სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ხელს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს, ამის შესახებ ინფორმაციას NBA-ის ყველაზე სანდო ინსაიდერი, შემს შარანია ავრცელებს.

სანდროს ყოველწლიური ანაზღაურება 13 მილიონი დოლარი იქნება.

მამუკელაშვილმა გასული სეზონი "ტორონტო რაპტორსში" გაატარა, სადაც რეგულარულ სეზონში საშუალოდ 11.2 ქულას, 4.9 მოხსნასა და 1.9 შედეგიან პასს აკეთებდა.

რამდენიმე წუთის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ "ანგელოზებს" "იუტა ჯაზის" ცენტრი უოლკერ კესლერი შეუერთდება, მის სანაცვლოდ "ლეიკერსმა" "ჯაზს" 2 პირველი რაუნდის პიკი დაუთმო.

შეგახსენებთ, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კალიფორნიული გუნდი NBA-ის სუპერვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა დატოვა და "ლეიკერსი" ლუკა დონჩიჩისა და ოსტინ რივზის გარშემო ახალი გუნდის აწყობას გეგმავს.

გრაფი დეკუ-ს
რა არ ჩამოსულა იოკიჩი, აგერ შვეიცარიის წინააღმდეგ ითამაშა სერბეთის ნაკრებში!
sos
ვაგებთ უკრაინასთან
ნიკა
aburjga-ს! არ ჩამოვა და ნუ ჩამოვა,წავაგებთ თამაშებს და ვერ გავალთ მსოფლიოზე,შესაბამისად ვერც მამუმელაშვილი ითამაშებს მსოფლიოს დიდ ფორუმზე,რავი მსიფლიოს ჩემპიონატზე თამაში ასეთი უმნიშვნელოა საქართველოსთვის?
ირაკლი
Beto-ს!! რას ნიშნავს არ ჩამოვა? არ ჩამოვა და ვერ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე,ეს ორი თამაში თუ ვერ მოვიგეთ დავემშვიდობებით მსოფლიო ჩემპიონატს!
გრაფი დეკუ-ს
დონჩიჩი და ანტენტეკუმპო არც მიხსენებია ეგენი არ ჩამოსულან,მაგრამ დანარჩენები ყველა ნაკრებშია!იოკიჩი,მარკანენი,შროდერი,შენგუნი,გობერი,ზუბაჩი
ქომაგ-ს-ს
დარწმუნებული ხარ რო აგვისტოში დაგვეხმრება?თან აგვისტომდე ეს ორი თამაშია მნიშვნელოვანი,აუცილებლად უნდა მოვიგოთ,მერე აზრი არ აქვს მის დახმარებას!!

ძალიან სასიხარულო ამბავია,ლეიკერსში გადასვლა!მისი ხელფასიც სარეკორდოა,ქართველ სპორტსმენებს შორის და რა თქმა უნდა ვულოცავ,ამ ტრანსფერს.იმედია ნბა-ს ბეჭედსაც შესწვდება.ხელისმოწერა როდის შედგება,არაფერს წერენ,ცხადია უკრაინასთან თამაშს ვერ შესძლებს,მაგრამ ესპანეთთან შეიძლება მოესწროს ჩამოსვლა,თუმცა 11 სასაათო სარტყელის გამოვლა და პირდაპირ თამაში,ძალიან ძნელი საქმე მგონია.აკლიმიტიზაციას,სულ ცოტა 6 დღე სჭირდება,თუ სწორად მახსოვს.ნბა,თავის კალათბურთელებს,ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ,საკმაოდ შეზღუდულ პირობებს უწესებს და მისი დარღვევა ძალიან მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს.ამ ასპექტში,ისინი ძალის პოზიციიდან ეპყრობიან ევროპელ კალათბურთელებს და იქ თამაში თუ გინდა,მათი პირობები უნდა მიიღო.ასე რომ სანდრო და გოგა,აგვისტოში ალბათ დაეხმარებიან ნაკრებს,მაგრამ დარჩენილ თამაშებში,ამაზე ოცნებაც არ შეგვეძლება და ჯგუფიდან გასვლაზე ჩვენი შანსები,საკმაოდ მოკრძალებული მგონია.შერმადინის ნაკრებიდან წასვლა,ძალიან მძიმე დარტყმაა ჩვენთვის და მისი კომპენსირება,თუნდაც მარკუს რიდის ბრწყინვალე თამაშითაც არა მგონია მოხერხდეს.ძალიან დიდი სხვაობაა ნაკრების ლიდერებსა და დანარჩენებს შორის.ყოველი ლიდერის გამოკლება აუნაზღაურებელი დანაკლისია და სათადარიგოს ბიჭების თავგანწირვა,ხშირად საკმარისი არ არის.
სანდრო
კამარ ბოლუინიც არ დაგავიწყდეთ ,რომელმაც პირადად მოუგო ფრანგებს, მისი წყალობით გავედით ევრობასკეთ 2025-ის ფლეი-ოფში!
ქომაგს
კი შემდეგ მატჩებში დაგვეხმარება აუვცილებლად. როგორც ვიცი კალათბურთელს თუ მოქმედი კონტრაქტი არა აქვს მისი დაზღვევა შეუძლებელია და ზუსტად ამიტომ ვერ მიიღებდა მონაწილეობას სანდრო. კონტრაქტი უკვე გააფორმა და ვინ იცის შეიძლება ესპანელებთან მოესწროს მისი ჩამოსვლა, ასე რომ აგვისტოში რა თქმა უნდა დაგვეხმარება.
ლადო
თუ უკრაინას ვერ მოვუგეთ გაგვიჭირდება შემდეგ ეტაპზე გასვლა,წაგებული გვაქვს უკვე ერთი თამაში თბილისში!
გრაფი დუკუ
ჯერ არ ჩამოსულან იანის ანტეტოკუნმპო, ნიკოლა იოკიჩი, დომანტას საბონისი, ლუკა დონჩიჩი, ვიქტორ ვემბანიამა, რუდი გობერი, ნიკოლა ვუჩევიჩი გავაგრძელო?
საქართველო
მაიკლ დიქსონი და ტადეუს მაქფადენი რამდენი სიხარული მოუნიჭებიათ ჩვენთვის❤️❤️ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდნენ ეთნიკურად არა ქართველები ნაკრებში!👏
Beto-ს
მეც მაგას გეუბნები,მამუკელაშვილი და ბითაძე ვერ ითამაშებდნენ დიდ ფორუმებზე რო არა სხვა ნაკრების ბიჭების თავდადება,მათ შორის ნატურალიზებული კალათბურთელების!
Beto
პრობლემაც მაგაშია რომ არ წრკვევით და სწერთ. სეზონის მსვლელობისას ნბა არ უშვებს მოთამაშეებს , ახლა გაიგეთ და არ იცოდით? მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ახერხებენ როცა არის თამაშები და ეს გამოტოვათქო პირველად. ხანდახან წაიკითხეთ რა წესებია , რატომ ხდება ასე
საქართველო უპირველეს ყოვლისა!
რომ არა მაქფადენი,დიქსონი,შენგელია, შერმადინი,ბოლო შესარჩევ მატჩებს ვერ მოვიგებდით და ვერ ვითამაშებდით ევროპასა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე,შეგახსენებთ მამუკელაშვილს და ბითაძეს შესარჩევი ტურნირები არ უთამაშიათ,პირდაპირ ჩემპიონატებზე თამაშობდნენ,ახლა ამ შესარჩევებზე გამოცხადდა ბითაძე და ითამაშებს ნაკრებში,როგორც სხვა ევროპელი NBA-s კალათბურთელები,მაგ.:იოკიჩი,მარკანენი, შროდერი,გობერი,შენგუნი,ზუბაჩიყველა გამოცხადდა ნაკრებში!!
ehhh-ს
ყველა ევროპელი კალათბურთელი შეკრებაზეა თავის ქვეყნებში,ყველა ითამაშებს საკვალიფიციო თამაშებს,ბითაძეც გამოცხადებულია ნაკრებში!!
ქომაგი
მაგარი ამბავია და გულით ვულოცავ სანდროს, ვუსურვებ გამარჯვებებს და ნბა-ს ბეჭედს. ახლა ერთი შეკითხვა მაქვს და ვინც იცის იმან მიპასუხოს (იმედია, ამ კომენტარებს ფედერაციის წარმომადგენლებიც ან მათთან დაახლოებული ხალხი მაინც კითხულობს): ამ სანაკრებო თამაშებზე ცხადია რომ ვეღარ ჩამოვა სანდრო, მაგრამ შემდეგ 2 მატჩზე (რომლებიც აგვისტოშია) თუ დაგვეხმარება?!
ehhh
კალათბურთის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ამ კაცის ლანძღვას, იქნება ვინმემ იცოდეს, სხვა ევროპელები ჩამოდიან? ნბა-ში ბევრი ევროპელია და თუ სხვები ჩამოდიან, მაშინ მართლა არ გამოსდის ლამაზად. თუ სხვებიც ვერ ჩამოდიან ჰოკეისავით, მაშინ მარტო ამან რა დააშავა.
პასპარტუ
მე მეტსაც გეტყვი. საერთოდ, სომხებს ქართველების არ სჯერათ ))
ლევანი
წარმატებები. ლეიკერსი რაც არ უნდა იყოს მაინც ახვა დონეა...
-ს
არ სჭირდება მამუკელაშვილს შენი ასეთი იაფასიანი დაცვა!
"დალშე"
მაგარია : გრაფი რუსული ჟარგონით ? "კი ბატონო, ვხვდები მეც რამენაირად ახლა, მაგრამ", ვიკითხე მაინც . 😉
Beto-ს
რა ერთხელ გამოტოვა? არც ერთხელ უთამაშიათ შესარჩევი თამაშები არც მამუკელაშვილს და არც ბითაძეს,არ ყოფილიყო შერმადინი,სანაძე,შენგელია,დიქსონი,თად მაქბადენი რომელ დიდ ფორუმებზე ვითამაშებდით მაგასაც ვნახავდი
აკაცუკების შესახებ ექსპერტული ცოდნა გაქვს ! :)
გიყვარს მულტიკები ? რომელი მულტიკი გირჩევნია, აკაცუკებზე, თუ ჰალკზე ? უუჰ, შენ რა "ცელქი" იქნებიი ? :)))
zura222
გაამერიკებული და გაევროპებული ქართველებისა არა მჯერავს.
მასტერს
Მანუ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში! ვულოცავ სანდროს და ჩემპიონობას ვუსურვებ - ჩვენი კაცი გვყავს არც მეტი, არც ნაკლები პირდაპირ ლეიკერსში!
პასპარტუ
მაგარი ამბავია. გარდა იმისა რომ ხოშიანი ხელფასი გაშანსა და დიდებულ ქალაქში იცხოვრებს, ვფიქრობ უახლოეს წლებში ნბა-ს ჩემპიონობის თითქმის ასპროცენტიანი შესაძლებლობა მიეცა. დონჩიჩი ლეიკერსიდან უბეჭდოდ არ წავა და მამუც ყველა ვარიანტში ამ ისტორიის მონაწილე გახდება ))

მისალოცი ამბავია.ძალიან დიდი მიღწევაა, საამაყო სპორტსმენია. კაცი ლეიკერსთან კონტრაქტს დებდეს და აქაური აკაცუკები მოუწოდებენ, მიაფურთხე ყველაფერს , ჩამო , ჩამოო , გაუგონარი ამბავია. სანდროს წარმატებულ კარიერას ვუსურვებ.
llcl
წარმატებები სანდროს! იმედია მომავალში ამ დიად კლუბში თამაში ნაკრებს და ქვეყანასაც წაადგება!
Venera
ნუ მაზგაჩობ
გოგა
რიცა ჭირდება ნაკრებს და არ ეხმარება, ეგეთი კალათბურთელი სად ვისთან მოაწერს ხელს არ მაინტერესებს, მაგრამ იმედია ვცდები და ჩამოვა
Beto
sadga chamova mazgach xvalaa tamashi. acale adamians ertxel gamotova sanakrebo bataliebi
გიორგი
ასეთი ხელფასი კვარაცხელიასაც კი არ აქვს,რამხელა ხელფასები ჰქონიათ NBA-ში

13 მილიონიო??უგულავია მაშინ ლოს ანჯელესში!
გაგა
ახლა ჩამოვა ნაკრებში?
aburjga
ლეიკერსში თამაში ეს იგივეა რაც ფეხბურთში რეალში ან ბაიერნში ჩარიცხვა. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია! ვულოცავ სანდროს და ვუსურვებ ისე ეთამაშოს, რომ მსოფლიო აელაპარაკებინოს! ალბათ ვერ ახერხებდა ჩამოსვლას და ზოგიერთს უბეში შენახული ქვები რომ გაქვთ და აღარ იცით ვის ესროლოთ ჭკუა გესწავლოთ!
Porto
ვინ ხარ? რა გინდა? რისთვის იბრძვი? თუმცა ისედაც გასაგებია რაც ხარ:)))))))))))))
გრაფი დუკუ
მივულოცოთ მამუს ახლა! წარმატებები ახალ გუნდში. თან მე პირადად მევასება ლეიკერსი თავისი ისტორიით და მიხარია, რომ მამუც მაგ დიდი ისტორიის ნაწილი ხდება. დანარჩენს კიდე, რაც სალაპარაკოა, ფედერაციამ უნდა გასცეს პასუხი... მამუს ნუ ვერჩით წინასწარ, ძმებო. იქნება ყველამ ყველაფერი იცის და ჩვენ რატომ ვსაყვედურობთ? ვიცი, კი ბატონო, ვხვდები მეც რამენაირად ახლა.. მაგრამ მაინც მოცდა სჯობია. ჩვენიანი ბიჭია და დავუჭიროთ მხარი ბოლომდე! დალშე, გაირკვევა დროთა განმავლობაში, კაცო..
ვვვ
კაია, და ნაკრებში რო ჩამოსულიყო, კიდევ უკეთესი იქნებოდა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
"ლივერპულის" შემტევი 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს
[VIDEO] პოკერი და თან რა გოლებით! - გენიალური მესის მორიგი გაბრწყინება MLS-ში
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
[VIDEOS] ბითაძისა და მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა - "ორლანდო" და "ტორონტო" გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდნენ
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა