ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუზავდა - 1:1.

ჩვენმა გუნდი თავიდანვე გადავიდა იერიშებზე, ეგოიანის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი სიგუამ გაიტანა. აქედან მოყოლებული ტემპი დაეცა, თამაში სანახაობრივი არ იყო და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების მერე მეტოქემ შემოგვიტია, მომენტები შექმნა და ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ნაკრებმა ინიციატივა დაიბრუნა, ჩრდილოირლანდიელთა ნახევარზე აიწია, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

უნდა ითქვას, ჩვენი ფეხბურთელებისგან მეტს ველოდით, მაგრამ იმედია, მომავალ შეხვედრებს უკეთ ჩაატარებენ.

სვანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 10 ოქტომბერს გასვლაზე ლატვიასთან გამართავს.

F ჯგუფში დღეს კიდევ ორი შეხვედრაა - მალტა საბერძნეთს, გერმანია კი ლატვიას მასპინძლობს.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

საქართველო - ჩრდ. ირლანდია 1:1

გოლები: 1:0 სიგუა (7), 1:1 ორი (66)

საქართველო: მაქაცარია, ხარებაშვილი, ნარიმანიძე, ლაცაბიძე, ბუკია (ქარსელაძე 74), ლორთქიფანიძე (გეგიაძე 74), ეგოიანი, სიგუა (გოცირიძე 90+2), წულუკიძე (დადიანი 74), ტაბატაძე (ბასილაძე 55), დეისაძე

ვაჟა
ძალიან დატვირთული მომეჩვენა ტაქტიკურად ყველა და აქედან იყო შეცდომებიც და დაძაბულობაც.ფეხბურთი ბევრად უფრო მარტივია და ეტყობოდა რომ რაღაც ტაქტიკური დავალება ჰქონდათ,რასაც ვერ ასრულებდნენ.საყრდენი ლამის დაცვის ხაზზე თამაშობდა, წინ არ მიდიოდა,პირველ ტაიმში პასის მაგივრად ჩაგდებით ამოდიოდა გუნდი.მეორეში კარგად დავიწყეთ,15წთ ირლანდიას ბურთი არ ჰქონია,მაგრამ ისევ გადაგდებები, შეცდომები და დაცვა მეკარეც აიჭრნენ. მარჯვნივ შეტევაში მარცხენა მცველი იდგა და ყველა ბურთი დაიკარგა,მანდ ეგოიანს დავაყენებდი და ეგოიანის ადგილას კლასიკურ საყრდენს კიდევ ერთს და ფორვარდის დეფიციტია გამოჩნდა.მაინც მგონია,ტაქტიკურად ტვინი დაუმძიმეს ახალ შეკრებილ ბიჭებს, მარტივად გაგორებით შეიძლებოდა მოგება
მამუკა
რა სვანაძე ხალხო ამ ბიჭების ნიჭის ხარჯზე უნდა კარიერის აწყობა აზრზე არარი ფაქტია მაგრმ იმდენი დამცველი ყავს ფედერაციაში ხმას არ ამოგაღებინებენ

თავიდან თითქმის ყველა ორთაბრძოლას ვიგებდით,ბოლოს კი ვაგებდით.მწვრთნელმა ეს დაავალა?!ცოტას თამაშობენ და ფიზიკა არ ჰკმარათ,ფეხბურთელების ნაწილს.გუნდი ახალი შეკრებილია, ჯერ სახე არ აქვს ნაპოვნი.თანდათან გამოჩნდება ვინ რას წარმოადგენს.ცუდი ის არის,რომ თითქოს არავინ გამოჩნდა ლიდერობა რომ აეღო თავზე და ინდივიდუალისტებიც,თუ ვინმე არიან,არ ამჟღავნებდნენ,ამ თვისებას.ერთიც არის,ყველა დაახლოებით ერთნაირები რომ არიან და ერთმანეთს კარგად არ იცნობენ,პირველივე თამაშში ძნელია გამოხტე და ლიდერი მე ვარ,მომყევითო,ბიჭებს შეუძახო.მეორე მესამე თამაშში უკვე გამოჩნდებიან ლიდერები და მიმყოლები.იმედია ასე იქნება.
ჟორა
მე მაგათი გადახალისება ერთ ადგილზე მკიდია, გუნდის თამაშს რომ ვუყურებ მე მინდა 11 მკვდარს კი არა 11 მოთამაშეს ვუყურო მოედანზე. რა ტაქტი აქვს ამ სვანაძეს ასეთი ერთი ბურთის გატანის შემდეგ შენარჩუნებაზე რომ გადადის? ბურთი გაგვიტანეს და ეს სირები მერე, ნიჩიის შენარჩუნებაზე დადგნენ. მოაშორეთ სვანაძე ნაკრებს...
გიგო პაპა
ვერ ვიგებ რას ერჩით ბიჭებს? რაც დაავალეს, ის შეასრულეს ზედმიწევნით. უთხრეს აგორავეთო ბურთი და აგორავეს ცენტრში. გგონიათ მართლა მეტი არ შეუძლიათ? შეუძლიათ, უბრალოდ რა ტაქტიკაც აირჩია სვანაძემ, ის ითამაშეს. ფრე მთლიანად სვანაძის კისერზეა!
QT
მალხაზ ჯობავას და საოცარიას- 23 წლიანები იყვენენ ეგეთი რამე არ არსებობს, ეგეთი ასაკის ნაკრები ბუნებაში არაა, უბრალოდ ვიღაცას მოუწია თამაში 23 წლისას, ვინაიდან შესარჩევი რომ დაიწყო იყო 21 წლის და შესაბამისად ქონდა უფლება ეთამაშა u21 ასაკობრივ ნაკრებში. შესაბამისად ის ნაკრები მინიმუმ 2 წელი მოდიოდა ერთად და იყო შეთამაშებული, ახლა კი ალბათ 15 კაცი ახალია. ასე რომ ესაა სიმართლე და ჯერ კარგად გაერკვიეთ ხოლმე სანამ ნაკრებს ან ვინმეს შენიშვნას მისცემთ.
გიზოგ
გასაგებია, რომ გუნდი გადახალისდა და ვერ ითამაშებს ისეთ ხარისხიან ფეხბურთს, როგორიც საჭიროა, მაგრამ მოედანზე სირბილიც კავშირშია გადახალისებასთან? ახალგაზრდა ბურთიან მეტოქეს, რომ უნდა გაეკიდოს ამაშიც გადახალისებაა დამნაშავე? მე სავანაძის გუნდის მაღალი ხარისხის თამაში არც მახსენდება ევროჩემპიონატის შემდეგ და რითაც ვაფასებდი მას ეს იყო მაღალი ბრძოლისუნარიანობა და თამაშის ჟინი. გუშინ ასეთად მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო მინდორზე. კიდევ, როცა ხედავს მწვრთნელი, რომ ერთერთი ცენტრალური მცველი ისე დაიღალა, რომ ელემენტარულ სიტუაციაშიც კი შეცდომებს უშვებს, არ უნდა გამოცვალოს სანამ გოლს არ გაატანინებს?
