ლიგა 1-ის მეხუთე ტურში პსჟ გასვლაზე „მარსელთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძლებმა უკვე დებიუტში მეკარე შევალიეს შეცდომის შედეგად მოახერხეს დაწინაურება, რის შემდეგაც სტუმრები უპირატესობას დაეუფლენ და შეუტიეს: კვარაცხელია პავარმა წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო, პირისპირ გასულ ფაბიანს გატანა მეკარე რულიმ არ დაანება, კონტრშეტევისას კი გუირის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მერე ხვიჩამ ოდნავ ააცილა მიზანს, დარჩენილ დროში მომენტი არცერთ გუნდს არ შეუქმნია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, თუმცა მეტოქე თავს უნარიანად იცავდა, უფრო მობილიზებული და აგრესიული იყო. „კვარას“ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, ჰაკიმის რულიმ არ გაატანინა, რამუშის თავური არაზუსტი გამოდგა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეტევის გასაძლიერებლად პაჩოს ნაცვლად მოედანზე ლი შეუშვა, ცოტა ხანში ზაირ-ემერი მეილიუთი შეცვალა, რამაც შედეგი არ გამოიღო და „მარსელმა“ გაიმარჯვა.

საფრანგეთის ჩემპიონატს ოთხი ლიდერი ჰყავს - „მონაკოს“, პსჟ-ს, „ლიონს“ და „სტრასბურგს“ 12-12 ქულა აქვთ. პარიზული გუნდი მომდევნო მატჩს 27 სექტემბერს სახლში „ოსერთან“ ჩაატარებს.

მარსელი. „ველოდრომი“

მარსელი - პსჟ 1:0

გოლი: აგერდი (5)

ამაშია საქმე
ველოდები ხვიჩა როდის ათამაშდება იმ დონეზე ნაპოლში რომ დაიწყო.მის საყურებლად ნეაპოლში რომ ჩავდიოდით ქართველები.
papai
მალე უნდა მოშორდეს ამ უსახურ ჩემპიონატს... არც სანახაობაა და არც ყურებადია
გელა
და როცა აძლევდნენ რას აკეთებდა რო? დამღალა უკან პასებით.აბრუნებს უკან ბურთს და გარბის ცენტრისკენ,სადაც დიდი სიმჭიდროვეა ფეხბურთელების
თემური
ხვიჩაზე "ნადირობა" იყო და მადლობა ღმერთს ხვიჩა რომ "ვერ" დაამტვრიეს! ნორმალური/მკაცრი მსაჯობის შემთხვევაში პსჟ მარსელს ნებისმოერ მოედანზე 10-დან 7-8 მაინც მოუგებს.

მარსელი ფეხბირთის თამაშის გარდა ყველაფერს აკეთებდა ხა ამის საშუალება მსაჯმაც მისცა. მოზანმიმართულ მტვრევაზე იყვნენ გადასული, ხელითას აჩერებდნენ როცა ვერ ეწეოდნენ და ეს მსაჯმა თავიდანვე არ შეაჩერა ბარათებით. 3 მცველით, ჰაკიმის შემტევად ლსჟ-ს თამაშის მიუხედავად, მაინც მარსელის ეს "ყასბობა" იყო გადამწყვეტი. ფეხბურთს და კლასს ველოდი, აშკარად რადიკალურად განსხვავებული რამ ვნახეთ.
ვაჟიკოს
მე-12-ზე კვარა გავიდა მასწ

მარსელი ძალიან მობილიზებული იყო და ძალიან ბევრი ირბინა,პსჟს მთლიანად გადახალისებულმა შეტევის ხაზმა კი,ხისტად მოთამაშე დაცვის წინააღმდეგ,რომელსაც მსაჯი ძალიან ბევრს ჰპატიობდა,ვერ შესძლო,მათი რიგების მთლიანობის დარღვევა.არც გაძლიერების რესურსები ჰქონდა და არც მთლიანად გუნდს აღმოაჩნდა საკმარისი ენერგია.ორი დღე აქეთ იქით ფრენამ,ეტყობა მაინც უარყოფითად იმოქმედა,მათ მზადყოფნაზე.
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს