კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლიდერი შეიცვალა: გორის დილამ გაუსწრო თბილისის იბერია 1999-ს.

დღეს დასრულდა 24-ე ტური. ორი მატჩი გაიმართა: დილამ დინამო ბათუმს მოუგო, იბერიელები კი აუტსაიდერ ფოთის კოლხეთი 1913-თან დამარცხდნენ.

იბერია 1999 0:2 კოლხეთი 1913

მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ეს იბერიელთა მხოლოდ მეორე წაგებაა და საინტერესოა, რომ ორივეჯერ შინ დამარცხდნენ იმ გუნდთან, რომელიც ბოლო ადგილზე იყო: ადრე თელავთან და დღეს კოლხეთი 1913-თან. ფოთელებმა 29 აპრილის მერე პირველად გაიმარჯვეს. 12 ტურის განმავლობაში არ ჰქონდათ მოგებული.

თამაშს რაც შეეხება, პირველი გოლი 73-ე წუთზე გავიდა. რომან პლიუშჩის პასის შემდეგ ნიკოლას-ნიკა კაპანაძემ ძლიერი დარტყმით გაიტანა. იბერიელები ხელოვნური თამაშგარის შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ გამოუვიდათ.

ბოლოს კი ფოთელთა ნახევარმცველმა დავით ფაღავამ ისარგებლა მეტოქის შეცდომით და 0:2 გახადა ანგარიში. სხვათა შორის, კაპანაძისთვისაც და ფაღავასთვისაც ეს სადებიუტო გოლი იყო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

დილა 2:0 დინამო ბთ

გორის დილამ დინამო ბათუმს მოუგო და პირველ ადგილზე გადავიდა.

ბათუმელები უკვე მე-13 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, რადგან დმიტრი მანდრიჩენკო ცენტრში უხეშობისთვის გააძევეს. მანდრიჩენკომ სახეში ფეხი მიარტყა ალექსანდრე ანდრონიკაშვილს...

სტუმრები არ ტყდებოდნენ, მაგრამ 66-ე წუთზე ცხრა კაცით დარჩნენ. არბიტრმა ბაქარ ბრეგაძემ ლევან ხოზრევანიძეს მეორე გაფრთხილება მისცა: ეს იმის გამო, რომ ხოზრევანიძეს ტრავმა ჰქონდა, ექიმებმა მინდვრის მიღმა აღმოუჩინეს დახმარება და ისიც მინდორზე დაბრუნდა... მსაჯის დაუკითხავად. ბრეგაძემაც ამიტომ უჩვენა ყვითელი ბარათი.

დილამ ასეთი უპირატესობა ბოლოს მაინც გამოიყენა. 85-ე წუთზე არბიტრმა VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა პენალტი და ანდრონიკაშვილმაც ზუსტად დაარტყა - 1:0.

ბოლოს კი კონტრშეტევაზე დილამ მეორე ბურთიც მიითვალა. აბდალა ხალაიჰალიმ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დებიუტი გოლით აღნიშნა...

erovnuliliga.ge

დათო
ბათუმის დინამოს ფეხბურთელები დაეხვრიტათ ბარემ - ორი კაცი გაუგდეს (თან მეორე - რის გამო?!) და პენალტი დაუნიშნეს! მიდით მასე გააგრძელეთ და სან-მარინოს ჩემპიონს გააჯიბრეთ შემდეგ თქვენი ჩემპიონები გორი იქნება თუ საბურთალო-იბერია...
ვასილიჩი
იბერია არის ქართული ფეხბურთის სირცხვილი
ბაბუაწვერა
ეხლა როგორ ფიქრობთ ლევან კობიაშვილმა უთხრა იბერიას რო წააგეო? ჩემპიონატის დონე დაბალიაო მერე იძახით.დაბალია კი არა გასაუქმებელია საერთოდ
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"რეალი" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გულშემატკივრები პერესს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
დვალიშვილი არ დაისვენებს - მერაბი ჰენრი სეხუდოს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მატჩის გმირმა გულიაშვილმა "რასინგის" ქომაგებს ესპანურად მიმართა