მალხაზ ჯობავა
ისინი შეთამაშებულები და 23 წლიანები იყვნენ. დაანებეთ თავი, თავზე ხელის გადასმას და იყავით ობიექტურები.
საოცარია
ახალგაზრდულ გუნდში განახლება ჩვეულებრივი ამბავია. ეგ გასამართლებელი საბუთი არ არის.
gel-100
რა შეიძლება ითქვას!? იის რო ჯერჯერობით ცუდად ჩანს საქმე,,საკადრო რესურსი თუ მეტი არ გვაქ დავღუპულვართ და ეგაა,,ამ ახალგაზრდულიდან მაქსიმუმ 3-4 კაცი თუ ითამაშებს ფეხბურთს და ზოგადადაც თითქოს ნელა-ნელა თაობაც ბანძდება,,კვარას, მამარდას, ზურიკოს, მიქაუტაძის, აზაროვის და ამ თაობის ახალგაზრდული ნაკრები ბევრათ ვარსკვლავური იყო, შემდეგი თაობა ოდნავ უარესი და ახლა კიდევ უფრო უარესი და ბოლოს იქამდე არ მივიდეთ სირაძეებს, დვალიშვილებს, კაჭარავებს და ჭიჭვეიშვილებს ვეხვეწებოდეთ ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსვლას,,ხო კიდევ ერთი, რავიცი მარტო ფიფია და დინამოს აკადემია ყიდის სეზონზე 4-5 17-18 წლის უნიჭიერეს ახალგაზრდას და სად მიდიან ეს ბიჭები რო იკარგებიან?? ნარიმანიძე, ლაცაბიძე, ხარებაშვილი, ეგოიანი და კიდევ 2-3 კაცი თუ მიაღწევს დიდ ფეხბურთამდე კარგი იქნება
ნუკრი
11 ზარმაცი "პროფესორი" დასეირნობდა მოედანზე.ეს არის ნაკრების მომავალი?!
QT
მეტს ველოდითო წერთ და თქვე კაი ხალხო ის მაინც არ იცით რომ u21 ევროპის ჩემპიონატის მერე ფაქტიურად მთელი გუნდი გადახალისდა, აღარ უწევთ ასაკით აქ თამაში და ბიჭებისთვის იყო პირველი ერთობლივი გამოსვლა. მჯერა თამაშიდან თამაშამდე მოუმატებენ და შეთამაშდებიან.
პოლიკარპე
რა თქმა უნდა, ამ გუნდს მომატების რესურსი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით რასაც ვატყობ, ამ გუნდში უფრო ნაკლები საკადრო რესურსია, ვიდრე წინა თაობაში, განსაკუთრებით შეტევის ხაზში, კვერნაძეს რომელსაც ბევრი აკრიტიკებდა, ჯერჯეობით მასთან მიახლოებულიცაა არაა რომელიმე. ამ შეხვედრაში ინდივიდუალურად ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, არ მომეწონა ლაცაბიძე, ბოლოს ხომ კინაღამ დაღუპა გუნდი, მაგრამ ამბიციური მცველი როდესაც ხარ და დღე-დღეზე პირველ გუნდში უნდა დაიწყო თამაში, ვიღაც ჩრ.