ევრობასკეტის მეორე მეოთხედფინალურ მატჩში სლოვენია გერმანიასთან 91:99 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. სლოვენიელთა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა მატჩის შემდეგ მსაჯები გააკრიტიკა.

"პირველი ტექნიკური მატჩის დაწყებიდან 2 წუთში უმიზეზოდ მივიღე, მეოთხედფინალში ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს... მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კალათბურთელზეა საუბარი. თანაც გაფრთხილების გარეშე, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რაზე ფიქრობდნენ მსაჯები.

მირჩევნია, ამ ყველაფერზე ბევრი არ ვისაუბრო, უფრო სწორად, სჯობს, რომ არ ვისაუბრო. მე-3 მეოთხედის დასაწყისში მე-4 ჯარიმა მივიღე, ეს კი ჩემს კარიერაში აქამდე არასდროს მომხდარა. რა თქმა უნდა, გაბრაზებული ვარ... მე-4 მეოთხედში მეტის გაკეთება შემეძლო. გადამწყვეტ მომენტებში სწორი გადაწყვეტილებები ვერ მივიღე. ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ, ყველამ ვიბრძოლეთ, მაქსიმუმი გავაკეთეთ და დავამტკიცეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია", - განაცხადა დონჩიჩმა.

შეგახსენებთ, ევრობასკეტის ნახევარფინალში გერმანია ფინეთს შეხვდება, მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "კიოლნთან" ქულები გაიყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
როსენიორი: პსჟ-სთან ძალიან კარგი შანსები გვაქვს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
"ტოტენჰემთან" ალისონი ითამაშებს თუ მამარდაშვილი - სლოტმა კომენტარი გააკეთა
რომეროს გრანდების რიგი უდგას - გავარდნის შემთხვევაში, "ტოტენჰემს" მისი გაყიდვა მოუწევს
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
კოკოშკოვმა ბალტიისპირელები სახლში გაუშვა
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
მატჩის შემდეგ დონჩიჩს გასახდელთან ელოდებოდა და ლუკაზე თავდასხმა სცადა - NBA-მ შროდერი დასაჯა
ევრობასკეტი 2015. მეტოქე სლოვენია: რევანში გვინდა!