ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დიდი მატჩის დღე - ესპანეთს დამარცხებას ოფიციალურშიც ვუპირებთ!

დიდი მატჩის დღე - ესპანეთს დამარცხებას ოფიციალურშიც ვუპირებთ!

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე-მეოთხე ტურის დროა, სადაც ბევრი რამ გაირკვევა - ვიღაცები მუნდიალს მიუახლოვდებიან, ზოგიერთები შანსს გადაიწურავენ, ბევრგან კი ბრძოლა ნოემბერშიც გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, თურქებთან სტუმრობამდე, სადაც მეორეადგილოსანი მნიშვნელოვნად უნდა გამოიკვეთოს, ესპანეთს ელჩეში შევხვდებით, სადაც უამინდობის შემდეგ უნდა გამოიდაროს - დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

ვილი სანიოლის გუნდს იდეალური სექტემბერი არ ჰქონდა, მაგრამ პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და ბულგარეთს აჯობა. თურქებთან დაკარგულის ანაზღაურება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მანამდე ესპანური დაპირისპირებაა.

როცა "ფურია როხა" შესაბამის ხასიათზეა, მისი შეჩერება როგორია თავის თავზე თურქებმაც იწვნიეს, თუმცა ისინი მუდამ ასეთ ფორმასა და ხასიათზე ვერ იქნებიან. ესპანელთა დანაკლისი მცირე ნამდვილად არაა, დე ლა ფუენტეს გუნდი იამალისა და ნიკო უილიამსის ფლანგური შეტევების გარეშე რთული წარმოსადგენია, აბა, როდრის დანაკლისს შეჩვეულები არიან.

სანიოლის გუნდის მხარეს დიდი ენთუზიაზმი და კონტრშეტევებზე წარმატებაა, რაც მათ ევროპის ჩემპიონატზე ესპანელებთანაც დაგვანახეს. ეგაა, ახლა ფრანგი გუნდს სხვა ტაქტიკით ათამაშებს, ესპანეთის ნაკრებთან კი შეტევაზე ფიქრი რთული ამბავია.

ხვიჩა კვარაცხელია პედრისთან ერთად ამ მატჩის მთავარი სუპერვარსკვლავია. არ ვიცით, ახლადმომჯობინებული "კვარა" რამდენს და როგორი ხარისხით ითამაშებს, მისი კლასი კი მოწინააღმდეგეს ძალიან აშინებს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონებს მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე ჯერ გოლი არ გაუშვიათ (9 გაიტანეს) და საინტერესოა, პირველად მათ ვინ დაამწუხრებს. "ფურია როხამ" ბოლო ორი მუნდიალი ჩააგდო, ახლა მოსაგებად ემზადება და მანამდე გზის გავლა აღმავლობით სურს.

საქართველოს თავისი მიზნები გააჩნია და ეს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის დაგემოვნებაა. ერთ დროს ამხანაგურ მატჩში ესპანელთა დამარცხება ოპტიმიზმს ახლაც იძლევა, რომ ყველაფერი შესაძლებელია!..

ოიარსაბალი, ტორესი და პინო (ოლმო მატჩის წინა დღეს დაშავდა) შეტევის სამეულში იქნებიან, მათ კი "არსენალელები", მერინო და ზუბიმენდი დაეხმარებიან.

ესპანელთა მარჯვენა მცველ პოროს თბილისური მატჩი კარგად არ უნდა ახსოვდეს, იქ მას კვარაცხელიამ "სისხლი გაუშრო." სასიამოვნო მოგონებები არც ლე ნორმანს გააჩნია, ევრო 2024-ის მერვედფინალში "კვარას" ზეწოლის შემდეგ ავტოგოლი მიითვალა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამოცნობა რთულია, რადგან სამ დღეში თურქებთან მატჩია, რის გამოც სანიოლი გარკვეულ დათმობებსა და ძალების გადანაწილებაზე უნდა წავიდეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანეთი: სიმონი - პორო, ლე ნორმანი, კუბარსი, კუკურელა - პედრი, მერინო, ზუბიმენდი - პინო, ოიარსაბალი, ფ.ტორესი;

საქართველო: მამარდაშვილი - კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, აზაროვი - ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, გაგნიძე - დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.

• irakli

ვერ ვიგებ ესპანეთის ნაკრებთან თამაშზე სპეციალისტებისგან პესიმისტურ შეფასებებს, მაგალითად კვარა დავასვენოთ, აქ მაინც წავაგებთ და თურქეთისთვის შემოვინახოთ. ჯერ ეს ერთი, თამაში და ბრძოლა ყველასთან საჭიროა, მეორეც, ესპანეთს 7 ! ძირითადის ფეხბურთელი აკლია, გასაგებია რომ შემცვლელებიც ძლიერები ყავს, მაგრამ არა ამდენად, თან ამ შემცვლელებს შეთამაშებაც ხომ უნდათ?! ასე რომ ჩემის აზრით ესპანეთთან შეგვიძლია დადებითი შედეგის მიღწევა და ამისათვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ! წარმატებები ბიჭებს და საქართველოს!

• საქართველო

ჩვენი ნაკრების იმედი ყოველთვის მაქვს და მექნება მაგრამ დღეს როგორ იმედიანადაც ვარ გრანდებთან ესე არ ვყოფილვარ არასდროს. მითუმეტეს ესპანეთია, გრანდების გრანდი. ამ თამაშში ქულაც იდეალური ვარიანტი იქნება. და კიდევ იქნებ ბულგარელები თავის თავს გადაახტნენ და თურქეთს ქულები დააკარგვინონ. ეს იქნება იდეალური სცენარი. წარმატებები ჩვენს ბიჭებს, ვიცი თავს არ დაზოგავენ. ეგ დრო აღარაა ნაკრებში რომ ეზარებოდათ თამაში. ეხლა მებრძოლი ბიჭები გვყავს რომლებმაც იციან მნიშვნელოვანი თამაშის გამარჯვების ფასი.

საზღვაო ყინულმჭრელს რომ შეხედავ,ერთი ჩვეულებრივი გემია,მაგრამ ის გაყინულ ზღვაში ყინულს სჭრის და მის უკან მოძრავ საზღვაო ფლოტილიას,საშუალებას აძლევს,მის გაკვალულზე გაიარონ.დაითვალე,რამდენი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა ტოპ ლიგებში,იგივე ქვეყნების მეორე ლიგებში და თავს ჰკითხე,მათ დაწინაურებაში კვარაცხელიას როლი მცირეა?მანამდე რატომ არავინ იყურებოდა ქართველი ფეხბურთელებისაკენ?ამ ბიჭმა მთელი თაობა გაიყოლა და დღეს ისეთი ნაკრები გვყავს,რომელიც ჯერ ერთი,რომ ძალიან შეკრულია და მეორეც,ევროპის ჩემპიონატზეც ხომ ითამაშეს და ზრდას კვლავაც განაგრძობს.მათ უკვე დაიჯერეს,რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ესპანეთის დამარცხებაზე რომ ოცნებობენ,ეგეც უკვე რაღაცას ნიშნავს.ჯერ ესპანეთი ჩვენზე ძალიან წინ არის,თურქეთიც საკმაოდ გვისწრებს,მაგრამ ეს უკვე უფსკრული აღარ არის და შანსები ჩვენც გვაქვს.თუ გამოვიყენებთ,სასურველი შედეგების მიღწევაც შეგვიძლია.დღეს ბიჭების მიწაში ჩაფლვა კი არა,მათი გამხნევება და შეგულიანებაა საჭირო.გულშემატკივარი ნაკრებთან არის,ვიღაცების მიერ მისისიანებული შპანა კი,ყველაფრის წაბილწვას ცდილობს,როგორც ყოველთვის.მაგათ მხოლოდ ეგ შეუძლიათ და იციან.ბავშვი,ფეხს რომ იდგამს,უამრავჯერ წაიქცევა და გარშემომყოფთა მოვალეობა,ბავშვის გამხნევება და წაქეზებაა,რომ არ დაშინდეს.ასე ნელა,ნელა,ბავშვი სიარულს იწყებს და თანდათანობით,ფეხზე მყარად დგება.ჩვენი ნაკრები იბრძვის,რომ ფეხზე მყარად დადგეს,საამისოდ სულ უფრო მეტ ძალას იკრებს და ჩვენი მოვალეობა,ვისაც მასზე გული შესტკივა,მის გვერდით დგომა,დახმარება,თუნდაც შეცდომების გამოსწორებაში დახმარებაა.მისი ავისმსურველი კი,ბავშვს ხელს ჰკრავს,შეეცდება წააქციოს,დააშინოს და იმედი დააკარგვინოს.

• ჰაჰა

კი არ გადაიმტვრევენ, წამოიხევენ.

• ჯადო

მოვუგებთ კიდეც და თურქეთისთვის ძალებსაც შემოვინახავთ!

• მკიდია

ესპანეთს კი არა ჩვენ გვაკლია ჩაკვეტაძე. გრანდებიც ვერ იტყვიან ამ ესპანეთზე გავალ და მოვუგებო იმდენად ძლიერია. ქოჩორა თუ სასტარტოში დააყენა დაცვაში ვერ გამოვიყენებთ ყვითლის გამო და შეიძლება თურქეთში თამაშმა აზრი დაკარგოს.

თავისდა უნებურად,მაგარი სატყუარა გადმოგვიგდეს ესპანელებმა.ამდენი ხალხი რომ მოაკლდათ,გინდა თუ არ გინდა,მაინც ფიქრი გეპარება,რომ ამ თამაშის დადებითი შედეგით დამთავრება შეიძლება,თუ ძალიან შეეცდები.მეორე მხრივ,წინ თურქეთთან გადამწყვეტი მატჩი გველოდება,სადაც საკმარისი ძალებიც დაგვჭირდება და სრული შემადგენლობაც.დანის პირზე უნდა გავიაროთ,რომ არც ძალიან ბევრად დავიხარჯოთ და არც თამაშის შედეგი დავაზარალოთ.მიდი და თუ მაგარი ბიჭი ხარ,იპოვე ეს ოქროს შუალედი.არ ვიცი რა იქნება,მაგრამ რაც იქნება,იქნება და ჩვენ ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ,ამ ორი თამაშის ჯამში.ესპანეთთან რა შედეგიც არ უნდა დაგვიჯდეს,თუ ძალიან ნამეტანი სისულელეები არ აკეთეს(ნამდვილად არ მგონია,რომ გააკეთებენ),მათზე კრიტიკას არ დავიწყებ,დაველოდები თურქეთთან მატჩს და რამე თუ მექნება სათქმელი,მხოლოდ ამის შემდეგ ამოვთქვამ.დღეს მხოლოდ ჩვენი ბიჭების უპირობო მხარდაჭერა გვმართებს და იმედი მაქვს,ასეც ვიქნებით,ნამდვილი გულშემატკივრები.

• ფეოლა

დღეს ჩვენი ბიჭები მუხლზე გადაიმტვრევენ ესპანელებს! უკვე მეცოდება მაგათი მეკარე, მაგრამ რას იზამ, ძალა აღმართსა ხნავს!

• Napoleoni

სეგუნდას ბოლო ორ დგილზე მყოფი გუნდის საᲗადარიგოები რომ გამოგვიყვანოს ესპანეᲗმა მაინც უპრობლემოდ ოფლის 20% ის დახარჯვიᲗ მოგვიგებენ...დᲦეს ესპანეᲗი ცალკე გალაქტიკააა.ეს ნაკრები დელბოსკეს გიᲟებზე მაგარია. . .მკვლელი ნაკრებია. . .

• Დინამოელი

Კაკაბაძემ და კაშიამ იციან დღეს თამაში რომ აქვთ?

• მწარე

რატო ვიბრიქებით? თქვენ გგონიათ, საკმარისია განწყობა შევქმნათ, ვიბრძოლოთ და მოვიგებთ? ისინიც შექმნიან განწყობას და იბრძოლებენ, მათ უნდათ დაამტკიცონ რომ პირველ ნომრებზე ნაკლები არ არიან. მეც მომწონდა 5 მცველიანი ტაქტიკა ესპანეთთან, მაგრამ ამ გუნდში 5 მცველს ვერ დააგროვებ. ისევ ნახევარდაცვამ უნდა იმუშაოს ბოლომდე, ხოლო ჩვენი ფლანგელები დაცვას უნდა ეხმარებოდნენ გამუდმებით. ამ დროს კონტრშეტევის ხარისხი ეცემა, მაგრამ ლამაზი თამაში და შეტევა ესპანეთთან კატასტროფაა. ეგ უნდოდათ თურქებს და მიიღეს 6 ბურთი. მოკლედ, ახალი ველოსიპედის გამოგონება წამგებიანია. კლასიკურად, მაინც ჩაგვკეტავს ესპანეთი დაცვაში, ამიტომ ავტობუსი კი არა, აქტიური დაცვა უნდა გვყავდეს და ერთ შანსს უნდა დაველოდოთ წინ. ვიღაცა გამლანძღავს, მაგრამ ამ ტაქტიკით ბევრს მოუგია, მათ შორის მსოფლიოზეც. ჩემი აზრით ფრე დიდი წარმატება იქნება. მაშინ თუ ბულგარეთი არ წააგებს, ჩვენ თურქეთთან ფრეს შემთხვევაშიც კი გვრჩება შანსები.

• ცოფიანი სპილოს

ბოლო-ბოლო პრეზიდენტად წავიდეს! რა პრობლემაა? ერთს აიღებ, მეორეს დადებ.))))

• ოპაა

გეთანხმები. საბერძნეთთან მთელი თამაში დაცვაში ვიყავით და ბოლოს პენლებით მოვიგეთ.

• ზურა

მაინც კაშია??? 37 თუ 38 წლის ფეხბურთელმა ნორმალურად მაინც რომ ითამაშო, თავის დროზე რონალდოს და მესის დონის უნდა იყო.

• ილია თოფურია და ფურია როხა

მადლობა თქვით რომ საერთოდ გეთამაშრბით. სად ჩვენ და სად თქვენ. 10:0 იქნება. ბევრს იტირებთ.

• კვარაცხელია

თამაში რომ ერთმა კაცმა მოიგოს მინიმუმ მესი უნდა იყოს.

• საქართველო

იმ შემართებით რომ ითამაშონ როგორც საბერძნეთთან იყო ფინალში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია

• იური

მიხარია რომ კაშია ითამაშებს. შეცდომა ყველას მოსდის. სავარაუდო შემადგენლობა კარგადაა შედგენილი. არ არის გამორიცხული თამაში დამთვრდეს ფრედ.

• Levani

კაშიას მსოფლიოზე უნდა ამერიკაში და იმიტომ არ მიდის. ამ ციკლის მერე წავა

• ირაკლი

სპორტულ,ილია თოფურია რომ მივიდა ესპანელების ბაზაზე მათ გასამხნევებლად მაგას რატომ არ წერთ??მაფათ თუ კიდე გამხნევება უნდათ😟

• tngh-ს

ჰო, ფრთხილი, ნაზი და ალერსიანი.

• ვასო67

ესპანეთის დანაკლისიდან გამომდინარე ფრე სავსებით რეალურია, მით უფრო 532 განლაგების შემთხვევაში… ბიჭებს მოტოვაცია ისედაც არ აკლიათ, ოღონდ პირველივე წუთიდან მაქსიმალური კონცენტრაცია, ურთიერთდაზღვევა, სათამაშო დისციპლინა… უნდა ითამაშონ ისე, როგორც ევროპაზე ესპანეთთან პირველი ტაიმი, იქ ძალები აღარ ეყოთ და კიტე, იმედია ამჯერად ტრავმები არ იქნება, ცოტა იღბალიც … და ჩვენებს გოლის გატანის შანსები ექნებათ… წარმატებები ჩვენ ბიჭებს… შეეწიოთ უფალი

• ვასო 67

ესპანელთა დანაკლისის გათვალისწინებით ფრე შესაძლებელია, 532 შემთხვევაში მით უფრო, ბიჭებსმოტივაციის ნაკლებობა ისედაც არ იქნება… ჯერ კარის უსაფრთხოება და გოლის არ გაშვება, დაცვაში დაზღვევა და პირველი წუთიდან მაქსინალური კონცენტრაცია, რაც ევროპაზე ითამაშეს ჩვენებმა პირველ ტაიმში იგივე უნდა გაიმეორონ, იმედია ტრავმების გარეშე, ერთი ყველასათვის… ცოტა იღბალიც … და ეგაა… შეეწიოთ უფალი

• tngh

საჭიროა ფრთხილი და მაქსიმალური ყურადღებით თამაში... ფრე სასურველი შედეგი იქნება.

• ცოფიანი სპილო

კაშია შენელებული კადრივით მოძრაობს, აგერ ვაისიც აღარ აყენებს ძირითდში ხშირად, სანიოლი კიდე ჯიუტად აყენებს და აყენებს, კაშიასიც არ მესმის, ხედავ, ვეღარ ქაჩავ, შეეშვი, წადი ფედერაციაში, პარლამენტში, ადგილების მეტი რა არის

• ედიკა

პორტუგალია ბუნდოვნად მახსოვს

• ლუკას

არ არის ქართველი.

• იურა ქოჩლაძე

რაც გინდათ უწოდეთ სუპერვასკვლავი, მეგავასკვლავი თუ ვასკვლავთ-ვასკვლავი, ნაკრებისთვის ჯერ-ჯერობით ისეთი არაფერი გაუკეთებია,რაც ერთპიროვნულად მისი დამსახურებაა. მართალია ჩვენი ნაკრები უფრო განვითარდა,მეტად ბრძოლისუნარიანი გახდა და შეუძლია თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებით თამაში პერიოდულად, მაგრამ შესარჩევ ჯგუფებში, ტრადიციულად ისევ ბოლოდან მე-2 ადგილს ვერ ავცდით და პრინციპული,აუცილებლად მოსაგები თამაშის მოგება არ შეგვიძლია, ასე იყო თურქებთან ამ ცოტა ხნის წინ, მხოლოდ მას შემდეგ გამოყვეს ფეხი,როდესაც უკვე 3-0 ვაგებდით, ისინი კაცნაკრული დარჩნენ და დაცვაში ჩაჯდნენ...ფაქტიურად იმ წაგებით დამთავრდა კიდეც ეს ციკლი- თუ არა და სუპერ!!.....ევრო 24-ს თუ გამახსენებთ, ის სულ სხვა-ერთი გამონაკლისი შემთხვევა იყო უეფა-ს კეთილი ნებით.....ასე რომ- არაფერი გვეშველება, ვიდრე ერთხელ და სამუდამოდ არ მოვიშლით საოცარ,არაფრისმაქნის ყოყლოჩინობას, [არა მარტო ფეხბურთში] თურმე ნუ იტყით და, ეპანეთის მცველებს და მწვრთნელებს ღამეები არ სძინავთ კვარას შიშით...იმ ორ შემთხვევაშიც კი რაც ზემოთაა მოყვანილი - ორივეჯერ წავაგეთ, საერთოდ ავტოგოლისას კვარა რა შუაში იყო საერთოდ-მცველმა უხერხულად მიიღო ბურთი მკერდზე და კარში ჩაჭრა. კარგით, დავუშვად მისი დამსახურებაა ავტოგოლი და მერე რაა!! მაინც წავაგეთ... აი თურქებთანაც გაიტანა ბოლო წუთზე, პირადი სტატისტიკა გაიუნჯობესა, პსჯ-ი შემდეგი თამაში სასტარტოში დააყენეს და ნაკრებს რაა!!- ე.წ. 6 ქულიანი საკვანძო თამაში წავაგეთ. აირღე-დაიღე, სუპერ თუ მეგა ვასკვლავით, რეიტინგებში თითქმის იქ ვართ, სადაც ვიყავით - მაჩანჩალებში!! თუ არა და ტოტალიზატორის კუვშებს მაინც ჩახედეთ, რა მოლოდინებიც აქვთ ამ ვასკვლავთ - ვასკლავის, თუმცა ხანდის - ხან ფეხბურთში საპირისპიროც ხდება....ღმერთმა ქნას, არ მეწყინება.................

• Davi

თუ 4 მცველით და კაშია ცენტრში ცუდი დღე გველოდება, 3:0 წავაგებთ მაგ თამაშს.

• Gio-ს

უკაცრავად და ვისი სირცხვილია ეს შემადგენლობა, ამ საიტის, რომელიც ამდენი ხანია სამ მცველს ლობირებს და კაშიას აკრიტიკებს? რასაც წერთ, გააზრებულად დაწერეთ. და სირცხვილი მაინც რა შუაშია, აქ მაქსიმუმ კაშია შეცვალო დვალით. სირცხვილი არა იხვის კურტუმო

• რეალისტი

ვარიაროთ, რომ ესპანეთი დანაკლისის მიუხედავად ჩვენზე ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ჩვენი შანსები უდავოდ გაიზარდა. მაგალითად, თუ მანამდე ჩვენის შანსი იყო ესპანეთთან წარმოატებული თამაშის 1:10-ზე, ახლა იქნება 1:3-ზე. ფეხბურთის მთელი ინტრიგა სწორედ ისაა, რომ ყოველთვის ძლიერი არ იმარჯვებს. ფიზმომზადებასა და ტექნიკასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ექნება თავდადებას და საბრძოლო მენტალურ მზადყოფნას. განსაკუთრებით სიფხიზლეა საჭირო პირველ 15 წუთში. თუ ამ წნეხს გავუძელით, შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.

• ლუკა

ქართველი და ასეთი მშიშარა..?! შენ არც უყურო რა თამაშს!!

• Gio

რა "კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, აზაროვი"??? რა 4-3-3??? სირცხვილია ასეთი შემადგენლობის დაწერა.

• FaBro

კაშიას დაყენება , მითუმეტეს 4 მცველიან სქემაში და პირველი ტაიმის 20-30 წუთში თამაშის მოთავება ერთია. დააყენონ დვალი ან თუნდაც გელაშვილი, ნუ გადაეკიდეთ ამ პენსიონერებს! ხომ ხედავთ კაცი ვეღარ იმორჩილებს ხელ-ფეხს უკვე და სანამ მოედანზე არ დაიშლება არ შეეშვებით?! გურამ, შენ კიდევ მიბაძე რა შენს მეგობარ და ყოფილ თანაგუნდელ კანკავას! შენზე გაცილებით უკეთეს ფორმაში იყო ყველა თვალსაზრისით მაშინ , როცა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა!

• ბიჭების საყურადღებოდ!

რომ გაიტანთ, არ გაჩერდეთ! ბოლომდე დაწნეხეთ, ისე რომ 3-0 -ზე აქეთ გეხვეწებოდნენ, დაგვინდეთო. თუ გაჩერდებით, 1-0 -ზე, გაგვიტანენ და მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ. არავითარი ოლმო და ტორესი, თქვენზე მაგრები მაგათ არ ყავთ!!! უნდა შეჭამოთ! ჰო, ყვითლებსაც უფრთხილდით, თურქებიც უნდა მივაყოლოთ ესპანეთს - ესეც გაითვალისწინეთ. ჟორჟი და ხვიჩა ტყუილად ნუ ირბენენ ორნი პრესინგზე, ეგრე მაგათ ვერც ბურთს წაართმევთ და ძალებსაც ტყუილად დახარჯავთ. ჯობია 5-6 კაციანი პრესინგი. ცენტრი კიტემ, ქოჩორამ და გაგნიძემ უნდა ჩაიბაროთ! ვინც დაიღლება, მაშინვე შეცვლა მოითხოვოს, ნამდვილად არ ტეხავს! დანარჩენს სანიოლი გეტყვით, დიდად მაგისი არ მეიმედება, მაგრამ თქვენი, ვინც მოედანზე იქნებით - ნამდვილად მჯერა!

• kesha

რამდენი ფეხბურთელი აკლიათ და მაინც რა ნაკრები ყავთ რა უბედურებააა:):)

• zura222

ჩემი პროგნოზი ესპანეთთან 5-1. თურქეთთან 2-0. ანუ ორივეს ვაგებთ.

საქართველოს ნაკრებს ილია თოფურია ესტუმრა

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია

საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი ესტუმრა და წარმატებები უსურვა

საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა

U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩამდე მორიგი გამორჩეული ფეხბურთელი გამოაკლდა

"სექსუალური მანიაკია, გამუდმებით თავისი პენისის სურათებს მიგზავნიდა" - ბრაზილიელმა მოდელმა ვინისიუსზე სკანდალური ამბავი მოჰყვა

ფლიკი პედრის ფიზიკური კონდიციებით უკმაყოფილოა

ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია

კრივში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა

U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში

"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?

marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს

ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან

ჩაკვეტაძე მალე დაბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრების დახმარებას?

დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს

"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად

"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა

ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

"მას შემდეგ, რაც პსჟ-ს მწვრთნელი ვარ, ყველაზე მეტად მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა" - ლუის ენრიკემ მეტოქე გამოარჩია

"თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია" - არმან ცარუკიანი

საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?

"ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია... ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს

"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?

"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

საქართველოსთან მატჩის წინ თოფურია ესპანეთის ნაკრებს ესტუმრა და წარმატებები უსურვა

"მზად ვართ - ამბიციით და შიშის გარეშე" - ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს

საქართველოს ნაკრებს MMA-ის მებრძოლი ესტუმრა და წარმატებები უსურვა

"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?

ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით - "კვარას" ამბავი

"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია

საქართველოს ნაკრებს ილია თოფურია ესტუმრა