ლივერპულში მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ლაშა გურული ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად სპორტსმენმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

"დავიწყებ მადლობით! პირველ რიგში მადლობა უფალს ყველაფრისთვის რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ჩემს ოჯახს, მადლობა ჩემს გულშემატკივარს, რადგან წლების განმავლობაში ვხედავ და ვგრძნობ უამრავ სითბოს, დაფასებას და სიყვარულს !

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, იცით რომ ნახევარფინალში ვარ,რაც იმას ნიშნავს, რომ გავინაღდე ბრინჯაოს მედალი. თუმცა სამედიცინო კვლევის, ექიმის და გუნდის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ ბრძოლაში სამწუხაროდ ვერ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ტრავმირებული ხელით მომიწია სამივე ბრძოლის ჩატარება ! ბუნებრივია ბრძოლიდან ბრძოლამდე იმ მდგომარეობამდე მივიდა რომ შეუძლებელი გახდა ჩემპიონატის გაგრძელება !

6 წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დავბრუნებულვარ. ენით აუწერელი სიხარული და სიამაყეა, როდესაც კვარცხლბეკზე დგომისას ქართულ დროშას ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვგრძნობ რამდენად ბევრს ნიშნავს ჩვენი დროშა და ჩვენი სამშობლო. თუმცა, ამჯერად მიზანშეწონილია გავიარო სრული რეაბილიტაცია, რადგან დაგიბრუნდეთ ბევრად ძლიერი წინ დიდი გზა გვაქვს. პროფესიონალური კარიერა და მომავალი ოლიმპიური თამაშები 2028 !"- წერს სოციალურ ქსელში ლაშა გურული.

შეგახსენებთ, ლაშა გურული ასპარეზობაში 1/16 ფინალიდან ჩაერთო, სადაც საუდის არაბეთის წარმომადგენელ მუსა ალ ჰავსავს სძლია, მერვედფინალში კი ირლანდიელი დინ ქლენსი დაამარცხა, მეოთხედფინალში ინდოელ ჯამვალს აჯობა.

ასეა!ნახევარფინალში დამარცხებული მოკრივე,ავტომატურად ხდება ბრინჯაოს პრიზიორი.ორი ბრინჯაოს მედალი გაიცემა!კრივში რომ წააგებ,ესე იგი გცემეს და შესაძლოა ტრავმებიც გქონდეს.კრივი ისედაც არ არის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო და წაგებულისათვის კვლავ საბრძოლველად გამოსვლა,ზედმეტი რისკია.
azri
ოლიმპიურ ჩემპიონთან 100% მზად თუ არ ხარ არ უნდა გახვიდე საჩხუბრად ამას რათ უნდა საუბარი. თან ჯანმრთელი რომც გასულიყო უშეღავათო ბრძოლა იქნებოდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აბა რა ექნა გასულიყო და უშანსოდ დამარცხებულიყო?
იკა
რა უბედურებაა ბიჯოოო ამდენი ტატუ, მერაბის ვენაცვალე გულში, საქართველოს რუკას ატარებს გულით. ამ ტატუებს რომ იჯღაბნი შე დალოცვილო და ალბათ გინდა რომ სხვებისგან განსხვავდებოდე,პირიქით ხომ არ არის, სხვებს ემსგავსები და სხვებივით აჭრელებული ხარ

მსოფლიოს ჩემპიონატზე ცალი ხელით საბოლოო შანსი რომ არ გექნება,მაგას დიდი მიხვედრა არ სჭირდება.საქართველოს სინამდვილეში,ამდენი წელი,ქართველი მოკრივე სტაბილურად მედლების ზონაში რომ გამოდიოდეს,ვინმე გახსოვთ?როდის თქვა ლეგენდა ვარო,ჯორჯო ბიძია?მე არ შემხვედრია მსგავსი განცხადება და რომც ეთქვა,არც ეგ იქნებოდა შორს,რეალობისაგან.უბრალოდ,ლეგენდებად,კარიერის დამთავრების შემდეგ იქცევიან.რა ვიცი,მოკრივე,ან მმას მებრძოლზე მშიშარააო,კაცმა თქვას,-ძალიან ძნელი ამბავი მგონია.
გურულო
რა გაინაღდა, გინდათ თქვათ, რომ ბრინჯაო რომ წამოიღოს არ უნდა იჩხუბოს?
ქართველი
რაგჭირს ხალხო ასე რამ დაგბოღმათ სულ ნეგატივს რაყო ეძებთ ქართველებში?ვინც ადე წერთ ლაშასნაირი როდესმე გაგიკეთებიათ?უფლება არ გაქვთ რამე თქვათ სანამ ლაშას მეტს არ გააკეთებთ.რა ჯანდაბა გჭირთ ხალხო რააა

მერვედფინალის შემდეგ ინტერვიუში თქვა,ტრავმა გამიმიზეზდა და მარჯვენა ხელს,მხოლოდ ქულების მოსაგროვებლად ვიყენებდი,ახალა ორი დღე მაქვს და მასიმალურად მომიწესრიგებს ექიმი ხელსო.ყოველი მომდევნო ბრძოლა,რა თქმა უნდა ტრავმას ამძიმებს და მეოთხედფინალში გამარჯვების შემდეგ,ალბათ შეუძლებელი გახდა ბრძოლა.თუ ხედავ რომ ხელის სრულფასოვნად გამოყენების შანსი არ გაქვს,მხოლოდ სულელი გავა ცალი ხელით საჩხუბრად.ლაშა პროფესიონალებში გამოდის და მსოფლიოზე რომ გამოდის,ამას პირველ რიგში სამშობლოს სიყვარულით აკეთებს,რადგან მას დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს.აქაც მედალი გაინაღდა და მეტზე აღარ რისკავს.ვისაც ჰგონია,რომ ცალი ხელით მსოფლიოს საუკეთესო მოკრივეებთან ბრძოლა ადვილი საქმეა,თვითონ გავიდეს და ორი ხელით იჩხუბოს,თუნდაც დამწყებ მოკრივეებთან.რატომღაც მგონია,რომ აზრს შეიცვლიან.მე ვულოცავ ლაშას ბრინჯაოს მედალს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.გართულებულმა ტრავმამ შესაძლოა მისი შემდგომი კარიერა საგრძნობლად დააზიანოს და ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ჯორჯო ბიძია
ლეგენდა ვარო იძახის და სულ მესამე ადგილოსანი ლეგენდა სად გინახიათ?? ჩემპიონი არ გამხდარა კაცი
zura222
რით ვერ მოირჩინა ის ხელი @@
დკ
შანსი არ ქონდა ნახევარფინალში, ოლიმპიურ ჩემპიონს ხვდებოდა, ცემას და ბერტყვსს გაცლა ამჯობინა
რუსთაველი გულშემატკივარი
გილოცავ ლაშა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს! მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, ვიცი რომ მარჯვენა ხელს ფაქტობრივად ვერ იყენებდა და მაინც იმდენი შეძელი, რომ მედალი აიღე და ყველა გაგვახარე. უფალი შეგეწიოს და მალე მხოლოდ ოქროს მედლები მოგველოცოს! 🇬🇪
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს
Geo Team: გიორგი ჩაკვეტაძე ბაჰრეინთან მატჩს გამოტოვებს
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
დღეს ლაშა გურული კრივში მეორე პროფესიონალურ ბრძოლას გამართავს
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
გურული და ყურშიტაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] დამაჯერებლად და ვადაზე ადრე - ლაშა გურულმა "უემბლიზე" ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა!