან ვაი გულშემატკივრები ომონიაზე ირონიულად რომ საუბრობდნენ..გამოიღეთ ეხლა

• მირო

სრული კატასტროფა,ფიასკო ქართული გუნდებისა.მთავარი ისაა,რომ პერსპექტივაც არ ჩანს არანაირი.35 წელია დამოუკიდებელი ფედერაცია შეიქმნა და ერთი გუნდი ვერ ჩამოვაყალიბეთ ისეთი,რომ ევროპაში საშუალო დონეზე მაინც რომ ითამაშოს.ჩემპიონატი კი ალბათ ყველაზე სუსტი გვაქვს რეგიონშიც და ევროპაშიც...და ამას ბოლოც არ უჩანს.

• ამბაკო

უფსკრულში ვართ.ვერავინ დამარწმუნებს იმაში ,რომ ქართველებს ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია.უბრალოდ არასწორი მიდგომების გამო ვართ ჭაობში.არც გულშემატკივრები ვვარგივართ,თორემ დღევანდელი დღისთვის ,რაც ნათლად ასახავს მდგომარეობას,ზოგადად,ფედერაციას და პირველ არხს ცხვირიდან ძმარს უნდა ვადენინებდეთ,ჩვენი ასეთი აგდებისათვის და სულში ჩაფურთხებისათვის.ბევრი რამ არის შესაცვლელი ,რომ სწორ გზაზე გავიდეთ.სამს,მე ახლავე შემოგთავაზებთ,დანარჩენს სპეციალისტები და გამოცდილი გულშემატკივრებიც დაამატებენ და მსჯელობით და დისკუსიით შეიძლება დაიდოს გეგმა-პროექტი რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებას შეუწყობს ხელს.1)უნდა აიკრძალოს ლეგიონერების მოყვანა , საერთოდ.მაღალი კლასის აქ არ ჩამოგივა და მათთვის გადახდილი ფული ქართველ პერსპექტიულ ახალგაზრდას,რომ დაახარჯო ,არ ჯობია? 2)უნდა აიკრძალოს ახალგაზრდა,პერსპექტიული ფეხბურთელების გაყიდვა უცხოეთში,24 წლამდე ,გარდა იმ ფეხბურთელებისა,რომელთაც ტოპ -5 ლიგების წამყვანი გუნდები მოუნდომებენ აყვანას.3) უნდა მოხერხდეს საერთო ჩემპიონატების ჩატარება აზერბაიჯანთან ან სომხეთთან ერთად.

• alexandre

მგონი ჩვენი ანტირეკორდი მოვხსენით. ადრე თუ შემოდგომამდე ვერ ვაღწევდით, ახლა აგვისტოზეც საოცნებოა.

• asea

ტორპედოს თამაშამდე ნაძირალა კერსელიძეს გადაწყვეტილება იყო რომ ბილეთები 100-ლარი ღირებულიყო,ძლივს დაიყოლიეს ეს ვაჭარი ჩარჩი რომ მსგავსი რამე არ შეიძლებოდა..კერესელიძე რა საც აკეთებს ყველაფერი გუნფის საზიანოა.

• Klubs

ტორპედოში არა პროფესიონალები არიან შეკრენილები..ფეხბურთელებს რო თავი დავანებოთ პრეზიდენტმა ესე მგონია ვაფშე არ იცის ფეხბურთი ფულს ხარჯავს მაგრამ ვერაფერს აკეთებს საერთოდ ფულის ხარჯვას სწორედ დახარჯვა უნდა..

• რატი

ქუთაისელებო რას ფსნობთ ან ვის ეფანებით. ნუთუ თქვენი მთავარი ბედნიერება გასაცოდავებული დინამოს დამარცხებაა და ამით ხართ კმაყოფილი? რას დადიხართ მაგ სტადიონზე?

• ზიკო

და ამ დროს რამდენი ფული იხარჯება (იფლანგება) საქართველოს ჩემპიონატში

• ელიასი

იასნია, დიფ-სთეითი ცოცხალი თავით არ გვიშვებს აგვისტოში. იციან, მანდ თუ გავაღწიეთ, მერე ჩვენი შემჩერებელი ამ ქვეყანაზე უკვე ვეღარავინ იქნება. ჰოდა, ამ საძაგელი ვერაგობის წამალი ერთია - "ტვ ნადეჟდამ" გამოაცხადოს მატჩების შედეგები, ჩვენ კი უყოყმანოდ დავუჯეროთ, რაც ტრადიციულად მშვენივრად გამოგვდის. მაშ, გაუმარჯოს ლენინს, სტალინს, კიმ ჩენ ირს, ლილიპუტინს, მარგო სიმონიანს, ორბანს, გალუსტ-აშვილს, კობიაშვილსაც და, რა თქმა უნდა, კალიაძეს და მის მილანელ პარიკმახერს!

• დათო

უკვე ნორმა გახდა, აღარც ვბრაზდებით და აღარც გვტკივა...

• ჩემ ახალგაზრდობისას, 60-70 წლები, ქუჩაში ბავშვები ბევრად უკეთესად თამაშობდე

• ირაკლი

აუ რა მწარედ აზიან ფეხბურთის ფედერაციის წურბელები ბიუჯეტის თანხებს. ყველა სარგებლობს, კანონის მიმღებით დაწყებული ვაი ფეხბურთელით დამთავრებული. ტოტალიზატორის ეროვნული ჩემპიონატი და ბიუჯეტის მხერხავ ლიგა უნდა ერქვას. მანკიერი მაფიაა წლებია და ამათ რა გადააშენებს წარმოდგენა არ მაქვს. როგორც მექსიკაში ნარკო კარტელები არ გაქრება ვერც ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს ეშველება სამწუხაროდ.

• იო

ამარზენი თამაში აჩვენეს.საერთოდ რა სტილის ათამაშებს მწვრთნელი ვერ გაიგებ.სტადიონზე მოსულ ქომაგისთვის მაინც ეცათ პატივი და ფეხბურთელებს გაენძრიათ ერთი ადგილი.ყველა აქსპექტში გვაჯობეს.იბრძოლეს ომონიის ფეხბურთელებმა და კიდევაც დადეს შედეგი.

• გიგა

შეგირცხვეთ ეგ თავები ყველას! თამაში გეზარებათ? რა შანსებს უშვებთ?! სტადიონზე მისული ქომაგებისთვის მაინც გეცათ პატივი, მაგრამ არა რა? ისევ ძველი სენი იჩენს თავს...

• 912

სუნი დადგა დალუქეთ ლიგა

• ჯინი

ივლისის თვესაც ვერ გავცდით!

• Roma

მომავალში 3 გუნდით ვიქნებით ეს უკვე ზუსტი ინფორმაციაა. მგონი მალე სან მარინოც გაგვასწრებს. ტფუი

• S.K.K.

რაში იხარჯება ფული??? ნახირი!!!

• კიო

პრაფესორას მოკითხვა!ბეგიონერები არსად დაგეკარგოს პატივცემულო!სამწუხაროა რო უწმაწურო კომენტარები იბლოკება!

• riki

თან ამდენი ხალხი მიიყვანეს სტადიონზი როდესაც ყველამ ვიდოცით რომ განწირულები იყვნენ...

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა

[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა

"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი

19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს

Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა

თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა

18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში

რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?

სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის" - ცარუკიანი ნურმაგომედოვზე

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა

"დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება" - დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა

"ნახეთ, როგორ მოიქცა?" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ოსიმენი გააკრიტიკა

"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა

"მხოლოდ "გალა" - სტამბოლი დაბრუნებულ ოსიმენს მიესალმება

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა - "ომონია" კარგად შევისწავლეთ

ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა

"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა

[VIDEO] დიდი ზეწოლა და 0:1 ნიქოზიაში - "ტორპედომ" შანსი შეინარჩუნა

"ტორპედო" "ომონიასთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]

დირკ შუსტერი: პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა - ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ

"ორდაბასის" მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ - უფალმა "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა

სენსაცია და დრამა - რატომ ციტირებს ყაზახური მედია Sportall.ge-ს?

კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები გაირკვა