ირლანდიელი ფეხბურთელი ასე მარტივად არ უნდა გცდებოდეს. ლორთქიფანიძე საინტერესო მოთამაშეა, უფრო მძიმე საყრდენის ტიპაჟი ჩანს, რომელსაც კარგი საშუალო და გრძელი პასი აქვს, მაგრამ მოძრაობაში უნდა მოუმატოს. ეგოიანი ლიდერია აშკარად ამ გუნდის, პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მეორე ტაიმში ისიც ჩაიკარგა. სიგუას აშკარად დაეტყობა ტრავმები, მისი მთავარი თვისება არის ფიზიკური ძალა და ენერგიული მოძრაობა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ფორმაში ყოფნას, სხვა შემთხვევაში უსარგებლო ხდები.
ტატო
მემგონი სვანიძეს ხშირად აქვს ეს პრობლემა, ძალიან აკადემიური ფეხბურთი უნდა რომ ათამაშოს გუნდს, თითქოს ბოლომდე წესრიგზე დამყარებული, ეს არ არის ცუდი თუმცა ასეთ ფეხბურთს შემსრულებლები სჭირდება, წინა ფორმაციის ნაკრები აშკარად სჯობდა შემსრულებლების თვალსაზრისით (ჯერჯერობით ესე სჩანს) ამ ნაკრებს, ამიტომ ამ გუნდმა ეს ნაკლი ვფიქრობ თავდადებული და აგრესიული თამაშით უნდა გადაფარონ, აი ისეთი 90 წუთი გიჟებივით რომ ირბენენ, თუმცა ასეთ ფეხბურთს უფრო ქეცბაიას მსგავსი მწვრთნელი სჭირდება, რომლის გამოხედვა კი აიძულებს ფეხბურთელს ისე ირბინოს ერთი ადგილიდან ბოლი გაუვიდეს, სამწუხაროდ სვანიძე ეს ტიპი არაა, ამიტომ ამ ეტაპზე მგონია ნაკრებს ძალიან გაუჭირდება, თუმცა ერთი თამაშიც არ არის საკმარისი დასკვნის გამოსატანად, ვნახოთ ლიეტუვა, მალტასთან რა იქნება, ფაქტი ერთია თუ იარეს მოედანზე კარგი არაფერი მოხდება, მარტო განივი და მოკლე პასებით, გამწვავების გარეშე წარმატება არ მოვა
გიო
როგორც ბულგარელები თამაშობდნენ უაზრო ფეხბურთს,ზუსტად ის ვუყურე დღეს ჩვენების შესრულებით.ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე,მაგრამ როგორც სახარე მოზვერს სასკორავში ეტყობა როგორი დადგება,ისე ამ გუნდს ეტყობა,რაც დადგება.
ცისკარა
მამუკა ბათუმი, ხომ ჯანმრთელად ხარ? ))))
ჭინჭრაქა
ვაისმა მოგიკითხა სვანაძე, ხომ ამართლებს ჩემს მიერ დანერგილი კურდღლური ტაქტიკაო?)))) ვინც შენ მწვრთნელობა დაგაბრალა რააა....ამას მგონი ჩრდილოეთ ირლანდია ირლანდიაში აერია.))
A
უსუსური გუნდი, მაგ ასაკში რომ ასეთი უჟილკო ხარ, საერთოდ სპორცმენიც არ უნდა გერქვათ,უსუსურთა და უნიჭოთა კრებული

