ევრობასკეტის მე-4 ტურში, C ჯგუფში (სადაც საქართველოს ნაკრებიც იმყოფება), ყველასთვის მოულოდნელად ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები 80:77 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ ბერძნებს გუნდის ლიდერი და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იანის ანტეტოკუნმპო მცირე ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ვასილის სპანულისის შეგირდების მარცხი რთულად წარმოსადგენი იყო.

ბერძნები პირველ მეოთხედში 13-ქულითაც კი იყვნენ წინ, თუმცა ბოსნიელთა გუნდური თამაშის წყალობით, მეორე ტაიმი მათი დომინაციით წარიმართა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე იუსუფ ნურკიჩი გახდა, გამოცდილმა ცენტრმა 27 წუთში 18 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.

ბოსნია და ჰერცეგოვინას ნატურალიზირებულმა მოთამაშემ ჯონ რობერსონმა კი 32 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.

ბერძენთა რიგებში კოსტას სლუკასმა 27 წუთში საკუთარ გუნდს 15 ქულა, 4 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, საბერძნეთის ნაკრები ჯგუფში 3 გამარჯვებითა და 1 მარცხით, ჯერჯერობით პირველ ადგილს იკავებს, სპანულისის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 4 სექტემბერს თბილისის დროით 22:30 საათზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ბოსნია და ჰერცეგოვინა კი ჯგუფში 2 მოგებითა და 2 მარცხით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა, ბოსნიელები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, აღნიშნული მატჩი 4 სექტემბერს თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, ამავე C ჯგუფში დღეს თავის შეხვედრას საქართველოს ნაკრებიც გამართავს და თბილისის დროით 19:00-ზე მასპინძელ კვიპროსს დაუპირისპირდება.

მდაა
აუეე “თბილისელო” შენ ისეთივე თბილისელი იქნები როგორც მე კოსმონავტი ….მაგრამ ამ უეჭველ “ევროპელ” კაცს არ გიტყდება თბილისლობას რომ იბრალებ ეგ ხომ არ არის შენი დონე …შენ ნაღდი “…ევროპელი “ იქნები და შენ …….ოჯახაშენებულო ვინ ჩემი …. გიშლის ხელს რომ შენც იშოვნო ფული ….?!?! თუუ შენაც ერთ დილას გაღვიძებულს გინდა მილიონერმა გაახილო თვალი …იმ მეწუწუნეებს შორის 80% არაფერს არ აკათებთ და არც აპირებთ გარდა წუწუნისა მაგრამ საკვირველი ისაა რომ იმ ევროპელებზე ( უმრავლესობაზე )უკეთეს სახლებში ცხოვრობთ ( კლიმატზე და ბუნებაზე ხომ ზედმეტიცაა საუბარი) იმათზე უკეთესი მანქანებით დადიხართ ( ყველა სრულწლოვანს თითქმის მანქანა ყავთ ზოგიერთ ოჯახებში 2-3 და 4-იც კი და მერე საცობებზე წუწუნებთ ) ნახევარი ევროპა ველოსიპედით დადის და ზოგიერთ ქვეყნებში ზამთარში გარაჟში ყავთ და ავტობუსით მოძრაობენ მაგრამ თქვენ ხომ ნორმა აღარ იცით რათ უნდათ ოჯახს 3-4 მანქანა…?! რათა ოთხთავე საცობში იდგეთ ..?! და კიდევ და მთავარი აი იმ ევროპაში ყოველდღიურად რესტორანში ნაღდად ვერ დადიან მითუმეტეს საქეიფოდ და ქეიფში და სადილს ან ვახშამს ნუღარ შეადარებთ …ასე რომ შეეშვით წუწუნს არავის ეცოდებით უკვე ვერ შოულობ საქართველოში ფულს არ მოგწონს საქართველო მიდი აახვიე იმ შენს ევროპაში და სამ თვეში მიხვდები თუ საიდან რა ნეხვში ჩამოხვედი და ეგ ეხება იმ ქვეყნების 90% -ს …აი იქ ნახავ თუ გაქცეულმა როგორ მ….. ვა …და სულ იმის ძახილში იქნები გაუმარჯოს საქართველოს მაგარია საქართველო …ეგ იმ შემთხვევაში თუ კი ოდნავ მაინც გირევია ქართული სისხლი და არა გვარი გაქვთ მისაკუთრებული ან თუ სულით ხარ გაყიდული …ზი მაშინ არც კი გახსენდება საქართველო მითუმეტეს ბევრი აქ შენისთანები …!!!
თბილისელი
საქართველოს ჰგვანან,ოღონდ ჩვენ ერთი კაცის ( როდესღაც ქვეყანა),ეხლა კი ფულის საშოვნელი პუნქტი ვართ.
დდდ
მაგას არც ასტროლოგია სჭირდება და არც უმაღლესი მათემატიკა, თუ ჩვენ და ესპანეთმა 2-2 მოგებით დავასრულეთ, ურთიერთშეხვედრების ხარჯზე ჩვენ გავალთ და ესპანეთი ჩარჩება. ადამიანს შეურაცხყოფა მხოლოდ იმისთვის არ უნდა მიაყენო, რომ მისი ნათქვამი უმარტივესი გათვლის გაგება შენს გონებრივ შესაძლებლობას აღემატება...
tngh-ს
რომელია მაგახი ხორვატია, მაკედონია თუ მონტენეგრო, პირველი ორი საერთოდ ვერ გავიდა ევროზე და მონტენეგრომ ძლივს მოუგო შედეთს, საბერძნეთს დასვენება რო არ გადაეწყვიტა მერე გენახა ბოსნია როგორ მოუგებდა.
tngh
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებს ერთმანეთზე უკეთესი გუნდები ჰყავს...
tngh
ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებს ერთმანეთზე უკეთესი გუნდები ჰყავს...
zura222
რაღა ბოსნიასთაან დაასვენეს იანისი და არა ჩვენთან ?@ თუმცა იმ დღეს ისე სამარცხვინოდ ვითამაშეთ რომ უიანისოდაც მოგვიგებდნენ@@
Bs
მესამე ადგილით გვჭირდება გასვლა ეგრევე საფრანგეთ რომ ავცდეთ. ეს თვალაბეიშვილი რას ბოდიალობდა თუ ესპანეთმა ორივე წააგო და ჩვენც წავაგეთო და თვლიდა რაღაცას? ეგ ზოდიაქოთი რა არის იქნება დაწეროთ, აბა ვინ იცის?
Alex
Araushavs chvenebi kvipros mougeben
გიო
გაუმარჯოს ტოტალიზატორს.
ალექსანდრე
სენსაცია არა კვატი. არაა იანისი პარკეტზე არაა საბერძნეთი, არაა დონჩიჩი არაა სლოვენია.. ესაა ერთი კაცის გუნდები.
[VIDEO] შენგელიას 27, ბითაძის 21 - საქართველომ კვიპროსს დიდი ანგარიშით მოუგო
"ჩემი უკანალი გადაარჩინეს" - იტალიელთა მწვრთნელი გუნდს სიყვარულში გამოუტყდა
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია - ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
მანუელ აკანჯი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
"აიაქსმა" ბრაიან ბრობი პრემიერ ლიგის კლუბს მიჰყიდა
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
Cuore Toro: საზონოვის "ხეტაფეში" ტრანსფერი ჩაიშალა
[VIDEO] ნაკრებმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს - მიქაუტაძე "ვილიარეალის" ფეხბურთელია
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
"ჩემი უკანალი გადაარჩინეს" - იტალიელთა მწვრთნელი გუნდს სიყვარულში გამოუტყდა
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
არეულობა თურქეთის ნაკრებში? - აქთურქოღლუს განცხადების გამო თანაგუნდელები აღშფოთდნენ, ფეხბურთელს მონტელა შეხვდება
ალექსის სანჩესი ლა ლიგაში ბრუნდება - ჩილელი "სევილიასთან" 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
საგა დასრულდა - ედერსონი "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელი გახდება - "სიტი" კი დონარუმას შეიძენს
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] - 41 საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია - ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
[VIDEO] მარკანენის შოუ ტამპერეში - ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
იანისის ლიდერობით - საბერძნეთმა იტალია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
საქართველოს მეტოქე საბერძნეთის ნაკრები შესაძლოა ევრობასკეტიდან მოხსნან
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა - სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
რუსეთმა საბერძნეთი დაამარცხა
"ჩემი უკანალი გადაარჩინეს" - იტალიელთა მწვრთნელი გუნდს სიყვარულში გამოუტყდა