დაწყება მშვენიერი იყო.თამაშზე სრული კონტროლი გვქონდა,გადმოვარდნილ ბურთბსაც მუდმივათ ვიგებდით და ორთაბრძოლებსაც.გატანილი გოლის შემდეგ,გამწვავებას თავი გავანებეთ,მხოლოდ ბურთის კონტროლი გვინდოდა და თანდათან ისიც დავკარგეთ.თამაშის ძაფი დავკარგეთ და ვეღარც ვიპოვეთ.სულ ბოლოს,თითქოს ისევ ვცადეთ შეტევის გამწვავება და გოლის გატანა,მაგრამ ეს უკვე ის თამაში აღარ იყო.ორთაბრძოლებში უპირატესობა უკვე დაკარგული გვქონდა,განსაკუთრებით მაღალ ბურთებზე ბრძოლაში და უფრო წაგებას გადავურჩით,ვიდრე გამარჯვება დავკარგეთ.ჯერჯერობით ამ ნაკრებს ის მებრძოლი ხასიათი არ აღმოაჩნდა,რაც მის წინამორბედს ჰქონდა,თუმცა არც იმ ნაკრებს დაუწყია ფრენა ფრენით თამაში,თავიდანვე.ასეთად,თანდათანობით ჩამოყალიბდა.10 თამაში უნდა ვითამაშოთ და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება,მაგრამ ამისათვის გაცილებით აგრესიული და შედეგიანი თამაში გვჭირდება.
მამუკა ბათუმი
მოდით რეალურად შევხედოთ ყველაფერს. ჯერ ერთი რომ გუნდი ფაქტობრივად ახალი გვყავს (ნახევარი მაინც), ეს იყო პირველი ოფიციალური თამაში, სინამდვილეში ჩვენ მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ და თუ საუკეთესო მეორეობას გამოვკარით ხელი მთლად უკეთესი. ამისათვის საჭიროა არ წავაგოთ გასვლა საბერძნეთთან და ცხადია ჩრდ. ირლანდიასთანაც. სახლში ბერძნებთან უნდა მოვიგოთ. გერმანიასთან თამაშის მოგება ალბათ რთული იქნება, მაგათთან რაღაც სასწაული დისწიპლინითა და მონდომებით უნდა ვითამაშოთ, იქნებ ფრე გავახეხოთ და ზედ ბერძნებსაც თუ მოვუგებთ სახლში, (რეალური შანსია სწორი ტაქტიკით, დისწიპლინით და ფორმაში ყოფნით) ამ შემთხვევაში მყარად ვიქნებით მეორე ადგილოსანი, პლეი ოფში კი ნამდვილად გვექნება შანსი უკეთესი შეთამაშებით და ფორმაში ყოფნით! ასე რომ ხარვეზების დანახვის და გამოსწორების დროა და ყველაფერი გამოვა, მითუმეტეს ბალტიისპირელები და მალტელები ჩვენზე გაცილებით დაბალი დონის გუნდებია, მათთან მომდევნო ორი თამაშის მოგება რეალურია და ცრილში 7 ქულით წაუგებლები ვიქნებით რაც მორალურ თავდაჯერებას მოგვცემს ბერძნებთან გასვლაზე (მეოთხე თამაში მათთან გვაქვს)არწაგებისთვის. მე მჯერა ამ ახალგაზრდების, კვლავ გაგვახარებენ და ითამაშებენ ევრო 2027 ზე. წარმატებები!
azri
ახალი სახეები ვნახეთ, მომეწონა ნარიმანიძე ცენტრალური მცველი 2005 იანია საიმედო იყო და ერთი მაგარი გოლი გადაგვარჩინა. ლაცაბიძემ შეცდომები დაუშვა. ხარებაშვილს ჯერ ჭირდება განვითარება, თუ მოუმატა მაღალი კლასის ფეხბურთელი გამოვა. სიგუა და ეგოიანს მეტი მოეთხოვებოდა მაგრამ დიდი ვერაფერი ქნეს. მაღალი ცენტრალური თავდასხმელიც ვნახეთ, მერე გამოჩნდება რისი გაკეთება შეუძლია. ყველაზე ძალიან ცენტრალური მცველი ნარიმანიძე მომეწონა. შეტევაში შემოქმდებითი ფეხბურთელების ნაკლებობა იგრძნობა წინა თაობასთან შედარებით. ლორთქიფანიძეს თამაში ძალიან მაინტერესებდა და რავიცი დიდი ვერაფერი ქნა, ვნახოთ მერე რა გამოვა, ფაქტია რომ ეს თაობა წინა თაობას ჩამოუვარდება.
ალფა
აშკარად ცოტა ინდივიდუალისტები სჭირდება ამ ნაკრებს, დაუძახონ სამუშიას. კარში მაქაცარია არ ჩანს დამაჯერებელი, სცადონ მურსიას მეკარე.
ქუთაისელი
ე სვანაძის მწვრთნელობა არ გეშვას არსად. ამ მკვდრებს რომ ვერ უგებ ბიძი და ანგარიშის შენარჩუნებაზე ათამაშებ გუნდს მე 7 წუთიდან მწვრთნელი გქვია შეეენ? ამგენის ხნის ბოვშები 90 წუთს დაფრინავენ ძირითად ნაკრებში და ეგენი ვინ არიან? სინდისი არ გაწუხებენ ბიძიკო? რომ გადაგიცვიენ მა ეროვნული ნაკრების მაისური თავზე და კაპიკის საღირალი არ გაგიკეთებიენ არაფერი მინდორზე რაფერაა მა საქმე? სირცხვილია მაი..
Ijjk
1-0 ზე რო გამოგყავს გუნდი მეორეში და უაზროდ აგორავებიებ მეტის ღირსი ხარ სვანაძე, მაგარი უინტელექტო მწვრთნელი ხარ ადრეც დამიწერია ეხლაც დავწერ.
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
[VIDEO] დებიუტი შედგა - ჯამალ კაიშვილმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველო - ჩეხეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად